განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
080100118002532155
დავის ტიპი
239 2 ა
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/604-18 (#041250418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04.04.2019წელი ქ-------ი

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ---------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ-----------ი

მამის სახელი: პ-----

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ-------------–----------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: გ------------–--–-–---–ი

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 3--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ--------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: გ-----------–---–ი

მამის სახელი: გ-------–-

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ------------------------–-------------.

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–---–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: დ-------------–---ი

მამის სახელი: მ----–---

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: არასრული უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)

რეგისტრირებული: ს--------------------------–------–-----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------–------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: გ--------–------–--ე

მამის სახელი: მ--------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ-------------------–---–----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

ადვოკატები - ო-–-------------ე, ი------------------ე, ო-------------ე, თ----------–--ე, ფ-------–---–---ე.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულების გ-----------ის, გ------------–--–-–---–ის, გ-----------–---–ის, დ-------------–---ის, გ--------–------–--ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობების მიხედვით გ-----------ს, გ------------–--–-–---–ს, გ-----------–---–ს, დ-------------–---ს და გ--------–------–--ეს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს:

 

ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 03:40 საათზე, ქ-------ში, ფ--–--–---–--ა და წ------------ს ქუჩების კვეთაზე, ქალაქ ქ-------ის მერიის ააიპ „ქუთგანათების სერვისის“ სამსახურის დირექტორის მოადგილეს - მ--–------------------ეს, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის დახაზვითი სამუშაოების დასრულებისას დ------------–---მა გ--------–------–--ესთან, გ-----------თან, გ-----------–---–თან, გ------------–--–-–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დ------------–---ისა და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ სხვა პირთა მოქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი - შეფერხდა მერიის გეგმიური სამუშაოების მშვიდობიან გარემოში დასრულება, ხმაურითა და ლანძღვა-გინებით მათ გამოხატეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ პირების, მ--–------------------ისა და მისი თანმხლები მერიის ააიპ „ქუთგანათების სერვისის“ თანამშრომელთა მიმართ აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულება. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მ--–------------------ემ ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო მისთვის მიყენებული სხვა დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გ-----------ს, გ------------–--–-–---–ს, გ-----------–---–ს, დ-------------–---ს და გ--------–------–--ეს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

- შუამდგომლობის მიხედვით, გ--------–------–--ეს ასევე ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, გ--------–------–--ემ კარიდან უკანონოდ შეაღწია ქ. ქ-------ში, ი------------------------ში განთავსებულ ბ--–--------–-ას სასურსათო მაღაზიაში და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა თანხას 10 (ათი) ლარის ოდენობით და 16,10 ლარის ღირებულების ლუდსა და გამაგრილებელ სასმელებს.

 

გ--------–------–--ეს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ-----------ის, გ------------–--–-–---–ის, გ-----------–---–ის, დ-------------–---ის, გ--------–------–--ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: მ--–----------–--ის, ვ--------–--–---–---–ის, ა-–----------------–--ს, ბ---------------–---–ის, ა---------–------–-–---–ის, რ-----------–ის, გ-----------–---–ის, დ------------–---ის, მ--–------------------ის, გ--------–------–--ის, გ------------–--–-–---–ის, გ-----------ის, გ---------------–---–ის, მ----------–--ის, ე-–-------------ის, ნ----------------ის, კ--------------------ის, მ-------------ის გამოკითხვის ოქმები; მ--–------------------ის ტანსაცმელი; სამედიცინო ექსპერტიზის N002860418 დასკვნა; მოწმეების: ა------------------------------------–-----–--------------------–--–---–-------------------–-------–------–-----------------------ის, ბ--–--------–-ას გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ გ--------–------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 03 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულებს გ-----------ს, გ------------–--–-–---–ს, გ-----------–---–ს, გ--------–------–--ეს, დ-------------–---ს (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ი------------------ის, ო-–-------------ის, ო-------------ის, თ----------–--ის, ფ-------–---–---ის მონაწილეობით) და ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულებსა და მათ ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმების ასლები და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმებზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 04 აპრილს ქ-------ის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

2019 წლის 04 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქ---------------ემ იშუამდგომლა ბრალდებულებთან გ-----------თან, გ------------–--–-–---–თან, გ-----------–---–თან, გ--------–------–--ესთან, დ-------------–---თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობებს თან ერთვის ბრალდებულების წერილობითი განცხადებები (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მათი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს, სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ქ---------------ემ, ბრალდებულებმა გ-----------მა, გ------------–--–-–---–მა, გ-----------–---–მა, გ--------–------–--ემ, დ-------------–---მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი------------------ემ, ო-–-------------ემ, ო-------------ემ, თ----------–--ემ, ფ-------–---–---ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულებთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მათ საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ ქ---------------ეს და ბრალდებულ გ------------–--–-–---–ს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. გ------------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3300 (სამი ათას სამასი) ლარის ოდენობით. რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის ვადის(სამი დღე) გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ გ------------–--–-–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

5. გ------------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ი------–-–--ას პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

6. დამტკიცდეს პროკურორ ქ---------------ეს და ბრალდებულ გ-----------–---–ს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

7. გ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით(2018 წლის 29.05-დან 31.12-ის ჩათვლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. მსჯავრდებულ გ-----------–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

6. გ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (თ-------------–--ეს პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

7. დამტკიცდეს პროკურორ ქ---------------ეს და ბრალდებულ გ-----------ს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

8. გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს - წინა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შეცვლილი, გადაუხდელი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და გ-----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

10. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში გ-----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.

 

11. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

12. მსჯავრდებულ გ-----------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის 2 000 (ორი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

13. გ-----------ის მიმართ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განჩინებით ბრალდებულ გ-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4000 (ოთხი ათასი) ლარის გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად პ----- ხ-----------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ--–---------------–-------------------------------------------------------------------------–------------------------- - ღირებულებით 14700 (თოთხმეტი ათას შვიდასი) ლარად – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

14. დამტკიცდეს პროკურორ ქ---------------ეს და ბრალდებულ დ-------------–---ს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

15. დ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ დ------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.

 

10. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში დ-------------–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

11. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

13. დ-------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (შ--------------------------------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

14. დამტკიცდეს პროკურორ ქ---------------ეს და ბრალდებულ გ--------–------–--ეს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

15. გ--------–------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

15.1. სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

15.2. სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--------–------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვე.

 

17. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში გ--------–------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

18. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

19. გ--------–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (მ----–------–--------------------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს 2018 წლის 31 მაისს და 14 ნოემბერს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხები 2000(ორიათასი) ლარი და 3000(სამიათასი) ლარი, სულ 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

20. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

20.1. მ--–-------------------ისაგან ამოღებული ქურთუკი და მაისური - რაც ინახება ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

20.2. გ--------–------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლუდის ბოთლი, მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად და თანხა - 50 თეთრი - რაც ინახება ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

20.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდის კვალი - რაც ინახება ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, ხოლო ხელის 2 კვალი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

20.4. CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები - რაც თან ერთვის საქმის დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

23. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება გ-----------ს, გ------------–--–-–---–ს, გ-----------–---–ს, დ-------------–---ს, გ--------–------–--ეს არ ათავისუფლებთ სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

24. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

25. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე