გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-66-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.03.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თე---–---–ი
სხდომის მდივანი ელ--- ო-----
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი: ლ----------–-–---–ი, ს------- ჩ---–---,მოპასუხე: დ----- ბ-–----
წარმომადგენელი: შ----- მ--------, ნ---- თე---–---–ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე დ----- ბ-–--ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის №4- ბრძანებით, დ----- ბ-–---- სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღებული იქნა პირობით, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე 2011 წლის 19 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. 2011 წლის 19 სექტემბერს, დ----- ბ-–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული №1-- კონტრაქტი. 2011 წლის 19 სექტემბრის №1-- კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო სამსახურის ვადა მოიცავს: 2.1.1 პირობით სწავლის პერიოდს, მსმენლად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამასხურის ვადის (6 წელი) ჯამს. კონტრაქტის 2.2 პუნქტის თანახმად, ამ კონტრაქტის მოქმედება იწყება პირის მსმენელის სტატუსის გარეშე აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან. კონტრაქტის 2.3 პუნქტის თანახმად, „2.1" პუნქტით განსაზღვრული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის №3--- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. დ----- ბ-–--ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, „თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. კონტრაქტის 6.3 პუნქტის გათვალისწინებით „6.2" პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტროსთვის (სახელმწიფო ბიუჯეტისთვის) ანაზღაურებულ უნდა იქნას კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დ----- ბ-–--ე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 2011 წლის 19 სექტემბერს და იგი დათხოვნილია 2018 წლის 07 ივნისის №3--- ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 6 წელს, 8 თვესა და 18 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. აღნიშნული თანხა, დ----- ბ-–--ის მიერ დღემდე გადახდილი არ არის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ბუნებიდან და ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს არსს. დ----- ბ-–--ე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის ბრძანების საფუძველზე, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო არა კონტრაქტის დარღვვა, არამედ მხარეთა შეთანხმება. კერძოდ, მოპასუხის მიერ მოხდა წერილობითი განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც ყოველგვარი წინაღმდეგობის გარეშე დაეთანხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და გამოსცა შესაბამისი ბრძანება. თავად პატაკის დაწერის საფუძელი გახდა დ----- ბ-–--ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მის მიმართ მიმდინარე არაერთი იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება. დ----- ბ-–--ე დღემდე იმყოფება მოვალეთა რეესტრში, მას არ გააჩნია საკუთრებაში არავითარი მოძრავი ან უძრავი ქონება. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ იგი არის უმუშევარი და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. სამხედრო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მის ანგარიშზე დარიცხული ხელფასი მთლიანად ხმარდებოდა მის წინააღმდეგ მიმართული იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული ვალდებულებების დაფარვას და დ----- ბ-–--ისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მუშაობის კვლავ გაგრძელებას. მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე დ----- ბ-–--ემ მიაღწია იმას, რომ მხარეთა შეთანხმებით მომხდარიყო კონტრაქტის შეწყვეტა. მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით დ----- ბ-–--ეს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი დამატებით ახალი ვალდებულება აეღო საკუთარ თავზე 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოშლა მოხდა ურთიერთშეთანხმებით. ხელშეკრულების დარღვევას ადგილი რომ ჰქონოდა დ----- ბ-–--ეს წერილის საპასუხოდ ბრძანების გამოცემამდე მინიმუმ ის ერთხელ მაინც უნდა გაეფრთხილებინათ, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩაითვლებოდა ხელშეკრულების დარღვევად და დაეკისრებოდა შესაბამისი ფინანსური სანქცია. მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, ვინაიდან სინამდვილეში დ----- ბ-–--ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული პოზიციის სიმყარეზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 12 ივნისს გაცემულ ცნობაში ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ დ----- ბ-–--ეს სახელმწიფოს წინაშე არავითარი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია. მუშაობის დროს ამ უკანასკნელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ დაურღვევია. შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. გარდა ამისა, თავისი სამართლებრივი ბუნებით პირგასამტეხლო აქცესორული უფლებაცააა, მისი ნამდვილობა სრულიად დამოკიდებულია ძირითადი უფლების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულებით- სამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობაზე. თუ ეს უკანასკნელი არ წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, პირგასამტეხლოც არ ითვლება წარმოშობილად; თუ ძირითადი უფლება შემდგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად იწვევს პირგასამტეხლოს გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან ერთმანეთს შორის კომუნიკაციის გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორულობა იმპერატიული პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა პირგასამტეხლოს დაკისრების კანონისმიერი ან სახელშეკრულებო საფუძველი, თუმცა აღნიშნული სახეზე რომც იყოს, მოსარჩელის მოთხოვნა მაინც უკანონოა, ვინაიდან 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი. მოპასუხემ კონტრაქტით გათვალისწინებულ სამსახურში 6 წელი და 8 თვე იმუშავა. შესაბამისად, უსამართლო და უკანონოა მისი სხვა იმ პირებთან გათანაბრება, რომლებსაც ერთი წელიც კი არ უმუშავიათ ისე შეწყვიტეს კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში განსხვავებულია სახელმწიფოსთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ოდენობა, თუმცა მყარი და მოუქნელი პირგასამტეხლოს პირობებში ორივე პირი რომელმაც თითქმის 7 წელი იმუშავა სახელმწიფოს სამსახურში და სხვაც, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდა, ერთი და იმავე ოდენობის პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს. ამასთან ხელშეკრულებით არაა დიფერენცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სხვადასხვა სახის დარღვევის მიხედვით, რაც კიდევ უფრო მეტი უსამართლობაა და პირგასამტეხლოს ცალსახად არაგონივრულ ოდენობაზე მიუთითებს. არ შეიძლება ნებისმიერი ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს პირგასამტეხლოს ოდენობა ერთი და იგივე იყოს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის დასადგენად აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, მის მიერ მიყენებული სავარაუდო ზიანის ოდენობა და მხარის ფინანსური შესაძლებლობა გადაიხადოს მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარეს დგას სახელმწიფო, რომლის პოზიტიურ ვალდებულებასაც წარმოადგენს მისი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური კეთილდღეობის დაცვა. სახელმწიფოს მხრიდან კი მის სამხედრო მოსამსახურეზე ისეთ ოდენობის პირგასამტეხლოს (და არა მიყენებული ზიანის) დაკისრება, რომელიც დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს პირს, ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 19 სექტემბრის №4- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღებულ იქნა პირობით, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
2011 წლის 19 სექტემბერს დ----- ბ-–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი №1-- კონტრაქტი".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2011 წლის 19 სექტემბრის №4- ბრძანება (ს. ფ. 15)
-2011 წლის 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული №1-- კონტრაქტი „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი " (ს. ფ. 16-22)
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 მაისის №MOD2---------- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის მეთაურად 2016 წლის 16 მაისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 მაისის №MOD2---------- ბრძანება (ს. ფ. 24)
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD9---------- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაურის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD9---------- ბრძანება (ს. ფ. 25)
3.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის №MOD51800003--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი დ----- ბ-–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის №MOD51800003--- ბრძანება (ს. ფ. 26);
- 2018 წლის 29 მაისის პირადი პატაკი (ს. ფ. 27);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 19 სექტემბერის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი №1-- კონტრაქტის" 6.2. პუნქტის მოთხოვნები.
3.2.2. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით არ მოშლილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დარღვევას დ----- ბ-–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. პატაკის დაწერის საფუძველი გახდა მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მის მიმართ მიმდინარე არაერთი იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ იგი არის უმუშევარი და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. სამხედრო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მისი ხელფასი მთლიანად ხმარდებოდა მის წინააღმდეგ მიმართული იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული ვალდებულებების დაფარვას და ახალი დამატებითი ვალდებულებების აღება მხარეს ნადმვილად არ სურდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----- ბ-–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 19 სექტემბრის №4- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე სსიპ დ----- ა----–-----–ის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღებულ იქნა პირობით, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
2011 წლის 19 სექტემბერს დ----- ბ-–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი №1-- კონტრაქტი".
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 მაისის №MOD2---------- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის მეთაურად 2016 წლის 16 მაისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელის თანამდებობიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის №MOD9---------- ბრძანებით, დ----- ბ-–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე მოტორიზებული ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაურის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის №MOD51800003--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამესამე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ცეცხლით მხარდაჭერის ოცეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი დ----- ბ-–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
2011 წლის 19 სექტემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი" №1-- კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, ,,თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული განსაზღვრულ სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება, ხოლო 6.3 პუნქტის შესაბამისად ,,6.2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტრიოსათვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) ანაზღაურებული უნდა იქნას კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი პატაკის საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას სამსახურიდან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან, ასეთის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოდგენილა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის №MOD51800003--- ბრძანება არ გაუსაჩივრებია. საგულისხმოა დ----- ბ-–--ის პატაკის შინაარსი, სადაც იგი მიუთითებს კონტრაქტის საკუთარი სურვილით, პირადი პატაკის საფუძველზე შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელის მიერ გაფრთხილებულია ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ.
ამავე კონტრაქტის, 2.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო სასამხურის ვადა მოიცავს: 2.1.1. პირობითი სწავლის პერიოდის მსმენელად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამსახურის ვადის (6 წელი) ჯამს, 2.2 პუნქტის შესაბამისად, ამ კონტრაქტის მოქმედების ვადა იწყება პირის მსმენელის სტატუსის გარეშე აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, 2.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე დ----- ბ-–--ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 06 წელი, 08 თვე და 18 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
პირგასამტეხლოს თავისი სამართლებრივი ბუნებით, მისი ფუნქციით და გამოყენების ფარგლებით წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის მხარეს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების მონაწილეს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის განცხადება, პატაკი რომლითაც იგი მოითხოვს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, მოპასუხის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, არ გააჩნია საკუთრებაში არავითარი მოძრავი ან უძრავი ქონება, არის უმუშევარი და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი ვინაიდან, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და არა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს მიერ დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ მოპასუხე დ----- ბ-–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა. რაც წარმოადგენს უსწორობას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მითითებული კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა", „ბ", „გ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 28 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოპასუხე დ----- ბ-–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 28 000 ლარის 3 პროცენტის - 84- ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე დ----- ბ-–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის გადახდა;
2. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 84- ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6)
მოსამართლე: ნ---- თე---–---–ი