გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
010210017002162670
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017002162670

№2-4232/2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი’’

წარმომადგენელი - ია------–---ძე

 

მოპასუხე - ირ---–--–------–---–ი

წარმომადგენელი - ნა-------------ძე

 

მოპასუხე - ნა---------–--–------–---–ი

წარმომადგენელი - თი-------ძე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ 2- 913. 30 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 06/11/2017 წლიდან ყოველთვიურად გადასახდელად №2658440-8266521 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის 54445.46 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა, კერძოდ 06/11/2017 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 447.50 აშშ დოლარის, ხოლო 16/05/2018 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 36.37 აშშ დოლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% (ყოველდღიურად 60.22 აშშ დოლარი) ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

1.4. თანხის ამოღება მოხდეს უზრუნველყოფაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24, ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024, - იძულებითი აუქციონზე რეალიზიაციის გზით.

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:

- 2014 წლის 27 აგვისტოს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის დაიდო №0000.2658440.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ასევე 2014 წლის 27 აგვისტოს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №0000.1783740.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად ირ---–--–------–---–თან 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული №123123471393 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24 (ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024), ასევე 2014 წლის 27 აგვისტოს №1231234714401 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–------------------------------–--------ი, (ს/კ №81.01.01.786.01.502);

- №0000.2658440.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის გაფორმდა №2658440-82665221 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 61 000 აშშ დოლარი, 1823 დღის ვადით, წლიური 10% პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხებზე პირგასამატეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველდღიურად.

- 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №1231233942630 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა №0000.2658440.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სოლიდარულმა თავდებმა ნა---------–--–------–---–მა იკისრა სრული პასუხისმგებლობა ირ---–--–------–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.

- მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სს „თი---------ის“ მიმართ აქვთ ვალდებულება აუნაზღაურონ მიუღებელი შემოსავალი.

- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ ირ---–--–------–---–ის და ნა---------–--–------–---–ის მიერ ხდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდების დარღვევა, ხოლო მოპასუხეებმა 06/11/2017 წლიდან საერთოდ შეწყვიტეს სესხზე მომსახურება, სესხზე ვადაგადაცილება ფიქსირდება 06/11/2017 წლიდან, რის შემდეგაც არაერთხელ მოხდა ირ---–--–------–---–ის და ნა---------–--–------–---–ის გაფრთხილება.

- სარჩელის შემოტანის მომენტისათვის ირ---–--–------–---–ის და ნა---------–--–------–---–ის დავალიანება სს ,,თი---------ის'' წინაშე შეადგენს 72 933.30 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 54 445.46 აშშ დოლარი, დარიცხული % - 5775.34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 12 536.46 აშშ დოლარი და დაზღვევა 176.04 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ირ---–--–------–---–ის წარმოდგენილმა შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა შემდეგი:

- სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ირ---–--–------–---–ის წარმომადგენელმა ნა-------------ძემ დაადასტურა შესაგებელში დაფიქსირებული თავისი პოზიცია სარჩელის მიმართ, განმარტა, რომ ეთანხმება შემცირებული ძირი თანხის ოდენობას (ძირი თანხა 4425.46 აშშ დოლარი), პროცენტის ოდენობას (5775.34 აშშ დოლარი) და დაზღვევის თანხას (176.04 აშშ დოლარი), ის სადავოდ ხდის მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალის და პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულებასა და გონივრულობას, მოპასუხის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ არის გასული, რის გამოც იპოთეკის საგნების რეალიზაციაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა და ასევე უსაფუძვლოა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების მოთხოვნაც (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე - ნა---------–--–------–---–ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:

- თი-------ძემ განმარტა, რომ 2016 წლის 19 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნა---------–--–------–---–ი, განსხვავებით 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა, არ არის მსესხებელი, ის არის მხოლოდ თავდები და შესაბამისად არ ეკისრება მას სოლიდარული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ნა---------–--–------–---–ზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 465-ე მუხლების მოთხოვნები. ასევე განმარტა, რომ არ ეთანხმება ბანკის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტს და არც პირგასამტეხლოს ოდენობას და გონივრულობას.

 

2.3. ორივე მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე განამარტეს, რომ ბანკს არ აქვს მიუღებელი შემოსავალის (ზიანი) მოთხოვნის უფლება, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2021 წელი და მოპასუხის ირ---–--–------–---–ის მიერ გადახდილი იქნა ძირი თანხიდან 50 020 აშშ დოლარი, შესაბამისად ბანკს ზიანი არ მიყენებია, რადგან მხარემ ვადაზე ადრე დაფარა ის მიუღებელი შემოსავალი, რაც უნდა მიეღო ბანკს 2021 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

2.4. მოპასუხე ირ---–--–------–---–ის (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) მიერ წარმოდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი სს „თი---------ის“ (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) მიმართ იპოთეკის (სანივთო უზრუნველყოფის) გაუქმების შესახებ, 2019 წლის 25 იანვარს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით, შეგებებული სარჩელის გახმობის შესახებ ირ---–--–------–---–ის წარმომადგენლის ნა-------------ძის შუამდგომლობა მოპასუხე სს ,,თი---------ი"-ს (ბათუმის ფილიალი) მიმართ, იპოთეკის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და ირ---–--–------–---–ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე სს ,,თი---------ი"-ს (ბათუმის ფილიალი) მიმართ, იპოთეკის გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 27 აგვისტოს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის დაიდო №0000.2658440.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0000.2658440.001;

 

3.1.2. 2014 წლის 27 აგვისტოს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №0000.1783740.001 საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0000.1783740.001;

 

3.1.3. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად ირ---–--–------–---–თან 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული №123123471393 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24 (ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024), ასევე 2014 წლის 27 აგვისტოს №1231234714401 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–------------------------------–--------ი, (ს/კ №81.01.01.786.01.502);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულებები - №123123471393, №1231234714401’

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. №0000.2658440.0-- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის გაფორმდა №2658440-826652-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 61 000 აშშ დოლარი, 1823 დღის ვადით, წლიური 10% პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხებზე პირგასამატეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველდღიურად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0000.2658440.0--;

-საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №2658440-826652-1;

 

3.1.5. სს „თი---------მა“ 06/11/2017 წლიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სესხის ვადაგადაცილების თაობაზე გააფრთხილა მოპასუხეები ირ---–--–------–---–ი და ნა---------–--–------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გაფრთხილების წერილები;

 

3.1.6. სარჩელით თავდაპირველ მოთხოვნით ირ---–--–------–---–ის და ნა---------–--–------–---–ის დავალიანება სს ,,თი---------ის'' წინაშე შეადგენდა 72 933.30 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 54 445.46 აშშ დოლარი, დარიცხული % - 5775.34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 12 536.46 აშშ დოლარი და დაზღვევა 176.04 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვდა:

- მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ 22 913. 30 აშშ დოლარის გადახდა.

- მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 06/11/2017 წლიდან ყოველთვიურად გადასახდელად №2658440-8266521 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის 54445.46 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა, კერძოდ 06/11/2017 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 447.50 აშშ დოლარის, ხოლო 16/05/2018 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 36.37 აშშ დოლარის გადახდა.

- მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% (ყოველდღიურად 60.2- აშშ დოლარი) ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

- თანხის ამოღება მოხდეს უზრუნველყოფაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24, ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024, და მდებარე ქ. თბ--–------------------------------–--------ი, (ს/კ №81.01.01.786.01.502) - იძულებითი აუქციონზე რეალიზიაციის გზით.

- გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში მოპასუხე მოპასუხე ირ---–--–------–---–მა გადაიხადა ძირი თანხის ნაწილი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა:

- მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 06/11/2017 წლიდან ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროთ №2658440-8266521 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის 54445.46 აშშ დოლარის წლიური 10% გადახდა, კერძოდ 06/11/2017 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 447.50 აშშ დოლარის, ხოლო 16/0-/2018 წლიდან 06/11/2018 წლამდე ყოველთვიურად 36.37 აშშ დოლარის გადახდა.

- მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ დავალიანებულ ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% (ყოველდღიურად 60.2- აშშ დოლარი) ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

- თანხის ამოღება მოხდეს უზრუნველყოფაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24, ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024, - რეალიზიაციის გზით;

- გადაწყვეტილების მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ;

- გადახდის ქვითრები;

 

3.1.7. მოპასუხე ირ---–--–------–---–მა გადაიხადა რა ძირი თანხის ნაწილი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, მოპასუხე ირ---–--–------–---–ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი სესხის დარჩენილი ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ;

- გადახდის ქვითრები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ირ---–--–------–---–ის წარმომადგენელი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. აღნიშნული კი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.2. მოპასუხე ნაზიბროლა საქარიშვილი სარჩელს საერთოდ არ ცნობს იქედან გამომდინარე, რომ 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №1231233942630 არა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, არამედ თავდებობის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული პასუხისმგებლობა არ ეკისრება ირ---–--–------–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. ვინაიდან ჯერ მოსარჩელეს მსესხებლისგან არ ამოუწურავს რესურსი სესხის დაფარვაზე, თავდებზე პრეტენზიის წაყენების უფლება არ აქვს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების შინაარსით, რაც გარკვეულწილად სამართლებრივი შეფასების კატეგორიაცაა (ხომ არ არის მასში ბუნდოვანება, რაზზეა გამოვლენილი მხარეთა ნება და ა. შ) და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასების დროსაც, თუმცა ამავდროულად დასადგენია, რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები (სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ი) №1231233942630 ხელშეკრულებით და ხომ არ ექვემდებარება მისი შინაარსი განმარტებას.

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №1231233942630 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა №0000.2658440.0-- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარულმა თავდებმა ნა---------–--–------–---–მა იკისრა სრული პასუხისმგებლობა ირ---–--–------–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №1231233942630 (2.4. პუნქტი).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხე ირ---–--–------–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აგრეთვე, მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იყო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სხვა მოპასუხესთან - ნა---------–--–------–---–თან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის - სესხის ძირი თანხისა და სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ვინაიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებაც, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთულ საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

-საქართველოს კონსტიტუცია;

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №0000.2658440.0-- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის გაფორმდა №2658440-826652-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 61 000 აშშ დოლარი, 1823 დღის ვადით, წლიური 10% პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხებზე პირგასამატეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველდღიურად.

 

ასევე დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია უძრავი ქონების იპოთეკა და სოლიდარული თავდებობა.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სურვილი ჰქონდათ თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის, 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ირ---–--–------–---–ს შორის გაფორმდა №2658440-82665221 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 61 000 აშშ დოლარი, 1823 დღის ვადით, წლიური 10% პროცენტის დარიცხვით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.6. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

6.7. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული №123123471393 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24 (ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024), იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, 2016 წლის 19 თებერვალს სს „თი---------სა“ და ნა---------–--–------–---–ს შორის დაიდო №1231233942630 თავდებობის ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად მოპასუხე ნა---------–--–------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა ნა---------–--–------–---–მა იკისრა სრული პასუხისმგებლობა ირ---–--–------–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.

 

მხარეებს შორის აღნიშნულზე შეთანხმება, 895-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, გათვალისწინებულია ხელშეკრულების 2.4. პუნქტით, რომლის თანახმადაც თავდებმა ნა---------–--–------–---–მა იკისრა სრული პასუხისმგებლობა ირ---–--–------–---–ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ. ამ მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და მისი შინაარსიც ასე უნდა განიმარტოს.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.10. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ირ---–--–------–---–მა საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა არათუ ორ ვადაზე მეტი, არამედ უფრო მეტიც, 06.11.2017 წლიდან მსესხებელმა საერთოდ შეწყვიტა სესხზე მომსახურება-გადახდა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

ცალკე შესაფასებელია საკითხი - მოსარჩელემ ირ---–--–------–---–ს აცნობა თუ არა ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ და დაუნიშნა თუ არა ორი კვირის ვადა, ვადაგადაცილებული ორი შენატანის ჩამორჩენის აღმოფხვრის შესახებ. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ მოსარჩელემ ირ---–--–------–---–ს აცნობა ორზე მეტი ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.

 

დაუშვებელია მოვალე თავის ნებაზე ასრულებდეს ვალდებულებას და სესხს ფარავდეს არა ისე, როგორც გრაფიკითაა (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული, არამედ ისე, როცა უნდა და როგორც უნდა. ამ ასეთი პრინციპით გადახდით, დაუცველი დარჩება კრედიტორის ინტერესი დროულად მიიღოს კრედიტის ის ნაწილი, რაც გრაფიკითაა გათვალისწინებული. ასეთი რამ ეწინააღმდეგება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის პირობას. თუ მოვალემ კრედიტის დაფარვის ორ ვადას გადააცილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოვალის მდგომარეობა გაუარესდა და საფრთხე ექმნება დარჩენილი ნაწილის დაბრუნებასაც. ან კიდევ, ადგილი აქვს მოვალის არაკეთისლსინდისიერებას. ბუნებრივია ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია ზიანის წარმოშობასთან. ზიანის თავიდან აცილების მიზნით კრედიტორმა რაღაც უნდა მოიფიქროს და ეს რაღაც ზუსტად ისაა, რომ მოვალეს გააფრთხილებს ვადაგადაცილების აღმოფხვრის შესახებ. თუ მოვალე გაითვალისწინებს და ვადაგადაცილებას აღმოფხვრის, ამით ორივე მხარე თავიდან აიცილებს ზიანს და მხარეები ჩადგებიან თანაბარ სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე ხელშეკრულებას შეწყვეტს. აქვე აუცილებელია ნორმის შინაარსის განმარტებაც. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ორ კვირიანი ვადა ხელშეკრულების შეწყვეტის ძალაში შესვლასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იგი ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლინებასთან არაა დაკავშირებული. კრედტიორს შეწყვეტის ნების გამოვლენა შეუძლია ორი კვირის ვადის დაცვის გარეშეც, მაგრამ ნების გამოვლენა მხოლოდ მაშინ უნდა შევიდეს ძალაში, როცა ორი კვირის ვადა უშედეგო აღმოჩნდება.

 

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 7 ნოემბერს მიუხედავად იმისა, რომ მასში მითითებულია, რომ მოსარჩელე მოითხოვს მთლიანი თანხის დაბრუნებას, ირ---–--–------–---–მა არც სარჩელის აღძვრამდე და არც მას შემდეგ ჩამორჩენა არ აღმოფხვრა და დავალიანება არ დაფარა. სარჩელის აღძვრით მოსარჩელემ გამოხატა ნება, რომ ის ხელშეკრულებას წყვეტდა. ახლა უნდა შევაფასოთ ნების გამოვლენიდან გავიდა თუ არა ორი კვირის ვადა და შეწყვეტის ნების გამოვლენა უკვე არის თუ არა ძალაში. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ როდის გაიგო ირ---–--–------–---–მა იცოდა თუა არ, რომ მოსარჩელე სესხის დაფარვას ითხოვდა, ასევე რომ ვადაგადაცილების აღმოუფხვრელობისას მოსარჩელე ხელშეკრულებას შეწყვეტდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ირ---–--–------–---–მა იცოდა, რომ ბანკი თანხის გადახდას სთხოვდა. სხვა საკითხებს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ყურადსაღებია სარჩელის საკითხი. თუ შეტყობინება არ მიუღია, ირ---–--–------–---–მა, რომ სარჩელი მიიღო, ეს მაინცაა ცნობილი. მას შეეძლო სარჩელის მიღების შემდეგ ვადაგადაცილების პერიოდის თანხა გადაეხადა. ირ---–--–------–---–მა სარჩელიდან უკვე იცის, რომ ვადის აღმოუფხვრელობის გამო, მასთან ხელშეკრულება შეწყდება, მაგრამ მან არ აღმოფხვრა ვადაგადაცილება, უფრო მეტიც მან მზადყოფნა არ გამოცხატა ერთდროულად გადაეხადა განვლილი პერიოდის გადასახადელი ნაწილი და ამ პირობით მორიგებულიყვენ. ამდენად წინამდებარე შემთხვევაში არსებობს საქ. სკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ირ---–--–------–---–ს აქვს ორ ვადაზე მეტი გადაცილება და მას ვადაგადაცილებული ვალდებულების აღმოსაფხვრელად ჰქონდა არათუ ორკვირიანი ვადა, არამედ მეტი ვადაც კი, რაც მან არ გამოიყენა ვადაგადაცილების აღმოსაფხვრელად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ირ---–--–------–---–ისგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ირ---–--–------–---–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ კრედიტით სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, არსებობს საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ირ---–--–------–---–ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.12. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 10 %-ს.

 

6.13. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. ირ---–--–------–---–მა გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით ირ---–--–------–---–ს გადასახდელი აქვს სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი 0.1%.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ირ---–--–------–---–მა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა - 12000 აშშ დოლარი. იმის ათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ 3 თვის ვადის - 90 დღის ვადაგადაცილებისათვის, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ ხედავს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.

 

6.15. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ირ---–--–------–---–თან დადებული ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ნა---------–--–------–---–მა. მან იკისრა ვალდებულება ირ---–--–------–---–თან ერთად პასუხი აგოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ ირ---–--–------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ირ---–--–------–---–ა აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ირ---–--–------–---–ის, ასევე ნა---------–--–------–---–ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.16. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ”.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს”.

 

6.17. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24 (ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024), იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

6.18. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ირ---–--–------–---–მა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. მან გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.19. სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა არაა უფლების ბოროტად გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ პირველ რიგში იპოთეკის დანიშნულებაა სესხის უზრუნველყოფა. ანუ თუ მოვალე სესხს არ იხდის, მაშინ იგი ამოღებული უნდა იქნას იმ უძრავი ქონების რეალიზაციიდან, რაზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდენ. მოვალე კრედიტორს გაურიგდა მასზედ, რომ თუ სესხს არ დაუბრუნებდა, სესხი დაიფარებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. მასზე უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციის მინიჭებით, ამ ინსტიუტს დაეკარგება დანიშნულება. მოსარჩელე იმპერატიულად არ მოითხოვს იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ის ქონების რეალიზაციას ითხოვს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოპასუხე არ დაფარავს დავალიანებას. ასეთ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.20. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ ხელშეკრულების 13.14 პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადავო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.14 პუნქტის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი. სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხემ ნაწილობრივ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ნაწილობრივ.

 

საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განიმარტა, მოპასუხე ნა---------–--–------–---–ი სარჩელს არ ცნობს ზოგადად, არ აკონკრეტებს თუნდაც თანხის ნაწილს, რომლის გადახდასაც ეთანხმება, რათა სასამართლო იმსჯელოს საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხე ირ---–--–------–---–ს, მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც მოპასუხეებს შორის უნდა გადანაწილდეს ამის გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. სს ,,თი---------ის” მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლისა და თავდების სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თი---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს მოსარჩელის სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 4425.46 აშშ დოლარი;

 

1.2. მოპასუხეებს - ირაკლი შაქარიშვილს და ნა---------–--–------–---–ს მოსარჩელის სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პროცენტი - 5775.34 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.3. მოპასუხეებს - ირაკლი შაქარიშვილს და ნა---------–--–------–---–ს მოსარჩელის სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო - 12000.00 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.4. მოპასუხეებს - ირაკლი შაქარიშვილს და ნა---------–--–------–---–ს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დაზღვევის თანხა - 174.04 აშშ დოლარის ოდენობით;

1.6. მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოთ მიექცეს მოპასუხე ირ---–--–------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №25, ბინა №24, ს/კ №0-.2-.2-.0--.04.024. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, იძულებით აღსრულებას მიექცეს ირ---–--–------–---–ის და ნა---------–--–------–---–ის კუთვნილი სხვა ქონება.

 

2. მოპასუხეებს - ირ---–--–------–---–ს და ნა---------–--–------–---–ს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 2300 ლარის ოდენობით, საიდანაც მოპასუხე ირ---–--–------–---–ს ეკისრება 1400 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ნა---------–--–------–---–ს კი 900 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელეს სს ,,თი---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 07/11/2017წ. №6510 საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია - 5000 ლარი) 2700 ლარი. (გადამხდელის დასახელება - სს ,,თი---------ი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე