განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002723361
№1-304/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14.05.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ი----- ხ-------–---–ი
ადვოკატი - ნ---- დ------ე
დახურილ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173290818001
ბრალდებულ ი----- ხ-------–---–ის მიმართ
მამის სახელი: ს---–----
დაბადებული: 26.08.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული და მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ზედა ჯ-----
ქ. ბათუმი, ლ--------------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი; 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:
ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
ადევნება, ესე იგი, პირადად და ტელეფონის საშუალებით სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის წევრის გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით.
ბრალდების დადგენილების თანახმად დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, ქ. ბათუმში არსებული სასტუმრო ,,შ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- ხ-------–---–მა, ფიზიკური იძულების გამოყენებით, ნ---- ჯ-----–---–ს, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, შეუზღუდა იქ ყოფნისა და შემდგომ მისი ნების შესაბამისად თავისუფლად გადაადგილება და აიძულა გაყოლოდა მას ქ. ბათუმში, ტ---- ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე.
2018 წლის 26 ივლისიდან, 2018 წლის 29 აგვისტომდე დროის პერიოდში, ი----- ხ-------–---–ი, ნ---- ჯ-----–---–ის მიმართ, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში, ქალაქი ბათუმი ტ---- ქუჩა №52-ში, სამუშაო ადგილას, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში და მოითხოვდა შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას, ამავდროულად ი----- ხ-------–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და მოითხოვდა ნ---- ჯ-----–---–თან შერიგებას, სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ნ---- ჯ-----–---–ისათვის გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.
2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 04:00 სათზე, ქ. ბათუმში არსებული სასტუმრო ,,შ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- ხ-------–---–მა, ურთიერთ შელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისა, ნ---- ჯ-----–---–ს, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თმებით ათრია, ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ---- ჯ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 29 აგვისტოს დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბათუმში, ტ---- ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე, ი----- ხ-------–---–მა, მის სარგებლობაში არსებულ ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომანქანაში სახ. №X------ ყოფნისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მოახდინა ნ---- ჯ-----–---–ის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას.
სასამართლომ დაადგინა:
ი----- ხ-------–---–ს არ ჩაუდენია ნ---- ჯ-----–---–ის გაუპატიურება .
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ი----- ხ-------–---–მა უარყო ნ---- ჯ-----–---–ის გაუპატიურების ფაქტი, ამავდროულად დაცვის მხარემ განმარტა, რომ ბრალდებული და დაზარალებული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ი----- ხ-------–---–ს შემთხვევის დღესაც დილით ჰქონდა დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი ძალადობის გარეშე.
დაზარალებულმა ნ---- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ზაფხულიდან, თითქმის 2 წლის განმავლობაში, ი----- ხ-------–---–თან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ერთ ოჯახად. თანაცხოვრების პერიოდში ი----- ხ-------–---–ის მხრიდან ეჭვიანობის მიზეზით დაეძაბათ ურთიერთობა, ამიტომ გადავიდა ცალკე საცხოვრებლად სხვა ბინაში. 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე, რა დროსაც მასთან მივიდა ი----- ხ-------–---–ი, რომელმაც ჯერ მკლავზე ჩაავლო ხელი, ხოლო შემდეგ თმებში ხელის ჩავლებით გაათრია ხრეშზე, მიიყვანა სანაპიროსთან გაჩერებულ ავტომანქანასთან და ჩასვა ავტომანქანის უკანა სალონში. ავტომანქანის კარებები ავტომატურად დაიკეტა და ი----- ხ-------–---–მა წაიყვანა ჭოროხის პირას, სადაც გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა უკანა სალონში, ხელებით დაუჭირა ორივე ხელი, ფეხებით დაუჭირა ფეხები, გახადა ტანსაცმელი და ძალის გამოყენებით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. მისივე განმარტებით იგი ი----- ხ-------–---–ს უწევდა წინააღმდეგობას, მან ფეხით ჩაამტვრია ავტომანქანის უკანა მინა და გაუპატიურების დროს მიიღო დაზიანებები, მათ შორის მინის ნამსხვრევებით ნაკაწრები ფეხებზე და დაედინა სისხლი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით ნ---- ჯ-----–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ნ---- ჯ-----–---–ს საქალწულო აპკის მთლიანობა დარღვეულია და დარღვევის ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან დარღვევიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- ჯ-----–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე ღია მოწითალო ფერის კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული ნოტიო ზედაპირის მქონე მოგრძო ფორმის ნაჭდევი 3,1X0,4სმ ზომის. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე 6.3x 0,5სმ ზომის და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე 3,4X 0,5 სმ ზომის. უკანა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე მოიისფრო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი 6,5X5,9 სმ ზომის. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე 3,5X2,7 სმ ზომის.
სეროლოგიური გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- ჯ-----–---–ის საშოდან აღებული ნაცხი შეიცავს სპერმას. გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ი----- ხოროშვილს, ხოლო მეორე წილი განსხვავდება არ ეკუთვნის ი----- ხ-------–---–ის.
ფრჩხილის ნიმუშში, „მოჭრილი მოქ. ნ---- ჯ-----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ---- ჯ-----–---–ს.
„ტანისამოსი და ფეხსაცმელი... წარმოადგინა ნ---- ჯ-----–---–ი“... მოთავსებულ ტრუსზე არსებული მოთეთრო-ღია მონაცრისფერო ფერის დანაშრევები შეიცავს შერეული გენეტიკური პროფილს სპერმას.
ნივთიერებათა მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ---- ჯ-----–---–ის მოკლესახელოებიანი მაისურის და ტრუსის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოჩალისფრო პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანის წინა სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ---- ჯ-----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში არ აღმოჩნდა ა/მანქანის წინა მარცხენა სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები.
ტრასოლოგიიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- ჯ-----–---–ის მიერ წარმოდგენილ ტანსაცმელს - მაისური, შორტი, ტრუსი, აზღუდი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი - დაზიანება არ აღენიშნება.
ამდენად, მართალია სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---- ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ ი----- ხ-------–---–მა ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკამრისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები, ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას.
ი----- ხ-------–---–ის მიერ სქესობრივი კავშირის ძალადობით დამყარების შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებულ ნონო ჯ-----–---–ი, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს ი----- ხ-------–---–ისთვის გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების.
სასამართლო სამედიცინომექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ნ---- ჯ-----–---–ისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ---- ჯ-----–---–მა მიიღო გაუპატიურებისას, შეუძლებელია, რადგან თვით ბრალდების დადგენილების თანახმად ნ---- ჯ-----–---–ს ი----- ხ-------–---–მა 2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, ქ. ბათუმში არსებული სასტუმრო ,,შ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ თმებით ათრია, და ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ---- ჯ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ადასტურებს თვით ნ---- ჯ-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ი----- ხ-------–---–მა მკლავზე და თმებში ხელის მოკიდებით გაათრია ხრეშზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმაც, და მიუთითა, რომ ყველა დაზიანება ნ---- ჯ-----–---–ს აღენიშნებოდა მხოლოდ სხეულის მარცხენა მხარეს, შესაბამისად , მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია , რომ დაზარალებულ ნ---- ჯ-----–---–ს აღენიშნება სხეულზე დაზიანებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად არის დაზიანებები მიყენებული სწორედ ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარებისას, რადგან გასათვალისწინებელია, რომ თვით ბრალდების დადგენილების თანახმად გაუპატიურებას წინ უსწრებდა დაზარალებული ნ---- ჯ-----–---–ის მიმართ ი----- ხ-------–---–ის მხრიდან ძალადობა, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ხელის დარტყმა და თმებით თრევა, შემდეგ ბრალდების დადგენილების თანახმად ი----- ხ-------–---–მა ნ---- ჯ-----–---–ს ფიზიკური იძულების გამოყენებით, შეუზღუდა მისი ნების შესაბამისად თავისუფლად გადაადგილება და აიძულა გაყოლოდა ქ. ბათუმში, ტ---- ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე. ამასთან, მხედველობაშია მისღები დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია, რადგან მას დაზიანებები მიყენებული აქვს სხეულის მხოლოდ მარცხენა ნაწილში , მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე , უკანა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე მოიისფრო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი და ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე , და არა - მუცლის, თეძოების, მკერდის ან სასქესო ორგანოების არეში, რაც უფრო მოსალოდნელია ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარებისას. ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები კი უფრო სავარაუდოა, რომ განვითარებულიყო ხელის ჩავლებით ხელზე და თმებით ხრეშზე თრევის დროს,სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებებს, კერძოდ: მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- ჯ-----–---–ის ტრუსზე არსებული მოთეთრო-ღია მონაცრისფერო ფერის დანაშრევები შეიცავს შერეული გენეტიკური პროფილს სპერმას, ხოლო საშოდან აღებული ნაცხი შეიცავს შერეული გენეტიკური პროფილის სპერმას და რომლის ერთი წილი ეკუთვნის ი----- ხ-------–---–ს, ხოლო მეორე წილი განსხვავდება და არ ეკუთვნის ი----- ხ-------–---–ის, მაგრამ დაცვის მხარესაც არ უარყვია დაზარალებუთან იმ დღეს ნებაყოფილობით სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო ექსპერტის ჩვენებით კი დგინდება, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა თანამიმდევრობით აღმოჩნდა სხვადასხვა გენეტიკური პროფილის სპერმა საშოში. შესაბამისად არ გამოირიცხება, რომ ი----- ხ-------–---–ის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის წინ ნამდვილად ჰქონოდა ნებაყოფილობით სქესობრივი კავშირი ნ---- ჯ-----–---–თან, ასევე არ არის გამორიცხული, რომ დაზიანებები, რაც დაუდგინდათ დაზარალებულს და ბრალდებულს, მიყენებული იყოს როგორც ცემის და იძულების, ასევე ნებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტის დროსაც. სხვა რაიმე მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რაც ცალსახად დაადასტურებდა ძალადობით სექსუალური კონტაქტის დამყარებას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე არანაირი დაზიანებები არ აღინიშნება, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე მისი გაუპატიურება მოხდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, თუმცა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ---- ჯ-----–---–ის მოკლესახელოებიანი მაისურის და ტრუსის ზედაპირზე ნანახი მუქი მოჩალისფრო პოლიესტერის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანის წინა სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ხოლო უკანა სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შემადგენლობის შესაბამისობის მტკიცებულება არ წარმოდგენილა, ამავდროულად დაზარალებულის განმარტებით მან გაუპატიურების დროს ავტომანქანას ჩაუმტვრია უკანა მინა, შემდეგ ხსენებულ მინის ნამტვრევებზე გაუპატიურებისას მან მიიღო დაზიანებები და დაედინა სისხლი, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ნ---- ჯ-----–---–ს აღენიშნებოდა მხოლოდ მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით მიყენებული დაზიანებები და არა ბასრი მჭრელი /მინით/ მიყენებული დაზიანებები, ამავდროულად მანქანის უკანა სავარძლიდან სისხლის კვალის არსებობის დასადასტურებლადაც არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილია, შესაბამისად დაუდგენელია იმ დღეს ნ---- ჯ-----–---–ი საერთოდ იჯდა თუ არა ხსენებული ავტომანქანის უკანა სალონში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ხ-------–---–მა სქესობრივი კავშირი ნ---- ჯ-----–---–თან ძალადობით დაამყარა. საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა გაუპატიურების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მათ უტყუარობაზე, საქმისადმი შემხებლობაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ფაქტის სასამართლოს მიერ დადგენა.
მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ი----- ხ-------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში: გაუპატიურების ნაწილში, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად, რის გამოც ი----- ხ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, ქ. ბათუმში არსებული სასტუმრო ,,შ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- ხ-------–---–მა, ფიზიკური იძულების გამოყენებით, ნ---- ჯ-----–---–ს, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, შეუზღუდა იქ ყოფნისა და შემდგომ მისი ნების შესაბამისად თავისუფლად გადაადგილება და აიძულა გაყოლოდა მას ქ. ბათუმში, ტ---- ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
ბრალდებულმა ბრალდების ამ ნაწილში თავი დამნაშავედ სცნო.
დაზარალებული ნ---- ჯ-----–---–ის განმარტებით 2016 წლის ზაფხულიდან ი----- ხ-------–---–თან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ერთ ოჯახად. თანაცხოვრების პერიოდში ი----- ხ-------–---–ის მხრიდან ეჭვიანობის მიზეზით დაეძაბათ ურთიერთობა, ამიტომ გადავიდა ცალკე საცხოვრებლად სხვა ბინაში. 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე, რა დროსაც მასთან მივიდა ი----- ხ-------–---–ი, რომელმაც ჯერ მკლავზე ჩაავლო ხელი, ხოლო შემდეგ თმებში ხელის ჩავლებით გაათრია ხრეშზე, მიიყვანა სანაპიროსთან გაჩერებულ ავტომანქანასთან და ჩასვა ავტომანქანის უკანა სალონში.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ლ-–- ჯ---–-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე ნ---- ჯ-----–---–თან ერთად, რა დროსაც ნ---- ჯ-----–---–თან მივიდა ი----- ხ-------–---–ი, რომელმაც ნ---- ჯ-----–---–ს უხეშად ჰკითხა რას აკეთებდა სანაპიროზე, შემდე მკლავზე ჩაავლო ხელი და იმის მიუხედავად, რომ ნ---- ჯ-----–---–ს არ უნდოდა წასვლა, ძალით წაიყვანა ბულვარის მიმართულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის, ნ---- ჯ-----–---–ის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისი ფიზიკური იძულება დაეტოვებინა ზღვის სანაპირო და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გაყოლოდა ი----- ხ-------–---–ს , შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 29 აგვისტომდე დროის პერიოდში, ი----- ხ-------–---–ი, ნ---- ჯ-----–---–ის მიმართ, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში და სამუშაო ადგილას, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, ასევე ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციას და ეჭვიანობის გამო მოითხოვდა სამსახურის დატოვებას, მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას და ნ---- ჯ-----–---–ს აიძულებდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ადევნება, ესე იგი, პირადად და ტელეფონის საშუალებით სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
დაზარალებულმა ნ---- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ზაფხულიდან ი----- ხ-------–---–თან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ერთ ოჯახად. თანაცხოვრების პერიოდში ი----- ხ-------–---–ის მხრიდან ეჭვიანობის მიზეზით დაეძაბათ ურთიერთობა, იგი ეჭვიანობდა და მისგან მოითხოვდა სამსახურის დატოვებას. ამიტომ იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო სხვა ბინაში. ამის მიუხედავად ი----- ხ-------–---–ი სისტემატიურად აკონტროლებდა მის გადაადგილებას, იცოდა სად იმყოფებოდა. ეჭვიანობის გამო მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავის დასაცავად მიმართა პოლიციის მუშაკებს, მათი მხრიდან გამოიცა შემაკავებელი ორდერიც, თუმცა ი----- ხ-------–---–მა განაგრძო მისი თვალთვალი და ადევნება. 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზეც, როდესაც იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე, იქაც მიაკითხა ი----- ხ-------–---–მა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალით წაიყვანა იქიდან.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ლ-–- ჯ---–-ას ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე ნ---- ჯ-----–---–თან ერთად, რა დროსაც ნ---- ჯ-----–---–თან მივიდა ი----- ხ-------–---–ი, რომელმაც ნ---- ჯ-----–---–ს უხეშად ჰკითხა რას აკეთებდა სანაპიროზე, შემდე მკლავზე ჩაავლო ხელი და იმის მიუხედავად რომ ნ---- ჯ-----–---–ს არ უნდოდა წასვლა, ძალით წაიყვანა ბულვარის მიმართულებით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებებით, შემაკავებელი ოქმებით, გამოკითხვის ოქმებითა და დადგენილებით შემაკავებელი ოქმის პირობების დარღვევის გამო ად. სახდელის დადების ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ასევე დასტურდება, რომ ი----- ხ-------–---–ის მხრიდან ნ---- ჯ-----–---–ზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ მიზნით, რომ მიეტოვებინა სამსახური და გაეგრძელებინა მასთან ერთ ოჯახად ცხოვრება, ამავდროულად სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ხ-------–---–მა ჩაიდინა ადევნება, იგი ნ---- ჯ-----–---–ს აიძულებდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას, სისტემატიურად აკითხავდა საცხოვრებელ სახლში და სამუშაო ადგილას, ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციას და ეჭვიანობის გამო მოითხოვდა სამსახურის დატოვებას და მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი. .
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 04:00 სათზე, ქ. ბათუმში არსებული სასტუმრო ,,შ----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- ხ-------–---–მა, ნ---- ჯ-----–---–ს, რომელიც წარსულში ცხოვრობდა მასთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ათრია თმებით და ნ---- ჯ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
დაზარალებულმა ნ---- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ზაფხულიდან, თითქმის 2 წლის განმავლობაში, ი----- ხ-------–---–თან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ერთ ოჯახად. 2018 წლის 29 აგვისტოს ღამის დაახლოებით 03.00 საათზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპიროზე, რა დროსაც მასთან მივიდა ი----- ხ-------–---–ი, რომელმაც ჯერ მკლავზე ჩაავლო ხელი, ხოლო შემდეგ თმებში ხელის ჩავლებით გაათრია ხრეშზე, განახორციელა მის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- ჯ-----–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ---- ჯ-----–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე ღია მოწითალო ფერის კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული ნოტიო ზედაპირის მქონე მოგრძო ფორმის ნაჭდევი 3,1X0,4სმ ზომის. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე 6.3x 0,5სმ ზომის და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე 3,4X 0,5 სმ ზომის. უკანა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე მოიისფრო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი 6,5X5,9 სმ ზომის. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე 3,5X2,7 სმ ზომის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის, ნ---- ჯ-----–---–ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ნ---- ჯ-----–---–ის ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი. .
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- ხ-------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი----- ხ-------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, (სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ი----- ხ-------–---–ი ადრე სამართალში არ არის ნამყოფი, ხასიათდება დადებითად) რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი----- ხ-------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ი----- ხ-------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ი----- ხ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ი----- ხ-------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
3. უფლების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
4.გაუქმდეს მსჯავრდებულ ი----- ხ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5. ი----- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 აგვისტოდან.
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ი----- ხ-------–---–ის მობილური ტელეფონი, ნ---- ჯ-----–---–ის მობილური ტელეფონი, ნ---- ჯ-----–---–ის ტანსაცმელი, მეხსიერების ჩიპი, ავტომანქანა და მისი სარეგისტრაციო მოწმობა - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
- ი----- ხ-------–---–ის ხელის ანაწმენდის, სისხლის ნიმუშები, ნ---- ჯ-----–---–ის ფრჩხილის და ნერწყვის ნიმუშები, ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ლ-–- ჯ---–-ას სისხლის ნიმუში - განადგურდეს;
- შპს ,,ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი