გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
080210016001376625
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210016001376625

№ 2/971-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.04.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მ-----ნი ია დვალიშვილი

მოსარჩელე – გუ-–----ა ჯი–-------ი;

წარმომადგენელი - თე----- გო----ე;

მოპასუხე – გუ-–---- მ-----ნი, ა-- გი------–---–-;

წარმომადგანელი – გ--–- ჩი----;

მოპასუხეები - და---- ცუ–------ე, ელ------- ცუ–------ე (არ გამოცხადდნენ);

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს და---- ცუ–------ეს, ელ------- ცუ–------ეს, გუ-–---- მ-----ნს და ა-- გი------–---–ს გუ-–----ა ჯი–-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.2. დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის -და---- ცუ–------ის (პ.ნ.6----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, შენობა N2, 10/89 კვ.მ მანსარდის (ს.კ. 01--------------------3) იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 04 ივლისს გუ-–----ა ჯი–-------ს და ელ------- ცუ–------ეს, როგორც და---- ცუ–------ის წარმომადგენელს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, სესხის თანხა შეადგენდა 17000 აშშ დოლარს, სარგებლის სახით უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, საცხოვრებლად გადაეცემოდა გუ-–----ა ჯი–-------ს, ამავე დროს ეს ფართი დაიტვირთა იპოთეკით. რეალურად კი მხარეებს შორის შედგა სხვა შეთანხმება, სესხის ნაწილი - 4000 აშშ დოლარი გადაეცა გუ-–---- მ-----ნს, რის გამოც მან და---- და ელ------- ცუ–------ესთან ერთად ივალდებულა, როგორც სესხის დროულად დაბრუნება, ისე ბინით სარგებლობის უფლების რეალიზება, შვილიშვილის, ა-- გი------–---–-ს სახელზე ჩუქების ხელშეკრულებით დარეგისტრირებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. თბილისი ბ.ბაგრატიონის ქ. N71. შეთანხმების საფუძველზე, ოჯახთან ერთად გადავიდა მითითებულ ბინაში, ჩაატარა იქ რემონტი და დაიწყო ცხოვრება ვალის დაბრუნებამდე. მოგვიანებით მოპასუხეებმა რადიკალურად შეცვალეს მის მიმართ დამოკიდებულება, და დაიწყეს გარიგების თავისებურად ინტერპრეტირება, სესხის თანხა კი არ დაუბრუნებიათ.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა გუ-–---- მ-----ნმა და ა-- გი------–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.

2.2. მოპასუხეებს და---- ცუ–------ეს და ელ------- ცუ–------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 04 ივლისს გუ-–----ა ჯი–-------ს და ელ------- ცუ–------ეს, როგორც და---- ცუ–------ის წარმომადგენელს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გუ-–----ა ჯი–-------მა ერთი წლის ვადით, ანუ 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით, და---- ცუ–------ეს სესხის სახით გადასცა 17000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა და---- ცუ–------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, შენობა N2, 10/89 კვ.მ მანსარდის (ს.კ. 01--------------------3). მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გუ-–----ა ჯი–-------ს შეეძლო ესარგებლა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით, კერძოდ, გამოეყენებინა იგი საცხოვრებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება ( ს.ფ. 19-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);

3.2.2. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისგან სესხი და---- ცუ–------ის გარდა მიიღო სხვა მოპასუხეებმაც, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ და---- ცუ–------ის მიმართ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-104-ე, 463-464-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 04 ივლისს გუ-–----ა ჯი–-------ს და ელ------- ცუ–------ეს, როგორც და---- ცუ–------ის წარმომადგენელს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გუ-–----ა ჯი–-------მა ერთი წლის ვადით, ანუ 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით, და---- ცუ–------ეს გადასცა 17000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა -და---- ცუ–------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, შენობა N2, 10/89 კვ.მ მანსარდა (ს.კ. 01--------------------3). მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გუ-–----ა ჯი–-------ს შეეძლო ეცხოვრა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაში.

ამდენად, გამსესხებელმა გუ-–----ა ჯი–-------მა სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, და---- ცუ–------ეს გადასცა თანხა 17000 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს არც შეთანხმებულ ვადაში და არც შემდგომ არ დაუბრუნებია, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

რაც შეეხება მოთხოვნას, სხვა მოპასუხეებზე თანხის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

გუ-–----ა ჯი–-------ი სოლიდარულ მოვალედ მიიჩნევს ელ------- ცუ–------ეს, რომელიც სესხის ხელშეკრულების დადების დროს იყო მსესხებლის წარმომადგენელი, თუმცა არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მან მიიღო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და იკისრა მის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლით, იმ გარიგებით,რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

მითითებული და--წესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ელ------- ცუ–------ის მიმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება მოპასუხეებს გუ-–---- მ-----ნს და ა-- გი------–---–ს, მოსარჩელის განმარტებით, ისინი იყვნენ ხელშეკრულების მხარეები, თუმცა ეს წერილობით დოკუმენტში არ ჩაწერილა. მითითებული სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე, რომლის ჩვენებასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს საკმარისად, შემდეგ გარემოებათა გამო: სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი, მსესხებელს. აქედან გამომდინარე, ზეპირი ხელშეკრულების პირობებში, როცა მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები. საქმეზე ას-1245-1168-2015, საკასაციო სასამართლომ განმარტა, შემდეგი: „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის _ გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. საგულისხმოა თავად მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, მატერიალური სამართალი ადგენს თუ არა ხელშეკრულების დადების ფაქტის გარკვეული მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულებას (როგორიცაა, მაგ: სკ-ის 312-ე მუხლი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალი ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა (სსკ-ის 429 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დასადასტურებლად მოსარჩელემ მხოლოდ მოწმე წარმოადგინა, რაც არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების გ---–-------------- და ა-- გ-------–---–----იმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა და---- ცუ–------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, შენობა N2, 10/89 კვ.მ მანსარდა (ს.კ. 01--------------------3. ვინაიდან და---- ცუ–------ემ არ გადაიხადა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1095.15 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და---- ცუ–------ეს გუ-–----ა ჯი–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხა.

7. სარჩელის უზრუნველყოფა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გუ-–----ა ჯი–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. და---- ცუ–------ეს გუ-–----ა ჯი–-------ის (პ.ნ. 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 17000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.2. დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის, და---- ცუ–------ის (პ.ნ.6----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა თე-----------------–------------------------ N5, შენობა N2, 10/89 კვ.მ მანსარდის (ს.კ. 01--------------------3), იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

2. მოპასუხე და---- ცუ–------ეს გუ-–----ა ჯი–-------ის (პ.ნ. 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 1095.15 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე