გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310019002910162-3/046-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.05.2019 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------–---ა
მოპასუხე - დ--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ--------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 წლის N 25-- ბრძანებით დ--------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BC-) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი" და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 24 ივლისიდან.
2017 წლის 24 ივლისს დ--------------ესა და საქართველოსთავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N 6-- ბრძანებით დამტკიცებული N373-/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტისშეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აუბაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის" 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
დ--------------ემ 17.01.2019 წლის N 445-- პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა რაც დაკმაყოფილდა და თავდაცვის ძალების მეთაურის 30.01.2019 წლის N44- ბრძანებით დ--------------ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით, (პირადი პატაკის საფუძველზე) ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად მას სამინისტროს სასარგებლოდ ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსთვის.
დ--------------ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსათვის.
კონტრაქტის 8.4. პუნქტის ტანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში ,,სამხედრო მოსამსახურის" წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის" ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილისადგილსამყოფელის) მიხედვით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ--------------ემ შესაგებელი არ შემოუტანია თუმცა 2019 წლის 10 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 წლის N 25-- ბრძანებით დ--------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BC-) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი" და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 24 ივლისიდან.
2017 წლის 24 ივლისს დ--------------ესა და საქართველოსთავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N 6-- ბრძანებით დამტკიცებული N373-/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 №25-- ბრძანებას (იხ.მტ. ს.ფ.14).
-24.07.2017 №3-24/17 კონტრაქტს(იხ.მტ. ს.ფ.15-22).
3.2.კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტოსამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტისშეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აუბაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის" 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-24.07.2017 №3-24/17 კონტრაქტს(იხ.მტ. ს.ფ.15-22).
3.3. დ--------------ემ 17.01.2019 წლის N 445-- პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა რაც დაკმაყოფილდა და თავდაცვის ძალების მეთაურის 30.01.2019 წლის N 44- ბრძანებით დ--------------ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით, (პირადი პატაკის საფუძველზე) ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად მას სამინისტროს სასარგებლოდ ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-17.01.2019 წლის N 445-- პირად პატაკს (იხ.მტ. ს.ფ.23).
3.4. დ--------------ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1.02.2019 წლის N 2139 ცნობას ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ.მტ. ს.ფ.25-26)
-24.07.2017 №3-24/17 კონტრაქტს(იხ.მტ. ს.ფ.15-22).
3.5. კონტრაქტის 8.4. პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში ,,სამხედრო მოსამსახურის" წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის" ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილისადგილსამყოფელის) მიხედვით;
ვინაიდან დ--------------ე სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა ქალაქ ახალციხეში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში, სარჩელი განსახილვევლად ექვემდებარება ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-24.07.2017 №3-24/17 კონტრაქტს(იხ.მტ. ს.ფ.15-22).
-1.02.2019 წლის N 2139 ცნობას ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ.მტ. ს.ფ.25-26)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე არსენი მურვანიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' დ--------------ეს შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.
-2017 წლის 24 ივლისის №373-/17 კონტრაქტის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.
დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს დ--------------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს . არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახმაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N16- ტელეფონოგრამას.
2019 წლის 01 თებერვალს დ--------------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.
2017 წლის 24 ივლისის №373-/17 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 33. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე დ--------------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 30 იანვრის MO--- 19 0000044- ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, ამასთან მოპასუხემ სასამართლო მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლო მთავარ სხდომაზე, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა,სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 24--ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დ--------------ეს(პ/ნ 4700------5) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
3. დ--------------ეს (პ/ნ 4700------5) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია