განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
050100118002683988
დავის ტიპი
260 3 ე , 273
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-3---18

განაჩენი

საქართველოს სახელით

16.0-.2019 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ----------------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: დ-----------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: შ-----------------ია

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 2-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ლ--------ი, სოფელი ა----ი

რეგისტრირებული: ლ--------ი, სოფელი ა----ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლი.

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით, ასევე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- ნოემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავის 2-3-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე შ-----------------იამ, 2018 წლის 5 სექტემბერს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება a-PVP (ალფა-პვპ), რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და მისგან, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------ში, 2018 წლის 6 სექტემბერს, ღამის საათებში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით, ასევე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- ნოემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავის 2-3-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე შ-----------------იამ, 2018 წლის 5 სექტემბერს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება -11,31 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და მისგან, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------ში, 2018 წლის 6 სექტემბერს, ღამის საათებში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით, ასევე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- ნოემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე შ-----------------იამ, ექიმის დანიშნულების გარეშე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები- ბუპრენორფინი, მეთადონი (მეტადონი), ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რაც დაუდგინდა 2018 წლის 6 სექტემბერს ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

2.1. 2018 წლის 26 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ-----------------იას მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა შ-----------------იამ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-0-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-----------------იას მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ-----------------იას ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში: უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-–----–--------ძის პატაკი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შ-----------------იას პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, შ-----------------იას პირადი ჩხრეკის ოქმი და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებული ნივთმტკიცებები - დაზიანებულ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული a- PVP-ს (ალფა-პვპ) შემცველი 4 მლ სითხე და 11,31 გრამი გამომშრალი მარიხუანა, შუამდგომლობა შ-----------------იას პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება შ-----------------იას პირადი ჩხრეკის კანონიერების შემოწმების შესახებ, 2018 წლის 6 სექტემბრის ნარკოლოგიური შემოწმების N9------ დასკვნა, 2018 წლის 6 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის Nქ/550 დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენი, ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინება, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- ნოემბრის განჩინება, მოწმეების: ი-–----–--------ძის, მ-----–------ის, გ---------------–--ის, დ------------ის, ი-----–----–--ის და დ-----------ის ჩვენებები, ბრალდებულ შ-----------------იას აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია შ-----------------იას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2- იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/200-) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/0 -, § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §14-, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10-90/93, 06/1-/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ-----------------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით, რის გამოც შ-----------------ია ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

შ-----------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ-----------------იამ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

შ-----------------ია ნასამართლევია არაერთხელ, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით, შ-----------------ია გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 2-3-ე მუხლით (მარიხუანას, ამფეტამინის და მეტამფეტამინის უკანონოდ მოხმარებისთვის) და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით, გაუქმდა მსჯავრდებულ - შ-----------------იას მიმართ ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 9 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით, შ-----------------იას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნულმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, შ-----------------იას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით. აღნიშნულ განაჩენში ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით და შ-----------------ია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ მიემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული და 2017 წლის 23 მაისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, შ-----------------იას დაენიშნა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, შ-----------------ია გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 2-3-ე მუხლით (მარიხუანას, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს (ექსტაზი) უკანონოდ მოხმარებისთვის) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2- ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ-----------------იას საბოლოოდ მიესაჯა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, შ-----------------იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შ-----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი, შ-----------------იას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისა და დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დარჩენილი, 11.21 გრამი გამომშრალი მარიხუანა და დაზიანებულ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 3.5 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება a-PVP (ალფა-პვპ) და რომლებიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-7-ე და 292-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-----------------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. შ-----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

1.2. შ-----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31–ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1.3. შ-----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-3–ე მუხლით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ შ-----------------იას საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2. შ-----------------იას პატიმრობის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან.

 

3. შ-----------------ია მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

4. შ-----------------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 სექტემბრიდან, 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

5. მსჯავრდებულ შ-----------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. შ-----------------იას (პირადი ნომერი 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ-------------ას (პირადი ნომერი 2----------), თ--------ას (პირადი ნომერი 2----------) და ზ-----------ას (პირადი ნომერი 2----------) თანასაკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ლ--------ის მუნიციპალიტეტი სოფელი შ-------ი, ფართობით 1-94 კვ. მეტრი, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ლ--------ი, კოდი 2-, სექტორი - შ-------ი - 0-, კვარტალი 4-, ნაკვეთი 0--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. მსჯავრდებულ შ-----------------იას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

7. მსჯავრდებულ შ-----------------იასათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

8. განაჩენი გადაეგზავნოს ლ--------ის რაიონულ სამმართველოს.

 

9. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

9.1. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დარჩენილი, 11.21 გრამი გამომშრალი მარიხუანა და დაზიანებულ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 3.5 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება a-PVP (ალფა-პვპ), რომლებიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

1-. მსჯავრდებულ შ-----------------იას უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა