განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 27 მარტი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------------------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----–--- ო---------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, რეგისტრირებული მ--------–---------–------–-----ა; მცხოვრები მ--------–----------–--–---–-----ი.
ბრალდებული - ბ----- ბ-----–---ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები მ--------–----------–---------–--.
ადვოკატები - მ-------------–---ი, თ------–-------–-----ა, ზ----------------–---–ი
თარჯიმანი - ვ-----–-------------ი
კვალიფიკაცია:
ჯ----–--- ო---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა).
ბ----- ბ-----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ----–--- ო---------ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატუური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. იგი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
1.2.ბ----- ბ-----–---ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. იგი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
1.3.ჯ----–--- ო---------ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეში დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა თანხა გადაეხადა იმ პირებისათვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ჯ----–--- ო---------ი იყო საშიში პიროვნება და დაპირდა პრობლემის მოგვარებას „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---მა შეატყობინა ი-----– მ-------ს, რომ თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის ნ------ ს--–------ის, ზედმეტსახელად „გ---–--“ და მასთან ერთად მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, მ------- კ----------ის, ზედმეტსახელად „მ----“ გადაწყვეტილებით მას თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხ თვიანი ვადა.
1.4.აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---მა და ჯ----–--- ო---------მა დათქვეს შეხვედრა ,,კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ჯ----–--- ო---------ის მიერ დადგენილ იქნა გადასახდელი თანხის ოდენობა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის ნახევარი „კანონიერ ქურდების“ გადაწყვეტილებით ი-----– მ-------ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში. „კანონიერი ქურდების“ აღნიშნული გადაწყვეტილება ი-----– მ-------ს გამოუცხადეს ჯ----–--- ო---------მა და ბ----- ბ-----–---მა, რომლის შესრულებაზე ,,კანონიერი ქურდების“ წინაშე პასუხისმგებლობა იკისრა ბ----- ბ-----–---მა.
1.5.ი-----– მ-------მა დაწესებული დროისათვის - 2018 წლის 15 მაისისთვის ვერ შეძლო „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ჯ----–--- ო---------ისა და ბ----- ბ-----–---ის მიერ მისთვის დაკისრებული თანხის შესაბამისი ოდენობის გადახდა.
1.6.აღნიშნულის შემდეგ, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, ბ----- ბ-----–---ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი-----– მ-------ს, რა დროსაც მუქარითა და დაშინებით, აგრეთვე საკუთარი კრიმინალური მდგომარეობის გამოყენებით თხოვდა თანხის დროულად გადახდას, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ თუ უახლოეს დღეებში არ უზრუნველყოფდა დაკისრებული თანხის გადახდას, იგი როგორც „ქურდული სამყაროს“ მიმდევარი უშუალოდ აღასრულებდა „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებას მისი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, ვინაიდან მან უგულვებელყო „კანონიერი ქურდებისათვის“ მიცემული სიტყვა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შელახა მისი, როგორც კრიმინალური სამყაროს წევრის ავტორიტეტი.
1.7.გარდა ამისა, ბ----- ბ-----–---მა ი-----– მ-------ი დააშინა „კანონიერი ქურდების“ მხრიდან მის მიმართ „ქურდულ სამყაროში“ აღიარებული წესების შესაბამისად მისი გაკიცხვისა და ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, რომლის შესრულება შეეძლო როგორც მას, ასევე „ქურდული სამყაროს“ მიმდევარ ნებისმიერ პირს.
1.8.2018 წლის 22 მაისს, ი-----– მ-------ისა და ჯ----–--- ო---------ის შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, დააშინა ი-----– მ-------ი, რომ ,,კანონიერი ქურდების“, მისი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მოტყუება და მათი ავტორიტეტის შელახვა მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მოეხდინა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.
1.9.გარდა აღნიშნულისა, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და ,,ქურდული სამყაროს" ძალაუფლებისა და გავლენის დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით, 2018 წლის მაისის თვეში, აქტიურად ურთიერთობდნენ და განიხილავდნენ ,,კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებს, რომლის თანახმად „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მათი კრიმინალური ავტორიტეტის შელახვისათვის უნდა მომხდარიყო ი-----– მ-------ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და მისი შესაძლო ლიკვიდაცია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ჯ----–--- ო---------ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეში დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა თანხა გადაეხადა იმ პირებისათვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ი, რომელიც დაპირდა პრობლემის მოგვარებას. მას თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხ თვიანი ვადა.
2.2. ჯ----–--- ო---------ის მიერ დადგენილ იქნა გადასახდელი თანხის ოდენობა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის ნახევარი ი-----– მ-------ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში.
2.3. ი-----– მ-------მა დაწესებული დროისათვის - 2018 წლის 15 მაისისთვის ვერ შეძლო ჯ----–--- ო---------ისათვის და ბ----- ბ-----–---ისათვის დაპირებული თანხის გადახდა.
2.4. აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი-----– მ-------ს, რა დროსაც მუქარითა და დაშინებით, თხოვდა თანხის დროულად გადახდას, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ თუ უახლოეს დღეებში არ უზრუნველყოფდა დაკისრებული თანხის გადახდას, იგი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, ვინაიდან მან უგულვებელყო დაპირება და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იგი.
2.5. 2018 წლის 22 მაისს, ი-----– მ-------ისა და ჯ----–--- ო---------ის შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა, დააშინა ი-----– მ-------ი, რომ მათი მოტყუება და ავტორიტეტის შელახვა მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მოეხდინა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.3. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული დაზარალებულ ი-----– მ-------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, რომლის მიხედვით, იგი იყო შპს ,,ა-------–----ის“ დირექტორი, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება შპს ,,ს-------–----თან“, რომლის დირექტორი იყო ვინმე ,,ს------“ ხელშეკრულების ფარგლებში მის ფირმას უნდა ეწარმოებინა რ-------ის საგზაო მაგისტრალის მშებელობა, 1 კვ/მ 44 ლარად, რისთვისაც მან, თავის მხრივ დაიქირავა 30-35 მუშა, რომლებსაც დღიურად უხდიდა სხვადასხვა ოდენობის გასამრჯელოს. იმის გათვალისწინებით, რომ ოთხ თვეში, ვერ მოხდა საჭირო რაოდენობით სამუშაოს ჩატარება, მუშების ანაზღაურებამ მკვეთრად გადააჭარბა ,,ს-------–----თის“ მიერ გადახდილ თანხას, რის გამოც მას დაუგროვდა მუშების დავალიანება, რომელსაც პერიოდულად ისტუმრებდა ერთ-ერი მუშის რ----------------ის, მეტსახელად ,,გ------“ ხელით, თუმცა დავალიანება მაინც შეადგენდა 20000 ლარს. მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი, გაეცნო, როგორც გ-------–---ი და სთხოვა შეხვედრა მუშების დავალიანებასთან დაკავშირებით. ისინი იმავე დღეს შეხვდნენ სოფელ ს------–--სთან რესტორანში, რა დროსაც გ-------–---ი გაეცნო, როგორც ,,კაი ბიჭი“ და მოსთხოვა მუშების დავალიანების გადახდა. მან აუხსნა, რომ ფული არ ჰქონდა და როგორც კი შესაძლებლობა ექნებოდა ვალს გაისტუმრებდა. ამის შემდეგ იგი მუშებს ინდივიდუალურად ურიცხავდა თანხებს პირადი ნომრის მითითებით. მალევე მას დაუკავშირდა რ---- ი---------ი და უთხრა, რომ მუშებს ვეღარ აჩერებდა, ისინი აპირებდნენ ე.წ. ,,კანონიერი ქურდებისთვის“ მიემართათ, რომლებიც თავად დაუკავშირდებოდნენ. მართლაც, დაახლოებით ერთ კვირაში მას დაურეკა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო, როგორც ჯ----–--- ო---------ი, რომელიც საქმის კურსში იყო მუშების ვალთან დაკავშირებით და აუხსნა, რომ ამიერიდან მასთან ექნებოდა საქმე. იგი მიხვდა, რომ ჯ----–--- ო---------ი იყო ,,ქურდების“ წრიდან, რომელსაც აუხსნა, რომ არ ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება. ჯ----–---მა აგრესიულად უთხრა, რომ ,,მუშების ფული არ იჭმეოდა“ და ვალი უნდა გადაეხადა. ჯ----–---ის ინფორმაციით მისი ვალი შეადგენდა 25000 ლარს. მიუხედავად ჯ----–---ის სურვილისა, მათი შეხევდრა იმავე დღეს არ მომხდარა, რადგან მას არ ეცალა. რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა მისი ნათესავი ბ----- ბ-----–---ი, რომელიც არის კრიმინალური ,,ავტორიტეტი“ და იცნობს ,,კანონიერ ქურდებს“, რომელმაც შესთავაზა დახმარება, რადგან მისივე განმარტებით ჯ----–---ი და გ----ი კრიმინალურ სამყაროში სარგებლობდნენ ,,ავტორიტეტით“ და იყვნენ საშიში ხალხი. მან აუხსნა ბ-----ს, რომ მისი ვალი შეადგენდა არა 25000 ლარს, არამედ 16000 ლარს, რაზეც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას მოუწევდა ვალის ნაწილის გადახდა ,,ქურდებისთვის“, ხოლო დანარჩენი ,,გაიქვითებოდა“ და ვერავინ ვეღარ შეაწუხებდა. ბ-----ი, მასთან ერთად, ინტერნეტით დაუკავშირდა თურქეთში მყოფ ,,ავტორიტეტს“ სახელად ,,ა----–--“, აუხსნა, რომ მას ჰქონდა 20000 ლარამდე მუშების დავალიანება და თუ იყო შესაძლებელი 3000-5000 ლარის ფარგლებში თანხის ე.წ. ,,კანონიერი ქურდებისთვის“ გადახდის შემთხვევაში, ვალის ,,გაქვითვა“. მოგვიანებით მას დაურეკა ბ-----მა და უთხრა, რომ ა----–მა საქმის კურსში ჩააყენა ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ ნ------ ს--–------ი, მეტსახელად ,,გ---–-“ და მისი მარჯვენა ხელი მ------- კ----------ი, მეტსახელად ,,მ---“, რომელთა გადაწყვეტილებით, მას უნდა გადაეხადა მუშების დავალიანება ოთხ თვეში, რადგან მუშების ფულისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლებოდა. ბ----- ბ-----–---ს ასევე დაუკავშირდა ჯ----–--- ო---------ი და მათ დათქვეს შეხვედრა მის ვალთან დაკავშირებით. მათი შეხვედრა შედგა სოფელ ს------–--ში, რა დროსაც ბ-----მა აუხსნა ჯ----–---ს, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ ნ------ ს--–------ის, მეტსახელად ,,გ---–-“ და მისი მარჯვენა ხელის მ------- კ----------ის, მეტსახელად ,,მ----“, გადაწყვეტილებით მას მუშებისთვის უნდა გადაეხადა ვალის ნახევარი 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილი 15 მაისიდან ორი თვის განმავლობაში. ბ-----მა დაარიგა, შეეგროვებინა საბუთები, რითაც დასტურდებოდა, რომ მისი დავალიანება შეადგენდა 16000 ლარს და არა 25000-ს. მან დოკუმენტაცია შეაგროვა და მ--------–ში შეხვდა ჯ----–--- ო---------ს, რომელსაც თან ახლდა რ----------------ი და მუშა, სახელად ,,მ----“. ჯ----–--- ო---------ის გადაწყვეტილებით, მას ორი თვის ვადაში უნდა გადაეხადა ვალის ნახევარი, ხოლო მომდევნო ორ თვეში დარჩენილი დავალანება, ამასთან მ----სთვის 2-3 დღეში უნდა მიეცა 1000 ლარი, თუმცა მან პირობა ვერ შეასრულა და მ----ს ფული ვერ მისცა, რის გამოც ბ----- ბ-----–---ს დაურეკა ჯ----–--- ო---------მა, უსაყვედურა და სთხოვა, თავად ჩასდგომოდა მას თავდებში. დაიანგარიშეს მუშების და მისი ჩანაწერები და დაადგინეს, რომ დავალიანება შეადგენდა 20000 ლარს. იგი დაპირდა ჯ----–---ს, რომ 15 მაისამდე გადაიხდიდა 10000 ლარს, ხოლო 2 თვის შემდეგ დარჩენილ 10000 ლარს. იგი ცდილობდა ყველანაირად ფულის შეგროვებას, რადგან ეშინოდა ჯ----–---ის და გ----ის, ასევე იცოდა ბ-----ი არ აპატიებდა, რადგან ე.წ. ,,ქურდებთან“ ჰქონდა მასზე პასუხისმგებლობა აღებული. მას ჟ-----–ის გზაზე გახსნილი აქვს სასადილო, რომელიც შპს ,,დ---–------------ის“ სახელით რეგისტრირებულია მის თანასოფლელზე - ა----- ნ---------ის სახელზე, სადაც იკვებებოდნენ ჟ-----–ის გზაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც დაქირავებული ყავდა შპს ,,ა----ეს“, რომელიც მუშების კვების ფულს რიცხავდა შპს ,,დ---–------------ის“ სახელზე. ბ----- ბ-----–---ს სურდა ჩარიცხული თანხა, მთლიანად მუშებისთვის გადაეხადა, რათა იგი ,,ქურდებთან“ არ შერცხვენილიყო, თუმცა ამ შემთხვევაში იგი მთლიანად ფულის გარეშე რჩებოდა და სასადილოს ვეღარ ამუშავებდა, თუმცა ვინაიდან ეშინოდა ბ----- ბ-----–---ის, ჯ----–--- ო---------ის, გ-------–---ის და თურქეთში მყოფი სხვა ,,ავტორიტეტების“, გადაწყვიტა ეს თახა მუშებისთვის მიეცა, თუმცა შპს ,,ა----ემ“ მაისის თვეში თანხის ჩარიცხვა დააგვიანა, რის გამოც მას უწევდა ბ----- ბ-----–---თან თავის მართლება. 15 მაისს, მან დაურეკა ბ-----ს და სთხოვა თურქეთში დაერეკა ,,ა----–--თვის“, რათა ორი დღე კიდევ ედროვებინათ მისთვის. ბ-----ი გაბრაზდა. მან თავად დაურეკა ,,ა----–ს“, რომელიც ეჩხუბა და დაემუქრა, რომ თავად აგებდა პასუხს. მისი თხოვნით ბ-----მა დაურეკა ა----–ს და დაითახმა იგი, რომ ორი დღეც მიეცათ მისთვის. 2018 წლის 18 მაისს თანხა კვლავ არ ჩაირიცხა, რის გამოც, მან კვლავ სთხოვა ბ-----ს, ორშაბათამდე ედროვებინა ვალის გადახდა. ბ-----მა უყვირა და უთხრა, რომ მ------- კ----------ის, მეტსახელად ,,მ----“ გადაწყვეტილებით იგი მიჩნეული იყო არასერიოზულ კაცად და მისივე ბრძანებით, სადაც ნახავდნენ უნდა ეცემათ და სახეზე ნაიარევი დაეტოვებინათ მისთვის. ბ-----მა უთხრა, რომ ორშაბათს მისთვის უნდა გაესტუმრებინა 6000 ლარი. 2018 წლის 21 მაისს, ფირმის სახელზე ჩაირიცხა 16432 ლარი, რაც არ გააგებინა ბ-----ს, რადგან მხოლოდ 4000 ლარის მიცემა უნდოდა ამ უკანასკნელისთვის, თუმცა ბ-----მა მაინც გაიგო და უთხრა, რომ 6000 ლარი უნდა მიეცა მისთვის. ბ-----ი ბანკთან ელოდებოდა, მაგრამ თანხა ვერ გამოიტანა, რადგან ანგარიშს ედო ინკასო. ბ-----ი მას ეჩხუბა, რადგან იგი ,,ქურდული სამყაროს“ წესებით ცხოვრობდა, სადაც მან შეარცხვინა და ნებისმიერს შეეძლო მისი როგორც ცემა, ასევე დაჭრა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღის 13:00 საათზე შეხვდებოდნენ და იგი ბ-----ს გადაუხდიდა 6000 ლარს. იგი იყო შეშინებული და ძალიან გაეხარდა, როდესაც პოლიციაში დაიბარეს გამოსაკითხად და გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა.
2018 წლის 22 მაისს, 12:15 საათზე, იგი დაუკავშირდა ა----- ნ---------ს, რომელმაც უთხრა, რომ მათი სასადილოს მზარეულ ა------ან და ბ----- ბ-----–---თან ერთად მიემართებოდა მისკენ, რათა ფული გამოეტანათ. ცოტა ხანში მას გადაურეკა ა-----მა და უთხრა, რომ მოხსნიდა თანხას, ბ-----ს გადაუხდიდა მის კუთვნილ თანხას, 1500 ლარს აიღებდა ბიძამისის ვალს და დანარჩენს შეუნახავდა. პასუხად მან მისწერა შეტყობინება, მის გარეშე ფული არავისთვის მიეცა. ერთ საათში ა-----მა უთხრა, რომ თანხა კვლავ დაბლოკილი იყო. იგი, 15:30 საათზე ა----- ნ---------ის სამსახურში შეხვდა ა-----ს, ა----- და ბ----- ბ-----–---ს, რომელსაც ა-----ი უხსნიდა, რომ ანგარიშს ედო ინკასო, რის გამოც ვერ ხსნიდნენ თანხას. იგი შეეკითხა ბ-----ს, რა პასუხი გაეცა სასადილოში დასაქმებული ხალხისთვის, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ისიც ასევე იყო პასუხისმგებელი ,,ქურდებთან“. ანარიშიდან მოიხსნებოდა თუ არა თანა, ბ-----ი ჩაიდებდა 6000 ლარს და თუ მუშების მხარე დათანხმდებოდა, ცოტას გადაუხდიდა თუ არა და ბ-----ი მისცემდა მათ 5000 ლარს, ხოლო 1000 ლარს დაიტოვებდა ერთი მუშისთვის გადასაცემად, რომელიც იყო მისი ახლობელი. დაახლოებით 18:30 საათზე, მ--------–ი-ს------–--ს გზის მიმდებარედ იგი შეხვდა ჯ----–--- ო---------ს, რომელმაც უსაყვედურა, თუ რატომ იქცეოდა ასე და უთხრა, რომ ეს ყველაფერი მისთვის კარგად არ დამთავრდებოდა, რადგან ,,ქურდებს“ ატყუებდა. მან ჯ----–---ს გაუმეორა, რომ შეეძლო მხოლოდ 3000 ლარის გადახდა, 5000 ლარის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რაზეც ჯ----–---მა შეახსენა, რომ თავად ჰქონდა ასეთი პირობა მიცემული მ------- კ----------ისთვის, რომ ორ თვეში 10000 ლარს გადაიხდიდა და არ უნდა მოეტყუებინა. ასევე შეატყობინა, რომ თურქეთში მყოფი ქურდებისგან მასზე იყო ე.წ. ,,პრაგონი“ ანუ დავალება, სადაც ნახავდნენ, უნდა ესროლათ მისთვის, რაც იცოდა ასევე ბ----- ბ-----–---მაც. არსებობდა ბევრი ადამიანი, ვინც თავის მოსაწონებლად ისე ესროდა მას, რომ ვერც კი გაიგებდა ვინ ესროლა. ჯ----–---ი დაეთანხმა, თავდაპირველად მუშებისთვის გადაეხადა 3000 ლარი, რაზეც იგი იქნებოდა პასუხისმგებელი და არავინ შეავიწროვებდა, რადგან იგი ,,ქურდებს“ უყვარდათ. 2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა----- ნ---------ის სამუშაო ოფისში იგი შეხვდა ა----- ნ---------ს და უთხრა, რომ ,,ქურდებისთვის“ ფულის მიცემას არ აპირებდა და ანგარიშზე დარიცხული თანხა იყო მისი და თავად მოახდენდა მუშებთან ანგარიშსწორებას. დაახლოებით 18:30 საათზე, იგი ა----- ნ---------თან ერთად მივიდა თ----- ბანკის სათაო ოფისში, სადაც ა----- ნ---------მა ოპერატორს უთხრა ქართულად, რომ ფული არ მოეხსნა და ეთქვა, რომ იყო დაბლოკილი. მან იცის მცირედი ქართული და გაიგო ეს ყველაფერი, რის გამოც შეკამათება მოუვიდა ა-----თან. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, იგი დაუკავშირდა ა-----ს, რომელმაც უთხრა, რომ თანხა იმიტომ იყო დაბლოკილი, რომ მას აუტეხავს ერთი ამბავი. მან უთხრა ა-----ს, რომ უნდოდა ფირმის მის სახლზე გადაფორმება. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და ფირმა მამამისის სახელზე გაეფორმებინათ. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, იგი დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ს და უთხრა, რომ წინა დღეს ა-----თან ერთად იყო ბანკში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოლარეს უთხრა მსთვის მოეტყუებინათ, თითქოს თანხა იყო კვლავ დაბლოკილი, ამასთან სთხოვა, იქნებ 3000 ლარი გადაეხადა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ თანხით მისი პრობლემები არ მოგვარდებოდა. 2018 წლის 25 მაისს, მ--------–ის რაიონის სოფელ დ----ში, იგი შეხვდა გ-------–---ს, რა დროსაც სთხოვა, 6000 ლარის ნაცვლად იქნებ 3000 გადაეხადა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ როდესაც ბ----- ბ-----–---ი საქმეში ჩაერია, ,,გ---–-“ და ,,ქურდები“ იყვნენ საქმის კურსში და მისცეს ორი თვე, თუმცა ვინაიდან მან ფული არ გადაიხადა, ითხოვდნენ მასთან ინტერნეტით კავშირს. იგი შეეხვეწა გ----ს, დახმარებოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ შეათანხმებდა და გააგებინებდა. დაახლოებით 19:50 საათზე, მას დაუკავშირდა გ-------–---ი და უთხრა, რომ ესაუბრა ,,ა-----ს“ და უნდა მისულიყო მ--------–ში და მიეტანა 3000 ლარი. მან უთხრა, რომ ფული ორშაბათს-სამშაბათს ექნებოდა და გადაიხდიდა, რაზეც გ----მა მიუგო, რომ ეგონა ფული ხელზე ჰქონდა. ცოტა ხანში კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, 500 ლარი მაინც ეშოვნა, რათა ერთ-ერთი მუშა გაესტუმრებინა. მან უპასუხა, რომ არც ეს თანხა ჰქონდა ორშაბათ-სამშაბათს შეძლებდა მხოლოდ ფულის გადახდას.
3.5. მოწმე ა--–-- ჯ---------მა (პოლიციელი) განმარტა, რომ 2018 წლის თებერვალში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმის გამოძიების ფარგლებში დავალებული ჰქონდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რა დროსაც დადგინდა, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი საუბარში ახსენებდნენ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ ნ------ ს--–------ს, მეტსახელად ,,გ---–--“, ასევე ,,გ---–-ს“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.ბ---–----დან და მ------- კ----------ს, მეტსახელად ,,მ----“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.რ-------იდან. როგორც ჩანს, ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ კომუნიკაცია ხორციელდებოდა ინტერნეტ აპლიკაციების - ,,ვაიბერის“, ,,ვოთსაფის“ მეშვეობით, რომლის კონტროლი ვერ ხერხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. 2018 წლის აპრილის თევში, ჯ----–--- ო---------ს დაუკავშირდა რ---- ი-----------ი - მუშა, რომელიც დასაქმებული ყავდა ი-----– მ-------ს, რომელსაც ჰქონდა მუშების დავალიანება 25000. ჯ----–--- ო---------ი დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ს, რომელიც იყო მისი ნათესავი და სოფელში სარგებლობდა ავტორიტეტით, რომელსაც იცნობდნენ, როგორც ,,უფროსი ძმების ძმას“. ბ----- ბ-----–---ი, ჯ----–--- ო--------ი და ი-----– მ-------ი შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე მუშაც. საუბრისას გაარკვიეს რომ ,,უფროსი ძმები“, კერძოდ ნ------ ს--–-------ი და მ------- კ----------ი იყვნენ საქმის კურსში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ი-----– მ-------ს 25000 უნდა მიეტანა მაისის თვის დასაწყისში. ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ნ------ ს--–------თან ან/და მ------- კ----------თან საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერა არ განხორციელებულა, რადგან ინტერნეტ აპლიკაციების ფარული კონტროლი ვერ ხორციელდება.
3.6. მოწმე კ---- ბ----------მა განმარტა, რომ დ--–-----------------------–-------------ში ფლობს რესტორანს/სასადილოს. მას დაუკავშირდა ი-----– მ-------ი, რომელმაც ,,დ---–------------ის“ სახელით იქირავა მისი სასადილოს ფართი 2000 ლარად, სადაც საკვებით ამარაგებდა დასაქმებულ მუშებს, რომლებსაც ფ–--------------ის მონაკვეთზე გაყავდათ გზა. სასადილოში საშუალოდ საჭმელს მიირთმევდა 80-მდე მუშა. თავდაპირველად ი-----– მ-------ი იყო კარგი გადამხდელი, თუმცა 2018 წლის იანვრიდან თანხას უგვიანებდა და მთლიანად, ქირის და მაღაზიის დაუგროვდა 12000 ლარის დავალიანება. ი-----– მ-------ი ეუბნებოდა, რომ თანხა ჰქონდა დარიცხული, თუმცა რაღაც მიზეზით ბანკიდან ვერ გამოჰქონდა. მათ შორის ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორება. ი-----– მ-------ს ასევე ჰქონდა პრობლემა მუშებისთვის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მუშები ურეკავდნენ ი-----– მ-------ს, რადგან კუთვნილ ხელფასს არ უხდიდნენ. ამჟამად ი-----– მ-------ს მისთვის დარჩენილი აქვს დავალიანება 6000 ლარის ოდენობით. ასევე დავალიანება ჰქონდა როგორც მრეცხავების, ასევე მზარეულების, ჰქონდა ხორცის და გაზის მომსახურების დავალიანებაც. ი-----– მ-------ის წასვლის შემდეგ, მასთან მიდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები და ეუბნებოდნენ, რომ მათი ვალი ჰქონდა ასევე ამ უკანასკნელს. მას ბ----- ბ-----–---თან და ჯ----–--- ო---------თან კონტაქტი არასდროს ჰქონია.
3.7. მოწმე რ---- ი-----------მა განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში ი-----– მ-------მა დაიქირავა იგი, რათა მონაწილეობა მიეღო რ-------ის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. მას ჰყავდა 36 კაციანი ბრიგადა, რომელთა დახმარებით ხდებოდა რ-------ის გზის დაგება. მუშები იყვნენ ძირითადად აზერბაიჯანული წარმოშობის. მუშების ხელფასი შეადგენდა საშუალოდ 55 ლარს დღიურად, რომელსაც ი-----– მ-------ი თავდაპირველად უხდიდათ, თუმცა 2018 წლის იანვრიდან გადახდა შეწყვიტა. ი-----– მ-------მა დაალომბარდა კუთვნილი ავტომანქანა ,,რენჯ როვერი“ და გადაუხადათ 14000 ლარი, თუმცა სამი თვის დავალიანება, რაც შეადგენდა 26300 ლარს, მაინც დარჩა. მას სისტემატურად აწუხებდნენ მუშები, მისგან მოითხოვდნენ ანაზღაურებას, რადგან იგი იყო შუამავალი ი-----– მ-------თან, რომელმაც არც მას გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. მუშებმა დახმარებისთვის მიმართეს ჯ----–--- ო---------ს, როგორც კარგ ადამიანს. მისთვის უცნობია სარგებლობდა თუ არა ჯ----–--- ო---------ი რაიმე ,,ავტორიტეტით“. ჯ----–--- ო---------ს მან აუხსნა, თუ რამდენი ჰქონდა დავალიანება ი-----– მ-------ს და გადასცა ჩანაწერები, სადაც მითითებული იყო რომელ მუშას რამდენი ანაზღაურება ჰქონდა მისაღები. 2018 წლის მაისის თვეში, იგი ი-----– მ-------ის თანდასწრებით შეხვდა ჯ----–--- ო---------ს, რა დროსაც ი-----– მ-------მა დაადასტურა ჩანაწერებში მითითებული დავალიანება და ორი კაცის თანდასწრებით პირობა დადო, რომ ბოლო თეთრამდე გაისტუმრებდა. ი-----– მ-------მა პირობა დადო, რომ დავალიანებას გაისტუმრებდა 15 რიცხვამდე (ერთ თვეში), თუმცა პირობა არ შეუსრულებია. კუთვილი ფულის ამოღებაში მათ ასევე დაეხმარათ ბ----- ბ-----–---ი, რომელიც წარმოადგენდა ი-----– მ-------ის ინტერესებს, თუმცა უთხრა ამ უკანასკნელს, რომ ფული უნდა გადაეხადა მუშებისთვის. ბ----- ბ-----–---ს პირადად არასდროს შეხვედრია. ი-----– მ-------ი ერთხელ დაუკავშირდა სოციალურ ქსელში და ისევ დაპირდა, რომ დავალიანებას გადაუხდიდა. ასევე დაუკავშირდა მას ერთხელ ჯ----–--- ო---------ი, რომელსაც აინტერესებდა გადაუხადათ თუ არა დავალანება ი-----– მ-------მა. ამ ზარის შემდეგ, ი-----– მ-------მა მას გადაუხადა მხოლოდ 3000 ლარი და ურჩია თავად გაენაწილებინა მუშებისთვის. პირადად მას ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ არასდროს უნახავს. ჯ----–--- ო---------ი ნორმალურად საუბრობდა, იყო ადექვატური.
3.8. მოწმე გ-------–---მა განმარტა, რომ მას დაუკავშირდა მისი ახლო მეგობარი - ი-–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ი-----– მ-------ს ჰქონდა მისი ბიძაშვილებისთვის, ხელფასის დავალიანება გადასახდელი და სთხოვა დახმარებოდა. იგი შეხვდა ი-----– მ-------ს, რომელმაც უთხრა, რომ ფული ჰქონდა ასაღები და აუცილებლად გადაიხდიდა დავალიანებას. ი-----– მ-------მა სთხოვა მას, დაკავშირებოდა ი-–---ს და ეთქვა, რომ ამჯერად მხოლოდ 3000 ლარის გადახდა შეეძლო. იგი დაუკავშირდა ი-–---ს, რომელმაც უთხრა, რომ პრობლემა არ იყო. მას დაურეკა ჯ----–--- ო---------მა და უთხრა, რომ ი-----–ს 6000 უნდა გადაეხადა და 3000-ზე რატომ უთანხმდებოდა? ჯ----–---ს ეცოდებოდა მუშები და ეხმარებოდა მათ, რადგან ჰყავდათ ოჯახები, ჰქონდათ საბანკო ვალდებულებები. ბ----- ბ-----–---მა, რომელიც ი-----– მ-------ის ახლობელია, უთხრა ი-–---ს, რომ ი-----–ს ასაღები ჰქონდა ფული და აუცილებლად გადაიხდიდა. 2018 წლის მარტის თვეში მას დაუკავშირდა ჯ----–--- ო---------ი, რომელმაც სატელეფონო საუბრისას ახსენა მუშებისთვის გასასტუმრებელი ვალი. მან უთხრა, რომ მისი მეგობარი ბ----- ბ-----–---ი იყო ი-----– მ-------ის ნათესავი და ვალთან დაკავშირებით ი-----–ის ნახვა თუ უნდოდა, შეეძლო დაკავშირებოდა ბ-----ს. ბ-----ი და ჯ----–---ი ერთმანეთს შეხვდნენ შემთხვევით, რა დროსაც მოიკითხეს ერთმანეთი, თუმცა ვალზე არ უსაუბრიათ. ი-–---ისგან შეიტყო, რომ ი-----–ს ჰქონდა ორთვიანი ვადა, რომელშიც უნდა გაესტუმრებინა ვალი ნაწილ-ნაწილ. მისთვის არაფერია იმის შესახებ ცნობილი, რომ თურქეთში არსებული ე.წ. ,,კანონიერი ქურდები“ ითხოვდნენ ი-----– მ-------თან ინტერნეტით საუბარს, რადგან ამ უკანასკნელმა ფული არ გადაიხადა. იგი ე.წ. ,,კანონიერ ქურდს“ არასდროს შეხვედრია. ჯ----–--- ო---------ი მასთან საუბრისას იყო ნორმალური.
3.9. მოწმე ა------ ნ---------მა განმარტა, რომ ი-----– მ-------ი არის მისი ბავშვობის მეგობარი. მისი ძმა იყო დასაქმებული მშენებლობაზე, რომლის კომპანიამ სამშენებლო საქმე ჩააბარა ი-----– მ-------ს, რომელსაც ჰყავდა მუშების ბრიგადა. ი-----–ს კომპანია ყოველთვის უხდიდა ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოების შესაბამისად და კომპანიას მისი დავალიანება არ ჰქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ი-----–ი უგვიანებდა ხელფასს მის დაქირავებულ მუშებს. მან პირადად იმუშავა ი-----– მ-------ის კომპანიაში, აკეთებდა ხარჯთაღიცხვებს, თუმცა ორი თვის გასამრჯელო არ გადაუხადეს. ი-----– მ-------ს სურდა სასადილოს გახსნა ჟ-----–ში, რისი ფული არ ჰქონდა და ისესხა ფული მისი ბიძისგან, რომლის გადაწყვეტილებით დაფუძნებული ფირმის ,,დ---–------------ის“ დირექტორად ის დაინიშნა. ფირმა ემსახურებოდა დასაქმებულების საკვები პროდუქტებით მომარაგებას. ი-----–ი ამბობდა, რომ სამზარეულოს ფულს მუშების ხელფასში იხდიდა, თუმცა ნამდვილად ასე იქცეოდა თუ არა, მისთვის უცნობია. აღნიშნულის გამო კომპანიას დაუგროვდა დავალიანება, როგორც ქირის 10000 ლარი, ასევე მაღაზიის. ი-----– მ-------ი და ბ----- ბ-----–---ი იყვნენ ნათესავები. ი-----– მ-------მა სთხოვა ბ----- ბ-----–---ს, მისი სახელით გადაეცა მუშებისთვის, რომ 15 მაისამდე აღარ შეეწუხებინათ, თანხა ჩაერიცხებოდა და დავალიანებას გაუსტუმრებდა, რადგან მის სიტყვას აღარ ენდობოდნენ. მას ბ----- ბ-----–---ი დაუკავშირდა 2018 წლის აპრილის ბოლოს და უთხრა, გადაეცა მუშებისთვის, რომ ხელფასებს უნდა დალოდებოდნენ, რადგან ი-----–ი ეცოდებოდა, თუმცა ზუსტად თანხა როდის უნდა ჩარიცხულიყო უთხრა თუ არა, არ ახსოვს. ამის გარდა ბ----- ბ-----–---ი ამ საქმეში აღარ ჩარეულა. მას ინტენსიური კავშირი ჰქონდა ბ----- ბ-----–---ან, რადგან ისინი არიან ნათესავები, თანხებთან დაკავშირებით კავშირი ჰქონდათ თუ არა, არ ახსოვს. მოგვიანებით, მაისის თვეში, მას ურეკავდა ი-----– მ-------ის მამა, აინტერესებდა თანხა ჩაირიცხა თუ არა. კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა 15-20 მაისს, იგი დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, თუმცა თანხა ვერ გამოჰქონდათ, რდაგან ედო ინკასო. ბანკში იყო ორჯერ, პირველად მარტო, მეორედ ი-----– მ-------თან ერთად, თუმცა არ ახსოვს ამ ვიზიტის დროს ბ----- ბ-----–---ი ახლდათ თუ არა თან. ბ----- ბ-----–---ის და ი-----– მ-------ის საუბარს, თანხების ამოღებასთან დაკავშირებით, არ შესწრებია. ბანკში მორიგი ვიზიტისას უთხრეს, რომ ჩარიხხული თანხის 12500 ლარის გატანა შეეძლო, მაგრამ ვინაიდან თან ახლდა ი-----– მ-------ი, ოპერატორი გააფრთხილა მისი თანდასწრებით არაფერი ეთქვა. ი-----–ს 6000 მისი ხელფასის დავალიანება ჰქონდა, 6000 - მუშების და შიშობდა, რომ ი-----–ი კუთვნილ თანხას არ მისცემდა. ი-----– მ-------ს არ უთქვამს რომ საქმეში კრიმინალები იყვნენ ჩარეული და თანხა სრულად უნდა მიეცა მისთვის. იმ დღეს ოპერატორებს სთხოვა, ი-----–ის გასაგონად ტყული ეთქვათ. როგორც ახსოვს, მეორე დღეს მარტო მივიდა ბანკში, სადაც კვლავ ვერ შეძლო თანხის აღება. მას შემდეგ, რაც მას და ი-----–ს კვლავ უარი უთხრეს ბანკში თანხის გაცემაზე, ქუჩაში მანქანაში ელოდებოდა ბ----- ბ-----–---ი და ა-----, რომელიც ი-----–თან მზარეულად მუშაობდა, რათა სოფელში ერთად წასულიყვნენ. ბანკიდან გამოსვლის შემდეგ, ა----- შეეკითხა ი-----–ს, თანხა ხომ არ გამოიტანა, რათა ცოტა ხელფასი მაინც მიეცა მისთვის, რაზეც ი-----–მა უარი უთხრა. ბ-----ს არაფერი უთქვამს. პოლიციაში მისგან ამოიღეს ტელეფონი. მას თურქეთიდან ,,ვათსაფის“ მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცხო პირი, უთხრა, რომ იყო მუშების ნათესავი და ი-----–ს არ ენდობოდა, რადგან ეს უკანასკნელი იტყუებოდა. მან დაუდასტურა, რომ ჩარიცხულ თანხას ედო ინკასო და გადაუგზავნა დამადასტურებელი ფოტოები. ამ პირის მონაცემი ტელეფონში ჩაიწერა, როგორც ,,თურქეთი“, რადგან მისი სახელი არ იცოდა. ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ შესახებ არაფერი სმენია. ბ----- ბ-----–---ს საქმეები არასდროს გაურჩევია. ჯ----–--- ო---------ს იგი არ იცნობს. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას, თარჯიმანი არ დასწრებია და მან ისე მოაწერა ხელი ჩვენებას, რომ გარკვევით არ წაუკითხავს, ამასთან იყო ნასვამი და წინა ღამის უძილო.
3.10. სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო მასალები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ინტენსიურად უკავშირდებიან ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი ი-----– მ-------ს, როგორ სთხოვენ მას თანხას და ემუქრებიან ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ სახელით ანგარიშსწორებით, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რითაც დადასტურდებოდა, ბრალდებულების კავშირი სწორედ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებთან“.
3.11. ს----------–----–--------------------------–----------------------------- N2---- დასკვნით (08.02.2018), ა) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამებზე არსებული აუდიო ნაწილი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოგრამებზე არსებული აუდიო ნაწილის მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. და ბ)-გ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში კერძოდ: „1-------------------; 1-------------------; 1---------; “1---------; 1---------; 4--------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 4--------: 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; ; 1---------; 1---------: 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ჯ----–--- ო---------ის ხმის.
3.12. გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში კერძოდ: „1-------------------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------: 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; _1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ეტალონურ ფონოგრამაში კერძოდ სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ბ----- ბ-----–---ის ხმის.
3.13. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე.კ-----–-–---–მა.
3.14. ს----------–----–--------------------------–----------------------------- N3-------- დასკვნით (22.02.2018), ზემოაღნიშნულ ვიდეოგრამებს 21.05.18, 22.05.18, 23.05.18 მთლიანობა დარღვეულია და არ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. აღენიშნება კადრების თანმიმდევრობის მონტაჟის ნიშნები. ხოლო ვიდეომონაკვეთებზე არსებულ თითოეულ კადრზე და მასზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებაში მონტაჟის და რედაქტირების ნიშნები არ აღენიშნება. გამოკვლევაზე წარმოდგენილ დანარჩენ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
სს N----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით - „F----------------------“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარმოდგენილ 1--------- წელს დაბადებული ჯ----–--- ჯ--–--–---ძე ო---------ის (პ-------------) ფოტოსურათზე, გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.
გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე პირობითად N- ში არსებულ ,,D----“ პაპკაში არსებულ 3 ვიდეოგრამაში, ასევე „S------------E“ -ში არსებულ „M---------------“ „M---------------“ „M---------------“ ვიდეოგრამებში , N- პაკეტში არსებულ 21.08.18 „21 მაისის“ საქაღალდეში არსებულ „g-----------------o“ საქაღალდეში არსებულ 21.08.2018 და 22.08.18 „22 მაისის“ საქაღალდეში არსებულ „g-----------------o“ საქაღალდეში არსებულ 22.08.2018 პაკეტში არსებულ ვიდეოგრამებში და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 1--------- წელს დაბადებული ბ----- ვ----–-- ძე ბ-----–---ის (პ-------------) ფოტოსურათზე გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.
3.15. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
3.16. ბრალდებულმა ბ----- ბ-----–---მა განმარტა, რომ ი-----– მ-------ი არის მისი მეზობელი, რომელსაც ჰქონდა მუშების ვალი, რის გამოც ეშინოდა არავის ეცემა. მან ურჩია ი-----–ს პოლიციისთვის მიემართა განცხადებით, რომ იყო გადახდისუუნარო. ი-----–მა სთხოვა მუშებთან ეშუამდგომლა, რათა ორი თვე ედროვებინათ ვალის გადახდა. მუშებმა უთხრეს, რომ ი-----–ი სულ ასე ატყუებდათ და იგი უნდა ყოფილიყო სიტყვაზე პასუხისმგებელი. თავის მხრივ ი-----–ი დაპირდა, უკანასკნელი შარვალიც რომ გაეყიდა, მას არ შეარცხვენდა. ამასთან, უთხრა, რომ მუშები აპირებდნენ ე.წ. ,,შავი სამყაროს“ ხალხზე გასვლას და შესთავაზა მოეტყუებინათ, ვითომ მათაც ყავდათ ამ ტიპის ნაცნობები. როდესაც მუშები ურეკავდნენ, იგი გვერდით ედგა და ასწავლიდა ,,ქურდულად“ როგორ უნდა ელაპარაკა. ი-----–მა სთხოვა, როდესაც ტელეფონით დაუკავშირდებოდა, იგი ხმამაღალ რეჟიმს ჩართავდა, მას კი ეჩხუბა, რათა მუშებს დაეჯერებინათ, რომ მართლა ჰქოდა პრობლემები. ი-----– მ-------მა ყაჩაღობაში მონაწილეობაც კი შესთავაზა, რაც თავდაპირველად ხუმრობა ეგონა. ნ------ ს--–-------ს, მ------- კ----------ს და ,,ა----–იკას“ არ იცნობს. ქურდულ სამყაროს არ აღიარებს, არანაირი სარგებელი ამ სამყაროსგან არ მიუღია და არც რაიმე ,,ავტორიტეტი“ გააჩნია. დაკავებამდე 3-4 დღით ადრე შეიძინა კრედიტით ,,სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი, მანამდე სარგებლობდა ტელეფონით, სადაც ინტერნეტ აპლიკაციები - ,,ვაიბერი“, ,,ვოთსაფი“, ,,სკაიპი“ არ ჰქონდა. ჯ----–--- ო---------ი დაკავებამდე ორი თვით ადრე გაიცნო, როდესაც მუშებთან ერთად ნახა. თავდაპირველად მასზე ფიქრობდა, რომ საშიში ადამიანი იყო, თუმცა გაიცნო, რომ არის მეცხვარე, მშრომელი ადამიანი, თუმცა რაღაც სჭირს და ვერ არის კარგადო. ი-----–ს არც მისი და არც ჯ----–---ის ვალი არ ჰქონია.
3.17. ბრალდებული ჯ----–--- ო---------ს მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეეძლო სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება.
3.18. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილმა სხვა მოწმეებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, თუმცა ვინაიდან ეს მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
3.19. სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
3.20. სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
3.21. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულებს ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს ედავებოდა, რომ ისინი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავიანთი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
3.22. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით (არათუ გამამტყუნებელი განაჩენითვის აუცილებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით), უტყუარად არ დადასტურებულა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ----–--- ო---------სა და ბ----- ბ-----–---ს ჰქონდათ რაიმე სახის კომუნიკაცია ნ------ ს--–------თან ან მ------- კ----------თან. მეტიც, სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ნ------ ს--–------იცა და მ------- კ----------იც წარმოადგენდნენ ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტულ ფიგურებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წამოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ ამ პირებთან და მითუფრო, რომ დაზარალებულთან ურთიერთობაში აღასრულებდნენ სწორედ მათ გადაწყვეტილებებს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის შეთავაზებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ბრალდებულები ე.წ. ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ თურქეთში საუბრობდნენ ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, რომლის ფარული მიყურადება ტექნკურად შეუძლებელია, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წამოდგენილი ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებულები სატელეფონო და პირად საუბრებში ახსენებენ იმ პირთა სახელებს, რომლებიც არიან კავშირში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან“, ვერ გახდება იმის უპირობოდ მტკიცებს საფუძველი, რომ ჯ----–--- ო-------ი და ბ----- ბ-----–---ი მოქმედებდნენ მათი სახელით, მათი სურვილების შესაბამისად და მათთვის სარგებლის მოტანის მიზნით.
სასამართლო, ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულ ი-----– მ-------ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სწორედ ნ------ ს--–------ის, მ------- კ----------ის და ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელით ძალავდნენ თანხებს ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, თუმცა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტზე, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რაც არ უნდა თანმიმდევრული ყოფილიყო იგი, უპირობოდ ვერ გახდებოდა პირის მსჯავრდების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მ---ლითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მ---ლითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N158აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მარტო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება და როდესაც თავად კ. ჯ-ც არ უარყოფს კ. ყ-ს ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N12აპ-18). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც მიუთითებს, რომ მასთან ურთიერთობაში ბრალდებულები მოქმედებედნენ ნ------ ს--–------ის, მ------- კ----------ის და ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“სხვა წევრების მანდატით, თუმცა არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის რაიმე ფორმით ურთიერთობა ამ ე.წ. ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“, მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, შეუძლებელია ამ კავშირის უტყუარად დადგენა.
3.23. გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტისა, სასამართლო, ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას გამოქვეყნებულ (გადაუმოწმებელ) ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა უნდა გადაწყვიტოს ... მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და ... მას შემდეგ, რაც მოწმის მტკიცებულება დაშვებული იქნება ... სასამართლომ, სხდომის დასასრულს ყველა წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება. (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §117). ამასთან, ევროპული სასამართლოს პოზიციით, დაუსწრებელი მოწმის ჩვენების მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული მოწმის ჩვენება იყო თუ არა განსასჯელის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. „გადამწყვეტი“ მტკიცებულება, გ---–--ხმობს მტკიცებულებას, რომელიც მაღალი ალბათობით საქმის შედეგს განაპირობებს. ამასთან, მტკიცებულება იყო თუ არა გადამწყვეტი უნდა დადგინდეს ეროვნულ სასამართლოთა მიერ (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §123-124).
3.24. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი-----– მ-------ის საჯაროდ წაკითხულ გამოკიხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არის სწორედ ერთადერთი მტკიცებულება, სადაც საუბარია ბრალდებულების ე.წ. ,,კანონიერ ქურდებთან“ კავშირის თაობაზე, თუმცა სასამართლო ვერ უწოდებს მას უშუალოდ ამ კავშირის დამდგენ გადამწყვეტ სამხილს, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება ამ კონტექსტში არის ირიბი მტკიცებულება, ვინაიდან ი-----– მ-------ი არასდროს შესწრებია ბრალდებულების კონტაქტს ნ------ ს--–------თან ან/და მ------- კ----------თან, არც თავად ჰქონია ამ პირებთან კომუნიკაცია და შესაბამისად, მის გამოკითხვის ოქმში არის მხოლოდ ბრალდებულების საუბრის პერიფრაზი, რაც თავად ბრალდებულებს სასამართლოში არ დაუდასტურებიათ. შესაბამისად, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ბრალდებულების ,,ქურდულ სამყაროსთან“ რეალური კავშირის დასადგენის კონტექსტში, არის ირიბი და ნაკლებად სანდო მტკიცებულება და შეუძლებელია მასზე დაყრდნობით რაიმე გარემოების უტყუარად დადგენა ან დადგენილი ფაქტის უარყოფა.
3.25. ამდანად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი ი-----– მ-------ს სწორედ ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ სძალავდნენ თანხას, თუმცა უტყუარად დადასტურდა, რომ დაზარალებულისთვის მუქარით თანხის მოთხოვნის ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.26. დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოკითხვის ოქმით, დასტურდება, რომ მას ჰქონდა მუშების სახელფასე დავალიანება, რომლის დასაფარად მისგან თანხებს მოითხოვდნენ როგორც ჯ----–--- ო---------ი, ასევე ბ----- ბ-----–---ი, რისთვისაც დაუთქვეს კონკრეტული ვადა. ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, დაზარალებულზე ზეწოლისთვის ურთიერთობაში იყენებდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელებს და გავლენას, რითაც, აფრთხილებდნენ მას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსალოდნელი ანგარიშსწორებით. კონკრეტულ თარიღში თანხის გადაუხდელობის გამო, ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ზეწოლა დაზარალებულზე გაიზარდა, რაც გამოიხატა, როგორ ზარების ინტენსივობაში, ასევე მუქარის სიმძიმეში, კერძოდ, ბ----- ბ-----–---მა გააფრთხილა იგი, რომ მის მიმართ ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება შეეძლო ყველას, მათ შორის მასაც, ხოლო ჯ----–--- ო---------ი დაემუქრა, რომ ეს ამბავი მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და ყველას შეეძლო მისი ფიზიკური განადგურება.
3.27. მოწმე კ---- ბ----------ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა ნაქირავები სასადილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების კვებით მომსახურებისთვის და კეთილსინდისიერად იხდიდა თანხებს, თუმცა 2018 წლის იანვრიდან, მას ჰქონდა დავალიანებები, ვეღარც ქირის ფულს იხდიდა და ვეღარც მუშების გასამრჯელოს.
3.28. ი-----– მ-------ის მიერ სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული მუშის - რ----------------ის ჩვენებით ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2018 წლის იანვრის თვიდან, ი-----– მ-------ს დაუგროვდა მუშების სახელფასე დავალიანება, რის გამოც მუშებმა დახმარებისთვის და კუთვნილი თანხების ამოღების მიზნით მიმართეს ჯ---–--- ო---------ს, როგორც კარგ და მათთვის ავტორიტეტულ ადამიანს. ამავე მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშების სახელფასე დავალიანების ამოღებაში ჩართული იყო ბ----- ბ-----–---იც.
3.29. ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ერთგვარი ჩართულობა ი-----– მ-------ისგან თანხებისის ამოღების პროცესში, ასევე ცალსახად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–---მა და ა------ ნ---------მა.
3.30. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის მუქარით თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ძალზედ ინფორმატიულ აუდიო და ვიდეო მასალებთან. კერძოდ: 2018 წლის 10 მაისის ჩანაწერიდან მოყოლებული, ბ----- ბ-----–---ი იწყებს ი-----– მ-------ისთვის იმის შეხსენებას, რომ 15 რიცხვი მოდის და ემუქრება, თუ ამ დროისთვის ფული ადგილზე არ იქნება, იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. 11 მაისს ახსენებს მის დანაპირებს, რომ უკანასკნელ შარვალსაც კი გაიხდიდა და მას არ შეარცხვენდა და ემუქრება, რომ ანახებს, როგორ ხდება შარვლის გაყიდვა. ი-----–ი ეუბნება მოდით, მომკალითო. 13 მაისს ი-----–ი სთხოვს ბ-----ს, რამდენიმე დღით გადაუვადონ ფულის გადახდის თარიღი, რაზეც იღებს პასუხს, რომ მას ვადა უკვე გაუვიდა და ეს უკვე მისი პრობლემა იყო. 15 მაისის ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ გეგმავენ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, როგორ ასწავლონ ჭკუა ი-----– მ-------ს, ამასთან იმუქრებიან, კიდევ თუ მოიტყუება, ძაღლივით გაუჭყლიტავენ თავს. 19 მაისის ჩანაწერში ბ----- ბ-----–---ი აშინებს ი-----– მ-------ს, ეუბნება, რომ მის თავს სთხოვენ დასასჯელად, თითქოს სადღაც უნდა მიიყვანოს და მის თვალწინ უნდა ცემონ. ამდენი გადავადების შემდეგ, ორშაბათამდე ფულს თუ არ გადაიხდის მისი ცემა მოუწევს. 20 მაისს ამცნობს, რომ მისი საქმე წასულია, სადაც ნახავენ, ცემენ და ესვრიან. 20 მაისისვე ჩანაწერში ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი გეგმავენ ი-----–თან ანგარიშსწორებას, ოღონდ ჯერ ცოტა ფული მაინც უნდა წაგლიჯონ ან ერთ ჯერზე იყარონ ჯავრი და გადააგდონ. საუბარში ჯ----–---ი და ბ-----ი ერთმანეთს უდასტურებენ, რომ ერთად უნდათ საქმის კეთება, რადგან ამ ფულს გაგრძელებაც უნდა მოყვეს. ამასთან სინანულით დასძენენ, რომ მათთვის სირცხვილია, რომ ი-----–ს ფული ვერ წაართვეს. გეგმავენ, რომ ერთ ჯერზე 5000 გამოართვან და მერე უთხრან, რომ ისეთი ,,პრაგონი“ აქვს, ურჩევნია ნაწილ-ნაწილ გადაუხადოს თანხა შეცდომის გამოსასწორებლად. 20 მაისსვე ბ----- ბ-----–---ი ამცნობს ი-----– მ-------ს, რომ მისი დასჯის გადაწყვეტილების გამოსწორება შესაძლებელია თვეში ათასი ლარის გადახდით, 5000-ს შემდეგ. ამასთან, აშინებს, ,,ქურდი“, რომ არასერიოზულს დაუძახებს, სადაც არ უნდა დაიჭირონ ან ნაიარევს დაადებენ ან დანით დაჭრიან. 22 მაისის ჩანაწერში, ჯ----–--- ო---------ი ამბობს, რომ ი-----–ს უთხა, რომ მისი, ბ-----ის და სხვა ძმების მოტყუებით კარგი არაფერი ელოდება და მისი დასასრული კარგი არ იქნება. 24 მაისის ჩანაწერში ი-----– მ-------ი უთანხმებს ბ----- ბ-----–---ს, რომ 3000 ჟ-----–ის ხალს მისცემს, 3000-სს კი მას. წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, ასევე კარგად ჩანს ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–-ის ქმედებები ი-----– მ-------ისთვის ფულის წართმევის მიზნით. 22 მაისს, ბ----- ბ-----–---ი კლავ აფრთხილებს ი-----–ს, ამ კვირაში ფულს თუ არ გადაიხდის, ჯ----–---ი სოფელში ყველას გააგებინებს, რაც არის და ამის მერე დამთავრებულია მისი საქმე და რომ მას სხვა გამოსავალი (ვარიანტი) არ აქვს. 22 მაისივე ჩანაწერში, ემუქრება ი-----–ს, ალაჰს იფიცებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის კარგად არ დასრულდება. ასევე ალაჰს იფიცებს, რომ იმდენი ნაცნობი ბიჭია, რომელსაც უნდა მას თავი მოაწონოს და საფრთხე ემუქრება. ამასთან უხსნიან რა არის ,,პრაგონი“, როდესაც შეხვედრაზე შესაძლოა მოტყუებისთვის ესროლონ. იმდენ ხალხს უნდა თავის მოწონება, მას არც კი ეცოდინება ვინ და რატომ ესროლა...
3.31. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი ერთობლივად, ძალადობის გამოყენების მუქარით სძალავდნენ თანხებს ი-----– მ-------ს.
3.32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
3.33. დაცვის მხარის პოზიციით: ა) ბრალდება დამყარებულია დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოკითხვის ოქმებზე, რომელიც არის აგენტ-პროვოკატორი გ) ჯ----–--- ო---------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს იყო იყო შეურაცხადი, რაც გამორიცხავს მის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას.
3.34. ა) სასამართლო, ასევე იმსჯელებს დაცვის მხარის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტზე დანაშაულის სავარაუდო წაქეზების თაობაზე და განმარტავს, დასტურდება თუ არა აღნიშნული, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით.
3.35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49). სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51) ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128).
3.36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 69). ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 54).
3.37. ამდენად, სასამართლო თავდაპირველად დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომლებიც შეეხებოდა წერილობითი მტკიცებულებების დაშვებასა და მოწმეთა დაკითხვას. საქმის არსებითად განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის დაზარალებულ ი-----– მ-------ის მამა, რომლებსაც არაფერი განუცხადებიათ ი-----– მ-------ის მიერ ბრალდებულების შესაძლო პროვოცირების თაობაზე, გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, დამცველის მიერ, დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული იქნა არგუმენტები დანაშაულის შესაძლო პროვოცირების თაობაზე და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ძალზედ მოცულობითი მასალები, სადაც კარგად ჩანს დაზარალებულის ურთიერთობა ბრალდებულებთან, რაც აძლევდა მხარეებს დამატებით შესაძლებლობას უშუალოდ შეეფასებინა მისი სანდოობა, რაც სასამართლოს გადმოსახედიდან მთლიანობაში არის იმ გარემოების დამაბალანსებელი ფაქტორი, რომ დაცვის მხარეს, (მათ შორის აბსოლუტურად ობიექტური და საპატიო მიზეზით) არ მიეცა შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა დაზარალებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.
3.38. მატერიალური ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 55).
3.39. იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 38).
3.40. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს იყვნენ თუ არა ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდათ თუ არა წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული, პირველი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საკითხზე (დანაშაულებრივი საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის წინასწარგანწყობის არსებობას) მსჯელობას, მოცემულ საქმესთან სრულად რელევანტური არ არის, ვინაიდან აღნიშნული კრიტერიუმი გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულთან პირდაპირი და მიზანმიმართული კავშირი ხდება ოპერატიული თანამშრომლის მიერ, რათა გამოავლინოს დანაშაული, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული თანამშრომელი შუამავლის მეშვეობით მიზანმიმართულად და აშკარად მოქმედებს დანაშაულის გამოვლენის მიზნით, როგორც ეს ,,რამანაუსკასის“ (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania) საქმეში განხორციელდა. არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც უშუალოდ ბრალდებულებთან დაკავშირება არ მომხდარა ოპერატიული თანამშრომელის მიერ, მისი მოთხოვნით ან სურვილით. როგორც საქმის მასალებით უტყუარად არის დადასტუირებული, გამოძიება უკვე მიმდინარეობდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის დანაშაულზე და მეტიც, უკვე ხორციელდებოდა ბრალდებულების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც მოხდა დაზარალებულის მოწმის სახით გამოკითხვა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ზარების ინტენსივობის და შინაარსის გათვალისწინებით, სწორედ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი იყვნენ აშკარად აქტიური და დაინტერესებულნი და ამოძრავებდათ კონკრეტული ინტერესი. კიდევ ერთი კრიტერიუმი რაც მნიშვნელოვანია დანაშაულის პროვოკაციის მატერიალური ტესტის შეფასების კონტექსტში - ბრალდებულის მიმართ ზეწოლის გამოყენების ინტენსივობა ბრალდებულების აქტიური როლისა და დაინტერესების პირობებში სახეზე არ არის და დანაშაულის წაქეზების ეს ელემენტიც არ არსებობს.
3.41. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია დანაშაულის ჩადენაში წაქეზების თაობაზე არ არის საფუძვლიანი და არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით.
3.42. ბ) რაც შეეხება, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ბრალდებულ ჯ----–--- ო---------ის შერაცხადობის საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთსაწინაარმდეგო სამხილები, რომლებსაც სასამართლო სიღმისეულად მიმოიხილავს და შეაფასებს.
3.43. შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–----------------–-----------–-------------–------------------–- ექსპერტიზის დასკვნით N-- (25.07.2018), ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ----–--- ო---------ს აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება: (შიზოფრენიისმაგვარი) ორგანული ბოდვითი აშლილობა / F 06.2/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია - ICD მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს: გუნება-განწყობის ლაბილობა, უმიზეზო და იოლი გამღიზიანებლობა, უხვი სმენითი ჰალუცინაციები, იმპერატიული შინაარსის, სუიციდალური მცდელობები, დევნის, ზემოქმედებისა და დამოკიდებულების გაშლილი ბოდვითი იდეები, არაადექვატური ქცევები, კაპგრას სინდრომი, უკრიტიკობა - საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობისა და ქცევების მიმართ. ინკრიმინირებული ქმედების დროს ჯ----–--- ო---------ი იმყოფებოდა ფსიქიკის ავადმყოფურ მდგომარეობაში, რა დროსაც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის (შეურაცხადი).
თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ო---------ს ესაჭიროება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა ა-------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------------------–-------------------.
3.44. შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–----------------–-----------–-------------–------------------–- ექსპერტიზის დასკვნით N-- (10.10.2018), ჯ----–--- ო---------ს აღენიშნება (შიზოფრენიისმაგვარი) ორგანული ბოდვითი აშლილობა /F 06.2/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით- ICD მე-10 გადასინჯვა). ქრონიკული ფსიქოზური პროცესი, და არა ფსიქოზური დაავადების გამწვავების, რეაქტიული მდგომარეობა. ამას მოწმობს თავლსაჩინოდ წინა პლანზე წამოწეული ნეგატიური სიმპტომატიკა (აუტიზაცია, ინტერესთა სფეროს - მკვეთრი შეზღუდვა, პასიურობა, ინერტულობა, ფსიქოენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითება, იოლი დაღლა, ზოგადი პროდუქტიულობის მკვეთრი დაქვეითება), ასევე ჭარბად წარმოდგენილი ორგანული ტიპის პროცესუალური ფსიქოზური დაავადებისათვის დამახასიათებული პოზიტიური სიმპტომატიკა - უხვი მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, იმპერატიული უსიამოვნო შინაარსის, დევნის, ზემოქმედების, მოწამვლისა და მეგალომანიური შინაარსის გაშლილი ბოდვითი იდეები, არაადექვატური ქცევები, კაპგრას სინდრომი, მკვეთრად დაქვეითებული კრიტიკა - საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობისა და ქცევების მიმართ.
ინკრიმინირებული ქმედების დროს ჯ----–--- ო---------ი იმყოფებოდა ფსიქიკის ავადმყოფურ მდგომარეობაში, რა დროსაც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის (შეურაცხადი).
თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ო---------ს ესაჭიროება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა ა------------–---–--------------------------------–----------------–--–------------------–-------------------.
3.45. ზემოაღნიშნული ექსპერტზის დასკვნები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა-–---------- ბ----–--–---–მა და ნ---- დ------–---–მა. ამასთან, დამატებით განმარტეს, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სისხლის სამართლის ფურცლოვანი მასალები და არა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე შეხვდნენ პაციენტს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და გაესაუბრნენ მის დედას, რომელმაც დაუდასტურათ, რომ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ჯ----–---ი არ იღებდა სამკურნალო პრეპარატებს.
3.46. ს-----–----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტის დასკვნით (08.08.2018), ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი - F23.9; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შ---------------------–---–--------------------------------–----------------–--–-------------------------), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.
3.47. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------------მა, ნ--------–---–---–მა და დ--------------ემ. ამასთან დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტები აწარმებდნენ პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან გასაუბრებებს, ასევე გაეცნენ საქმის მასალებში არსებულ სატელეფონო საუბრებს, სადაც ბოდვითი აშლილობა ან მსგავსი რამ, არ შენიშნებოდა. პაციენტის მდგომარეობა - ტრანზიტული აშლილობა არის დროებითი და საჭიროებს მკურნალობას, რადგან 1999 წლიდან შეუძლებელია ეს დაავადება ატარებდეს ქრონიკულ ფორმას. ამასთან საქმეში არ მოიპოვებოდა პაციენტის თავის ტრავმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3.48. ს-----–----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიური ექსპერტის N--------- დასკვნით (07.11.2018), ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი - F23.9; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ჯ----–--- ჯ--–--–------–- ო---------მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შ---------------------–---–--------------------------------–----------------–--–-------------------------), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
3.49. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------------მა, ნ--------–---–---–მა და დ--------------ემ, თუმცა დასკვნას არ დაეთანხმნენ ექსპერტები ა-–---------- ბ----–--–---–ი და ნ---- დ------–---–ი.
3.50. სასამართლოში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხველი ექსპერტიზის დასკვნების შეფასებისას, სასამართლომ გულდასმით შეისწავლა დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებები და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტისზის ავტორებმა განმარტეს, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სისხლის სამართლის ფურცლოვანი მასალები და არა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნა სწორედ აუდიო და ვიდე მასალები, სადაც კარგად ჩანს ჯ----–--- ო---------ის ქცევა ინკმრიმინირებული ქმედების ჩადენის დროს. ასევე დაცვის მხარის ექსპერტები განმარტავდნენ, რომ შეხვდნენ პაციენტს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მიუხედავად ამისა, ექსპერტმა ვერ ამოიცნო ბრალდებული, რომელიც სხდომის დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა და მეორე ბრალდებულზე მიუთითა, ამასთან ისევ შეცდომით ისაუბრა ჯ----–--- ო---------ზე სასამართლო სხდომის დარბაზში მისი მონაწილეობით გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალების გამოკვლევისას. რაც შეეხება ჯ----–--- ო---------ის დედას - მ--–---- ო---------ას, რომლის განმარტებებს დაეყრდნო მეტწილად დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, ეს უკანასკნელი დაიკითხა სასამართლოში, რა დროსაც დეტალურად გაიხსენა მისი რთული ორსულობა, გადატანილი ბოტკინი, შვილის ბავშვობა, როგორ ჩამოუვარდა 4-5 თვის ახალშობილი, როგორ გაიტეხა 10-12 წლის ასაკში თავი და დაადეს 8 ნაკერი, თუმცა მისი ვაჟის ცხოვრების დეტალების ზედმიწევნით სწორად მითითებისას, მოწმემ ვერ გაიხსენა საკუთარი დაბადების თარიღი, მისი ვაჟის დაბადების თარიღი კი მიუთითა შეცდომით. გარდა ამისა იგი უთითებდა, რომ აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, მისი შვილი თითქმის არ ეკონტაქტებოდა არავის, სახლიდან პრაქტიკულად არ გადიოდა ფსიქიური ავადმყოფობის გამო, მაშინ როდესაც მოწმეებმა მიუთითეს, რომ ო---------ს შეხვდენენ სხვადასხვა ადგილას, ასევე ფარული ვიდეო ჩანაწერიდანაც ჩანს, რომ ო---------ი სახლიდან მოშორებით ხვდება ი-----– მ-------ს და მსჯელობენ კონკრეტულ საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეების მიერ ექსპერტიზის დასკვნებს შორის არსებული წინააღმდეგობების შეფასებისას, სასამართლოს მეტად სანდოდ მიაჩნია ს-----–----------------–--------------------------- ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და გაცემული დასკვნა, რომლის ფონზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტის დასკვნა, მეტად არასანდოდ და არადამაჯერებლად გამოიყურება.
3.51. ამდენად, სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეაფასა სასამართლოში წამოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 223(1)-ე მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლის სამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს, მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
4.3. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, `ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ~ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირისაგან თანხის ან რაიმე სხვა მატერიალური სიკეთის გამოძალვა ხორციელდება ქურდული სამყაროს წევრის მიერ ქურდულ სამყაროში მოქმედი წესების გამოყენებით (საქმის ქურდული გარჩევა და სხვ.), ამასთან, გამოძალვა ხორციელდება ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად, ამგვარი ქმედება გამოძალვად (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი) ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან თავისი შინაარსითა და ნიშნებით ის სცდება გამოძალვის ფარგლებს და გადაიზრდება სხვა დანაშაულში, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა. საქმე ისაა, რომ მხოლოდ გამოძალვა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით, არ მოიცავს ქურდული სამყაროს წევრობის ნიშნებს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მოიცავს გამოძალვის შემადგენლობის ნიშნებსაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N-92აპ-15).
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. მოცემული დანაშაულის ჩადენისას ხელყოფის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიზანი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის ქონებას ან მოიპოვოს საკუთრების უფლება გარკვეული სახის ქონებაზე. შესაბამისად, დამნაშავე ორიენტირებულია მიიღოს მხოლოდ ქონებრივი სარგებელი, ამასთან, მიზნის მიღწევა შესაძლებელია ხელშეკრულების ან რაიმე სხვა დოკუმენტის შედგენით მასზე უფლების მოპოვების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძალვა ყოველთვის პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი და შეუძლებელია მისი არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენა, რადგან დამნაშავე ანგარებით მოქმედებს. გამოძალვის სუბიექტური მხარე სწორედ იმაში მდგომაროებს, რომ დამნაშავისათვის ცნობილია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნის უკანონო ბუნება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე კი, ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მოთხოვნის წაყენებაში გამოიხატება, რასაც თან ახლავს მუქარა დაზარალებულის იძულებისათვის. არ არის აუცილებელი მოთხოვნა გ---–--ხმობდეს მატერიალური სიკეთის უშუალოდ დამნაშავისთვის გადაცემას, არამედ შესაძლოა დამნაშავემ დაზარალებულს წაუყენოს მოთხოვნა მისთვის სასურველი პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულია მოთხოვნის წაყენების მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, დანაშაული ჩადენილი ჯგუფურად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის შეთანხმება დანაშაულის ერთობლივად ჩადენის თაობაზე დროში წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებას.
4.6. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი 2018 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით არაერთხელ დაუკავშირდნენ და შეხვდნენ ი-----– მ-------ს, რომელსაც სთხოვდნენ მუშების სახელფასე თანხებს. მას შემდეგ, რაც დათქმულ დროს - 2018 წლის 15 მაისს, ი-----– მ-------მა ვერ შეძლო დაპირებული თანხის 20000 ლარის ნახევრის - 10000 ლარის მათთვის გადაცემა, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი სისტემატურად აშინებდნენ მას ,,კრიმინალური ავტორიტეტების“ სახელით და ძალადობის გამოყენების მუქარით სთხოვდნენ ფულს. ამასთან, ცალსახად არის დადასტურებული, როგორ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჯ---–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, რომელბიც ინტენსიურად იყვნენ ერთმანეთთან კონტაქტზე, ათანხმებდნენ ყველა მოქმედებას, რათა ერთობლივი ძალებით ჩაედინათ დანაშაული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 სასამართლო განმარტავს, რომ ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე დამნაშავეების მყარ მართლსაწინააღმდეგო ნებას ჩაედინათ დანაშაული, რაც გამოიხატა დაზარალებულზე ზეწოლის ინტენსივობაში, ასევე ბრალდებულ ბ----- ბ-----–---ის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ჯ----–--- ო---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას (შეურაცხადი) და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ორივე ბრალდებულს - ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულების საზოგადოებრივი საშიშროებისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის ინტერესს.
6.5. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ჯ----–--- ო---------მა, რომელიც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არის შეურაცხადი, დაკისრებული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შ------------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–------------------- მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ელექტრონული დისკები, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; მობილური ტელეფონები, სიმბარათები და მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----–--- ო---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2. ჯ----–--- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ჯ----–--- ო---------მა დაკისრებული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შ------------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–------------------- მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
4. სასჯელის ვადის ათვლა ჯ----–--- ო---------ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.
5. ჯ----–--- ო---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა გაუქმდეს.
6. ბ----- ბ-----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
7. ბ----- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
8. სასჯელის ვადის ათვლა ბ----- ბ-----–---ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.
9. ბ----- ბ-----–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა გაუქმდეს.
10.საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
· ელექტრონული დისკები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· მობილური ტელეფონები, სიმბარათები და მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე