განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100119002818163
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/48-19 24 აპრილი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031090119003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლელა მარიამიძე, ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: ო---- ბ-----–---ი
მამის სახელი: რ----
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----–-------------–-----------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ო---- ბ-----–---ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 აპრილს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის აპრილის თვის რედაქციით). იყო რა ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის ო---- ბ-----–---მა კვლავ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს" საერთო წონით 0.038 გრამი, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 9 იანვარს 17:10 საათზე ქ.მარნეულში სულხან-საბას ქუჩაზე ჩატარებული ო---- ბ-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. ო---- ბ-----–---ს 2018 წლის 25 ოქტომბერს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშაულების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარებისათვის. იყო რა ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ო---- ბ-----–---მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშაულება და 2019 წლის 9 იანვარს ჩატარებული შემოწმებით ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
უდავოდ ცნობილი 2019 წლის 9 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ ო---- ბ-----–---ს ქ. მარნეულში, სულხან-საბას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი მუქი ფერის სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება დაფასოებული ერთ წონაკად.
ასევე, უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N61სქ-65/ქრ დასკვნის თანახმად ო---- ბ-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი 1(ერთ) ცალად დაფასოებული ვარდისფერ პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით -0.0776 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულაება ჰეროინს, წონით 0,038 გრამს.
2.2. ჩადენილი არაერთგზის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით ო---- ბ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5( ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 02(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძვლეზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.
2019 წლის 10 იანვრის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად ო---- ბ-----–---ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენის საფუძველზე მიმდინარებს სააღსრულებო წარმოება. კერძოდ, ო---- ბ-----–---ის გამოსაცდელი ვადის დასაწყისია: 01.08.2016 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებულიყო: 01.08.2019 წელს.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად კი არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დადგენილია, რომ ო---- ბ-----–---ს ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, შესაბამისად მან ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა ჩაიდინა არაერთგზის.
2.3. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 9 იანვრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70254 დასკვნის თანახმად ო---- ბ-----–---ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფი და მეტადონი.
მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით ო---- ბ-----–---ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმნისტრაციული სახდელის სახით დაეკირა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ო---- ბ-----–---ი 2019 წლის 9 იანვრისთვის ითვლებოდა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად, რადგანაც თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლისა თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. კონკრეტულ შემთხვევაში კი ო---- ბ-----–---ს ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 2019 წლის 9 იანვარს ანუ სახდელის დადებიდან ერთი წლის გასვლამდე.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ო---- ბ-----–---ი იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
საქმის არსებითი განხილვისას ო---- ბ-----–---მა თავსი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ო---- ბ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ო---- ბ-----–---ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე დიტო გიგანის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 9 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70254 დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის N61სქ-65/ქრ დასკვნა, 2015 წლის 28 აპრილის განაჩენი, 2018 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება.
სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ო---- ბ-----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ო---- ბ-----–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, არაერთგზის და იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ო---- ბ-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ო---- ბ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ხოლო 273-ე მუხლი კი სხვა სასჯელებთან ერთად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ო---- ბ-----–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რადგანაც ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე ითვალისწინებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და განმარტებას, რომ უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით დასანიშნ სასჯელს, სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელიც ო---- ბ-----–---ს უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ო---- ბ-----–---ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, ხოლო 10(ათი) წლით საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება.
- საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო---- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით.
ო---- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა -1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ო---- ბ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ო---- ბ-----–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ო---- ბ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ო---- ბ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 9 იანვრიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ო---- ბ-----–---ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, ხოლო 10(ათი) წლით საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ო---- ბ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე