გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
330310017002232573
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8743-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თ----- ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,დ---–-----------ი ა-------ა“

წარმომადგენელი - ვ------- ც------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს-------- ლ--------

 

მესამე პირი - ნ--- შ---------

 

მესამე პირი - ბ------ შ---------

 

მესამე პირი - ბ------ შ---------

წარმომადგენელი - ნ--- შ---------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აღმასრულებლის მოქმედების ნაწილობრივ უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება;

 

1.2. უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის ქმედება, ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–-----------ი ა-------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში (დაზუსტებული მოთხოვნა, 04.05.2018 წლის სხდომის ოქმი);

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება (დაზუსტებული მოთხოვნა, 26.02.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

3.1. მესამე პირი და მესამე პირის - ბ------ შ---------ს წარმომადგენელი ნ--- შ--------- არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. მესამე პირი - ბ------ შ--------- სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2--------), შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ--- შ--------ების უკანონო მფლობელობიდან. დაევალათ ბ------ და ნ--- შ--------ებს, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი. ასევე, მოპასუხეებს გადახდათ მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

- ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გამზ. N3--ში მდებარე მიწის ნაკვეთი N40/224, ფართობით 752 კვ.მ წარმოადგენს დ---–-----------ი ა-------ის საკუთრებას;

- მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მეზობლად მდებარე 353 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ--- და ბ------ შ--------ების საკუთრებას;

 

- დადგენილია, რომ ნ--- და ბ------ შ--------ების მფლობელობაში არის 402,53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და იგი 46,44 მ2-ით შეჭრილია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, საიდანაც 10,22 კვ.მ. დაკავებული აქვს მოპასუხეების კუთვნილ შენობას. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2006 წლის 25 ოქტომბერს გაცემული დასკვნით. ასევე, ექსპერტების მიერ დასკვნის ირგვლივ მიცემული განმარტებებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე N2--------) აღსრულების მიზნით, ამავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 03 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2--------), რომელშიც მიეთითა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იძულებით აღსასრულებელი შემდეგი პუნქტები:

- გამოთხოვილ იქნას ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ--- შ--------ების უკანონო მფლობელობიდან;

- დაევალოთ ბ------ და ნ--- შ--------ებს, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი;

- გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2--------) (ს.ფ. 100-103);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2--------) (ს.ფ. 104);

 

4.2. 2010 წლის 15 თებერვალს, შპს ,,დ---–-----------მა ა-------ამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2--------) და მის საფუძველზე გაცემული 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2--------) და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნების იძულებით აღსრულება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 194);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2--------) (ს.ფ. 195);

 

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის (საქმე N2--------) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელმა NA------------ წერილით მიმართა მოვალეებს: ბ------ და ნ--- შ--------ებს და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2--------, რომლის თანახმად, ,,გამოთხოვილ იქნას ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ--- შ--------ების უკანონო მფლობელობიდან; დაევალოთ ბ------ და ნ--- შ--------ებს, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი; გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.“

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA------------ წერილით, ბ------ და ნ--- შ--------ებს მიეცათ წინადადება გაფრთხილების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით სისრულეში მოეყვანათ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალეებს განემარტათ იძულებითი აღსრულებისა და დამატებით, აღსრულების ხარჯების დაკისრების თაობაზე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA------------ წერილი მოვალე ნ--- შ---------ს ჩაბარდა 2010 წლის 19 აპრილს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA------------ წერილი (ს.ფ. 197);

 

4.4. 2017 წლის 27 მარტს, ნ--- შ---------მ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განცხადებაში მიუთითა, რომ სააღსრულებო საქმეში, სადაც შპს ,,დ---–-----------ი ა-------ა“ ითხოვს ქ. თბილისში, ა-–-ყ-------ს გამზ. N3--ში არსებულ ნ--- და ბ------ შ--------ების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და შენობის ნაწილის დემონტაჟს, იგი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს მოვალეს, ვინაიდან ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში არსებული უძრავი ქონება (საკ. კოდი 0---------------) არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2017 წლის 27 მარტის განცხადება (ს.ფ. 96);

 

4.5. 2017 წლის 26 ივნისს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ აღრიცხულია თუ არა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში, ფართით 46.44 კვ.მ. შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავე წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია თუ არა ბ------ შ---------ს (პ/ნ 6----------) ან/და ნ--- შ---------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 26 ივნისის N4---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივნისს, N2----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდზე, ბ------ შ---------ს (პ/ნ 6----------) და ნ--- შ---------ს (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, სიტუაციური ნახაზი, უძრავი ნივთის მონიშვნით, მასშტაბით 1:2000, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსია W----- კოორდინატთა სისტემასა და U-- პროექციაში.

 

ამავე წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი ნომრებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით. მასვე ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ით რეგისტრირებულია რამოდენიმე უძრავი ნივთი. ვინაიდან ვერ ხერხდება განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის ყ-------ს გ-------- N3--ის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა, მომართვაზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს ეთხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის მონიშვნით შედგენილი სიტუაციური ნახაზის, მასშტაბით 1:2000; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიის, W----- კოორდინატთა სისტემასა და U-- პროექციაში ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის წარდგენა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N2----- წერილს თან დაერთო ტექნიკური აღრიცხვის არქივის ინფორმაცია ჯამური ცნობა-დახასიათების სახით და სართულებრივი გეგმის ასლები. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაცული დოკუმენტებით (ნოტარიალური ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები და საინვენტარიზაციო გეგმები), რომლებშიც ხშირ შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ წილობრივი მონაცემები განკარგული საგნისა და მთელი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართების მრიცხველის და მნიშვნელის სახით, ვერ ხერხდება ფართების იდენტიფიკაცია და სართულებრივ გეგმაზე არსებული ამა თუ იმ ფართის მფლობელის დადგენა, ვინაიდან სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართების კონკრეტული ადგილმდებარეობა (რომელ ლიტერში, რომელ სართულზე და შენობის რომელ მხარეს მდებარეობს) მითითებული არ არის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის 2017 წლის 26 ივნისის N4---- წერილი (ს.ფ. 47-48);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N2----- წერილი (ს.ფ. 57-58);

 

4.6. 2017 წლის 20 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელმა NA---------------- წერილით მიმართა შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. წერილში მიეთითა, რომ აღსრულების პოლიციამ 2017 წლის 26 ივნისს N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია: ა) დღეის მდგომარეობით აღრიცხული იყო თუ არა კრედიტორის - შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე: ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში, ფართით 46,44 კვ.მ. ასევე იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ) შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო თუ არა ბ------ შ---------ს ან/და ნ--- შ---------ს საკუთრებაში, შესაბამისი ამონაწერი და იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. აღსრულების პოლიციელმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული 2017 წლის 29 ივნისის N2----- წერილით ირკვეოდა, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ით რეგისტრირებულია რამდენიმე უძრავი ნივთი. შესაბამისად ვერ მოხერხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–-ყ-------ს გ-------- N3-) ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა.

 

2017 წლის 20 ივლისის NA---------------- წერილით შპს ,,დ---–----------- ა-------ას“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ეთხოვა დაედგინა, დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონება (ა-–-ყ-------ს გ-------- N3-) კრედიტორის - შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში. ასევე, მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება. ამავე წერილით, შპს ,,დ---–----------- ა-------ას“ ეთხოვა ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გაფრთხილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს ზემოთაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე მიმართვას). მასვე განემარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა უკან, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდებოდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის 2017 წლის 20 ივლისის NA---------------- წერილი (ს.ფ. 69-70);

 

4.7. 2017 წლის 25 ივლისს, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილებას და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა აღსრულების პოლიციის მიერ დადგენილ ხარვეზს. განცხადებაში მიეთითა, რომ ბიუროს გააჩნია ყველა მასალა იმისთვის, რომ მომხდარიყო სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება და სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. ამასთან, განმცხადებლის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი შემდეგი დოკუმენტები: შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბ------ და ნ--- შ--------ების სახელზე გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბ------ შ---------ს სახელზე გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და რეესტრის მიერ შედგენილი სიტუაციური ნახაზი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენლის 2017 წლის 25 ივლისის განცხადება (ს.ფ. 72-74);

 

4.8. 2017 წლის 11 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა N6---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-–- ყ-------ს გ-------- N3-, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში არსებული ფართების 198.85 კვ.მ. (ს/კ 0-------------------------) და ფართი 92.10 კვ.მ. (0--------------------------), შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 25 სექტემბერს, N3----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციას და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, გ-------- ა-–- ყ-------, N3-, სართული 1, ბინა 1, 198.85 კვ.მ. ფართი (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0-------------------------), რეგისტრირებული იყო შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ (ს/კ 2--------) საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შპს ,,დ---–-----------ი ა-------ა“ (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების ოქმი N2----, დამოწმების თარიღი: 25/02/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განაცხადის რეგისტრაციის N8-----------, თარიღი: 25/02/2016). უძრავ ნივთზე განხორციელდა გამოყოფის რეგისტრაცია, შესაბამისად, სართული 1, ბინა 1, 108,85 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება, გაფორმების თარიღი: 01/12/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სართული 1, ბინა N1ა, 90.00 კვ.მ. ფართზე (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0-------------------------ა) დარეგისტრირდა ნ--- მ------–--ს (პირადი ნომერი: 6----------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N2-------, დამოწმების თარიღი: 02/12/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სართული 1, ბინა N2ბ, 92.10 კვ.მ. ფართზე (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0--------------------------) რეგისტრირებული იყო შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ (ს/კ 2--------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების ოქმში N2----, დამოწმების თარიღი: 25/02/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცვლილებების შეტანა, გაფორმების თარიღი: 13/06/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მიმდინარე პერიოდზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ზ---- გ------–--ის (პირადი ნომერი: 0----------) და თ----- ტ--–----ის (პირადი ნომერი: 0----------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-------, გაფორმების თარიღი: 23/09/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განცხადების რეგისტრაციის N8-----------, თარიღი: 23.09.2016).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N3----- წერილით აღსრულების პოლიციას ასევე გადაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილი (ს.ფ. 80-81);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N3----- წერილი (ს.ფ. 82-83);

 

4.9. 2017 წლის 25 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ----- ჯ----–--ემ NA---------------- წერილით მიმართა შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს. წერილში მიუთითა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცლით (საქმე N2--------) განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებზე აღმასრულებლის მიერ გამოთხოვილი იყო ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ 2017 წლის 25 ივლისის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების გამოკვლევის მიზნით, აღმასრულებელმა კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-–- ყ-------ს გ-------- N3-, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში არსებული ფართების 198.85 კვ.მ. (ს/კ 0-------------------------) და ფართი 92.10 კვ.მ. (0--------------------------). კერძოდ, მოითხოვა აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------------- წერილში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ----- ჯ----–--ემ მიუთითა, რომ შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მიერ ვერ განხორციელდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–- ყ-------ს გ-------- N3-, ფართით 46.44 კვ.მ) იდენტიფიცირება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს ,,დ---–----------- ა-------ას“ დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის 2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------------- წერილი (ს.ფ. 91-93);

 

4.10. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის 2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------------- წერილი (აღმასრულებლის ქმედება კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე) შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელმა - ვ------- ც------–--ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანებით, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს ვ------- ც------–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბრძანებაში მიეთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, აღმასრულებელი ახორციელებს აღსრულების ქვემდებარე აქტების, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღმასრულებელი მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში და არ შეუძლია გაცდეს მას. ბრძანებაში ასევე აღინიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ შეიცვალა ნივთის ფაქტობრივი გარემოება. დღეის მდგომარეობით, აღმასრულებლის მიერ, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის მიზნით, არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ იკვეთება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენლის ვ------- ც------–--ის 2017 წლის 06 ნოემბრის საჩივარი (ს.ფ. 113-118);

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენლის ვ------- ც------–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 145-148).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაზე“, რომლის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის ქმედება, ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–-----------ი ა-------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

მითითებული კანონის (2010 წლის 8 იანვრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლი განსაზღვრავდა აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარებოდა კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში –აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის (2010 წლის 8 იანვრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) 26-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 15 თებერვალს, შპს ,,დ---–-----------მა ა-------ამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2--------) და მის საფუძველზე გაცემული 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2--------) და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნების იძულებით აღსრულება.

 

ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA--------.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა 2017 წლის 26 ივნისს, N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ აღრიცხულია თუ არა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში, ფართით 46.44 კვ.მ. შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავე წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია თუ არა ბ------ შ---------ს (პ/ნ 6----------) ან/და ნ--- შ---------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის N4---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივნისს, N2----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდზე, ბ------ შ---------ს (პ/ნ 6----------) და ნ--- შ---------ს (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მასვე ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ით რეგისტრირებულია რამოდენიმე უძრავი ნივთი. ამასთან, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის ყ-------ს გ-------- N3--ის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა, მომართვაზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს ეთხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის მონიშვნით შედგენილი სიტუაციური ნახაზის, მასშტაბით 1:2000; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიის W----- კოორდინატთა სისტემასა და U-- პროექციაში ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის წარდგენა.

 

7.4. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელმა NA---------------- წერილით მიმართა შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სააღსრულებო მოქმედება, თუმცა ვერ მოხერხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–-ყ-------ს გ-------- N3-) ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა. ამდენად, შპს ,,დ---–----------- ა-------ას“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ეთხოვა დაედგინა, დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონება (ა-–-ყ-------ს გ-------- N3-) კრედიტორის - შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საკუთრებაში. ასევე, მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის კრედიტორს განესაზღვრა ერთი თვის ვადა, გაფრთხილების მიღებიდან. მასვე განემარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა უკან, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდებოდა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილებას და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა აღსრულების პოლიციის მიერ დადგენილ ხარვეზს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტები.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ----- ჯ----–--ემ NA---------------- წერილით მიმართა შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს. წერილში მიუთითა, რომ შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ მიერ ვერ განხორციელდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–- ყ-------ს გ-------- N3-, ფართით 46.44 კვ.მ) იდენტიფიცირება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს ,,დ---–----------- ა-------ას“ დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით.

 

7.5. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის 2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------------- წერილი (აღმასრულებლის ქმედება კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე) შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელმა - ვ------- ც------–--ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანებით, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ წარმომადგენელს ვ------- ც------–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მითითებული ბრძანების გამოცემისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ აღმასრულებლის მიერ, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის მიზნით, არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

7.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს აღმასრულებლის ვალდებულებას მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს სწრაფად და რეალურად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ამგვარი ჩანაწერი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების (სააღსრულებო წარმოების) სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზანს, რაც უპირველესად კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სააღსრულებო წარმოებას აღმასრულებელი იწყებს მხოლოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე და მხოლოდ მისი ნების გათვალისწინებით, თუმცა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში (თუ კრედიტორი არ მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას ან შეწყვეტას), აღსრულების ქვემდებარე აქტის იძულებით აღსრულების მიზნით, კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას, აღმასრულებელი არ არის შებოჭილი კრედიტორის ნებით და არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს სწრაფად, ეფექტურად და დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა. სასამართლო მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მიზანს სწორედ მოვალის მიერ მის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება წარმოადგენს, რის განხორციელებასაც იგი აღსრულების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანდობს. ბიურო კი, თავის მხრივ ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, განახორციელოს ყველა სააღსრულებო მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი ასევე არსებითად უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობის პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 62), ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც. მითითებული კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ”სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ”სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა არ წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის შესრულების უპირობო გარანტიას, თუკი არ მოხდება მისი აღსრულება მოვალის მიერ ნებაყოფლობით, ან იძულებით, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით. სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლმა დაადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობის პრინციპი, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტმა აღმასრულებელს დააკისრა ვალდებულება მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, რაც კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების დამატებით გარანტიას წარმოადგენს და მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აღმასრულებელმა ვერ განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N2--------) მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება. გასათვალისწინებელია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი მიმართვების პასუხად, უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ყოველ ჯერზე განმცხადებლისგან ითხოვდა უძრავი ქონების დამატებითი მახასიათებლების, რეკვიზიტების მითითებას, ან ქონების მაიდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას. დადგენილია, რომ არაერთი წერილის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N2--------) მითითებული უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე ვერ ხერხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოსთვის - სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რისი უფლებამოსილებაც მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, გააჩნდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულების მხოლოდ კრედიტორზე გადაკისრება, მისთვის სააღსრულებო წარმოებაზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის შეუსრულებელი სახით დაბრუნების გზით, წინააღმდეგობაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტთან, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს აღმასრულებელს მიიღოს ყველა ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, მათ შორის ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებლის მიერ არ განხორციელებულა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო სააღსრულებო მოქმედება განახორციელა და მხოლოდ ამის შემდგომ დაუბრუნდა კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი, შეუსრულებელი სახით. სასამართლო მიუთითებს, რომ NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში აღმასრულებელს არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, მაშინ როცა ნათელი იყო, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, შეცვლილი იყო უძრავი ნივთის მახასიათებლები და მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იგი ვერ ახდენდა უძრავი ქონების იდენტიფიცირებას და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას. ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებდა აღმასრულებელს მიეღო ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ, 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანების გამოცემისას, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები. ამდენად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, როგორც აღმასრულებლის მოქმედებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით გამოიკვლიოს ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–-----------ი ა-------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში, აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის ქმედების კანონიერების საკითხი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტითა და 27-ე მუხლით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საჩივართან დაკავშირებით.

 

7.8. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სასარჩელო მოთხოვნებს ასევე წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ----- ჯ----–--ის ქმედება, ქ. თბილისში, ა-–- ყ-------ს გ-------- N3--ში მდებარე შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–-----------ი ა-------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის N2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები, პირდაპირ კავშირშია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან და მთლიანად არის დამოკიდებული მის შედეგზე. ამდენად, ვინაიდან, სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ზემოაღნიშნულ საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა, მოცემულ ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ საჩივართან დაკავშირებით;

 

3. შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,დ---–-----------ი ა-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თ----- ოქროპირიძე