განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/245-19 (#069190219003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.04.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ----–----------ე
მამის სახელი: ს---–------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქე: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: წ---–--------------------------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ბ------------------–------------------–----------–---–-
ადვოკატი - თ------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტები.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ რ----–----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, რ----–----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7ოქტომბერის განაჩენით რ----–----------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ----–----------ე მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 01 თებერვლის განკარგულებით გაუნახევრდა.
რ----–----------ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა და პირადად შეინახა მოყავისფრო ფერის ნივთიერება, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,4859 გრამი, რაც 2019 წლის 19 თებერვალს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში.
რ----–----------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
რ----–----------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რ----–----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 01 თებერვლის განკარგულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება. ცნობა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს, 2018 წლის 4 სექტემბრის და 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენები, მოწმეთა გ------------------------------–--------–------------------------–----------- გამოკითხვის ოქმები და ბრალდებულ რ----–----------ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 11 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ რ----–----------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------ის მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 11 აპრილს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------ემ ბრალდებულ რ----–----------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 11 აპრილს, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მ---------------ემ, ბრალდებულმა რ----–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს და მათ არ ხდიან სადავოდ.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ მ---------------ეს და ბრალდებულ რ----–----------ეს შორის 2019 წლის 11 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. რ----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვე, ხოლო 04 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ერთობლიობით, რ----–----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვე, ხოლო 04 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა საფუძველზე რ----–----------ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
დ) პასიური საარჩევნო უფლება;
ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
6. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ----–----------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
7. მსჯავრდებულ რ----–----------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა და უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
8.1. საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი’’ - რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
9. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება რ----–----------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე