განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ----- ქ-----–---–ი, ლ-–----------–---–ი
სტაჟიორ-პროკურორები - მ----- ც-------ა, ი----- მ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ---- ვ------ის ძე ა-–---ი, დაბადებული - 1----–-–----- ა--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ს------–ი ფ-------–ა, ი-------------------------);
ბრალდებული - ა--–-- ვ--–-----ის ძე ა--------ი, დაბადებული - 1----–-–----- ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ს------–ი ფ-------–ა, ი------–----------–------------)
ადვოკატები - კ------- ჩ-------ე, გ------ მ-------ე
თარჯიმნები - ფ-------- ა--------ი, ე-–--- თ------ი, ჰ---- ა–------ი, ე-–----- თ------ი, ვ-----–- მ----------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 28 ი------ს, შ---- ა-–---მა და ა--–-- ა--------მა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ქ. თბილისში, ს------–ი ფ-------–ა, მ------ ფ-----–--------------ში მცხოვრები რ----–-- კ----------ის საცხოვრებელ სახლში არსებულ ფასეულ ნივთებს. ამ მიზნით, 2017 წლის 28 ი------ს, ღამით, მათ ფანჯრიდან შეაღწიეს აღნიშნულ ბინაში და დაეუფლნენ რ----–-- კ----------ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკას და ჭურჭელს. ამის შემდეგ, მათ აღნიშნული ნივთები მოათავსეს აივანზე, რათა მეორე დღეს გაეტანათ სახლიდან. 29 ი------ს, ღამით, შეთანხმებისამებრ, ა--–-- ა--------ი და შ---- ა-–---ი, ასევე გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე წინა დღით გამზადებული ნივთების წასაღებად. მათ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ისინი შეჩერებულ იქნენ რ----–-- კ----------ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი პირები მიიმალნენ. მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგებოდა 1600 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულ რ----–-- კ----------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 29 ი------ს, დაახლოებით 10-11 საათზე, ს------– ფ-------–აში, მ------ ფ-----–--------------ში მდებარე მის კუთვნილ სახლში მისულმა შეამჩნია წასაღებად გამზადებული საოჯახო ნივთები. მან ასევე შეამჩნია, რომ კარებზე მიყუდებული იყო კიბე. რ----–-- კ----------მა დაურეკა სიმამრს - ნ-------- ა------ს და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე. რ----–-- კ----------ი და ნ-------- ა------ი დაელოდნენ ბრალდებულების მისვლას და როდესაც ეს უკანასკნელნი ნივთების წასაღებად მივიდნენ, შეაჩერეს ისინი; რ----–-- კ----------ი დაუყოვნებლივ წავიდა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ერთი მათგანი მაშინვე დააკავეს, მეორე კი გაქცევის მცდელობისას დაეცა და სახეზე მიიღო დაზიანებები. დაზარალებულების ჩვენების თანახმად, სანამ იგი პოლიციელებთან ერთად სახლში დაბრუნდებოდა, ბრალდებულებს მისი სიმამამრი - ნ-------- ა------ი აკავებდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი კუთვნილი სახლიდან გამოტანილი იყო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სამოვარი, ქვაბი, ტელევიზორი, მაცივარი და ასევე სხვა ნივთები, რომელთა დასახელებაც არ ახსოვს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მათ მიერ შეჩერებული პიროვნებები აღმოჩნდნენ შ---- ა-–---ი და ა--–-- ა--------ი. იგი პოლიციელებთან ერთად მალევე დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბრალდებულები დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებული იმავე დღეს დაიკითხა პოლიციაში. მან დაადასტურა, რომ წასაღებად გამზადებული ნივთების ღირებულება 1600 ლარს შეადგენდა. დღეის მდგომარეობით, დაზარალებულს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისი ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს თოვლიანი ამინდი იყო, ბრალდებულებმა გაქცევა სცადეს შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც მათ დაზიანებები მიიღეს; რაც შეეხება ბრალდებულთა მაჯებზე არსებულ დაზიანებებს, დაზარალებულისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღეს ბრალდებულებმა აღნიშნული დაზიანებები.
2.2. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების - ს----- ბ-–---–---–ის და ი-----–- ი---–---–ის ჩვენებების თანახმად, 2017 წლის 30 ი------ს, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა რ----–-- კ----------ი, რომელმაც განაცხადა, რომ ს------– ფ-------–აში, მის საცხოვრებელ სახლში სიმამრთან ერთად ქურდობის ფაქტზე წაასწრო აზერბაიჯანის ორ მოქალაქეს, რომლებიც შეჩერებული ჰყავდათ ეზოში და პოლიციისგან ითხოვა დახმარება. ს----- ბ-–---–---–ი და ი-----–- ი---–---–ი თარჯიმანთან და გარეშე პირთან ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ორი პიროვნება, რომლებზეც მიუთითა რ----–-- კ----------მა და განმარტა, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ მისი სახლის გაქურდვას. ბრალდებულებს თარჯიმნის მეშვეობით განემარტათ უფლებები, რის შემდეგაც ორივე მათგანი დაკავებულ იქნა. გამომძიებლების ჩვენების თანახმად, ბრალდებულებს სხეულზე ეტყობოდათ დაზიანებები, ტანსაცმელზე კი აღენიშნებოდათ წითელი ფერის ლაქები; მათი განმარტებით, დაზიანებები ქურდობის მცდელობისას მიიღეს. შ---- ა-–---მა გამომძიებლებს უთხრა, რომ იგი გაქცევისას დაეცა; დაკავებულებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო წასაღებად გამზადებული სხვადასხვა საოჯახო ნივთები.
2.3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა - რ----- ჩ----–---–მა.
2.4. 2017 წლის 30 იანვრის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ი---------------ის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ს----- ბ-–---–---–ის მიერ დაკავებულ იქნა შ---- ვ------ის ძე ა-–---ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ქურთუკი; ქურთუკის გულის ჯიბეზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დაკავებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, დალურჯებები და ნაჭდევები.
2.5. 2017 წლის 30 იანვრის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ი---------------ის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ს---------------ის მიერ დაკავებულ იქნა ა--–-- ვ--–-----ის ძე ა--------ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნაჭრის ქურთუკი, გაწყობილი ყავისფერ- ლურჯ ფერებში, რომლის გულის ჯიბეზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლის კვალი და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
2.6. 2017 წლის 1 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „..მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე 2 ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული, მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. #1-2), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა--–-- ა--------ს (ობ. #80; პაკეტი წარწერით „..ნერწყვის ნიმუში... ა--–-- ვი-–-----ის ძე ა--------ის, დაბ. 2---------. პირის ღრუდან...“. პაკეტში წარწერით „... წყლის გამაცხელებელი, ამოღებული სამზარეულოს ოთახის გვერდით მეტლახის ზედაპირიდან...“ ამოღებულ წყლის გამაცხელებელზე (ობ. #3.4.), გენეტიკური კვლევისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად.
2.7. 2017 წლის 26 აპრილის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №4----- დასკვნის თანახმად, #0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი #1, #2, #3, #4, #5 და #6 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე, ზომით 86X62 მმ, 86X60 მმ, 84X61 მმ და 60X49 მმ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი, #1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული ა--–--ი ვ--–-----ის ძე ა--------ის მარჯვენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის; კვალი #3 იდენტურია დაქტილოსკოპიური მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული შ---- ვ------ის ძე ა-–---ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი #4 იდენტურია - 2--------- წელს დაბადებული შ---- ვ------ის ძე ა-–---ის მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდის. კვალი #5-6, იდენტურია 2--------- წელს დაბადებული ა--–--ი ვ--–-----ის ძე ა--------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. კვალი #2 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული შ---- ვ------ის ზე ა-–---ის და 2--------- წელს დაბადებული ა--–--ი ვ--–-----ის ძე ა--------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი #2-ის იდენტური, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ჯ----–--- მ--–----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ცხრა ცალი დაქტილოფირი, რომელთაგან ოთხი აღმოჩნდა უვარგისი, ხოლო ხუთ დაქტილოფირზე აღბეჭდილი იყო ვარგისი 6 კვალი. დასკვნაში, პაკეტის აღწერის ნაწილში დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, თუმცა ფოტოცხრილში სრულად იქნა ასახული ყველაფერი. ექსპერტმა განმარტა, რომ დაქტილოფირი ზომით - 78X61- დასკვნის დაბეჭდვის მომენტში მას მექანიკურად გამორჩა. ერთ ფირზე აღბეჭდილია ორი კვალი. გამორჩენილ პაკეტში არსებული დაქტილოფირი აღმოჩნდა ა--–-- ა--------ის ხელის კვალი. სამი ცალი დაქტილოფირი - ამოღებული შესასვლელი კარის ზედაპირიდან, მე-3 პაკეტში გამორჩენილია. მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 დაქტილოფირების ზომები შეცდომით იქნა დაწერილი; უნდა ეწეროს - ,,გახსნისას მასში აღმოჩნდა სამი ცალი დაქტილოფირი, 78X61, 79X62 და 70X61“.
2.9. სასამართლო სხდომაზე, ექსპერტ ჯ----–--- მ--–----სთან ერთად, გამოკვლეულ იქნა საქმეზე დართული 9 ცალი დაქტილოფირი, მოთავსებული პაკეტში, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის; პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი დისკი CDR ფორმატის, ასევე მოთავსებულია თავდაპირველი დალუქვის პაკეტი შესაბამისი ხელმოწერებით. გარდა დისკისა, პაკეტში მოთავსებულია ხუთი ქაღალდის პაკეტი, ერთი დაქტილოფირი, აღებული - სამსუნგის ტელევიზორის ზედაპირიდან, სამი დაქტილოფირი, აღებული სამზარეულოს გვერდით კედელის ზედაპირიდან; დათვალიერებისას პაკეტში აღმოჩნდა სამი ცალი დაქტილოფირი: ზომებით - 79-62 არის კვალი ნომერი ხუთი, 70-61 არის კვალი ნომერი 6, 78-61 არის კვალი ნომერი სამი და ოთხი. ექსპერტმა განმარტა, რომ დასკვნის შედგენისას, ტქნიკური ხასიათის შეცდომა იქნა დაშვებული მხოლოდ მესამე პაკეტის შემთხვევაში. დასკვნის მეორე გვერდზე უნდა ეწეროს ,,ხელის თითის ორი კვალი, რომელიც არის ერთ ფირზე გადატანილი“. ექსპერტის განმარტებით, მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია, რადგან დაემთხვა ყველა ნიშანი, რაც აუცილებელია დადებითი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისთვის.
2.10. 2017 წლის 30 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ. თბილისი, ს------–ი ფ-------–ა, მ------ ფ-----–--------------ში მდებარე კერძო სახლი ეზოთი. აღნიშნული ოქმის თანახმად: სახლი არის ორსართულიანი, რომლის აივანზეც დალაგებულია ტელევიზორი, წყლის გამაცხელებელი, კედლის საათი, ორი ცალი დიდი ზომის ალუმინის ქვაბი, ერთი ცალი ალუმინის ბიდონი, სამოვარი, ერთ ქვაბში ჩალაგებულია ერთი ცალი DVD, ტელევიზორის რესივერი, „კალონკის“ ალუმინის ჰაერგამწოვი, ორი ცალი ჟგუტი. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები და ხელის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს ქ. თბილისის ი---------------ის სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლებმა გ------- ფ------მ და რ----- ჩ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2.11. ლ----------------–ის ს----–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–-----------ის #0-------- დასკვნის თანახმად, ა--–-- ა--------ს 2017 წლის 30 ი------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები, მარცხენა თვალბუდის მიდამოში სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია
2.12. დაზარალებულ რ----–-- კ----------ის ჩვენების თანახმად, ა--–-- ა--------ისა და შ---- ა-–---ის მიერ განხორციელებული ქურდობის შედეგად, მას შესაძლოა მიდგომოდა 1600 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით
2.13. დაზარალებულ რ----–-- კ----------ის ჩვენების თანახმად, სახლში მისულს აივანზე გამოტანილი დახვდა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ხოლო კარებზე მიყუდებული იყო კიბე.
2.14. 2017 წლის 30 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ს------–ი ფ-------–ა, მ------ ფ-----–--------------ში, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა რ----–-- კ----------ის საცხოვრებელი სახლი, რომლის აივანზეც აღმოჩენილ იქნა სახლიდან გამოტანილი სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები.
2.15. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ - გ------- ფ------ს, საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების - რ----- ჩ-----–---–ის, ს---------------ისა და ს----- ბ-–---–---–ის, ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს------–ი ფ-------–ა, მ------ ფა----–---------------ში მისვლისას, მათ დაინახეს, სახლის ეზოში მყოფი ბრალდებულები, რომლებიც შეკავებული ჰყავდა დაზარალებულის სიმამრს. რ----–-- კ----------მა მიუთითა აღნიშნულ პიროვნებებზე და განმარტა, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ მისი სახლიდან ნივთების წაღებას. მოწმეთა განმარტებით, აივანზე შეამჩნიეს სახლიდან გამოტანილი, წასაღებად გამზადებული სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.16. დაზარალებულ რ----–-- კ----------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 30 ი------ს, სახლში მისვლისას შეამჩნია ორი პიროვნება, რომლებიც ჭიშკრიდან გადმოხტნენ და შეეცადნენ სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთების გატანას. მან სიმამრის დამხარებით შეაკავა ისინი და სასწრაფოდ შეატყობინა პოლიციას მომხდარის თაობაზე.
2.17. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების რ----- ჩ-----–---–ის, ს---------------ისა და ს----- ბ-–---–---–ის, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ გ------- ფ------ს ჩვენებების თანახმად, რ----–-- კ----------ის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 30 ი------ს მივიდნენ ქ. თბილისში, ს------–ი ფ-------–ა, მ------ ფ-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დაზარალებულის სიმამრს შეკავებული ჰყავდა ორი პიროვნება, რომლებიც მათი თქმით სახლიდან იპარავდნენ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს. მათ აივანზე შეამჩნია წასაღებად გამზადებული ნივთები. დაუყოვნებლივ დააკავეს ბრალდებულების უფლებების განმარტების შემდეგ.
2.18. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ინსპექტორ - გამომძიებელი თ----- თ------ე, საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის დეტექტივ- გამომძიებელი - დ----- რ---–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის #1-------- განაჩენით, შ---- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2.20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------ის N----------- განაჩენით, ა--–-- ა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ხუთ ეპიზოდი) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შ---- ა-–---მა და ა--–-- ა--------მა, 2017 წლის 28 ი------ს, ღამის საათებში, შეაღწიეს ქ. თბილისში, ფ-------–ა, მ------ ფ-----–--------------ში მდებარე რ----–-- კ----------ის საცხოვრებელ სახლში და სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა და ჭურჭელი დაალაგეს აივანზე. 29 ი------ს, ასევე ღამის საათებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შ---- ა-–---ი და ა--–-- ა--------ი გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად მივიდნენ რ----–-- კ----------ის საცხოვრებელ სახლში, წინა დღეს გამზადებული ნივთების წამოსაღებად. თანამზრახველთა მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან მათ დანაშაულზე წაასწრეს ოჯახის წევრებმა, შეაჩერეს ბრალდებულები, ხოლო მათი თანაამსრულებლები მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარის ვერსია, შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის უდანაშაულობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს ბრალდებულებისათვის პასუხისმგებლობის აცილებას, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით; კერძოდ, თვითმხილველმა დაზარალებულმა და მოწმე სამართალდამცავებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილზე მათ შენიშნეს ორი პირი, რომლებსაც აკავებდა დაზარალებულის სიმამრი, იქვე აივანზე ელაგა სხვადასხვა საოჯახო ნივთები. დაზარალებულმა მიუთითა ბრალდებულებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ მისი სახლიდან ნივთების გატანას. როგორც დაზარალებულმა, ასევე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, რომლებიც დაზარალებულის განმარტებით მიიღეს გაქცევის მცდელობისას.
დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულის გამოკითხვისას და ბრალდებულების დაკავებისას თარჯიმნის მონაწილეობა საეჭვოა, რადგან პოლიციის არცერთ განყოფილებაში არ იმყოფება აზერბაიჯანული ენის ორი თარჯიმანი. ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა თარჯიმნები სასამრთლოში, არ დაკითხა ისინი, შესაბამისად, ვერ დადასტურდა თარჯიმნების მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ ვერსიას და აღნიშნავს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე პირები, მათ შორის თარჯიმნები. გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს თარჯიმნები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში შეეძლო მოეწვია ნებისმიერი მოწმე და დაეკითხა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებისას ტექნკური შეცდომა კი არ იქნა დაშვებული, არამედ ექსპერტმა შეგნებულად შეიტანა არასწორი მონაცემები დასკვნაში, რითაც ხელი შეუწყო ბრალდების მხარეს უდანაშაულო პირების ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ჯ----–--- მ--–----, გამოკვლეულ იქნა დაქტილოფირები, რომლებზეც დაინიშნა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. ექსპერტს ჯ----–--- მ--–----ს განმარტებით, მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია. ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა საქმის არსებითი განხილვისას, თუ რა სახის ტექნიკური შეცდომა იქნა დაშვებული და განმარტა, თუ რა გამორჩა კონკრეტულად დასკვნის შედგენისას.
3.9. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულები არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე, დაზარალებულმა ისინი ქუჩაში დაიჭირა და ამ გზით შეიპყრო, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, ვინაიდან მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც გამოძიების ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი და არც საქმის არსებითი განხილვისას. ამასთანავე, საქმის არსებითი განხილვისას, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა დაზარალებულის მხრიდან დაინტერესებაზე ბრალდებულთა ცრუ ბრალდებით მსჯავრების მიმართ. დაზარალებულმა რ----–-- კ----------მა ცალსახად განაცხადა დაკითხვისას, რომ მას ბრალდებულებთან შემთხვევამდე არაფერი აკავშირებდა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულთა შეპყრობისას მათთვის სხვადასხვა სახის დაზიანებების მიყენებასა და მათ მიმართ ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს გამოძიების საგანს.
3.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულებმა შეაღწიეს რა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩარევის შედეგად, ვერ შეძლეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, შ---- ა-–---სა და ა--–-- ა--------ს მსჯავრი უნდა დაედოთ დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.
3.12. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ნივთის ფარული დაუფლების) მცდელობა; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად უნდა უქმნიდეს საფრთხეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
3.13. რაც შეეხება შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის ქმედებების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:
· შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის მიერ ჩადენილ ქმედებას შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც შესაძლოა გამოეწვია შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ ნივთების საერთო ღირებულება, რომელთა ფარულად დაუფლებასაც ცდილობდნენ შ---- ა-–---ის და ა--–-- ა--------ი, დაახლოებით შეადგენს - 1600 ლარს.
· რაც შეეხება ქურდობის მცდელობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ეს არის ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, რომ ჯგუფის წევრებმა წინასწარ დაგეგმილად, ღამის საათებში შეაღწიეს რ----–-- კ----------ის ბინაში, რომელიც იყო დაკეტილი; შეაგროვეს სახლში არსებული სხვადასხვა ნივთები და გაიტანეს აივანზე. მეორე დღეს ისინი მივიდნენ აღნიშნული ნივთების წასაღებად, რა დროსაც დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა. ამასთან, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლებას სწორედ ორი ბრალდებული ცდილობდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, შ---- ა-–---ი და ა--–-- ა--------ი, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, წარმოადგენს ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლს;
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ---- ა-–---მა და ა--–--ა ს-------მა ჩაიდინეს - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ---- ა-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ა--–-- ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ---- ა-–---მა და ა--–-- ა--------მა ბოლომდე ვერ მიიყვანეს მათ მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ოჯახის წევრები, რომლებმაც შეაჩერეს ბრალდებულები; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შ---- ა-–---მა პირობითი მსჯავრის მოხდისას ჩაიდინა ახალი დანაშაული, ხოლო ა--–-- ა-------ი ქმედების ჩადენის მომენტში იყო ნასამართლევი; სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ყველა ნივთი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდნენ ბრალდებულები თანამზრახველთან ერთად, ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად და სასამართლოს მიერ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდება დაზარალებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ---- ა-–---ისა და ა--–-- ა--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულების პიროვნებების, მათი ნასამართლობებისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ:
შ---- ა-–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, შ---- ა-–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
ა--–-- ა--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი უნდა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლის ვადით და საბოლოოდ, ა--–-- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1 (ერთი) ცალი კომპაქტდისკი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილის ფოტოები - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; ხელის კვლები 9 (ცხრა) ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა--–-- ა--------ისგან და შ---- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი; წყლის გამაცხელებელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ---- ა-–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ---- ა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
4. მსჯავრდებულ შ---- ა-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 01 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
5. მსჯავრდებულ შ---- ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. ა--–-- ა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა--–-- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
8. ა--–-- ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 01 თებერვლის და 2017 წლის 07 ნოემბრიდან - 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
9. მსჯავრდებულ ა--–-- ა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1 (ერთი) ცალი კომპაქტდისკი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილის ფოტოები - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; ხელის კვლები 9 (ცხრა) ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა--–-- ა--------ისგან და შ---- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი; წყლის გამაცხელებელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე