გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210118002594594
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №2/24247-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ს----------–----------------------------------ა“

წარმომადგენელი - ვ----------------ე

 

მოპასუხე - შპს “ჯ------------ს”

წარმომადგენელი - ს--------------------–---–ი, ნ--------–-----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ძირითადი თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო 8 755.72 (რვა ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარი, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% ოდენობით. 1.2. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის გამო 165 600 (ას სამოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% ოდენობით. 1.3. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები - 122 (ას ოცდაორი) ლარის ოდენობით. მოსარჩლემ უარი თქვა 1930.56 ლარის მოთხოვნაზე (მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე. ტომი 2, ს.ფ. 5-9). სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,ს----------–----------------------------------ასა’’ და შპს ,,ჯ------------ს’’-ს შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება #--------- ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უფლების გადაცემის შესახებ. მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას გადაეცა მოპასუხისთვის ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა უფლების საზღაური. გადახდის ვადის გადაცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, გადაცილების ყოველ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით. მოპასუხე ასეევე ვალდებული იყო ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მიეწოდებინა მოსარჩელისთვის ინფორმაცია წინა საანგარიშო თვის განმავლობაში სატრანსპორტო გადაყვანის მომსახურების ფარგლებში შესრულებული თითოეული მარშრუტის, გადაყვანილი მგზავრის ოდენობის და რეალიზებული ბილეთების ფასის (ასევე ჯამის) შესახებ. ამ უკანასკნელი ვალდებულების დარღვევისათვის უფლების მიმღებს ხელშეკრულების შესაბამისად უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 11 მარტს. ხელშეკრულების მოქმედების უკანასკნელ პერიოდში, კერძოდ, 2017 წლის ივნისიდან ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე შპს ,,ჯ------------ს’’-ის მიერ თითქმის არ მომხდარა უფლებით სარგებლობისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურება, თუმცა უფლებით სარგებლობა ჩვეულებრივ რეჟმში გრძელდებოდა. მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით იქნა გადახდილი მხოლოდ ორი თვის საფასური. აღნიშნული ორი თვის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო სათანადო წესით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდა და სარჩელის აღძვრის დროისთვის გრძელდება გადაუხდელი ფულადი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვადის გადაცილებისთვის. უფლებით სარგებლობის ღირებულების ძირითადი თანხის ოდენობა გადახდილი არაა და შეადგენს 19350,56 ლარს, ხოლო გადახდის ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრის მომენტისთვის არის 7689.68 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრიდან მოპასუხის მხრიდან დაიწყო შპს ,,ს----------–----------------------------------ისათვის’’ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებების სისტემატიური დარღვევები. იანვრიდან ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე პერიოდში ყოველი საანგარიშო თვისთვის, გარდა 2017 წლის მაისის და ივნისისა, წარმოსადგენი ინფორმაცია მიწოდებული იქნა ვადის გადაცილებით. ვადაგადაცილებებისათვის ხელშეკრულების მიხედვით ხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხისთვის. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის პირგასამტეხლოს აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენდა 165600 ლარს. მიუხედავად მოთხოვნისა, თანხის მცირე ნაწილის ანაზღაურებაც კი არ მომხდარა მოპასუხის მიერ. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის ივნისდან ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე - 2018 წლის 11 მარტამდე, მოპასუხის მიერ რეალიზებული ბილეთების ჯამური საფასურის გათვალისწინებულით უფლებით სარგებლობის ღირებულებამ შეადგინა 70408,25ნ ლარი, კერძოდ, 2017 წლის ივნისისთვის - 9471,15 ლარი, ივლისითვის - 9941,70 ლარი, აგვისტოსთვის - 9579,60 ლარი, სექტემბრისთვის - 5769,60 ლარი, ოქტომბრისთვის - 8389,50 ლარი, ნოემბრისთვის - 5200 ლარი, დეკემბრისთვის - 5769,60 ლარი, 2018 წლის იანვრისთვის - 5946,75 ლარი, თებერვლისთვის - 5200 ლარი, მარტისთვის - 2151,15 ლარი.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ფულადი ვალდებულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის - 19 350.56 ლარისა (გაქვითვების შემდგომ დარჩენილი დავალიანება) და ვალდებულებათა დარღვევისთვის დაკისრებული პირაგასამტეხლოს თანხის 7689.68 ლარისა და 165 600 ლარის, ჯამში 192 640.24 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 122.00 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 0.1%-ს დაკისრება ვადაგადაცილებისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის 25 ოქტომბერს, მოპასუხის მიერ განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მოსარჩელის მიმართ - შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 154 (თორმეტი ათას ას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით გაიქვითა სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებასთან. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე აღიარებს 2018 წლის 05 ოქტომბრისათვის მოპასუხისათვის 12 154 (თორმეტი ათას ას ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის ვალდებულების არსებობას, გაქვითვა იყო სამართლებრივი ძალის მქონე. შესაბამისად, 2018 წლის 05 ოქტომბრისათვის მოსარჩელისადმი გადასახდელი ფულადი ვალდებულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის ოდენობა 19 350.56 (ცხრამეტი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან გაქვითვის ხარჯზე შემცირდა და შეადგინა 7 196.56 (შვიდი ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნული დავალიანება მოპასუხის მიერ სრულად იქნა გადახდილი 2018 წლის 16 ოქტომბერს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ, მოსარჩელე აღარ ითხოვდა მოპასუხის მიერ გადასახდელი ფულადი ვალდებულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის - 19 350.56 (ცხრამეტი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარისა და ძირითადი თანხის სრულად ანაზღაურებამდე (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) მისი გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (თანხის 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე) გადახდას. ამასთანავე, მოსარჩელემ დააზუსტდა მოთხოვნა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების გამო მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში, კერძოდ, აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გრძელდებოდა სარჩელის შეტანის შემდეგაც. პირგასამტეხლო იანგარიშებოდა გადაუხდელი ძირითადი თანხიდან – 19 350.56 (ცხრამეტი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე, ურთიერთმოთხოვნათა ზემოთ აღწერილ გაქვითვის მომენტამდე. გაქვითვის მომენტიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება გაგრძელდა ძირითადი თანხის დარჩენილი გადაუხდელი ოდენობიდან - 7 196.56 (შვიდი ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან. 2018 წლის 16 ოქტომბრიდან, აღნიშნული დარჩენილი გადაუხდელი თანხის სრულად გადახდის საფუძვლით, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის განხილვის დროის მდგომარეობით მოპასუხის მიერ ძირითადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მოსარჩელისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხის ოდენობამ შეადგინა 8 755.72 (რვა ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარი. ამასთან, მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა მოპასუხის 2018 წლის 02 ოქტომბერს წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ განმარტებას, რომელშიც მოპასუხის მიერ ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მსჯელობისას აღნიშნავდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება და მრავალწლიანი პრაქტიკა მათ შორის წარმოშობილი ვალდებულებების გაქვითვის თაობაზე და ამ გარემოებაზე დაყრდნობით მოპასუხეს მიაჩნდა, რომ არ უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვა მისთვის ასეთი ოდენობით მაინც. მოსარჩელემ აღნიშნულტან დაკავშირებით განმარტა, რომ მხარეთა შორის არანაირი ზეპირი შეთანხმება ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე არ არსებობდა. მით უმეტეს, არ არსებობდა წარმოშობილ ურთიერთმოთხოვნათა ზეპირი შეთანხმებით გაქვითვის პრაქტიკა. პირიქით, გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი და სახელმწიფო ორგანოთა მიმართ ანგარიშვალდებული იურიდიული პირი მის მიერ განხორციელებულ სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებებს ყოველთვის ასახავდა და ასახავს დოკუმენტური სახით, იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეები ქვითავდნენ ურთიერთმოთხოვნებს, მათ შორის ყოველთვის ფორმდებოდა წერილობითი დოკუმენტები. რასაც ადასტურებს მხარეთა შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული შეთანხმების აქტებს მოთხოვნათა გაქვითვის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს დაკისრების პროცესის უსწორობის თაობაზე უსაფუძვლოა და იგი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული (სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-24. დაზუსტებული შუამდგომლობა - ტ.2, ს.ფ. 12-13). 2. მოპასუხის პოზიცია

შპს ,,ჯ------------ს’’-ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის მაისი-ივლისის პერიოდში დაიდო მგზავრთა გადაყვანის ზეპირი ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის მოთხოვნისამებრ ავიაკომპანია W-------ის გადადებული რეისების მგზავრები გადაეყვანა სხვადასხვა მიმართულებით შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ. სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა პრაქტიკა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, არც ერთმა მხარემ არ გადაიხადა არსებული დავალიანება მეორე მხარის მიმართ. ვინაიდან, მოსარჩელემ ყოვლად მოულოდნელად აღძრა სარჩელი მოპასუხის მიმართ იმ პირობებში, როდესაც მას თავადაც ერიცხებოდა დავალიანება მოპასუხე მხარის მიმართ, 2018 წლის 24 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა მოთხოვნის წერილი, რომლითაც მოსთხოვა მგზავრთა გადაყვანის ზეპირი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 12 154.00 (თორმეტი ათას ას ორმოცდათოთხმეტი) ლარის დავალიანების ანაზღაურება. მოპასუხემ მოსარჩელეს განუსაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღიანი ვადა დავალიანების გადასახდელად, რომელიც უშედეგოდ გავიდა 2018 წლის 28 სექტემბერს. ვინაიდან, დღემდე არ მომხდარა ვადამოსული ვალდებულების შესრულება მოსარჩელის მიერ, მოპასუხემ 2018 წლის 01 ოქტომბრის წერილით ცალმხრივად გაქვითა ვალდებულება მხარეთა შორის, რის საფუძველზეც მოსარჩელის მიმართ რჩება დავალიანება 7 196,56 (შვიდი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 56 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდა მოპასუხის მიერ განხორციელდება 2018 წლის 20 ოქტომბრამდე. მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის სულ გადახდილი აქვს მომსახურების თანხა 221,358,42 (ორას ოცდაორი ათას სამას ორმოცდათვრამეტი ლარი და 42 თეთრი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხის მიერ ფაქტობრივად გადახდილ თანხებში და მოსარჩელისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში საანგარიშო თვის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების, მარშრუტის და რეალიზებული ბილეთების ფასის შესახებ ცდომილება არასდროს ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საანგარიშებო პერიოდებში მოხდა ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენა, მოსარჩელეს არასდროს მიუღია აღნიშნულიდან გამომდინარე ფულადი დანაკლისი და მომსახურების თანხების გადახდა ხდებოდა კეთილსინდისიერად მოპასუხის მიერ. მოპასუხისთვის სასარჩელო მოთხოვნით მითითებული პირგასამტეხლოს დაკისრება 165 600 ლარის ოდენობით ჩააგდებს მას უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და შესაძლოა მოახდინოს მისი პარალიზება (შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 126-136, დაზუსტებული შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 189-196).

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 4.1. შპს „ს----------–----------------------------------ასა” და შპს ,,ჯ------------ს’’-ს შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება #--------- ქ--------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას გადაეცა მოპასუხისათვის ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანის ექსკლუზიური უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა უფლების საზღაური ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით (2.1. პუნქტი). ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, საზღაური განისაზღვრებოდა თვის განმავლობაში მოპასუხის მიერ გაყიდული ბილეთების ღირებულების 15%-ით, თუმცა არანაკლებ 5 200 ლარისა დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით კი, ბეს თანხა 15000 ლარის ოდენობით ჩაითვლება უფლებით სარგებლობისთვის გადასახდელ ბოლო თვეების საფასურში. რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებისა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის უფლების საზღაურის ყოველთვიურად გადასახდელი ოდენობის დადგენის მიზნით ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო ყოველი თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მიეწოდებინა შპს „ს----------–----------------------------------ისათვის" ინფორმაცია წინა (საანგარიშო) თვის განმავლობაში სატრანსპორტო გადაყვანის მომსახურების ფარგლებში შესრულებული თითოეული მარშრუტის, გადაყვანილი მგზავრების ოდენობისა და რეალიზებული ბილეთების ფასის (ასევე ჯამის) შესახებ. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის საფუძველზე, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით ვადაში, ხოლო 3.10 პუნქტის თანახმად გადახდის ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილების ყოველ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების შესრულება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. ხელშეკრულების 3.11 პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის უფლების მიმღებს სააუქციონო პირობების შესაბამისად წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 15600 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ერთი თვის ფასის სამმაგი ოდენობით) ა-------------ს საბანკო ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, საიდანაც მოხდება უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ფულადი მოთხოვნების გამოქვითვა. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკულების საფუძველზე ვალდებულების შესასრულებლად დადგენილი ვადის გადაცილებისთვის უფლების მიმღებს დაეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუ ხელშეკრულების რომელიმე სხვა პუნქტით განსაზღვრულია სპეციალური პირობა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. 11.1. პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ხელშკრულება ძალაში იყო 3 წლის განმავლობაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება #--------- ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 25-34); 4.2. 2017 წლის ივნისიდან ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე - 2018 წლის 11 მარტამდე მოპასუხის მიერ რეალიზებული ბილეთების ჯამურის საფასურის გათვალისწინებით უფლებით სარგებლობის ღირებულებამ შეადგინა 70 480.25 (სხმოცდაათი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი და ოცდახუთი თეთრი). კერძოდ: 2017 წლის ივნისისათვის - 9 471.15 ლარი; ივლისისათვის - 9 941.7 ლარი; აგვისტოსათვის - 9 579.6 ლარი; სექტემბრისათვის - 8 830.8 ლარი; ოქტომბრისათვის - 8 389.5 ლარი; ნოემბრისათვის - 5 200 ლარი; დეკემბრისათვის - 5 769.6 ლარი; 2018 წლის იანვრისათვის - 5 946.75 ლარი; თებერვლისათვის - 5 200 ლარი; მარტისთვის - 2 151.15 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ინფორმაცია 2017 წლის ივნისში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა #-------------1 (ტ.1, ს.ფ. 36-38); - ინფორმაცია ივლისში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა 6 ე-----------4 (ტ.1, ს.ფ. 39-42); - ინფორმაცია აგვისტოში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა ე--------4 (ტ.1, ს.ფ. 43-46); - ინფორმაცია სექტემბერში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა # ე--------7 (ტ.1, ს.ფ. 47-50); - ინფორმაცია ოქტომბერში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა #ე--------9 (ტ.1, ს.ფ. 51-53); - ინფორმაცია ნოემბერში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა #-------------0 (ტ.1, ს.ფ. 54-56); - ინფორმაცია დეკემბერში რეალიზებული ბილეთების შსახებ და ანგარიშფაქტურა დ---------0 (ტ.1, ს.ფ. 57-59); -ინფორმაცია 2018 წლის იანვარში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა ე-----------1 (ტ.1, ს.ფ. 60-62); - ინფორმაცია თებერვალში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა #-------------5 (ტ.1, ს.ფ. 63-65); - ინფორმაცია მარტში რეალიზებული ბილეთების შესახებ და ანგარიშფაქტურა +----------6 (ტ.1, ს.ფ. 66-67); - საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 71-77) - საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 197-199) 4.3. დაგროვებული დავალიანების დასაფარად შპს „ჯ------------სი’’-ს მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს მოხდა 9 032.13 (ცხრა ათას ოცდათორმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის, ხოლო 2018 წლის 29 მარტს 11 259.95 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა. აღნიშნული თანხები გადახდისთანავე გამოაკლდა დავალიანების ძირითად თანხას. ამასთანავე, ხელშეკრულების შეწყვეტისას, დადგენილი წესით მოხდა უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ბეს -15 000 ლარისა და 3.11 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების საგრანტიო თანხის - 15 600 ლარის გამოქვითვა დავალიანების ძირითადი თანხიდან. ხელშეკრულების პირობების მიხედვით საგარანტიო თანხის გამოქვითვა ვალდებულების წარმოშობისთანავე დაიწყო, ხოლო „ბე“-ს თანხა უკანასკნელი თვეების ანგარიშიდან გამოიქვითა. ამავე დროს, 2017 წლის ივნისის თვის ღირებულების გადახდის მომენტისათვის, მოპასუხეს ქონდა მანამდე გადახდილი თანხების მეტობა - 237.61 (ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარი, რომელიც გაიქვითა ვალის წარმოშობისთანავე. გამოქვითვის გათვალისწინებით დავალიანების ძირითადი თანხის გადაუხდელმა ოდენობამ ამ მომენტისათვის შეადგინა 19 350.56 (ცხრამეტი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 9 032.13 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ. 68) - 11 259.95 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ. 69) 4.4. საქმეში წარმოდგენილია ცხრილი, სადაც ასახულია პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი, კერძოდ: 1. ვადაგადაცილების პერიოდი 7.10.2017 – 7.12.2017, ვადაგადაცილების დღე-2 2. ვადაგადაცილების პერიოდი 8.10.2017 – 8.31.2017, ვადაგადაცილების დღე-21, საურავი დღეზე 3.58 ლარი, სულ - 75.08 ლარი. 3. ვადაგადაცილების პერიოდი 8.31.2017 – 9.10.2017, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 3.58 ლარი, სულ - 35.75 ლარი. 4. ვადაგადაცილების პერიოდი 9.10.2017 – 9.13.2017, ვადაგადაცილების დღე-3, საურავი დღეზე 3.58 ლარი, სულ - 10.73 ლარი. 5. ვადაგადაცილების პერიოდი 9.13.2017 – 9.30.2017, ვადაგადაცილების დღე-17, საურავი დღეზე 4.12 ლარი, სულ - 70.09 ლარი. 6. ვადაგადაცილების პერიოდი 9.30.2017 – 10.10.2017, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 4.12 ლარი, სულ - 41.23 ლარი. 7. ვადაგადაცილების პერიოდი 10.10.2017 – 10.31.2017, ვადაგადაცილების დღე-21, საურავი დღეზე 12.95 ლარი, სულ - 272.02 ლარი. 8. ვადაგადაცილების პერიოდი 10.31.2017 – 11.10.2017, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 12.95 ლარი, სულ - 129.54 ლარი. 9. ვადაგადაცილების პერიოდი 11.10.2017 – 11.30.2017, ვადაგადაცილების დღე-20, საურავი დღეზე 21.34 ლარი, სულ - 426.86 ლარი. 10. ვადაგადაცილების პერიოდი 11.30.2017 – 12.10.2017, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 21.34 ლარი, სულ - 213.43 ლარი. 11. ვადაგადაცილების პერიოდი 12.10.2017 – 12.12.2017, ვადაგადაცილების დღე-2, საურავი დღეზე 26.54 ლარი, სულ - 53.09 ლარი. 12. ვადაგადაცილების პერიოდი 12.12.2017 – 12.31.2017, ვადაგადაცილების დღე-19, საურავი დღეზე 26.54 ლარი, სულ - 504.32 ლარი. 13. ვადაგადაცილების პერიოდი 12.31.2017 – 01.10.2018, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 26.54 ლარი, სულ - 265.43 ლარი. 14. ვადაგადაცილების პერიოდი 1.10.2018 – 1.31.2018, ვადაგადაცილების დღე-21, საურავი დღეზე 32.31 ლარი, სულ - 678.56 ლარი. 15. ვადაგადაცილების პერიოდი 1.31.2018 – 2.10.2018, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 30.61 ლარი, სულ - 306.11 ლარი. 16. ვადაგადაცილების პერიოდი 2.10.2018 – 2.28.2018, ვადაგადაცილების დღე-18, საურავი დღეზე 36.56 ლარი, სულ - 658.03 ლარი. 17. ვადაგადაცილების პერიოდი 2.28.2018 – 3.10.2018, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 30.61 ლარი, სულ - 306.11 ლარი. 18. ვადაგადაცილების პერიოდი 3.10.2018 – 3.29.2018, ვადაგადაცილების დღე-19, საურავი დღეზე 35.81 ლარი, სულ - 680.40 ლარი. 19. ვადაგადაცილების პერიოდი 3.29.2018 – 3.31.2018, ვადაგადაცილების დღე-2, საურავი დღეზე 19.35 ლარი, სულ - 38.70 ლარი. 20. ვადაგადაცილების პერიოდი 3.31.2018 – 4.10.2018, ვადაგადაცილების დღე-10, საურავი დღეზე 19.35 ლარი, სულ - 193.51 ლარი. 21.ვადაგადაცილების პერიოდი 4.10.2018 – 8.15.2018, ვადაგადაცილების დღე-127, საურავი დღეზე 21.50 ლარი, სულ - 2730.72 ლარი. პირგასამტეხლოს ოდენობამ სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგინა 7 689.68 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - პირგასამტეხლოს გაანგარიშების ამსახველი ცხრილი (ტ.1, ს.ფ. 70) - მოსარჩელის ახსნა-განმარტება 4.5. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2017 წლის 16 აგვისტოს გაეგზავნა ივლისის თვის ინფორმაცია, 2018 წლის 09 თებერვალს გაეგზავნა 2017 წლის აგვისტოდან - 2018 წლის იანვრის თვის მონაცემები, 2018 წლის 27 მარტს - თებერვლის თვის მონაცემები, 2018 წლის 29 მაისს - 1-11 მარტის მონაცემები, ასევე თებერვლის თვის მონაცემები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ელექტრონული მიმოწერა (ტ.1, ს.ფ. 78-84) 4.6. 2018 წლის 29 მაისს შპს „ს----------–----------------------------------ამ" წერილით მიმართა შპს ,,ჯ------------ს’’-ს და მოითხოვა დავალიანების გადახდა, თუმცა უშედეგოდ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - შპს „ს----------–----------------------------------ის" 2018 წლის 29 მაისის წერილი #--- (ტ.1, ს.ფ. 85-86); - წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ. 87). 4.7. 2017 წლის 09 იანვრის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“, წარმოდგენილი მისი მთ--------------–-----ის ალ----------–---–ის სახით, და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ წარმოდგენილი მისი დ------------ს შ--–------–-–---–-ს სახით, გათვალისწინებით იმისა, რომ 2016 წლის ნოემბრის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენდა 2169 (ორი ათას ას სამოცდაცხრა) ლარს; შპს „ჯ------------სმა“ 2016 წლის დეკემბრის განმავლობაში შპს „ს----------–----------------------------------ას“ დამატებით გაუწია მგზავრთა გადაყვანის მომსახურება, ჯამური ღირებულებით 29 183 (ოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდასამი) ლარი, - 2017 წლის 09 იანვრის მდგომარეობით შპს „ს----------–----------------------------------ა“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „ჯ------------სს“ ამ უკანასკნელის მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2016 წლის ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულება 31 352 (ოცდათერთმეტი ათას სამას ორმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 5 200 (ხუთი ათას ორასი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელი თანხიდან - 31 352 (ოცდათერთმეტი ათას სამას ორმოცდათორმეტი) ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 5 200 (ხუთი ათას ორასი) ლარი. 3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 26 152 (ოცდაექვსი ათას ას ორმოცდათორმეტი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 09.01.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 16-17) 4.8. 2017 წლის 09 თებერვლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“ და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ გათვალისწინებით იმისა, რომ - 2016 წლის დეკემბრის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენდა 26 152 (ოცდაექვსი ათას ას ორმოცდათორმეტი) ლარს; შპს „ჯ------------სმა“ 2017 წლის იანვრის განმავლობაში შპს „ს----------–----------------------------------ას“ დამატებით გაუწია მგზავრთა გადაყვანის მომსახურება, ჯამური ღირებულებით 3 360,0 (სამი ათას სამას სამოცი) ლარი. - 2017 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით შპს „ს----------–----------------------------------ა“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „ჯ------------სს“ ამ უკანასკნელის მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულება 29 512 (ოცდაცხრა ათას ხუთას თორმეტი) ლარის ოდენობით; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის იანვრის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 5 882,55 (ხუთი ათას რვაას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელითანხიდან - 29 512 (ოცდაცხრა ათას ხუთას თორმეტი ლარი) ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის იანვრის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 5 882,55 (ხუთი ათას რვაას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი. 3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 23629,45(ოცდასამი ათას ექვსას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 09.02.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2., ს.ფ. 18-19) 4.9. 2017 წლის 09 მარტის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“ და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ გათვალისწინებით იმისა, რომ 2016 წლის დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენდა 23 629,45 (ოცდასამი ათას ექვსას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის თებერვლის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 5 200,00 (ხუთი ათას ორასი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელითანხიდან - 23 686,10 (ოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის თებერვლის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 5 200,00 (ხუთი ათას ორასი) ლარი. 3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 18 429,45 (თვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 09.03.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 20-21) 4.10. 2017 წლის 10 აპრილის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“ და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ გათვალისწინებით იმისა, რომ 2016 წლის დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენს 18 429,45 (თვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი)ლარს; შპს „ჯ------------სმა“ 2017 წლის მარტის განმავლობაში შპს „ს----------–----------------------------------ას“ დამატებით გაუწია მგზავრთა გადაყვანის მომსახურება, ჯამური ღირებულებით 4 592,56 (ოთხი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი) ლარი - 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შპს „ს----------–----------------------------------ა“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „ჯ------------სს“ ამ უკანასკნელის მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრისა და მარტის განმავლობაში დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულება 23 022,01 (ოცდასამი ათას ოცდაორი ლარი და ერთი თეთრი) ლარის ოდენობით ლარის ოდენობით; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის მარტის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 5 788,80 (ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელი თანხიდან - 23 022,01 (ოცდასამი ათას ოცდაორი ლარი და ერთი თეთრი) ლარის ოდენობით ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–--- ა------------------------------------ს“ 2017 წლის მარტის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 5 788,80 (ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი. 3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 17 233,21 (ჩვიდმეტი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 10.04.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 22-23) 4.11. 2017 წლის 10 მაისის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“ და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ გათვალისწინებით იმისა, რომ - 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრისა და მარტის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენს 17 233,21 (ჩვიდმეტი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი)ლარს; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის აპრილის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 8559,90 (რვა ათას ხუთას ორმოცდაცხრმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელი თანხიდან - 17 233,21 (ჩვიდმეტი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის აპრილის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 8 559,90 (რვა ათას ხუთას ორმოცდაცხრმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)ლარი. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 8 673,31 (რვა ათას ექვსას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 10.05.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 24-25) 4.12. 2017 წლის 09 ივნისის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ს----------–----------------------------------ა“ და მეორე მხრივ, შპს „ჯ------------ს“ გათვალისწინებით იმისა, რომ 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრისა და მარტის განმავლობაში შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენს 8 673,31 (რვა ათას ექვსას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს; ქ------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული N--------5 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის მაისის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 8435,70 (რვა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს, თანხმდებიან შემდეგზე: 1. მხარეთა შორის განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. 2. შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ შპს „ჯ------------სისათვის“ გადასახდელი თანხიდან - 8 673,31 (რვა ათას ექვსას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარიდან გამოიქვითოს შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ 2017 წლის მაისის საანგარიშო თვისათვის გადასახდელი თანხა - 8 435,70 (რვა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი)ლარი. 3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს „ჯ------------სის“ მიერ შპს „ს----------–----------------------------------ისათვის“ დამატებით გაწეული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ღირებულების სახით შპს „ს----------–----------------------------------ის“ მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენდა 237,61 (ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 09.06.2017 წლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმება (ტ.2, ს.ფ. 26-27)

 

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 581-ე, 147-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 420-ე მუხლები 7. სამართლებრივი შეფასება 7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი ადგენს ქონების დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 152-ე მუხლის მიხედვით კი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე დგინდება, რომ დროებით სარგებლობაში გადასცა შპს „ს----------–----------------------------------ამ“ მოპასუხეს უფლება, რომლის სანაცვლოდაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ამ უფლებით სარგებლობის საფასური. თავის მხრივ, საქმიანობის სპეციფიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ამ უფლების რეალიზაციით მიღებულ უნდა ყოფილიყო ნაყოფი/მოგება. აღნიშნული შეთანხმება თავისი შინაარსით, წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 2015 წლის 11 მარტს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 3 წელი (ხელშეკრულების 11.1. პუნქტი), შესაბამისად, ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეწყდა 2018 წლის 11 მარტს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის ხშირი ურთიერთობა იყო, მათ შორის ელექტრონული მიმოწერაც, თუმცა ასევე უდავო გარემოებაა, რომ ხშირ შემთხვევაში ვადაგადაცილებით ხდებოდა მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება მოსარჩელესთან მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრიდან მოპასუხის მხრიდან დაიწყო შპს ,,ს----------–----------------------------------ისათვის’’ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებების სისტემატური დარღვევები. ამავე პერიოდიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გარდა 2017 წლის მაისის და ივნისისა, წარმოსადგენი ინფორმაცია მიწოდებული იქნა ვადის გადაცილებით. ვადაგადაცილებებისათვის ხელშეკრულების მიხედვით ხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხისთვის. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის პირგასამტეხლოს აუნაზღაურებელი ოდენობა შეადგენდა 165 600 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასამართლო თანხის გადაუხდელობასთან და დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და მათზე არც სარწმუნოდ მიუთითებია. როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ს----------–----------------------------------ასა” და შპს ,,ჯ------------ს’’-ს შორის 2015 წლის 11 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება #--------- ქ--------------------–-----------------------დან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო ყოველი თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მიეწოდებინა შპს „ს----------–----------------------------------ისათვის" ინფორმაცია წინა (საანგარიშო) თვის განმავლობაში სატრანსპორტო გადაყვანის მომსახურების ფარგლებში შესრულებული თითოეული მარშრუტის, გადაყვანილი მგზავრების ოდენობისა და რეალიზებული ბილეთების ფასის (ასევე ჯამის) შესახებ. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მიხედვით თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით ვადაში, ხოლო 3.10 პუნქტის თანახმად გადახდის ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილების ყოველ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესასრულებლად დადგენილი ვადის გადაცილებისთვის უფლების მიმღებს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული წესი არ მოქმედებდა, თუ ხელშეკრულების რომელიმე სხვა პუნქტით განსაზღვრული იყო სპეციალური პირობა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე ყოველთვიური გადასახადების გადახდის ნაწილში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებეის დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობად შიძლება მივიჩნიოთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ვალდებულების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის ხდებოდა ურთიერთგაქვითვა, თუმცა ასევე ხდებოდა დაგვიანებული გადახდებიც, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი. ასევე არ წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულება გამორიცხავდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. 7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო წარმოადგენს აქცესორულ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტი, რის გამოც მასთან ერთად პირგასამტეხლოც ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაანგარიშებას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 10-ჯერ. უპირველესად აღსანიშნავია, რომ იგი არ წარმოადგენს ძირითად ვალდებულებაზე მიბმულ პირგასამტეხლოს, აღნიშნული 200 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენს ჯარიმას, რომელიც დაკავშირებული იყო მოსარჩელის მიერ ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების, მარშრუტის და რეალიზებული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციის მოპასუხისთვის მიწოდებასთან. აღნიშნული ვალდებულების არსებობს იყო მოპასუხის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხები ასახავდა თუ არა რეალურ ვალდებულებას, და ხომ არ იყო სხვაობა აღნიშნულ რიცხვებს შორის. იმისდა მიუხედავად, რომ მოპასუხე მხარემ რამდენჯერმე ვერ შეძლო აღნიშნული ინფორმაციის მოსარჩელისთვის მიწოდება, მოსარჩელე მხარეს ამის გამო არანაირი ზიანი არ მისდგომია, ვინაიდან არ ყოფილა განსხვავება მიწოდებულ ინფორმაციასა და ფაქტობრივად გადახდილ თანხებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე მის ფულად ვალდებულებას ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა. ვინაიდან, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. სხვა შემთხვევა იქნებოდა, თუ მოპასუხე მას განზრახ არ მიაწვდიდა, რათა რეალურ ინფორმაციასა და გადახდილ თანხების შორის ყოფილიყო სხვაობა და ამით ეზარალა მოსარჩელეს, თუმცა როგორც აღინიშნა, რაიმე ფინანსური ზიანი მოსარჩელე მხარეს აღნიშნულით არ მიდგომია, რაც ხაზს უსვამს პირგასამტეხლოს ოდენობის არაადეკვატურობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შმდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: 2017 წლის იანვრიდან ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე პერიოდში ყოველი საანგარიშო თვისათვის, გარდა 2017 წლის მაისისა და ივნისისა, წარმოსადგენი ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ვადის გადაცილებით. კერძოდ: 2017 წლის იანვარი-აპრილის საანგარიშო თვეების ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 24 მაისს (ინფორმაცია მოწოდებულ იქნა მატერიალური (ქაღალდზე ნაბეჭდის სახით და ის არ შემოსულა ოფიციალურად, წერილის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული რაიმე სხვა ფორმით). შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა: იანვრისთვის - 108 დღე (პირგასამტეხლო 108X200=21 600 ლარი); თებერვლისათვის - 80 დღე (პირგასამტეხლო 16 000 ლარი); მარტისათვის - 49 დღე (პირგასამტეხლო 9 800 ლარი); აპრილისათვის ( 19 დღე (პირგასამტეხლო 3 800 ლარი); 2017 წლის ივლისის საანგარიშო თვის ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 16 აგვისტოს (ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ელ. ფოსტით). შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 11 დღე (პირგასამტეხლო 2 200 ლარი), ხოლო 2017 წლის აგვისტო - 2018 წლის იანვრის საანგარიშო თვეების ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 9 თებერვალს (ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ელ. ფოსტით). შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა: აგვისტოსთვის - 157 დღე (პირგასამტეხლო 31 400 ლარი); სექტემბრისათვის - 127 დღე (პირგასამტეხლო 25 400 ლარი); ოქტომბრისათვის - 96 დღე (პირგასამტეხლო 19 200 ლარი); ნოემბრისათვის - 66 დღე (პირგასამტეხლო 13 200 ლარი); დეკემბრისათვის — 35 დღე (პირგასამტეხლო 7 000 ლარი); იანვრისათვის — 4 დღე (პირგასამტეხლო 800 ლარი); ამასთან, 2018 წლის თებერვლის საანგარიშო თვის ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 27 მარტს (ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ელ. ფოსტით). შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 22 დღე (პირგასამტეხლო 4 400 ლარი), ხოლო 2018 წლის მარტის საანგარიშო თვის ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 29 მაისს. შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 54 დღე (პირგასამტეხლო 10 800 ლარი). ამდენად, საბოლოო დავალიანებამ ჯამურად შეადგინა 165 600 (ას სამოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს პირველი სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში, 10-ჯერ და ნაცვლად 0.1%-ისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით, ხოლო ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით ასევე უსაფუძვლოდ მაღალია და უნდა შემცირდეს და საბოლოოდ განისაზღვროს 4000 ლარი, ნაცვლად 165 600 ლარისა. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი 5000 ლარიდან 146,27 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის 122 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 4580,5 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად. ვინაიდან მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 474,50 ლარი (შემცირებული სასარჩელომ ოთხოვნის პროპორციულად). მოპასუხის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონსიძიების საჩივრის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 170) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ გაწულია სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯი, კერძოდ, სა---------–-----------–---------------------------------------------------–------------დან ინფორმაციის გაცემის მომსახურების საფასური, თითოეული ტიპის ინფორმაციისათვის 10.50 (ათი), სულ 21.00 (ოცი) ლარის ოდენობით, ასევე ს----------–----–---------------------------------------------------------დან ინფორმაციის გაცემის საფასური 21.00 (ოცდაერთი) ლარი და 81 (ოთხმოცდაერთი) ლარი ხუთზე მეტი სტრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის გაცემის მომსახურების ღირებულების, სულ ჯამურად 102,00 (ას ორი) ლარის ოდენობით, რომელთა ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. 9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ს----------–----------------------------------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „ჯ------------სს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, კერძოდ: ა) M--------------------------D სახ. ნომერი G------, საიდენტ. N/შასი: N---------------8. ფერი რუხი 2/8; სარ. მოწმ. A-------5; რეგისტრაციის თარიღი:2---------- ბ) M--------------------------D სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- გ) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2---------- დ) I------------------ სახ. ნომერი G------, საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ე) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ვ) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------. ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ზ) I------------------ სახ ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------. ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- თ) M--------------------- სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: W----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ი) M--------------------- სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: W----------------- სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. შპს ”ს----------–----------------------------------ის” სარჩელი მოპასუხე შპს “ჯ------------ს”-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ძირითადი თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 875,57 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისიდან 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%). 1.2. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 4000 ლარის ოდენობით (2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდი). 2. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები - 122 (ას ოცდაორი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. 3. მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს მის მიერ 2----–-–---------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან დაუბრუნდეს 474,50 ლარი (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად), ხოლო დარჩენილი თანხა 4525,50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 4. მოსარჩელის მიერ 2----–-–---------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 5. მოპასუხე შპს ,,ჯ------------ს"-ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 146,27 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. 6. მოპასუხის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონსიძიების საჩივრის ნაწილში 2----–-–------------------ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 7. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „ს----------–----------------------------------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „ჯ------------სს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, კერძოდ: ა) M--------------------------D სახ. ნომერი G------, საიდენტ. N/შასი: N---------------8. ფერი რუხი 2/8; სარ. მოწმ. A-------5; რეგისტრაციის თარიღი:2---------- ბ) M--------------------------D სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- გ) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2---------- დ) I------------------ სახ. ნომერი G------, საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ე) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ვ) I------------------ სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------. ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ზ) I------------------ სახ ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: N----------------. ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- თ) M--------------------- სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: W----------------- ფერი თეთრი; სარ. მოწმ. A--------- რეგისტრაციის თარიღი: 2---------- ი) M--------------------- სახ. ნომერი G------- საიდენტ. N/შასი: W----------------- 8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით; 9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე შორენა წიქარიძე