გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7287-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ------ თ------ე
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–-
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიაროს მოსარჩელე - მ------ თ------ის მიერ, ბ---------ის ს-------------------------ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 1--- წლის 25 ივლისს, ა---––-----------------------------------------ს მიერ, მ------ თ------ის (დ-------------- წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - H---------- და მას მიენიჭა რიგითის წოდება.
3.1.2. ამავე სამხედრო ბილეთის შესაბამისად, 1989 წლის 29 ივნისის №1-- ბრძანებით მას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სამხედრო ბილეთი (ს.ფ. 35-37).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი მ------ თ------ის შრომის წიგნაკით დგინდება, რომ 06.01.1976 წლიდან იგი მიღებულია ამიერკავკასიის წ-----–------------------------------–--ს ბ---------ის სანატორიუმში ს----------–-------------–---–---------დ. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უ---------------ის თანამდებობაზე. 1990 წლის 1- სექტემბრიდან იგი გადაყვანილია გ---------–------------დ. 1993 წლის 14 მარტიდან კი მ------ თ------ე განთავისუფლებულია სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ------ თ------ე მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ---------ის ს-------------------------ში მ-----ის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ------ თ------ის შრომის წიგნაკი (ს.ფ. 40).
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანებით, ს------------------------- - „ბ---------ის“ ახალ შტატზე №1-------- გადასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით მომუშავე პირები გაწვეული იქნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხნენ შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭათ სამხედრო წოდება - „რიგითი“ და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 1999 წლის 25 ივლისიდან, მათ შორის რიგითი - მ------ თ------ე, სამედიცინო ქვეგ---------–------------დ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2000 წლის 29 დეკემბრის №1--- ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №1-- ბრძანების თანახმად, ს------------------------- „ბ---------ის“ შტატის (№1--------) გაუქმებასთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილი იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, მათ შორის რიგითი - მ------ თ------ე, სამედიცინო ქვეგ---------–------------.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 14 ივნისის №1--- ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №1-- ბრძანების თანახმად, ს------------------------- - „ბ---------ის“ შტატის (№1--------) გაუქმებასთან დაკავშირებით, კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, ს------------------------- - „ბ---------ის“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები დათხოვნილი იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს კანონის „სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“ მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) და ჩაირიცხნენ რეზერვში 2001 წლის 1 მაისიდან, მათ შორის რიგითი - მ------ თ------ე, სამედიცინო გ---------–------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 116);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2000 წლის 29 დეკემბრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 117);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 14 ივნისის №1--- ბრძანებით თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №1-- ბრძანება (ს.ფ. 118).
3.1.4. ბ---------ის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №1- ცნობით დგინდება, რომ მ------ თ------ე (დ---------–-) 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე მსახურობდა ს------------------------- - „ბ---------ის“ სამედიცინო ქვეგანყოფილებაში მ-----ის თანამდებობაზე, საიდანაც 2000 წლის 29 დეკემბერს გაყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2001 წლის პირველ მაისს დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №1- ცნობა (ს.ფ. 64).
3.1.5. 2017 წლის 9 ოქტომბერს, მ------ თ------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების შესაბამისად მოითხოვა ცნობის გაცემა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, სტაჟის გადაანგარიშების მიხედვით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–----------------------ს 2017 წლის 13 ოქტომბრის №MOD 7------------ წერილით მ------ თ------ეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით, განმცხადებლის 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განცხადება წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 9 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 60);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J---------------------–---------–----ს დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №MOD 7------------ წერილი (ს.ფ. 18).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------ თ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მ------ თ------ის მოთხოვნა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიაროს მოსარჩელე - მ------ თ------ის მიერ ბ---------ის ს-------------------------ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–----------------------ს 2017 წლის 13 ოქტომბრის №MOD 7------------ წერილით, მ------ თ------ეს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რადგან მ------ თ------ის პირადი საქმის მიხედვით, მისი 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ 1--- წლის 25 ივლისს, ა---––-----------------------------------------ს მიერ, მ------ თ------ის (დ-------------- წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - H---------- (ს.ფ. 35-37) და მიენიჭა რიგითის წოდება, ხოლო მოგვიანებით, 1989 წლის 29 ივნისის №1-- ბრძანებით მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება. ასევე საქმეში წარმოდგენილი მ------ თ------ის შრომის წიგნაკით (ს.ფ. 40) დგინდება, რომ 1976 წლის 6 იანვრიდან იგი მიღებულია ამიერკავკასიის წ-----–------------------------------–--ს ბ---------ის სანატორიუმში ს----------–-------------–---–---------დ, 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უ---------------ის თანამდებობაზე, 1990 წლის 14 სექტემბრიდან იგი გადაყვანილია გ---------–------------დ, 1993 წლის 14 მარტიდან კი მ------ თ------ე განთავისუფლებულია სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ------ თ------ე მიღებული იქნა უკვე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ---------ის ს-------------------------ში მ-----ის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო.
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს, 1--- წელს მინიჭებული აქვს რიგითის წოდება და 1976 წლიდან მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის წ-----–------------------------------–--ს ბ---------ის სანატორიუმში მ-----ად, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ---------ის ს-------------------------ში ისევ მ-----ის თანამდებობაზე, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანებით კვლავ იქნა გაწვეული ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭა თავიდან სამხედრო წოდება - რიგითი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად - სამედიცინო ქვეგ---------–------------დ 1999 წლის 25 ივლისიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე, მ------ თ------ის ნამსახურობა უნდა ჩაითვალოს სამხედრო სამსახურში ნამსახურობად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა აღიაროს მოსარჩელე - მ------ თ------ის მიერ ბ---------ის ს-------------------------ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ თ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიაროს მოსარჩელე მ------ თ------ის მიერ ბ---------ის ს-------------------------ში 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი