გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210018002672321
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

მოსარჩელე – ვლ------რ ფუ--------ი.

მოსარჩელე – ვ------------------------.

წარმომადგენელი - მა---- ბა-------ე.

მოპასუხე - ელ-----------------–---–ი.

წარმომადგენელი - ნა---------–--–---–ი.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. ელ-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქ. №---ში საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ ვა-–------ა და ვლ------რ ფუ--------ებს - ა) შენობა №1-ის პირველი სართულის საერთო ფართის 39,87 კვ. მეტრიდან 15,72 კვ. მეტრი ფართი; 5,94 კვ. მეტრი ფართი; 2,45 კვ. მეტრი ფართი; ბ) შენობა №1-ის მეორე სართულის საერთო ფართის 74,72 კვ. მეტრიდან 12,24 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 16,27 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 4,88 კვ. მეტრი ფართის შესასვლელი; გ) შენობა №3-ის 6,71 კვ. მეტრი ფართი; დ) შენობა №4-ის 2,93 კვ. მეტრი ფართი და 3,45 კვ. მეტრი ფართი სველი წერტილი.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი სარჩელი და ცნობილი იქნენ თა--მესაკუთრეებად უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. თბი-–-----–--------ს ქ. №--, საკადასტრო კოდით 01.1-.1-.0--.1--. 201- წლის 19-----ს, ელ-----------------–---–მა მიმართა სასამართლოს 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების გა--ხლების თაობაზე, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

ელ-----------------–---–ი ცხოვრობს მისამართზე ქ. თბი-–------–--------ს ქ. №--, მაგრამ უკანონოდ აქვს დაკავებული ლი-------ს ქ. №---ში მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილი ფართი საკ. კოდით 01.1-.1-.0--.1--. ამასთან მოსარჩელეთა არაერთი მოთხოვნის მუხედავად, მოპასუხე ელ-----------------–---–ი უარს აცხადებს ნებაყოფლობით გამოათავისუფლოს დაკავებული უძრავი ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ელ-----------------–---–მა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარის ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით იგი ცხოვრობდა სადაო მისამართზე და ბინა შეძენილი ჰქონდა ყოფილი მესაკუთრისაგან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვა-–------ა და ვლ------რ ფუ--------ებმა დაუმალეს სასამართლოს და შესაბამისად მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გამო მან მოითხოვა 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების გა--ხლება, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ვინაიდან ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოპასუხის განმარტებით სადაო სახლთმფლობელობა, რომელიც ამჟამად სრულად არის რეგისტრირებული მოსარჩელეთა სახელზე წარმოადგენდა ნი----------–---–-----ის საკუთრებას. ამასთან სახლთმფლობელობა თავიდანვე გაყოფილი იყო ორ დამოუკიდებელ ნაწილად, რომელსაც ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი და მრიცხველი. ნი----------–---–-----ისგან ფართი შეიძინა ორმა პირმა - ა--მ დო----–---ომ და ნი----–--ზ ფუ--------იმ, რომელიც არის მოსარჩელის მამა. შეძენის დღიდან სახლთმფლობელობას ყავდა ორი მესაკუთრე, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული მესაკუთრეებად, თუმცა ჩაწერილები იყვნენ აღნიშნულ მისამართზე და ნი----------–---–-----ის ნაცვლად იხდიდნენ ქირას და დაზღვევის გადასახადს. დო----–---ოს საკუთრებაში არსებულ ფართში აბონენტად დარეგისტრირდა მისი მეუღლე ბელ------------ი, რომელის სახელზეც მოდიოდა კომუნალური გადასახადები და რომლებსაც ბოლო პერიოდამდე იხდიდა მოპასუხე (ელ-----------------–---–ი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მიმართ და მოითხოვეს ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქ. თბილისში, ლი-------ს ქ. №-- მისამართზე მდებარე, გარდაცვლილი ნი----------–---–-----ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომის (ლიტერი ”ა” ფართით 11-.98 კვ. მეტრი და ლიტერი ”ბ-გ-დ-ვც” ფართით 23.29 კვ. მეტრი) უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელეების ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილებით ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ების სარჩელი დაკმაყოფილდა. ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ები ცნობილ იქნენ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში აწ გარდაცვლილი ნი----------–---–-----ის საკუთრებად რეგისტრირებული უმკვიდრო ქონების - ქ. თბილისში, ლი-------ს ქ. №-- მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სადგომის (ლიტერი ”ა” ფართით 11-.98 კვ. მეტრი და ლიტერი ”ბ-გ-დ-ვც” ფართით 23.29 კვ. მეტრი) თა--მესაკუთრეებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-18);

 

3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქუჩა №--, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1--, დაზუსტებული ფართობი 309 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, საერთო ფართი: 114.59 კვ. მეტრი, აქედან, I სართული საერთო ფართი: 39.87 კვ. მეტრი; II სართული საერთო ფართი: 74,72 კვ. მეტრი; N2 საერთო ფართი: 5,32 კვ. მეტრი, N3 საერთო ფართი: 6,71 კვ. მეტრი; N4 საერთო ფართი: 6,38 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ვლ------რ ფუ--------ის და ვ------------------------ს სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის - 1984 წლის №0----- სააღრიცხვო ბარათი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის გადაწყვეტილება საქმეზე №2-------- და ამავე საქმეზე 201--–-–-----------------ს მიღებული განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 1-0-1-1);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 201- წლის 19-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განცხადებით მიმართა ელ-----------------–---–მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების გა--ხლება.

 

განმცხადებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტს და განმარტავდა, რომ 19---–-–-ს სექტემბრის თვეში შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ლი-------ს №--, ლიტ. „ა“ პირველი სართული, საცხოვრებელი ფართი №1-14.80 კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართი №3-1-.00 კვ.მ. დამხმარე ფართი - 4.55 კვ.მ. მითითებული ფართი ტექ. ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია ნი----------–---–-----ის სახელზე. ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ები სასამართლოს 20---–-–-----------ის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნენ ნი----------–---–-----ის სახელზე რეგისტრირებული მთლიანი ფართის მესაკუთრეებად, მათ შორის, ელ-----------------–---–ის მფლობელობაში არსებულ ფართზეც. შესაბამისად, ქ. თბილისში, ლი-------ს №---ში მდებარე ნივთზე მას გარკვეული უფლებები გააჩნია და მისი სხდომაზე მოუწვევლობით შეილახა მისი კანონიერი ინტერესები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2--------------ს №2-------- განჩინებით ელ-----------------–---–ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის N2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების გა--ხლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლეობის ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტი. აუცილებელია სხვა მტკიცებულებების არსებობაც, როგორიცაა მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდა (ქვითრები), საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის თანხის გადახდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, ელ-----------------–---–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ქ. თბილისში, ლი-------ს №---ში მდებარე სადგომზე, განმცხადებლის უფლებების არსებობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2--------------ს №2-------- განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ. 22-28);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2--------------ს №2-------- განჩინება (ს.ფ. 29-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თა--ხმად ქ. თბილისში, ლი-------ს ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი (ლიტერი ”ა” ფართით 11-.98 კვ. მეტრი და ლიტერი ”ბ-გ-დ-ვც” ფართით 23.29 კვ. მეტრი) 1940 წლიდან რეგისტრირებული იყო ნი----------–---–-----ის საკუთრებად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 74);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-18);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ელ-----------------–---–ი 19---–-–-ს 24 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბი-–------–--------ს №--. აღნიშნულ მისამართზე ელ-----------------–---–ის რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20---–-–------------ს №01-------- გადაწყვეტილებით. ამავე მისამართზე ელ-----------------–---–ის რეგისტრაცია განხორციელდა 20---–-–--------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-------------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 87-88);

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20---–-–------------ს №01-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 120-122);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–---------------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 144-145);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებად უთითებს მის უფლებას ეკავოს სადაო უძრავი ნივთი ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, როგორც მოსარგებლე პირს.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილი ამჟამად დაკავებულია მოპასუხის მიერ, თუმცა მოპასუხე მიუთითებს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ იგი წარმოადგენს დასახელებული კანონით განსაზღვრულ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე პირს.

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს სადაო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ები ცნობილი იქნენ მოსარგებლებად ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ნი----------–---–-----ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომზე და ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე უძრავი ნივთი გადაეცათ უსასყიდლოდ საკუთრებაში.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ სადაო ფართზე სასამართლოს მიერ მოსარჩელეები არიან ცნობილი ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლე პირებად.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2--------------ს №2-------- განჩინებით ელ-----------------–---–ის განცხადება ამავე სასამართლოს 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების გა--ხლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლეობის ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტი. აუცილებელია სხვა მტკიცებულებების არსებობაც, როგორიცაა მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდა (ქვითრები), საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის თანხის გადახდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, ელ-----------------–---–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ქ. თბილისში, ლი-------ს №---ში მდებარე სადგომზე, განმცხადებლის უფლებების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-6-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

დასახელებული ნორმის ა--ლიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს არა მარტო სამოქალაქო საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, არამედ ამ გადაწყვეტილების სუბიექტებიც შემდგომში სხვა სამოქალაქო საქმის მონაწილეებიც უნდა იყვნენ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-824-790-2016 საქმეზე განმარტა შემდეგი: „თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტა--ს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტა--ს. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს’’

 

როგორც ზემოთ აღინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქ. თბილისში, ლი-------ს ქ. №-- მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე, ზემოდასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოსარგებლე პირებად მიჩნეული არიან ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ები. ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2--------------ს №2-------- განჩინებით ელ-----------------–---–ის განცხადება ამავე სასამართლოს 20---–-–-----------ის №2-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების გა--ხლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ უძრავი ნივთზე მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქ. №--, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1--, იგი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლე პირს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 1-0-ე, 1-2-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩა--წერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქუჩა №--, საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1--, დაზუსტებული ფართობი 309 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, საერთო ფართი: 114.59 კვ. მეტრი, აქედან, I სართული საერთო ფართი: 39.87 კვ. მეტრი; II სართული საერთო ფართი: 74,72 კვ. მეტრი; N2 საერთო ფართი: 5,32 კვ. მეტრი, N3 საერთო ფართი: 6,71 კვ. მეტრი; N4 საერთო ფართი: 6,38 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ვლ------რ ფუ--------ის და ვ------------------------ს სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელეები (მესაკუთრეები) შეიძლება შეზღუდულიყვნენ მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან სრულყოფილად გა--ხორციელონ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვლ------რ და ვა-–------ა ფუ--------ების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - ელ-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქ. №---ში საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ ვა-–------ა და ვლ------რ ფუ--------ებს - ა) შენობა №1-ის პირველი სართულის საერთო ფართის 39,87 კვ. მეტრიდან 15,72 კვ. მეტრი ფართი; 5,94 კვ. მეტრი ფართი; 2,45 კვ. მეტრი ფართი; ბ) შენობა №1-ის მეორე სართულის საერთო ფართის 74,72 კვ. მეტრიდან 12,24 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 16,27 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 4,88 კვ. მეტრი ფართის შესასვლელი; გ) შენობა №3-ის 6,71 კვ. მეტრი ფართი; დ) შენობა №4-ის 2,93 კვ. მეტრი ფართი და 3,45 კვ. მეტრი ფართი სველი წერტილი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს.ფ. 49-50).

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 201- წლის 2 ივნისის №ას-443-415-201- გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თა--ხმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თა--ხმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1-32-201-, 6 იანვარი, 2011 წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მათ მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეთ 60 ლარი, ხოლო ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (გა--ცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.

 

საქმეში წარმოდგენილია ვ------------------------სა და მა---- ბა-------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ და გადახდის ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ ვ------------------------ს მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური 1-00 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-3-1-4).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ა--ზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ა--ზღაურებას - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ა--ზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც გა--პირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ა--ზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ა--ზღაურება უნდა დაეკისროს.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველად სარჩელი აღძრული იყო ორი მოპასუხის - ელ-----------------–---–ის და ნე-–------------–---–ის მიმართ. ამ უკა--სკნელის მიმართ აღძრული სარჩელი 201--–-–---------------ის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი მისი გამოხმობისა გამო. შესაბამისად მოპასუხე ნე-–------------–---–ისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დროს გაწეული საფოსტო გზავნილის 1-,80 ლარის ოდენობით ხარჯის (ს.ფ. 1-3-1-4) ა--ზღაურება მოპასუხეს არ დაეკისრება. მოპასუხეს ასევე არ უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ვ------------------------ს მიერ გადახდილი 5,50 ლარის და 56 ლარის ა--ზღაურება, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ გადახდილია რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით დაწერილ განცხადებაზე, რასაც მოცემულ დავასთან კავშირი არ აქვს (ს.ფ. 166-169). რაც შეეხება ამავე სააგენტოში მოსარჩელე ვ------------------------ს მიერ გადახდილ 9,50 ლარს (ს.ფ. 164-165), აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ ვინაიდან ხარჯი მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადების მიზნით, რომელიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში და მათზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ვ------------------------ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ა--ზღაურება 400 ლარის ოდენობით. მასვე უნდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ თა--ბარწილად მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დროს გაწეული საფოსტო გზავნილის ხარჯი 1-,80 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-1-1-2) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილ 9,50 ლარის ა--ზღაურება.

 

7.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთა--ვე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ა--ლიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მიუთითებენ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელეები სათა--დოდ ვერ ასაბუთებენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საკითხი ეხება მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას, ფლობდნენ, სარგებლობდნენ და მიიღონ მისგან შემოსავალი, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვლ------რ ფუ--------ის და ვ------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ელ-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბი-–------–--------ს ქ. №---ში საკადასტრო კოდი 01.1-.1-.0--.1-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ ვა-–------ა და ვლ------რ ფუ--------ებს - ა) შენობა №1-ის პირველი სართულის საერთო ფართის 39,87 კვ. მეტრიდან 15,72 კვ. მეტრი ფართი; 5,94 კვ. მეტრი ფართი; 2,45 კვ. მეტრი ფართი; ბ) შენობა №1-ის მეორე სართულის საერთო ფართის 74,72 კვ. მეტრიდან 12,24 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 16,27 კვ. მეტრი ფართის ოთახი, 4,88 კვ. მეტრი ფართის შესასვლელი; გ) შენობა №3-ის 6,71 კვ. მეტრი ფართი; დ) შენობა №4-ის 2,93 კვ. მეტრი ფართი და 3,45 კვ. მეტრი ფართი სველი წერტილი.

3. ელ-----------------–---–ს დაეკისროს ვლ------რ ფუ--------ის და ვ------------------------ს სასარგებლოდ თა--ბარწილად სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

4. დაუბრუნდეს ვლ------რ ფუ--------ს და ვ------------------------ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 1-/1-/2018 წელი, გადახდილი თანხა 120 ლარი, გადამხდელი მა---- ბა-------ე, საგადასახადო დავალება 0, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, სახაზინო კოდი 300773150);

5. ელ-----------------–---–ს დაეკისროს ვ------------------------ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ა--ზღაურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

6. ელ-----------------–---–ს დაეკისროს ვლ------რ ფუ--------ის და ვ------------------------ს სასარგებლოდ თა--ბარწილად პროცესის ხარჯების ა--ზღაურება 1-,80 (ათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის და 9,50 (ცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

1-. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტა-- გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე