განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
010100118002637287
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100118002637287

საქმე N1-845/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

02 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ო-–-----------–---–-

ადვოკატი - მ--------------

 

ბრალდებული: თ----------------------

მამის სახელი: გ----

დაბადების თარიღი: 0--0--1----–--–-

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

რეგისტრირებული მისამართი: ქ----------------------------–---------–-----

ნასამართლობა: ნ----------–-------------

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ----------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------–---- ღამის საათებში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა თ----------------------მ, უკანონოდ შეაღწია ქ---------–----------–---–-------------–--------------------------------------- სამზარაულოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის ფარულად დაეუფლა 45 ლიტრ ზეთს და ერთ ცალ ბლენდერს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი .

 

1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ----------------------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–----------------- ღამის საათებში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა თ----------------------მ, შესასვლელი კარის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია ქ---------–----------–---–-------------–- მდებარე დ------------------- დროებით მფლობელობაში არსებულ სხვენში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს, რა დროსაც ის დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

1.3 სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა თ----------------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

1.4 თ----------------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: დ-------------------, კ------------------------------------------------–-–---–-------------------------------–--------------------------------------------–-----------------–-----------–----------------------------------------------------------------------------–-----------–-–-------------–------------–-–-------------------------------------------------–-------------–----------–-–-------------------------–---------------------–-----–------------–------------–--------------------––-----–---------–--–-----------–-------------------------------–--------------------––-----–---------------------–--------------–--------–-------------------------------–-----–--------------------–---------------------------------------------------–-----------------------------

 

1.5 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.6 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ს---–----------–-------------–------------------–----------------------–-–--------------–------------- დასკვნის თანახმად, თ---------------------- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ამჟამად, იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დავადებული არ არის. მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. თ---------------------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი შეიძლება წასდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

1.7 სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში, ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამავდროულად, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობა წარმოადგენს, რომელსაც ბრალდებულის ნასამართლობა აფუძნებს. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ასევე იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს თ---------------------- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში და თვლის, რომ თ----------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.

 

2. თ---------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ----------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, თ----------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. მსჯავრდებულ თ----------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აგვისტოდან.

 

6. ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ამოღებული ,,გორენიეს“ ფირმის ბლენდერი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თ----------------------- სტაციონალური პაციენტის ბარათი, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი