გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/28304-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თ---–---
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს დ-------------------–-------------------------
წარმომადგენელი - ა------- პ---------ი
მოპასუხე - ლ---- ა-------–---–ი
წარმომადგენელი - მ--–---- რ-–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ---- ა-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21 930 ლარის ანაზღაურება, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და სს--------------–----–-----------------------------ში გადახდილი მომსახურების საფასურის 21 ლარის ანაზღაურება (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 26.02.2019 წელის სასამართლო სხდომაზე).
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობას, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზრვევას. 2018 წლის 29 მარტს ბა-----–------ნ თ---–---ს მიმართულებით შპს „მ-----ს“ საკუთრებაში არსებული „მ----------ს“ მარკის ა/მანქანით სახ. ნომრით W------ მოძრაობისას მოპასუხე ლ---- ა-------–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სადაზღვევო კომპანია „ი-----ში“ დაზღვეულ შპს „ტ-----------–-------------------------------ს“ საკუთრებაში არსებულ „ს-----ს“ მარკის ავტოსატრანპორტო საშუალებაზე სახ. ნომრით V------. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ, როგრც სადაზღვევო კომპანიამ, სრულად უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და დამზღვევს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი 24280 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხე ლ---- ა--------–---–-ს მიმართ მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თანხის დაკისრებაზე. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტრო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ, საბაზრო ფასების გათვალსიწინებით, შეადგინა 21930 ლარი, რის გამოც სარჩელი სწორედ ამ ოდენობის მოთხოვნით შემოიფარგლა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული თანხის მასზე დაკისრებას, ასევე ხარჯების ანაზღაურებას (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ---- ა-------–---–ის მიერ არ წარმოდგენილა შესაგებელი. მან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ 5000 ლარის ნაწილში აღიარა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი არ სცნო მოსარჩელის მოთხოვნები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 29 მარტს თ---–----ბ------–-----–---------ს გზის 55 კმ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა შპს „ტ-----------–-------------------------------ს“ საკუთრებაში არსებულ „ს-----ს“ მარკის ავტოსატრანპორტო საშუალებაზე სახ. ნომრით V------.
აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა განახორციელა მოპასუხე ლ---- ა-------–---–მა, რომელიც დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (ს.ფ. 14)
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 15)
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 16-17)
- ლ---- ა-------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 18)
- ზუ----------------–---–-- ახსნა-განმარტება (ს.ფ.19)
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. ავტოსაგზაო სემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით V------ დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 21)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. შპს „ა-------------–---------ს“ მიერ 2018 წლის 30 მარტს შედგენილი დაზიანებული ავტომობილის დეფექტური აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახ. ნომრით V------ ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 24280 ლარი.
აღნიშნული თანხა მოსარჩელის მეირ სრულად იქნა ანაზღაურებული დამზღვევის შპს „ტ-----------–-------------------------------ს“ მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზიანებული ავტომანქანის დეფექტური აქტი (ს.ფ. 22)
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 26)
- საგადასახადო დავალება N---- (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4 2018 წლის 02 აპრილს შპს „ა-----------------ის“ მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, დაზიანებული ავტოსატრანპორტო საშუალების დაზიანებული დეტალებისა და მათი გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობამ შეადგინა 21 930 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20108 წლის 02 აპრილის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 23-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ლ---- ა-------–---–ი იყო ავტოსაგზაო სემთხვევაში მონაწილე „მ----------ს“ მარკის ა/მანქანის მფლობელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 54-68)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 8432ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-3, 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ლ---- ა-------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო 5000 ლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
7.2 სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის 8432-ე მუხლი საფუძველზე,1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს.
2. მზღვეველს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს მხოლოდ დაზღვეული პირისთვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირისთვის წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მარტს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც იყო მოპასუხის ლ---- ა-------–---–ის ქმედებიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. აღსანიშნავია, რომ მითითებული შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს „ტ-----------–------------------------------ს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა სახ. ნომრით V------. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს სადაზღვევო ურთიერთობა ჰქონდა სს „დ-------------------–-------------------------სთან“, ანაზღაურდა მიყენებული ზიანი სრულად.
შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია უკვე ზიანის მიმყენებლი პირის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც მოსარჩელემ განახორციელა კიდეც და სასამართლოს მომართა სარჩელით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დამატებით ჩატარდა ექსპერტზა, რა დროსაც მიყენებული ზიანის ოდენობა იყო ნაკლები, ვიდრე მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა, თუმცა მოსარჩელის მიერ მხოლოდ საექსპერტო დასკვნით შეფასებული ზიანი იქნა მოთხოვნილი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარის მიერ მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, სასამართლოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებლად მიაჩნია. ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ ზიანის ოდენობა იქნა სადავოდ გახდილი, რომელიც ნაწილობრივ აღიარა კიდეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სრულად, ამასთან მოსარჩელს მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე 5000 ლარის ნაწილში აღიარებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა, 658 ლარიდან 75 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი თანხა კი 583 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ს----–-----------------------------ში ცნობის გაცემისთვის გადახდილი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება (ს.ფ. 28), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 21 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნვბელყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,დ-------------------–-------------------------ს" (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე ლ---- ა-------–---–ის (პ/ნ N3----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე -დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე ლ---- ა-------–---–ს (პ/ნ N3----------) მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს" (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 21 930 (ოცდაერთი ათას ცხრაას ოცდაათი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ლ---- ა-------–---–ს (პ/ნ N3----------) მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს" (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სს--------------–----–-----------------------------ში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 (ოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს" (ს/კ N2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 2-------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 658 ლარიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება 1----), ხოლო დარჩენილი თანხა 583 ლარის ოდენობით კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე ლ---- ა-------–---–ს (პ/ნ N3----------) მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს" (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 583 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თ---–---, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თ---–---, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე