გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
050210019002894650
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210019002894650 (N2/207-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი"

წარმომადგენელი - ნა-------------–--ლი, ნი----------–---–ი

მოპასუხე - და----------ა

წარმომადგენელი - ტო-------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. და----------ას შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 5863.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3536.78 ლარი, სარგებელი - 1597.36 ლარი და პირგასამტეხლო - 729 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

20---–-–---------------ს შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N D----------, რომლის საფუძველზე, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოსარჩელემ და----------ას თვეში 5% -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 3814 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი ,,ოპ--–--------ა'' სარეგისტრაციო ნომერი B-------------–------–--–-------------------------–-------------------------------------–-------–------------------, თუმცა გირავნობის საგანი აღმოჩნდა დაზიანებული. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 18 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 327 ლარის გადახდით.

 

მოპასუხის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნა გადახდილი მხოლოდ ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული 2 თვის გადასახადი, ხოლო მომდევნო თვეების გადასახადი არ გადაუხდია. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მას შპს ,,მი--------------------ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება: სესხი - 3536.78 ლარის ოდენობით, სარგებელი - 2017 წლის 25 ნოემბრის და ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისათვის სესხის 5%, რაც შეადგენს 176.83 ლარს, ვინაიდან, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 09 თვე (25.11.17 წლიდან -25.07.18 წლის ჩათვლით) და 01 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადეგენს - 1597.36 ლარს (176.83X9+1 ერთი დღის სარგებელი 5.89 ლარი), პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 03 ლარის ოდენობით, (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა), ვინაიდან 2017 წლის 25 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 243 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 729 ლარს (243X3);

 

ვინაიდან გირავნობის საგანი აღმოჩნდა დაზიანებული, 2018 წლის 18 ივნისს მოპასუხისადმი გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინება, არსებული დავალიანების თაობაზე და მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 26 ივნისამდე დავალიანების დასაფარად, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე და----------ამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რეალურად მოპასუხემ შეიძინა ავტომობილი განვადებით, რომლის შესაძენად საჭირო თანხა მოსარჩელემ გაუნაწილა 18 თვიანი გარფიკის მიხედვით. ავტომობილი უნდა ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში, თუმცა ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლის მქონე, რაზეც მოპასუხემ გამოხატა პრეტენზია და მოითხოვა მისი შეკეთება. შეკეთების ხარჯი უნდა გაეწია მას, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო აენაზღაურებინა გაწეული დანახარჯები. მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება მისთვის დაერიცხა პროცენტი და ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შეუსრულებლობას, პირიქით მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 20---–-–---------------ს, შპს ,,მი--------------------ისა'' და და----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ND---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, და----------ას თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 18 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3814 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 12 ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე დღიდან თითოეული ვადაგადცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირი თანხის წლიური 150%-ისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-24);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 27);

 

3.2.2. 20---–-–---------------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: ,,ოპ--–--------ა'' სარეგისტრაციო ნომერი B------, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო N W-------------------------------–-------–------------------; გირავნობის სახედ გამოყენებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობა. გირავნობის საგანი დარჩა დამგირავებლის მფლობელობაში და მოგირავნისათვის მისი მფლობელობაში გადაცემა უნდა მომხდარიყო მისი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 4.5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-24).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

3.2.3. შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის 20---–-–---------------ს დადებული ND---------- საკრედიტო შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამსესხებელმა მსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადასცა სესხი 3814 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა მიიღო. ამავე შეთახმების მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გადაცემისთანავე მსესხებელმა გამსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადაუხადა ავტომობილზე გირავნობის რეგისტრაციისათვის შსს ,,მომსახურების სააგენტოს“ მიერ დადგენილი საფასური 170 ლარის ოდენობით, შესაბამისად მსესხებლისათვის ხელზე დარჩენილი/გასატანი თანხა შეადგენდა - 3644 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო შეთანხმება (იხ. ს.ფ. 25-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. და----------ას მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მი--------------------ს“ შორის 15.08.2017 წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 2 თვის გადასახადი, ხოლო შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 27);

- წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 29);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N1-------- ცნობის თანახმად, 15.08.2017 წლის საქართველოს შსს ინფორმაციული უზრუნველყოფის და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სარეგისტრაციო ნომერი B------, მარკა, მოდელი - ,,ოპ--–--------ა'', გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო N W-------------------------------–-------–------------------, მესაკუთრე არის - და----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N1-------- ცნობა (ს.ფ. 28).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.6. ვინაიდან გირავნობის საგანი აღმოჩნდა დაზიანებული, შპს ,,მი--------------------ის“ მიერ 2018 წლის 18 ივნისს მოპასუხისადმი გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინება, არსებული დავალიანების თაობაზე და მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 26 ივნისამდე დავალიანების დასაფარად, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.7. 20---–-–---------------ს, შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ND---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 3536.78 ლარი, სარგებელი - 1597.36 ლარი და პირგასამტეხლო - 729 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის განმარტას მასზედ, რომ თითქოს 20---–-–---------------ს, შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ND---------- ხელშეკრულება, რეალურად წარმოადგენდა ავტომობილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის შესაძენად საჭირო თანხა მოსარჩელემ გაუნაწილვადა მოპასუხეს 18 თვიანი გარფიკის მიხედვით. ავტომობილი უნდა ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში, თუმცა ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლის მქონე, ამდენად, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება მოპასუხისადმი დაერიცხა პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, პირიქით მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეს ერთის 20---–-–---------------ს, შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ND---------- ხელშეკრულება, რომელიც ხემოწერილია მოპასუხის მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე გაეცნო და დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

 

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამოდინარე ვერ ჩაითველბა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადაო ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ მხარეთა შორის ნასყიდობა გადახდის განვადებით სამართალურთიერთობის დადგენის საფუძველი გახდეს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,მი--------------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-268-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს, შპს ,,მი--------------------სა'' და და----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ND---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, და----------ას თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 18 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3814 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 12 ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე დღიდან თითოეული ვადაგადცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირი თანხის წლიური 150%-ისა. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ,,ოპ--–--------ა'' სარეგისტრაციო ნომერი B-------------–------–--–-------------------------–-------------------------------------–-------–------------------, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მი--------------------ს“ შორის 15.08.2017 წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 2 თვის გადასახადი, ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3536.78 ლარისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული სარგებლის - 1597.36 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

15.08.2017 წელს შპს „მი--------------------სა“ და და----------ას შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 12 ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე დღიდან თითოეული ვადაგადცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირი თანხის წლიური 150%-ისა. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 729 ლარისა.

 

6.3. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 175.89 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხე და----------ას მოსარჩელე შპს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 154.02 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (5134.14 ლარის 3%), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მი--------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე და----------ას შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 5134.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3536.78 ლარი, სარგებლის - 1597.36 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე და----------ას შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ -154.02 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე