გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
050210019002866941
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210019002866941

N2/119-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.05.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- სს ,,ს----------–--------ი“,მოსარჩელის წარმომადგენელი - გი-------–----ია,მოპასუხე- რე-----–--–-------ძე,მოპასუხე- იზ---–-------------–-ძე,დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად- 58817.27 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის -45000 ლარი, პროცენტი-6092.02 ლარი და ჯარიმა-7725.25 ლარი.

2. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პროცენტის სახით- 19.11 ლარის გადახდა.

3. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ჯარიმის სახით- 225.00 ლარის გადახდა.

4. სასამართლოს მიერ სესხზე N5410633 გადასახდელად დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონება -ს.კ 26.26.48.0-- და ს.კ 26,26.38.0---

5. თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას. გადახდევინება მიექცეს რე-----–--–-------ძის და იზ---–-------------–-ძის ნებისმიერ სხვა ქონებზე.

6. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სს ს----------–--------ის მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის -300 ლარის გადახდა.

 

სს ,,სა---------–---------ის'' წარმომადგენელმა გი-------–----იამ განმარტა, რომ 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით. 2018 წლის 29 მარტს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 45 000 ლარის ოდენობით 60 თვის ვადით. 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა იზ---–-------------–-ძის უძრავი ქონება ს/კ 26.26.48.0-- და ს/კ 26.26.38.0--- 2018 წლის 29 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ს----------–--------სა და იზ---–-------------–-ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 90000 ლარი.

 

ვინაიდან მსესხებლის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელე მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ცნო სარჩელი, მაგრამ ითხოვენ პროცენტისა და ჯარიმის თანხის შემცირებას. რე-----–--–-------ძის განმარტებით მისი სურვილია თანხის გადახდა, მაგრამ გასაყიდი აქვს ობიექტი, რომლის რეალიზაციას ჯერ-ჯერობით ვერ ახდენს და ობიექტის რეალიზაციის შემდგომ დაფარავს დავალიანებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით120 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.20-29).

 

3.2.2. 2018 წლის 29 მარტს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძე შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 45 000 ლარის ოდენობით 60 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.30-35).

 

3.2.3. 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა იზ---–-------------–-ძის უძრავი ქონება ს/კ 26.26.48.0-- და ს/კ 26.26.38.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.38-45).

 

3.2.4. 2018 წლის 29 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ს----------–--------სა და იზ---–-------------–-ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 90000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სოლიდარული ხელშეკრულება (ს.ფ.57-61).

 

3.2.5. საქმეშია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 26.26.38.0-- და ს/კ 26.26.48.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 53-56)

 

3.2.6. საქმეშია შეტყობინებები დავალიანების არსებობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეტყობინებები (ს.ფ.65-69).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე, 417-418-ე,420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

როგორც დადგენილია სს სა---------–---------ის წარმომადგენელმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 25 თებერვალს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს ს----------–--------ის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით. 2018 წლის 29 მარტს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 45 000 ლარის ოდენობით 60 თვის ვადით. 2013 წლის 18 ივნისს სს სა---------–----------ა და რე-----–--–-------ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა იზ---–-------------–-ძის უძრავი ქონება ს/კ 26.26.48.0-- და ს/კ 26.26.38.0--- 2018 წლის 29 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ს----------–--------სა და იზ---–-------------–-ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 90000 ლარი (იხ. პუნქტი 3.2.1-3.2.4).

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე რე-----–--–-------ძემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.

 

დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება -58817.27ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).

 

6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხამდ, ვინაიდან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სა. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად- 51864.54 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის -45000 ლარი, პროცენტი-6092.02 ლარი და ჯარიმა-772.52 ლარი.

1.1 დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პროცენტის სახით- 19.11 ლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ჯარიმის სახით- 22.50 ლარის გადახდა.

1.3. სასამართლოს მიერ სესხზე N5410633 გადასახდელად დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონება -ს.კ 26.26.48.0-- და ს.კ 26,26.38.0---

1.4.თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას. გადახდევინება მიექცეს რე-----–--–-------ძის და იზ---–-------------–-ძის ნებისმიერ სხვა ქონებზე.

2.დაეკისროს რე-----–--–-------ძეს და იზ---–-------------–-ძეს სს ს----------–--------ის სასარგებლოს სოლიდარულად სს ს----------–--------ის მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის -300 ლარის გადახდა.

3.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ არსასრულებლად.

4.სახ. ბაჟის თანხა 5000 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მოსარჩელე ორგანიზაციას სს ს----------–--------ს (ს/კ 204378869) შემდეგი ანგარიშიდან-საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300903150, საგადახდო დავალება №33253, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 11.02.2019 წ. თანხა -5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე