განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
330100118002788854
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- გ-------–--ე, ც------ ც---–----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--- ზ-------- ძე მ---–----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 4----------ს, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- ი-----------------–--–-------- #2-

 

ადვოკატი - ს------- ჯ---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 1----------რიდან 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თ---–--–-- ი--------- ქუჩის პ------–- შ--------- #2--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--- მ---–----–-–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ს-----–--- პ------–ს სისტემატურად სცემდა. 2018 წლის 23 სექტემბერს, 2018 წლის 4----------ს, 2018 წლის 25 ნოემბერს, გ--- მ---–----–-–---–მა სხვადასხვა მიზეზით, ხელებისა და ფეხების სხეულზე მრავალჯერ დარტყმით სცემა ს-----–--- პ------–-, ხოლო 2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, გადმოაგდო საწოლიდან და ხელები და ფეხები მრავალჯერ დაარტყა სხეულზე, ასევე თავი ჩაარტყა შუბლის არეში. გ--- მ---–----–-–---–ის ქმედებებით ს-----–--- პ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

1.2. 2018 წლის 1----------რიდან 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1----------რის განაჩენით ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევი გ--- მ---–----–-–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ს-----–--- პ------–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, აიძულებდა სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას. სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის 2018 წლის 23 სექტემბერს, 2018 წლის 4----------ს, 2018 წლის 23 ნოემბერს, 25 ნოემბერს გ--- მ---–----–-–---–მა მეუღლეს ს-----–--- პ------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამცირა მისი ღირსების შემლახავი მოპყრობით. მუდმივად ეჭვიანობდა მის მიმართ და ეუბნებოდა რომ ჰყავდა საყვარელი. 2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, გადმოაგდო საწოლიდან, სცემა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აიძულა შიშველ მდგომარეობაში დაჩოქილიყო მის წინ. გ--- მ---–----–-–---–ი ს-----–--- პ------–ს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, თვლიდა, ვინაიდან მსხვერპლი იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას როგორც მამაკაცს, რომელიც იყო მასზე უპირატესი. უზღუდავდა ქმედებებს და აიძულებდა შეესრულებინა მისი მოთხოვნები, ემუქრებოდა სხეულის დაზიანებებითა და სიცოცხლის მოსპობით. გ--- მ---–----–-–---–ის ქმედებებით ს-----–--- პ------–- განიცდიდა ტანჯვას.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისტემატური ცემა

 

2.1. 2018 წლის 6 დეკემბერს, მოქალაქე ს-----–--- პ------–მა წერილობითი განცხადებით აცნობა გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებას მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ. დაზარალებულმა განცხადებაში მიუთითა, რომ გ--- მ---–----–-–---–მა მასზე ფიზიკურად იძალადა და ეს არ იყო ძალადობის პ------–- შემთხვევა. ს-----–--- პ------–-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, პარალელურ რეჟიმში გამოიკითხა თავად განცხადების ავტორი.

 

2.2.დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--- მ---–----–-–---–თან. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ბრალდებულმა გამოავლინა მძიმე ხასიათი, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. აღნიშნული ძალადობის გამო გ--- მ---–----–-–---–ი სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა სასჯელი. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გ--- მ---–----–-–---–ი გახდა უფრო აგრესიული, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ს-----–--- პ------–ზე. 2018 წლის 23 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე გ--- მ---–----–-–---–მა მეუღლე ხელებით და ფეხებით უმოწყალოდ სცემა. ძალადობის შედეგად ს-----–--- პ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის 4----------ს, გ--- მ---–----–-–---–ი სტუმრებთან ერთად სახლში დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამ დროს ს-----–--- პ------–- აიძულა მიეღო ალკოჰოლური სასმელი, რადგან აინტერესებდა მთვრალ მდგომარეობაში მისი ქცევის მანერა, სტუმრების წასვლის შემდეგ ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასზე, სცემა ხელებითა და ფეხებით. ძალადობის შედეგად ს-----–--- პ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.4. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მარნეულში მშობლების სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--- მ---–----–-–---–მა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 2018 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაბრუნებისთანავე, მარნეულში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება გ--- მ---–----–-–---–ის მხრიდან გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ს-----–--- პ------–მა ძალადობის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.5. დაზარალებულის ჩვენებით, ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს, ს-----–--- პ------–- იწვა მეუღლის გ--- მ---–----–-–---–ისგან განცალკავებით, გვიან გააღვიძა ამ უკანასკნელის ყვირილმა. გ--- მ---–----–-–---–ი ბრაზობდა იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა საწოლზე ეძინათ, იგი მივარდა ს-----–--- პ------–-ს საწოლთან, წამოაგდო საწოლიდან შიშველი და ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე თავი ჩაარტყა შუბლის არეში. ძალადობის გამო ს-----–--- პ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.6. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა ყოველთვის ხორციელდებოდა ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული მოტივით, გ--- მ---–----–-–---–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს უფლება ჰქონდა ებატონა ცოლზე.

 

2.7. დაზარალებულის ზეპირი ჩვენების პარალელურად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გარკვეული დეტალების დაზუსტების მიზნით გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.

 

2.8. დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს 6.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა გ--- მ---–----–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 სექტემბერს, 2018 წლის 4----------ს, 2018 წლის 25 ნოემბერს და 2018 წლის 6 დეკემბერს ს-----–--- პ------–-ს ცემის მატერიალური ფაქტი, ასევე დადასტურდა ძალადობის მოტივი -გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა. ამონარიდი ს-----–--- პ------–-ს გამოკითხვის ოქმიდან ,,ვინაიდან ვარ ქალი და ვარ ცოლი, გ--- მ---–----–-–---–ის აზრით მისი ბრძანება უნდა შევასრულო უმორჩილესად. არ მაქვს უფლება რომ შევეპასუხო ან რამე რჩევა მივცე, ვინაიდან იგი მე არ მთვლის მნიშვნელოვან პერსონად, ვინაიდან ვარ ქალი“. გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ფიზიკური ძალადობა იყო იმდენად მტკივნეული, რომ მსხვერპლი ძალადობის შედეგად გამოწვეულ ტკივილს გამაყუჩებელი მედიკამენტებით იყუჩებდა.

 

2.9. დაზარალებულის ს-----–--- პ------–-ს დაკითხვის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

2.11. უდავო მტკიცებულებით გ------- მ---–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მეზობლად მცხოვრებ მის ძმას გ--- მ---–----–-–---–ს და მეუღლეს ს-----–--- პ------–ს აქვთ ოჯახში კონფლიქტი. გ--- მ---–----–-–---–ი ნასამართლევია მეუღლის - ს-----–--- პ------–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გ--- მ---–----–-–---–ს არ შეუცვლია კონფლიქტური ურთიერთობა მეუღლესთან. მოწმისთვის არაერთხელ გამხდარა ცნობილი, რომ გ--- მ---–----–-–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ.

 

2.12. 2018 წლის 6 დეკემბერს, დაზარალებულის ს-----–--- პ------–- გამოკითხვის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ს-----–--- პ------–მა გამომძიებელს და ექსპერტებს მიუთითა ფიზიკური ძალადობის ადგილზე.

 

2.13. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ს-----–--- პ------–მა, მეუღლის - გ--- მ---–----–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება,ჩადენილი არაერთგზის

 

2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1----------რის განაჩენით გ--- მ---–----–-–---–ი მეუღლის ს-----–--- პ------–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის გამო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი. განაჩენის საფუძველზე გ--- მ---–----–-–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 1-----2018 წელს

 

2.15. დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, 4----------ს, 23 ნოემბერს, 25 ნოემბერს გ------- მ---–----–-–---–მა დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა. სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების მოტივი, მსგავსად ფიზიკური შეურაცხყოფისა, ამ შემთხვევებშიც იყო ეჭვიანობა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა. 2018 წლის 6 დეკემბერს, ფიზიკური ძალადობის დროს გ--- მ---–----–-–---–ი ს-----–--- პ------–ს აიძულებდა შიშველ მდგომარეობაში შეესრულებინა დამამცირებელი ბრძანება, დაჩოქილიყო მუხლებზე. ამონარიდი ს-----–--- პ------–-ს გამოკითხვის ოქმიდან ,,...მთხოვდა მისი სხვადასხვა ბრძანებები შემესრულებინა, მის წინ შიშველ მდგომარეობაში დამეჩოქა და ვყოფილიყავი მუხლებზე დაჩოქილი, იგი მეუბნებოდა რომ ვარ ქალი, მისი ცოლი და მისი ყველა ბრძანება უნდა შევასრულო მორჩილად. გ--- თვლის, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას აქვს ყველანაირი უფლება, როგორც მას სურს ისე მომექცეს, იგი ასევე ცემის შემდეგ მაიძულებდა მას მოვფერებოდი და მეკოცნა მისთვის, თუ არ მოვეფერებოდი, მეუბნებოდა რომ მყავს საყვარლები..., ...იგი ხშირად მემუქრება სიცოცხლის მოსპობით, რასაც მე აღვიქვამ რეალურად...“. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ბრალდებულის ქმედებების გამო განიცდის ფსიქილოგიურ ტანჯვას.

 

2.16. ფსიქოლოგიური ტანჯვა გარდა დაზარალებულის ზეპირი ჩვენებისა დასტურდება ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით.

 

2.17.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.17.1.ბრალდებულმა გ--- მ---–----–-–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლის - ს-----–--- პ------–-ს სისტემატური ცემა, ასევე მისი სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, თუმცა გამორიცხა ქმედების ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.

 

2.17.2.ბრალდებულის პოზიცია, რომ დანაშაულის ჩადენისას არ მოქმედებდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო დანაშაულის მოტივის დადგენისას ხელმძღვანელობს დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის ზეპირ ჩვენებასთან ერთად. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში დამაჯერებლად და კატეგორიულად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივთან მიმართებაში. დაზარალებულის ზეპირ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გ--- მ---–----–-–---–ის მხრიდან მეუღლის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მისი ნებისგან დამოუკიდებელი ქმედება, თავისთავად მოწმობს მის მიერ ქალის როლის დაკნინებაზე, დამცირებაზე, პიროვნების უგულვებელყოფაზე, რომელსაც არ გააჩნია უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს. ამონარიდი დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს გამოკითხვის ოქმიდან ,,... გ--- მთხოვდა მისი სხვადასხვა ბრძანებები შემესრულებინა, მის წინ შიშველ მდგომარეობაში დამეჩოქა და ვყოფილიყავი მუხლებზე დაჩოქილი, იგი მეუბნებოდა რომ ვარ ქალი, მისი ცოლი და მისი ყველა ბრძანება შევასრულო მორჩილად. გ--- თვლის, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას აქვს ყველანაირი უფლება, როგორც მას სურს ისე მომექცეს, იგი ასევე ცემის შემდეგ მაიძულებდა მას მოვფერებოდი და მეკოცნა მისთვის, თუ არ მოვეფერებოდი, მეუბნებოდა რომ მყავს საყვარლები..., ...ვინაიდან ვარ ქალი, და ვარ ცოლი, გ--- მ---–----–-–---–ის აზრით მისი ბრძანება უნდა შევასრულო უმორჩილესად, არ მაქვს უფლება შევეპასუხო ან რაიმე რჩევა მივცე, ვინაიდან იგი არ მთვლის მნიშვნელოვან პერსონად, ვინაიდან ვარ ქალი...“. მოტივთან მიმართებაში მსხვერპლის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, რომელიც ს-----–--- პ------–მა ზეპირ ჩვენებაშიც დაადასტურა (დაეთანხმა გამოკითხვის ოქმის სისწორეს), ეჭვს გარეშე ადასტურებს გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრის მატერიალურ ფაქტს.

 

2.18.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ--- მ---–----–-–---–ის მხრიდან მეუღლის ს-----–--- პ------–-ს მიმართ როგორც სისტემატური ცემის, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების მატერიალური ფაქტი, რომელიც ჩადენილი იყო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგავარ ძალადობას რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.3.1. ქმედების ძალადობრივი ხასიათი და გამოწვეული შედეგი - ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა დადასტურდა დაზარალებულ ს-----–--- პ------–-ს ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. დაზარალებულის განმარტებით, გ--- მ---–----–-–---–ი მას იმდენად ძლიერად ურტყამდა, რომ მსხვერპლი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და სვამდა ტკივილგამაყუჩებელ მედიკამანტებს. ძალადობის სიხშირიდან და მოძალადის ფიზიკური სიძლიერიდან გამომდინარე სუბიექტური და ობიექტური აღქმით ძალადობამ თითოეულ ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვია ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

3.3.2. სისტემატურობა: სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ცემის და სხვაგვარი ძალადობის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი დროის მცირე ინტერვალში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ძალადობის 4 ეპიზოდი დროის მოკლე პერიოდში (2018 წლის 23 სექტემბერი, 2018 წლის 4----------ი, 2018 წლის 25 ნოემბერი და 2018 წლის 6 დეკემბერი). სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას, შესაბამისად, არ არის სავალდებულო ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა, მთავარი და არსებითია მტკიცებულებების ერთობლიობით სისტემატურობის ჯაჭვის დადგენა.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, 2018 წლის 4----------ს, 2018 წლის 23-25 ნოემბერს და 2018 წლის 6 დეკემბერს გ--- მ---–----–-–---–მა მეუღლეს ს-----–--- პ------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა მისი ღირსების შემლახავი მოპყრობით, რის გამოც მსხვერპლი განიცდიდა ტანჯვას. სისტემატურობის შემადგენლობა განიმარტა 3.3.2. პუნქტში. რაც შეეხება ბრალდებულ გ--- მ---–----–-–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1----------რის განაჩენით გ--- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

3.5. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ გ--- მ---–----–-–---–ი და ს-----–--- პ------–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

 

3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპ------–ესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.7.სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ--- მ---–----–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ--- მ---–----–-–---–ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებებაა ბრალის ნაწილობრივ აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, დანაშაულის მოტივი და ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის - ს-----–--- პ------–-ს მიმართ, იგი მას განიხილავს, როგორც თავისზე დაბლა მდგომ სუბიექტს და ამის გამო ამცირებს, აიძულებს ღირსების შემლახავი მოქმედებების შესრულებას - შიშველ მდგომარეობაში, მის წინ მუხლებზე დაჩოქებას, აკნინებს იმის გამო, რომ არის ქალი და ბატონობს მასზე. დანაშაულის მოტივმა გამოავლინა მოძალადის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად და ამით დაიმკვიდროს თავი. დანაშაულის მოტივი აისახება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის დროს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პიროვნებაზე და ითვალისწინებს რა, რომ გ--- მ---–----–-–---–ი წარსულში ნასამართლევია იგივე დანაშაულისათვის და მსჯავრდებიდან დროის მცირე მონაკვეთში კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ოჯახში ძალადობისკენ. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ძალადობის მასშტაბზე - დანაშაულთა სიმრავლეზე (ჩადენილია ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული), ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ამასთან საგულისხმოა, რომ პირობითმა მსჯავრმა გ--- მ---–----–-–---–ზე ვერ იქონია შესაბამისი გავლენა და ვერ იქნა მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია:

ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, გ--- მ---–----–-–---–ის მიერ უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას, შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, დანაშაულმა მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს, დანაშაული ჩადენილი იყო ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის, მოტივის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ--- მ---–----–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

5.5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ნაწილობრივ შემამსუბუქებელ გარემოებას - დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებას, ასევე დაზარალებულის შემრიგებელ პოზიციას (დაზარალებული განცხადებით ითხოვს მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას), ეს გარემოებები გარკვეულწილად აისახება სასჯელის ზომაზე.

 

5.6. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილის ეპიზოდში მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ გ--- მ---–----–-–---–ი სისტემატური ცემის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი - ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის განსაზღვრას დანაშაულის რეციდივის დროს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.7. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გ--- მ---–----–-–---–ი იყო პრობაციონერი, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ფოტოილუსტრაცია ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ--- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. გ--- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--- მ---–----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1----------რის განაჩენით დანიშნული 10 (ათი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით და გ--- მ---–----–-–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ--- მ---–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 დეკემბრიდან.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება

 

ფოტოილუსტრაცია ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა