განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1-2018
(027261117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი---------------ი
ბრალდებული - გ----------–--ლი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილი (დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა); 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა და კულტივირება, დიდი ოდენობით)
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ----------–--ლის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ----------–--ლს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 ნოემბერს, ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა გ----------–--ლის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, რის შედეგადაც ამოღებულია, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 226,78 გრამი.
1.2. გ----------–--ლმა უკანონოდ მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რომლის კულტივირებას ახდენდა პერიოდულად. 2017 წლის 26 ნოემბერს, ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა გ----------–--ლის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია გ----------–--ლის მიერ უკანონოდ მოყვანილი და კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცელი მცენარე კანაფი წონით 165 გრამი.
1.3. გ----------–--ლს ჩადენილი ქმედებისათვის, თავდაპირველად, 2017 წლის 30 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით; პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 5 იანვრით, გ----------–--ლს წარედგინა ბრალდება როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით, ისე 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N3---- დასკვნით, ბოტანიკურ-ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ გ----------–--ლმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 14 მარტს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ----------–--ლსა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–--ლს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმი; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 14 მარტს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–--ლმა.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, გ----------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 180 საათის ვადით; 2731 მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ გ----------–--ლს მიესჯება 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით. გარკვეული უფლებების შეზღუდვის ნაწილში მხარეთა შორის დაზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები იმ ვადასთან დაკავშირებით, რა ვადითაც ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გ----------–--ლს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 წლის ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის ასევე დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით 226,78 გრამი; ასევე მცენარე კანაფი, რომლის წონაა 165,0 გრამი და რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ გ----------–--ლს შორის 2018 წლის 14 მარტს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. გ----------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაითვალოს პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით;
4. გ----------–--ლი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაითვალოს პირობითად;
5. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ გ----------–--ლს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. გ----------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გ---–----------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით 6--1--5--4--.), შეფასებულს 4500 ლარად, რომელიც მდებარეობს ქ-----–ის მინიციპალიტეტის სოფელ რ----ში და რაც დაყადაღებულია გ----------–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
8. გ----------–--ლს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
9. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ საერთო წონით 226,78 გრამი, მცენარე კანაფი წონით 165,0 გრამი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი