გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210119002836987
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1996-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელეები: ნ-----–--------------ე, ს--–--------–-----ი, ნ--------–-----ი, ე--------------–-----ი, ე-–-------–-----ი, ლ--------–-----ი

წარმომადგენელი: თ-----------------–-ა

 

მოპასუხეები: სს „მ---------------ი“, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“

წარმომადგენელი: ა--------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 21 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 18 დეკემბერს დ---------–-----სა და სს „მ---------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი, მარტივი „მ–---ე“ თამასუქის შეძენის ხელშკრულება №1---. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, პროცენტიანი, მარტივი სოლო თამასუქის მიღების (ემისიის) სანაცვლოდ, დ---------–-----მა სს „მ---------------ს“ გადაუხადა 21 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით, თამასუქის დაფარვა/განაღდება უპირობოა და ექვემდებარება თამასუქის გამცემის - მოპასუხე სს „მ---------------ის“ მხრიდან თამასუქის შემძენისათვის გადახდას მისი გაცემიდან 24 თვის შემდეგ - 2017 წლის 18 დეკემბერს.

 

2018 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა დ---------–-----ი, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მოსარჩელეებმა - ნ-----–--------------ემ, ს--–--------–-----მა, ნ--------–-----მა, ე--------------–-----მა, ე-–-------–-----მა და ლ--------–-----მა სამკვიდროში შემავალი ქონების სახით, საკუთრებაში მიიღეს გარდაცვლილის ქონებრივი მოთხოვნის უფლებები მოპასუხეთა მიმართ.

 

გარდაცვლილი დ---------–-----ისა და მისი სამართალმემკვიდრეების, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიმართვის მიუხედავად, არც მოპასუხე სს „მ---------------მა“ და არც მისმა 100% წილის მფლობელმა პარტნიორმა - სს „მც-----------–----–-----------------------–---------------–-------------–მა“, რომელსაც როგორც პარტნიორს უდასტურდება მოპასუხე სს „მ---------------ის“ საწესდებო კაპიტალში 1 000 000 ლარის ოდენობის შენატანის განხორციელების ვალდებულება და ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, არ განახორციელეს თამასუქის განაღდება და შესაბამისად მოსარჩელეთათვის 21 000 აშშ დოლარის გადახდა, რითად უხეშად დაარღვიეს მოსარჩელეთა ქონებრივი უფლება.

 

თანხის გადაუხდელობის საფუძვლით, მოსარჩელეებმა მოიპოვეს „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-42 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის წარდგენის უფლება მოპასუხე სს „მ---------------ის“ მიმართ სადავო თანხის იძულებითი წესით გადახდევინებაზე, ხოლო სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ მიმართ, კი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სადავო თანხის იძულებითი წესით გადახდაზე სოლიდარული წესით პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სს „მ---------------ი“ თამასუქის შემძენ პირს ყოველთვის უხდიდა თამასუქით განსაზღვრულ პროცენტებს. სს „მ---------------ი“ წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვა პირებთან. მოვალეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სს „მ---------------ს" მათ მიმართ უკვე დაწყებული აქვს სასარჩელო და სააღსრულებო წარმოებები. თუმცა, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სს „მ---------------ი“ არათუ თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, არამედ, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის წინაშე მისი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მის წინაშე შესასრულებელ ვალდებულებებზე, ამ ეტაპზე, ძირი თანხის ნაწილში, ვერ ასრულებს ვალდებულებას.

 

რაც შეეხება, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ს“, მოპასუხის განმარტებით, იგი წარმოადგენს სს „მ---------------ის“ 100% აქციათა მფლობელს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“ ეხმარებოდა სს „მ---------------ს“ თამასუქარების ვალდებულების გასტუმრებაში, რამაც თანხობრივად შეადგინა - 239 375.42 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 18 დეკემბერს სს „მ---------------სა“ (თამასუქის ემიტენტი) და დ---------–-----ს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ, რომლითაც თამასუქის ემიტენტმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა პროცენტიანი თამასუქის ემისია თამასუქის შემძენის სახელზე, ხოლო თამასუქის შემძენმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება შეეძინა თამასუქი მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში და მიეღო თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება (ხელშეკრულების მე-2 მუხლი).

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თამასუქის საეიმისიო ღირებულება განისაზღვრა 21 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო წლიური პროცენტი - 16%-ით, რომელიც თამასუქის ემიტენტს - სს „მ---------------ს“ უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. თამასუქის დაფარვის თარიღად განისაზღვრა - 2017 წლის 18 დეკემბერი.

 

დ---------–-----მა თამასუქის შესაძენად სს „მ---------------ს“ გადაუხადა საემისიო ღირებულება - 21 000 აშშ დოლარი.

 

აღნიშნული ხელშეკრულებისა და თამასუქის შემძენის მიერ საემისიო ღირებულების გადახდის საფუძველზე, 2015 წლის 18 დეკემბერს სს „მ---------------ის“ (ინდოსანტი) მიერ განხორციელდა №2-------------- მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქის გაცემა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა უპირობო ვალდებულება დადგენილ ვადაში (18.12.2017წ.) დ---------–-----ისათვის (ინდოსატი) გადაეხადა 21 000 აშშ დოლარი.

 

3.1.2. სს „მ---------------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და დ---------–-----ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული №1--- ხელშეკრულებითა (პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ) და მის საფუძველზე გაცემული №2-------------- თამასუქით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ თამასუქის განაღდება არ განხორციელებულა.

 

3.1.3. 2018 წლის 12 აპრილს თამასუქის მფლობელმა - დ---------–-----მა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა სს „მ---------------სა“ და მის 100% აქციის მფლობელ აქციონერს სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“, რომლითაც მოითხოვა 18.12.2015წ. დადებული პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული №2-------------- თამასუქის - განაღდება (21 000 აშშ დოლარი) და იმ დროისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდა არაუგვიანეს 2018 წლის 18 აპრილისა, თუმცა უშედეგოდ.

 

3.1.4. 2018 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა დ---------–-----ი.

 

3.1.5. 2018 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს ქ----------------–-ას მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), რომლის თანახმადაც ნ-----–--------------ემ, როგორც დ---------–-----ის მეუღლემ და ს--–--------–-----მა, ნ--------–-----მა, ე--------------–-----მა, ე-–-------–-----მა და ლ--------–-----მა, როგორც დ---------–-----ის შვილებმა, მიიღეს მამკვიდრებლის დ---------–-----ის სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

3.1.6. 2019 წლის 23 იანვარს ნ-----–--------------ემ, ს--–--------–-----მა, ნ--------–-----მა, ე--------------–-----მა, ე-–-------–-----მა და ლ--------–-----მა, როგორც გარდაცვლილი დ---------–-----ის მემკვიდრეებმა, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნეს სს „მ---------------ს“ და მის 100% აქციის მფლობელ აქციონერს სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“, რომლითაც მოითხოვეს 18.12.2015წ. დადებული პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული №2-------------- თამასუქის - განაღდება (21 000 აშშ დოლარი) და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდა არაუგვიანეს 2019 წლის 30 იანვრისა, თუმცა უშედეგოდ.

 

3.1.7. სს „მ---------------ის“ წესდების თანახმად, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“ (ძველი სახელწოდება სს „ს---------------------–------------“) წარმოადგენს სს „მ---------------ის“ 100% წილის მფლობელს. ხოლო, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 500 000 ლარს. საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია აქციებად: 750 000 სახელობითი (ჩვეულებრივი) აქცია და 750 000 პრივილეგირებული აქცია. (იხ.ს.ფ. 51-60)

 

3.1.8. 2018 წლის 27ივლისს სს „მ---------------ის“ დირექტორის გ-----------–--------–---–ის მიერ გაცემული №1--- ცნობის თანახმად, 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, სს „მ---------------ის“ წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შესავსებად სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ გააჩნია ვალდებულება 1 000 000 ლარი. (იხ. ს.ფ. 47)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 1328-ე, 1336-ე მუხლებით;

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, 29-30-ე, 37-ე მუხლებით;

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 51-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსი 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ნ-----–--------------ე, ს--–--------–-----ი, ნ--------–-----ი, ე--------------–-----ი, ე-–-------–-----ი და ლ--------–-----ი არიან გარდაცვლილი დ---------–-----ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, რომელთაც კანონით დადგენილი წესით მიიღეს მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ისინი როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები, წარმოადგენენ მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების უფლებამონაცვლეებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად - ''თამასუქი'' არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (ხოლო თამასუქი); მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს სს „მ---------------სა“ (თამასუქის ემიტენტი) და დ---------–-----ს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ, რომლითაც თამასუქის ემიტენტმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა პროცენტიანი თამასუქის ემისია თამასუქის შემძენის სახელზე, ხოლო თამასუქის შემძენმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება შეეძინა თამასუქი მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში და მიეღო თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება. თამასუქის საეიმისიო ღირებულება განისაზღვრა 21 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაფარულიყო - 2017 წლის 18 დეკემბერს.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, დ---------–-----მა თამასუქის შესაძენად სს „მ---------------ს“ გადაუხადა საემისიო ღირებულება - 21 000 აშშ დოლარი. ხოლო სს „მ---------------მა“ (ინდოსანტი) 18.12.2015წ. განახორციელა №2-------------- მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქის გაცემა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა უპირობო ვალდებულება დადგენილ ვადაში დ---------–-----ისათვის (ინდოსატი) გადაეხადა თამასუქის ღირებულება 21 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ინდოსანტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, “თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქი გადასახდელად წარდგენილი უნდა იქნეს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინის სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას. ხოლო, გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევებში: ა) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე; ბ) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო. გ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა, რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სს „მ---------------ს“ დ---------–-----ისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება - 21 000 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა გადაეხადა 2017 წლის 18 დეკემბერს, თუმცა აღნიშნულ ვადაში სს „მ---------------ის“ მიერ თანხის გადახდა და 17.12.2015წ. თამასუქის განაღდება არ მომხდარა.

 

ამასთან, დადგენილია, რომ თამასუქის მფლობელი დ---------–-----ი გარდაიცვალა 2018 წლის 12 ივნისს, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს ქ----------------–-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), თანახმად, მისი დანაშთი დამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა მეუღლემ ნ-----–--------------ემ, და შვილებმა ს--–--------–-----მა, ნ--------–-----მა, ე--------------–-----მა, ე-–-------–-----მა და ლ--------–-----მა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თამასუქის მფლობელის დ---------–-----ის მემკვიდრეები - ნ-----–--------------ე, ს--–--------–-----ი, ნ--------–-----ი, ე--------------–-----ი, ე-–-------–-----ი და ლ--------–-----ი სსკ-ის 361-ე და მე-400, ასევე ''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ სს „მ---------------ისაგან“ საემისიო თანხის დაბრუნება.

 

6.4. რაც შეეხება სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ სოლიდარულ პასუხისმგებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“ წარმოადგენს სს „მ---------------ის“ 100% წილის მფლობელს. ამასთან, წესდების თანახმად, საზოგადოების - სს „მ---------------ის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 500 000 ლარს, რომელიც დაყოფილია აქციებად: 750 000 სახელობითი (ჩვეულებრივი) აქცია და 750 000 პრივილეგირებული აქცია. ამრიგად, ვინაიდან სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“ წარმოადგენს სს „მ---------------ის“ 100% წილის მფლობელს საწესდებო კაპიტალის შენატანის ვალდებულებაც სწორედ მას ეკისრება.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე.

 

ამდენად, მართალია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ზოგადი წესი იმის შესახებ, რომ სააქციო საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის პასუხს არ აგებენ, თუმცა კანონი, ასევე უშვებს აღნიშნული წესიდან გამონაკლს. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც პარტნიორს სრულად არ აქვს შეტანილი შეთანხმებული შენატანი და საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი დგება აღნიშნული შენატანის სრულად შეტანამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ---------–-----ს სს „მ---------------ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2017 წლის 18 დეკემბერს. დადგენილია, ასევე რომ სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“, როგორც სს „მ---------------ის“ პარტნიორს სრულად არ აქვს შეტანილი წესდებით გათვალისწინებული შენატანი. კერძოდ, მას სს „მ---------------ის“ წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შესავსებად გააჩნია ვალდებულება 1 000 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სს „მ---------------ის“ დირექტორის - გ-----------–--------–---–ის მიერ 2018 წლის 27 ივლისს გაცემული №1--- ცნობით.

 

ამრიგად,ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“, როგორც სს „მ---------------ის“ პარტნიორი, სოლიდარულად აგებს პასუხს სს „მ---------------ის“ მიმართ არსებული დ---------–-----ის ვალდებულებებისათვის, ვინაიდან საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშვა მისი პარტნიორის მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პარტნიორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების - სს „მ---------------ისა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ სოლიდარული პასუხისმგებლობა წარმოიშვა კანონის საფუძველზე.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების - ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - სს „მ---------------ისა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ მიმართ „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საემისიო ღირებულების - 21 000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1670 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 100 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 1570 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სარჩელი სს „მ---------------ისა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს - სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ მოსარჩელეების - ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 21 000 აშშ დოლარის გადახდა. სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეუტანელი თანხის ფარგლებში.

 

2. მოპასუხეებს - სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ მოსარჩელეების - ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელეებს - ნ-----–--------------ეს, ს--–--------–-----ს, ნ--------–-----ს, ე--------------–-----ს, ე-–-------–-----სა და ლ--------–-----ს დაუბრუნდეთ თ-----------------–-ას მიერ 2019 წლის 06 თებერვალს სს ,,თ----------–ი“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 1670 ლარიდან - 1570 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/1996-19

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელეები: ნ-----–--------------ე, ს--–--------–-----ი, ნ--------–-----ი, ე--------------–-----ი, ე-–-------–-----ი, ლ--------–-----ი

წარმომადგენელი: თ-----------------–-ა

 

მოპასუხეები: სს „მ---------------ი“, სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ი“

წარმომადგენელი: ა--------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სარჩელი სს „მ---------------ისა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს - სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ მოსარჩელეების - ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - პროცენტიანი მარტივი - „მ–---------------ს“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 21 000 აშშ დოლარის გადახდა. სს „მ–-----------–----–-----------------------–--------------–-------------–ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეუტანელი თანხის ფარგლებში.

 

2. მოპასუხეებს - სს „მ---------------სა“ და სს „მ–-----------–----–-----------------------–-------------–-------------–ს“ მოსარჩელეების - ნ-----–--------------ის, ს--–--------–-----ის, ნ--------–-----ის, ე--------------–-----ის, ე-–-------–-----ისა და ლ--------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელეებს - ნ-----–--------------ეს, ს--–--------–-----ს, ნ--------–-----ს, ე--------------–-----ს, ე-–-------–-----სა და ლ--------–-----ს დაუბრუნდეთ თ-----------------–-ას მიერ 2019 წლის 06 თებერვალს სს ,,თ----------–ი“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 1670 ლარიდან - 1570 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი