გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/1078-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ა-–---------- კ------–--ე
წარმომადგენელი - ზ------ გ--------–--ე
მოპასუხე - ლ-–- ჭ--–--ე
წარმომადგენელი - ლ---- ბ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 17 დეკემბერს ნოტარიუს ი-------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1-------- სესხის ძირი თანხის 10 000 ლარის ნაწილში.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისაგან 6 თვის ვადით ისესხა 13500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად განისაზღვრა 2%-ის ოდენობით. ა-–---------- კ------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა საპროცენტო სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო სესხის ძირი თანხის ნაწილსი კი 10 000 ლარის ოდენობით იქნა გადახდილი. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ, როგორც კრედიტორმა, მიმართა ნოტარიუსს და 2018 წლის 17 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. იმის გათვალისწინებით, რომ გამოწერილ სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერი სრულად არ ასახავს მოსარჩელის რეალურ ვალდებულებას, რადგან მასში ძირი თანხის ოდენობად კვლავ ასახულია 35 000 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილია იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელში მცდარადაა მითითებული არა მხოლოდ სესხის ძირი თანხის გადაუხდელი ნაწილი, არამედ, ასევე თავად სესხად მიღებული თანხის ოდენობაც, კერძოდ, მას მოპასუხისაგან გადაეცა 13500 აშშ დოლარი, რომლის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების დადების დროს შეადგენდა არა 35 000 ლარს, როგორც ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, არამედ 33565,05 ლარს, რაც ასევე უკანონს ხდის გაცემულ სააღსრულებო ფურცელს. სარჩელს თან ერთვის მსესხებლის მიერ გადახდილი ქვითრები და ასევე მოპასუხის ხელწერილები, რაც ადასტურებს ვალდებულების ჯეროვანდ შესრულების ფაქტს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიერ სესხის ძირი თანხის ნაწილი 10 000 ლარის ოდენობით გადახდილია, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მოპასუხესთან ინახება და იგი უარს აცხადებს მის გადმოცემაზე. ვინაიდან მას კრედიტორის წინაშე შესრულებული აქვს ფულადი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, გაუმართლებელია და დაუშვებელია უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოხდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება 10 000 ლარის ნაწილში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ არ გააჩნიათ სარჩელში მითითებული 10 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მათ მიერ აღნიშნული თანხა ნამდვილად იქნა გადახდილი მოპასუხეზე (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით თანახმად, სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საიდანაც მოსარჩელის მიერ 6 თვის სარგებლის ნაწილში ვალდებულება სრილად არის შესრულებული, თუმცა მხარეთა შორის 6 თვის შემდეგ კვლავ მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რაც მოსარჩელის მოთხოვნითვე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირდა. აღნიშნული ხელშეკრულება იგივე პიროებებით გაგრძელდა 2018 წლის 29 სექტემბრამდე, რაც მანამდე არსებობდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ სესხის 6 თვის სარგებელი მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს ლ-–- ჭ--–--ემ, წარმოდგენილი ლ---- ბ------–---–ის მიერ „გამსესხებელი, იპოთეკარი“ ა-–---------- კ------–--ეს „მსესხებელი, მესაკუთრე“ 6 თვის ვადით ასესხა 35000 ლარი, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლით (პირველი პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით, იგივე ოდენობის თანხა ა-–---------- კ------–--ის მიერ ნასესხები იქნა ქ------- მ------–---–ისგან (პირველი პუნქტი).
საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა (მე-2 პუნქტი). ამავე პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა 0,11%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მხარეები ასევე უფლებამოსილნი იყვნენ გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა, რაც უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით, რა დროსაც ასევე შესაძლებელი იყო ხელშეკრულების პირობების შეცვლაც. სესხის უნდა დაბრუნებულიყო იმავე ვალუტაში, რომლითაც მოხდა გაცემა (ლარი).
სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, უძრავი ქონებით, მდებარე ქ------–---- ს.ჩ-------ის ქ.N-/ჭ--------ის ქ.---- (ხელშეკრულების მე-8 პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ მოხდა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზეც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1-------- (ტომი1, ს.ფ. 18-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2017 წლის 20 ოქტომბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე ხელით არსებული მინაწერის თანახმად დასტურდება, რომ ქ------- მ---–-–---–მა და ლ---- ბ------–---–მა წინასწარ აიღეს ერთი თვის საპროცენტო სარგებელი 540 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1-------- (ტომი 1, ს.ფ. 18-24)
- 2018 წლის 05 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 35-36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2018 წლის 17 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი #1--------, რომლის მიხედვით, ა-–---------- კ------–--ის ვალდებულება ლ-–- ჭ--–--ის მიმართ 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირი თანხა 35000 ლარს, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 131,44 ლარის ოდენობით. ამასთან იპოთეკარი პატიობდა პირგასამეტხლოს. ამავე სააღსრულებო ფურცლიც დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #1-------- (ტომი 1, ს.ფ. 25-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4 საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 თვის საპროცენტო სარგებელი ა-–---------- კ------–--ის მიერ სრულად იქნა გადახდილი ლ-–- ჭ--–--ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდები, ხელწერილები (ტომი 1, ს.ფ. 28-32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2018 წლის 27 ივნისს მხარეტა შორის გაგრძელდა 2017 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იოპოთეკის ხელშკრულება იგივე პირობებით 2018 წლის 29 სექტემბერამდე ვადით.
აღნიშნული შეთანხმება არც სანოტარო წესიღთ დადებულა და არც საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ივნისის შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 14-16)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ა-–---------- კ------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 623-625-ე, 286-ე, 361-ე, 400-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრუილება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ-–- ჭ--–--ემ მოსარჩელე ა-–---------- კ------–--ეს 6 თვის ვადით ასესხა 35 000 ლარი ყოველთვიური 2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაშია სრებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---- ს.ჩ-------ი ქ. N-/ჭ--------ის ქ.N--
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაფარული მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანება სარგებლის ნაწილში.
2018 წლის 17 დეკმბერს ლ-–- ჭ--–--ის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცეულობამ შეადგინა სესხის ძირი თანხა 35 000 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემისთვის საჭირო ხარჯები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოვალეს კრედიტორის მიმართ გადახდილი ჰქონდა 10000 ლარი, რაც უნდა გამოკლებოდა სააღსრულებო ფურცლით გაცემულ სესხის ძირი თანხის ოდენობას, გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს წინაშე რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოადგინა. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დართული გადახდის ქვითრებით, როგორც თავად მხარეებმა განაცხადეს და არცერთ მათგანს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული, დასტურდება მხოლოდ სარგებლის გადახდის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება სადავო 10 000 ლარს, რომელიც სესხის ძირი თანხის ნაწილში უნდა ჩათვლილიყო, თავად მოსარჩელის ანუ მოვალის განმარტებით, მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია, რაც როგორც სარჩელში, ასევე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ ასეთი მტკიცებულება ინახება მოპასუხესთან ანუ მოვალესთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 2------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ასევე 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც უნდა გაუქმდეს 2018 წლის 28 დეკემებრს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-–-------- კ------–--ის (პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე ლ-–- ჭ--–--ის (პ/ნ 1----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სარეგისტრაციო ნომრით N 1--------) ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში გაუქმებას - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის წარმომადგენლის მ-----–--------------ის (პ/ნ 0----------) მიერ 2018 წლის 2------------ს, N- საგადასახადო დავალებით, სს "თ----------–ი" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) 300 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
3. მოსარჩელის წარმომადგენლის მ-----–--------------ის (პ/ნ 0----------) მიერ 2018 წლის 2------------ს, N- საგადასახადო დავალებით, სს "თ----------–ი" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
4. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N-ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე