გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
050210118002707410
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210118002707410

N2/1214-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.04.20-- წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე -სს ,,ს----------–-------კი”,მოსარჩელის წარმომადგენელი-გი-------–----ია

მოპასუხე-თე------------------ა

წარმომადგენელი-კა-------–-–--ლი, ტატ-----------–ოვა

მოპასუხე-ტატ-----------–ოვა

წარმომადგენელი -კა-------–-–--ლი

დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად- 40824.04 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის-22447.08 აშშ დოლარი, პროცენტი-3712.72 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო-14664.24 აშშ დოლარი.)

2. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ - 6320.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის 4116.12 ლარი, პროცენტი-1433.88 ლარი და პირგასამტეხლო-4705.14 ლარი)

3. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, პროცენტის სახით -7.99 აშშ დოლარის გადახდა.

4. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, პროცენტის სახით -2.25 ლარის გადახდა.

5. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, ჯარიმის სახით -112.24 აშშ დოლარის გადახდა.

6. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, ჯარიმის სახით -20.58 ლარის გადახდა.

7. სესხზე N3562288 დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით საერეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ 27.06.54.0-- და გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება DAF FT XF 95 VIN კოდი-XLRTE47XSOF694053, გამოშვების წელი-2005, სახ. N HTH-449.

8. თუ იპოთეკის და გირავნობის საგნებზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, კერძოდ, სესხზე N3562288 არსებულ დავალიანებას, გადახდევინება მიექცეს თე------------------ას ნებისმიერ ქონებაზე.

 

სს ,,სა---------–--------კის'' წარმომადგენელმა გი-------–----იამ განმარტა, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 240 თვის ვადით. 2016 წლის 25 მაისს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 26000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და ტატ-----------–ოვას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 500000 აშშ დოლარი. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თე------------------ას უძრავი ქონება ს/კ 27.06.54.0--. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 6 ოქტომბერს, თე------------------ასთან გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა თე------------------ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით HTH-449. 2015 წლის 3 თებერვალს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა საკრედიტო ბარათი-AMERIGAN EXPRESS GREEN, რომლის ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარით. 2016 წლის 6 სექტემბერს სს საქარტველოს ბანკის მიერ თე------------------აზე გაცემულ იქნა ექსპრეს სესხი 1000 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან მსესხებლის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელე მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების წარმომადგენელმა-კა-------–-–--ლმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით თუ შეწყდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, უნდა შეწყვეტილიყო სარგებელის და პირგასამტეხლოს გაანგარიშება. ხელშეკრულებაში არ არის მითითება, რომ პირგასამტეხლო უნდა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვტის შემდგომაც. დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ვინაიდან თე------------------ა არის მძღოლი და საარსებო წყაროს წარმოადგენს მისთვის ავტომანქანა და ასევე სხვა საცხოვრებელი სახლიც არ გააჩნიათ მოპასუხეებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 26 სექტემბერს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 240 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.21-31).

 

3.2.2. 2016 წლის 25 მაისს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 26000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.33-34).

 

3.2.3. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და ტატ-----------–ოვას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 500000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.36-41).

 

3.2.4. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თე------------------ას უძრავი ქონება ს/კ 27.06.54.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სოლიდარული ხელშეკრულება (ს.ფ.42-48).

 

3.2.5. საქმეშია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 27.06.54.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 49-50)

 

3.2.6. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 6 ოქტომბერს, თე------------------ასთან გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა თე------------------ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით HTH-449.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გირავნობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 51-58).

 

3.2.7.2015 წლის 3 თებერვალს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა საკრედიტო ბარათი-AMERIGAN EXPRESS GREEN, რომლის ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 65-69)

 

3.2.8. საქმრშია ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 73-89).

 

3.2.9. საქმეშია შეტყობინებები დავალიანების არსებობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეტყობინებები (ს.ფ.90-95).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე, 417-418-ე,420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

როგორც დადგენილია სს სა---------–--------კის წარმომადგენელმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 5 ნოემბერს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს ს----------–-------კის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 240 თვის ვადით. 2016 წლის 25 მაისს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 26000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და ტატ-----------–ოვას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 500000 აშშ დოლარი. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თე------------------ას უძრავი ქონება ს/კ 27.06.54.0--. 2014 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 6 ოქტომბერს, თე------------------ასთან გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა თე------------------ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით HTH-449. 2015 წლის 3 თებერვალს სს სა---------–--------კსა და თე------------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე------------------აზე გაიცა საკრედიტო ბარათი-AMERIGAN EXPRESS GREEN, რომლის ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარით. 2016 წლის 6 სექტემბერს სს საქარტველოს ბანკის მიერ თე------------------აზე გაცემულ იქნა ექსპრეს სესხი 1000 ლარის ოდენობით (იხ. პუნქტი 3.2.1-3.2.7).

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე თე------------------ამ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.

 

დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე.

 

მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).

 

6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანხამად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ს----------–-------კის წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად- 27626.22 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის-22447.08 აშშ დოლარი, პროცენტი-3712.72 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო-1466.42 აშშ დოლარი.)

1.2. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ - 6320.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის 4116.12 ლარი, პროცენტი-1433.88 ლარი და პირგასამტეხლო-470.51 ლარი)

1.3. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, პროცენტის სახით -7.99 აშშ დოლარის გადახდა.

1.4. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, პროცენტის სახით -2.25 ლარის გადახდა.

1.5. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, ჯარიმის სახით -11.22 აშშ დოლარის გადახდა.

1.6. დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, ჯარიმის სახით -2.05 ლარის გადახდა.

1.7. სესხზე N3562288 დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით საერეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ 27.06.54.0-- და გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება DAF FT XF 95 VIN კოდი-XLRTE47XSOF694053, გამოშვების წელი-2005, სახ. N HTH-449.

1.8. თუ იპოთეკის და გირავნობის საგნებზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, კერძოდ, სესხზე N3562288 არსებულ დავალიანებას, გადახდევინება მიექცეს თე------------------ას ნებისმიერ ქონებაზე.

2. 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

4. დაეკისროს თე------------------ას და ტატ-----------–ოვას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სოლიდარულად სახ. ბაჟის თანხის- 818.78 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდაილი თანხის-50 ლარის გადახდა.

4.1.დაეკისროს თე------------------ას სს ს----------–-------კის სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხის- 189.61 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაიოსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე