განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119002935532
№1-91/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.05.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რო--- ბო-–----ე
ბრალდებული - ვი----–- ფა--------ე
ადვოკატი - თე----- კა---ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171240119005 საქმე
ბრალდებულ ვი----–- ფა--------ის მიმართ
მამის სახელი: ავ--------–-
და--დებული: 12.01.19-- წელი
და--დების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
პირადი ნომერი: 61---------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ზე--------––--ი მე-3 ქ. №7
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 24 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, როგორც ქ. ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახ--––--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების სა-–---- და სა-- ფა--------ეების თანდასწრებით, სისტემატიურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს, ზა---- გო-----–--ეს, რამაც გამოიწვია ზა---- გო-----–--ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. 2018 წლის 03 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახ--––--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვი----–- ფა--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების სა-–---- და სა-- ფა--------ეების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ზა---- გო-----–--ეს, სხეულის სხვადასხვა არეში ჩუსტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 24 იანვარს, ვი----–- ფა--------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს ზა---- გო-----–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. 2019 წლის 24 იანვარის შემაკავებელი ორდერით, ვი----–- ფა--------ეს აკრძალული ქონდა მსხვერპლთან ზა---- გო-----ესთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ვი----–- ფა--------ე 2019 წლის 3 თებერვლიდან 11 თებერვლამდე პერიოდში სისტემატიურად ახორციელებდა ზა---- გო-----–--ესთან სატელეფონო კომუნიკაციას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
5.მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ზა---- გო-----–--ის, ნა----–- გო-----–--ის, სო----- ქა------ის და ვი----–- ფა--------ის გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებული ვი----–- ფა--------ე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ზა---- გო-----–--ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ზა---- გო-----–--ის ტანჯვა, მან არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ზა---- გო-----–--ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი .
9. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
10. დაზარალებულმა ზა---- გო-----–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 24 იანვარს, ვი----–- ფა--------ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ზა---- გო-----–--ის, ნა----–- გო-----–--ის, სო----- ქა------ის და ვი----–- ფა--------ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 24 იანვარის შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, შეტყობინებით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვი----–- ფა--------ემ განახორციელა ოჯახის წევრის მეუღლის ზა---- გო-----–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
12. 2019 წლის 24 იანვრის N000203 შემაკავებელი ორდერით მოძალადე ვი----–- ფა--------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
13. დაზარალებულმა ზა---- გო-----–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 03 თებერვლიდა 11 თებერვლამდე პერიოდში, ვი----–- ფა--------ე სისტემატიურად ახორციელებდა სატელეფონო კომუნიკაციას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ზა---- გო-----–--ის, ნა----–- გო-----–--ის, სო----- ქა------ის და ვი----–- ფა--------ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 24 იანვარის შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, შეტყობინებით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვი----–- ფა--------ემ განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვი----–- ფა--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. ვი----–- ფა--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები დანაშაულის ჩადენა ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
17. ვი----–- ფა--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვი----–- ფა--------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო , და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვი----–- ფა--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვი----–- ფა--------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ვი----–- ფა--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.
3. ვი----–- ფა--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
4. უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი