განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/272-19 (#076230319002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.04.2019წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------------–-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი--------------ენ
მამის სახელი: მ---------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკა
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: თ--------------------–--------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ბრალდებული: ა--------------ენ
მამის სახელი: ი--------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკა
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: თ--------------------–--------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ადვოკატი: მ------–---–--ა
თარჯიმანი: ლ--------------
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების ი--------------ენის და ა--------------ენის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობების მიხედვით ი--------------ენს და ა--------------ენს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს:
- ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა - ი------ და ა--------------ენებმა, არასრულწლოვან შვილებთან - ა----, მ----- და ე---------- ტ---------თან ერთად განიზრახეს ევროპაში გამგზავრება. რადგან თავიანთი პასპორტებით ისინი ვერ შესძლებდნენ ევროპის ვერცერთ ქვეყანაში შესვლას, ამიტომ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში, ი------ და ა--------------ენები დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც 8 000 (რვა ათასი) ევროს სანაცვლოდ ი------, ა------, ა----, მ----- და ე---------- ტ---------ის სახელზე დაამზადა ყალბი შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობები.
2019 წლის 22 მარტს, ი------, ა------, ა----, მ----- და ე---------- ტ---------მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოში შემოვიდნენ ს.ს.კ.გ. „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით.
2019 წლის 23 მარტს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი - ვენის რეისით შემდგომი მგზავრობისა და ავსტრიაში მოხვედრის მიზნით, ი--------------ენმა მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა მისი და არასრულწლოვანი შვილის - ა---- ტ-------ის სახელზე გაცემული ყალბი შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობები №SWE39576133 და №SWE75253011, ხოლო ა--------------ენმა, არასრულწლოვანი შვილების - მ----- და ე---------- ტ---------ის სახელზე გაცემული ყალბი შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობები №SWE46354236, №SWE61328689 და №SWE75253011.
ი--------------ენს და ა--------------ენს ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- 2019 წლის 23 მარტს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ - ი--------------ენმა მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა მისი და არასრუწლოვანი შვილის - ა---- ტ-------ის სახელზე დამზადებული ყალბი შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობები №SWE39576133 და №SWE75253011, ხოლო ა--------------ენმა, მესაზღვრე კონროლიორს წარუდგინა მისი და არასრუწლოვანი შვილების - მ----- და ე---------- ტ---------ის სახელზე დამზადებული ყალბი შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობები №SWE46354236, №SWE61328689 და №SWE75253011, რითაც შეეცადნენ უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რაშიც მხილებულ იქნენ მესაზღვრე - კონტროლიორების მიერ.
ი--------------ენს და ა--------------ენს ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ი--------------ენის და ა--------------ენის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: გ--------–-------–---–--------------------–--–--–---–---------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები; არასრულწლოვანი მოწმის ა---- ტ-------ის გამოკითხვის ოქმი; ი------ და ა--------------ენის გამოკითხვის ოქმები; შეტყობინება N745652; პატაკი; ამოღების ოქმი; დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N551/დტ დასკვნა; პასუხი - შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 04 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ ბრალდებულებს ი--------------ენს, ა--------------ენს (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------–---–--ას მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქ------------–-----ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 04 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ქ------------–-----ის შუამდგომლობა ბრალდებულების ი--------------ენის და ა--------------ენის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობასთან ერთად საქმეს თან ერთვოდა საპროცესო შეთანხმების ოქმები.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 04 აპრილს, სასამართლო სხდომაზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ქ------------–-----ემ იშუამდგომლა ბრალდებულების ი--------------ენის და ა--------------ენის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობების განხილვაზე უარის თქმის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირეს ბრალდებულებმა ი--------------ენმა და ა--------------ენმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------–---–--ამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ქ------------–-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ქ------------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ქ------------–-----ესა და ბრალდებულ ი------ ტ-------ს შორის 2019 წლის 04 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ი------ ტ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი------ ტ-------ს საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მსჯავრდებულ ი------ ტ-------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2000 (ორი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
6. დამტკიცდეს პროკურორ ქ------------–-----ესა და ბრალდებულ ა--------------ენს შორის 2019 წლის 04 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
7. ა--------------ენ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა--------------ენს საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
9. მსჯავრდებულ ა--------------ენის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2000 (ორი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
10.1. ი------ ტ-------ის YUNUS TASKESEN - ის სახელზე შევსებული №SWE39576133 შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობა, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩება მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნება საქმის შენახვის ვადით;
10.2. მეტინ ტ-------ის METIN TASKESEN - ის სახელზე შევსებული №SWE61328689 შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობა, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩება მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნება საქმის შენახვის ვადით;
10.3. ა---- ტ-------ის ADEM TASKESEN - ის სახელზე შევსებული №SWE55660355 შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობა, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩება მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნება საქმის შენახვის ვადით;
10.4. ე---------- ტ-------ის EMIR HADI TASKESEN - ის სახელზე შევსებული №SWE75253011 შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობა, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩება მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნება საქმის შენახვის ვადით.
10.5 ა--------------ენის AYNUR TASKESEN - ის სახელზე შევსებული №SWE46354236 შვედეთის სამეფოს ბინადრობის მოწმობა, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ი------ ტ-------ს და ა--------------ენს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
13. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე