გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
130210019002828762
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-48-19

(1302100-9002828762)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 20-9 წელი ქ. ხაშური

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

 

მოსარჩელე - ს--------------–-------კი“

წარმომადგენელი - ი-----–--------–ია

მოპასუხეები - ვ------------–---–--ლი და რ---------------–-ძე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 12 848.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9 763.83 ლარი, პროცენტია - 1 404.95 ლარი და პირგასამტეხლოა - 1 679.24 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (20-9 წლის 29 იანვარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 05.61 ლარი.

 

1.3. მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ცნობა დავაიანების გაცემის დღიდან (20-9 წლის 29 იანვარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 0-.95 ლარი.

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ვ------------–---–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, რომლის საკადასტრო კოდია: 6--0-.4--0---

 

1.5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ვ------------–---–--ლის და რ---------------–-ძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

1.6. მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 634.13 ლარი.

 

1.7. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

20-6 წლის 11 მაისს ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №G-------------------, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარით ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი.

ასევე, 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის 20-6 წლის 11 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000-53671, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ვ------------–---–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში და რომლის საკადასტრო კოდია: 6--0-.4--0---

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 20-6 წლის 24 მაისს ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №G---------------------, რომლის თანახმად ვ------------–---–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 13 600 ლარის ოდენობით, წლიური 21% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

20-6 წლის 24 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების №G--------------------- უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------სა" და რ---------------–-ძეს შორის 20-6 წლის 24 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №C-----------. მითითებული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 27 200 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

ს--------------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად. მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა ენდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებისთ გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ ს--------------–--------ის" სასრგებლოდ. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №G------------------- ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან №G--------------------- გამომდინარე სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 12 848.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9 763.83 ლარი, პროცენტია - 1 404.95 ლარი და პირგასამტეხლოა - 1 679.24 ლარი

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ვ------------–---–--ლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პირნათლად ასრულებდა ვალდებულებას, თუმცა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის ავადმყოფობის გამო ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მისი სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არის საზღვრისპირას, სოფლის ნაწილზე არის საზღვარი და მისი მიწის ნაკვეთი მოყოლილია არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ოჯახში 5 წევრია, ჰყავს პენსიონერი დედა, არიან უმუშევრები და მათი ერთადერთი შემოსავალი იყო სოფლის მეურნეობიდან მოწეული მოსავალი. იგი თანახმაა დაფაროს სესხის ძირითადი თანხა ეტაპობრივად, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს არის შეუსაბამოდ მაღალი და სცდება კანონით დადგენილ ზღვარს. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია თუ მოხდება ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხუთსულიანი ოჯახი რჩება ღია ცის ქვეშ.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხე ვ------------–---–--ლმა განმარტა, რომ მის მიერ იქნა სესხი აღებული და გადაიხდის ეტაპობრივად.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 20-6 წლის 11 მაისს ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №G-------------------, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარით ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.1. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 20-6 წლის 24 მაისს ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №G---------------------, რომლის თანახმად ვ------------–---–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 13 600 ლარის ოდენობით, წლიური 21% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

20-6 წლის 24 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების №G--------------------- უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------სა" და რ---------------–-ძეს შორის 20-6 წლის 24 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №C-----------. მითითებული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 27 200 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------სა" და ვ------------–---–--ლს შორის 20-6 წლის 11 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000-53671, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ვ------------–---–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში და რომლის საკადასტრო კოდია: 6--0-.4--0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემობებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------------–--------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 286-ე, 30--ე, 867-ე, 868-ე, 403-ე, 891-ე, 898-1, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალქო კოდექსის 317 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება რომ 20-6 წლის 11 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ------------–---–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ------------–---–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 13 600 ლარის ოდენობით და ამ სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო და პროცენტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ვ------------–---–--ლს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულებების კანონიერება და მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძველზე აღებული სესხის გადახდის ვალდებულება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებს შორის სადავო არაა, რომ მათ შორის არსებობდა სასეხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით, ხოლო 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, 466-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები (რომლებიც მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია), რომლითაც დაასაბუთა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, გარდა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ზეპირი განმარტებისა, რომ მან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო დავალიანების გადახდა, მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას არ ეკისრება ბანკის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არ წამოუდგენია.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მხედველობაში იღებს რა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს სარგებლიან სესხს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს, სასამართლო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობებს, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისია და სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ვ------------–---–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ვ------------–---–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 8.8. მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად, მოპასუხეებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 634.13 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს--------------–--------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. მოპასუხებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G-------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან 9 გამომდინარე თანხის - 12 848.02 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9 763.83 ლარი, პროცენტია - 1 404.95 ლარი და პირგასამტეხლოა - 1 679.24 ლარი.

 

3. მოპასუხებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (20-9 წლის 29 იანვარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 05.61 (ხუთი ლარი და 54 თეთრი) ლარი.

 

4. მოპასუხებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 11 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №G------------------- ფარგლებში გაფორმებული 20-6 წლის 24 მაისის №G--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (20-9 წლის 29 იანვარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 0-.95 (ერთი ლარი და 95 თეთრი) ლარი.

 

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ს--------------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ვ------------–---–--ლის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში და რომლის საკადასტრო კოდია: 6--0-.4--0---

 

6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ვ------------–---–--ლის და რ---------------–-ძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. მოპასუხებს ვ------------–---–--ლს და რ---------------–-ძეს სს "საქართველოს ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა - 634.13 ლარი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი