განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/324-19 (#076020419001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.04.2019წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--–--------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ა-–----------------
მამის სახელი: ლ---
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
მოქალაქეობა: რუსეთის რესპუბლიკა
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული: ჩ------------–-------------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ბრალდებული: ტ-------–---–------------
მამის სახელი: ა-–-----
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
მოქალაქეობა: რუსეთის რესპუბლიკა
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული: ჩ------------–-------------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ბრალდებული: მ---------------ა
მამის სახელი: ტ-----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
მოქალაქეობა: რუსეთის რესპუბლიკა
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული: ჩ------------–-------------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ადვოკატი: გ-------–----------ე
თარჯიმანი: ლ-------–----------
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების ა-–----------------ის, ტ-------–---–------------ის და მ---------------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით ა-–----------------ს, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის პერიოდში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, მეუღლეებმა ა-–----------------მა და მ---------------ამ განიზრახეს შვილებთან - 20 წლის ტ-------–---–------------თან, 17 წლის ტ------–-----------თან, 16 წლის რ----------------ასთან, 11 წლის ჯ-------–-----------თან და 6 წლის ა-----------------ასთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად გამგზავრება. რადგან თავიანთი პასპორტებით ისინი ვერ შესძლებდნენ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესვლას, ამიტომ დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ რუსი ეროვნების მამაკაცს, რომლისგან გამოყენების მიზნით შეიძინეს პოლონეთის ბინადრობის შვიდი ყალბი მოწმობა - N RP 6497121, N RP 5387150, N RP 5104228, N RP 6439013, N RP 4092615, N RP 1809352, N RP 5538162.
2019 წლის დასაწყისში ა-–----------------მა მეუღლესთან მ---------------ასთან ერთად გადაწყვიტა შეძენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჯგუფურად, შვილებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიიდან ავიარეისით საფრანგეთში საცხოვრებლად გამგზავრება, რისთვისაც წინასწარ შეიძინეს ბილეთები ქუთაისი-პარიზის მიმართულებით. 2019 წლის 01 აპრილს ს.ს.კ.გ. „დარიალის“ გამშვები პუნქტის გავლით ა-–----------------მა მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2019 წლის 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, ტ-------–---–------------ს მშობლებმა გადასცეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი, ასევე მათ მიერ გამოყენების მიზნით შეძენილი, მის სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა, რომლის სიყალბის შესახებ მისთვის ცნობილი იყო. მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ ტ-------–---–------------მა გამოიყენა და მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა რუსეთის მოქალაქის პასპორტი და პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა N RP 5538162.
ამავდროულად მისმა მშობლებმა ა-–----------------მა და მ---------------ამ წარადგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150 და N RP 5104228. მათ გარდა მესაზღვრე - კონტროლიორს 17 წლის ტ------–-----------მა წარუდგინა პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა N RP 1809352 და 16 წლის რ----------------ამ წარუდგინა თავისი და 6 წლის დის ა-----------------ას პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
- 2019 წლის 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, ტ-------–---–------------ს მშობლებმა შვილებს გადასცეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი, ასევე მათ მიერ გამოყენების მიზნით შეძენილი, მის სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა, რომლის სიყალბის შესახებ მისთვის ცნობილი იყო. მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ ტ-------–---–------------მა გამოიყენა და მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა რუსეთის მოქალაქის პასპორტი და პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა N RP 5538162.
ამავდროულად მისმა მშობლებმა ა-–----------------მა და მ---------------ამ წარადგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
ა-–----------------ს,ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
შუამდგომლობის მიხედვით ტ-------–---–------------ს, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის პერიოდში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, მეუღლეებმა ა-–----------------მა და მ---------------ამ განიზრახეს შვილებთან - 20 წლის ტ-------–---–------------თან, 17 წლის ტ------–-----------თან, 16 წლის რ----------------ასთან, 11 წლის ჯ-------–-----------თან და 6 წლის ა-----------------ასთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად გამგზავრება. რადგან თავიანთი პასპორტებით ისინი ვერ შესძლებდნენ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესვლას, ამიტომ დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ რუსი ეროვნების მამაკაცს, რომლისგან გამოყენების მიზნით შეიძინეს პოლონეთის ბინადრობის შვიდი ყალბი მოწმობა - N RP 6497121, N RP 5387150, N RP 5104228, N RP 6439013, N RP 4092615, N RP 1809352, N RP 5538162.
2019 წლის დასაწყისში ტ-------–---–------------მა მშობლებისაგან ა-–----------------ისა და მ---------------ასაგან შეიტყო, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მისთვის უცნობ გარემოებებში გამოყენების მიზნით შეძენილი პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობების გამოყენებით, მთელი ოჯახით ჯგუფურად, საქართველოს ტერიტორიიდან ავიარეისით საფრანგეთში საცხოვრებლად გამგზავრება, რისთვისაც წინასწარ შეძენილი ჰქონდათ ბილეთები ქუთაისი-პარიზის მიმართულებით. 2019 წლის 01 აპრილს ს.ს.კ.გ. „დარიალის“ გამშვები პუნქტის გავლით ტ-------–---–------------მა ოჯახის წევრებთან ერთად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და 2019 წლის 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, ა-–----------------მა და მ---------------ამ შვილებს გადასცეს რუსეთის მოქალაქის პასპორტები, ასევე მათ მიერ გამოყენების მიზნით შეძენილი პოლონეთის ყალბი ბინადრობის მოწმობები, რომელთა სიყალბის შესახებ ცნობილ იყო მხოლოდ ტ-------–---–------------ისთვის. მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ მ---------------ამ და ა-–----------------მა გამოიყენეს და მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150 და N RP 5104228, ასევე მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა და ყალბი ბინადრობის მოწმობა N RP 5538162, გამოიყენა ტ-------–---–------------მა. მათ გარდა მესაზღვრე - კონტროლიორს 17 წლის ტ------–-----------მა წარუდგინა პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა - N RP 1809352 და 16 წლის რ----------------ამ წარუდგინა თავისი და 6 წლის დის ა-----------------ას პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
- 2019 წლის 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ ა-–----------------მა და მისმა მეუღლემ მ---------------ამ შვილებთან ერთად მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის პასპორტები და პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები, რითაც შეეცადნენ უკანონოდ, ჯგუფურად გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. კერძოდ: ჯ-------–-----------მა და მ---------------ამ მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150 და N RP 5104228. ასევე მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა და ყალბი ბინადრობის მოწმობა N RP 5538162, გამოიყენა ტ-------–---–------------მა. მათ გარდა მესაზღვრე - კონტროლიორს 17 წლის ტ------–-----------მა წარუდგინა პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა N RP 1809352 და 16 წლის რ----------------ამ წარუდგინა თავისი და 6 წლის დის ა-----------------ას პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები - N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
ტ-------–---–------------ს, ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
შუამდგომლობის მიხედვით მ---------------ას, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის პერიოდში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, მეუღლეებმა მ---------------ამ და ა-–----------------მა განიზრახეს შვილებთან - 20 წლის ტ-------–---–------------თან, 17 წლის ტ------–-----------თან, 16 წლის რ----------------ასთან, 11 წლის ჯ-------–-----------თან და 6 წლის ა-----------------ასთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად გამგზავრება. რადგან თავიანთი პასპორტებით ისინი ვერ შესძლებდნენ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესვლას, ამიტომ დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ რუსი ეროვნების მამაკაცს, რომლისგან გამოყენების მიზნით შეიძინეს პოლონეთის ბინადრობის შვიდი ყალბი მოწმობა - N RP 6497121, N RP 5387150, N RP 5104228, N RP 6439013, N RP 4092615, N RP 1809352, N RP 5538162.
2019 წლის დასაწყისში მ---------------ამ მეუღლესთან ა-–----------------ასთან ერთად გადაწყვიტა შეძენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჯგუფურად, შვილებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიიდან ავიარეისით საფრანგეთში საცხოვრებლად გამგზავრება, რისთვისაც წინასწარ შეიძინეს ბილეთები ქუთაისი-პარიზის მიმართულებით. 2019 წლის 01 აპრილს ს.ს.კ.გ. „დარიალის“ გამშვები პუნქტის გავლით ა-–----------------მა მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2019 წლი 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, მ---------------ამ და ა-–----------------მა შვილებს გადასცეს რუსეთის მოქალაქის პასპორტები, ასევე მათ მიერ გამოყენების მიზნით შეძენილი პოლონეთის ყალბი ბინადრობის მოწმობები, რომელთა სიყალბის შესახებ ცნობილ იყო მხოლოდ ტ-------–---–------------ისთვის. მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ მ---------------ამ და ა-–----------------მა გამოიყენეს და მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150 და N RP 5104228. ასევე მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა და ყალბი ბინადრობის მოწმობა N RP 5538162, გამოიყენა ტ-------–---–------------მა. მათ გარდა მესაზღვრე - კონტროლიორს 17 წლის ტ------–-----------მა წარუდგინა პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა N RP 1809352 და 16 წლის რ----------------ამ წარუდგინა თავისი და 6 წლის დის ა-----------------ას პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
- 2019 წლი 02 აპრილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-პარიზის ავიარეისით შემდგომი მგზავრობისა და საფრანგეთში მოხვედრის მიზნით, მ---------------ამ და ა-–----------------მა შვილებს გადასცეს რუსეთის მოქალაქის პასპორტები, ასევე მათ მიერ გამოყენების მიზნით შეძენილი პოლონეთის ყალბი ბინადრობის მოწმობები, რომელთა სიყალბის შესახებ ცნობილ იყო მხოლოდ ტ-------–---–------------ისთვის. მგზავრთა რეგისტრაციის შემდგომ მ---------------ამ და ა-–----------------მა გამოიყენეს და მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინეს თავიანთი და არასრულწლოვანი შვილის ჯ-------–-----------ის რუსეთის მოქალაქის პასპორტები და მათ სახელზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150 და N RP 5104228, ასევე მესაზღვრე - კონტროლიორს წარუდგინა და ყალბი ბინადრობის მოწმობა N RP 5538162, გამოიყენა ტ-------–---–------------მა. მათ გარდა მესაზღვრე - კონტროლიორს 17 წლის ტ------–-----------მა წარუდგინა პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობა - N RP 1809352 და 16 წლის რ----------------ამ წარუდგინა თავისი და 6 წლის დის ა-----------------ას პოლონეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები N RP 6439013 და N RP 4092615, თუმცა მათთვის ცნობილი არ იყო ბინადრობის მოწმობების სიყალბის შესახებ.
მ---------------ას,ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა-–----------------ის, ტ-------–---–------------ის და მ---------------ას მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ნ-------------------–-–----------–---–------------------------------------------, ა-–----------------ის, მ---------------ას, ტ-------–---–------------ის, რ----------------ას, ტ------–-----------ის გამოკითხვები, ყალბი მოწმობები N RP 6497121, N RP 5387150, N RP 5104228, N RP 6439013, N RP 4092615, N RP 1809352, N RP 5538162, დოკუმენტების ( ბინადრობის მოწმობების) ამოღების ოქმები, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N 609/დტ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 19 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ ბრალდებულებს ა-–----------------ს, ტ-------–---–------------ს და მ---------------ას (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------–----------ის მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ--–--------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 20 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ--–--------------ის შუამდგომლობა ბრალდებულების ა-–----------------ის, ტ-------–---–------------ის და მ---------------ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობასთან ერთად საქმეს თან ერთვოდა საპროცესო შეთანხმების ოქმები.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 20 აპრილს, სასამართლო სხდომაზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ვ--–--------------ემ იშუამდგომლა ბრალდებულების ა-–----------------ის, ტ-------–---–------------ის და მ---------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობების განხილვაზე უარის თქმის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირეს ბრალდებულებმა ა-–----------------მა, ტ-------–---–------------მა და მ---------------ამ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გიგა გიორგაძემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ--–--------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ--–--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ვ--–--------------ესა და ბრალდებულ ა-–----------------ს შორის 2019 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ა-–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–----------------ს საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
5. მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
6. დამტკიცდეს პროკურორ ვ--–--------------ეს და ბრალდებულ ტ-------–---–------------ს შორის 2019 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
7. ტ-------–---–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ტ-------–---–------------ს საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
9. მსჯავრდებულ ტ-------–---–------------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
10. დამტკიცდეს პროკურორ ვ--–--------------ეს და ბრალდებულ მ---------------ას შორის 2019 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
11. მ---------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
11.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
11.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით მ---------------ას საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
13. მსჯავრდებულ მ---------------ას მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
14. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
14.1.ა-–----------------ის (ALAMAD TARAMOV) სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ყალბი ბინადრობის N RP 5104228 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.2. მ---------------ის (MADINA ASKHABOVA) და სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ყალბი ბინადრობის N RP 5387150 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.3.ჯ-------–-----------ის ( DZHABRAIL TARAMOV) და სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ყალბი ბინადრობის N RP 6497121 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.4.ტ-------–---–------------ის ( TURPAL-ALI TARAMOV) სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი N RP 5538162 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.5.რ----------------ას ( RAIANA TARAMOVA) სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი N RP 4092615 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.6.ა-----------------ას (AMINAT TARAMOVA) სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი N RP 6439013 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14.7.ტ------–-----------ის ( TAMERLAN ASKHABOV) სახელსა და გვარზე დამზადებული პოლონეთის ბინადრობის ყალბი N RP 1809352 მოწმობა - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ა-–----------------ს, მ---------------ას და ტ-------–---–-----------ს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
16. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
17. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე