განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#--------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ა---------– მ-------–---ი - დაბადებული 1--- წლის 5----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, გ----------------, ბ-------.
კვალიფიკაცია:
ა---------– მ-------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში და საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------–ის განაჩენით ა---------– მ-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 00:47 საათიდან 01:47 საათის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ-------------------–- მდებარე შპს „ა-------------ს“ კუთვნილ შენობაში უკანონოდ შეაღწია ა---------– მ-------–---მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა 2100 ლარად ღირებულ სეიფს, მასში მოთავსებულ თანხას 3926 ლარს და 405 ლარად ღირებულ 15 ცალ გასაღებს, ასევე, შპს „ა-------------ს“ ეზოში განთავსებულ 32 500 ლარად ღირებულ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N--------- აღნიშნული ქმედებით შპს „ა-------------ს“ ჯამში მიადგა 38 931 დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.2. 2019 წლის 20 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ-----------–-------------ის მიმდებარედ ა---------– მ-------–---მა განზრახ ცეცხლი წაუკიდა შპს „ა-------------ს“ კუთვნილ 32 500 ლარად ღირებულ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრს“, სახელმწიფო ნომრით N--------- 2100 ლარად ღირებულ სეიფს და 405 ლარად ღირებულ 15 ცალ გასაღებს, რის შედეგადაც ზემოხსენებული ნივთები განადგურდა და შპს „ა-------------ს“ ჯამში მიადგა 35 005 ქონებრივი ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 00:47 საათიდან 01:47 საათის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ-----------------4--–- მდებარე შპს „ა-------------ს“ კუთვნილ შენობაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა სეიფს, მასში მოთავსებულ თანხას და 15 ცალ გასაღებს, ასევე შპს „ა-------------ს“ ეზოში განთავსებულ 32500 ლარად ღირებულ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N----------
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------– მ-------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------–ის განაჩენით ა---------– მ-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2.5. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.
ქურდობა, ჩადენილი სადგომში, საცავში უკანონო შეღწევით.
2.8. ბრალდებულ ა---------– მ-------–---ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, გ-----------------4--–- მდებარე შპს „ა-------------ს“ კუთვნილ შენობაში მინის ჩატეხის გზით უკანონოდ შეაღწია ა---------– მ-------–---მა და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაეუფლა სხვადასხვა საგნებსა, ასევე, შპს „ა-------------ს“ ეზოში განთავსებულ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანას.
2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული, ხოლო საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია.
2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა ჩაიდინა ქურდობა სადგომში, საცავში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.11. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა---------– მ-------–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა 2100 ლარად ღირებულ სეიფს, მასში მოთავსებულ თანხას 3926 ლარს და 405 ლარად ღირებულ 15 ცალ გასაღებს, ასევე შპს „ა-------------ს“ ეზოში განთავსებულ 32500 ლარად ღირებულ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N--------- აღნიშნულით შპს „ა-------------ს“ ჯამში მიადგა 38 931 დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით.
სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
2.14. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 20 იანვარს, ღამის საათებში, ქ.-----–--–-------------- შ------------ -ის მიმდებარედ განზრახ ცეცხლი წაუკიდა შპს „ა-------------ს“ კუთვნილ 32500 ლარად ღირებულ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრს“, სახელმწიფო ნომრით N--------- 2100 ლარად ღირებულ სეიფს და 405 ლარად ღირებულ 15 ცალ გასაღებს, რის შედეგადაც ზემოხსენებული ნივთები განადგურდა და შპს „ა-------------ს“ ჯამში მიადგა 35005 ქონებრივი ზიანი.
2.15. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.16. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------– მ-------–---მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ა---------– მ-------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმის სახით დაკითხულ ა---------– მ-------–---ის, ა-------- ბ--–---ის, ლ---–---- გ----------ის, დ----------------ს, მ---- გ------–--ას, გ--- და-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცების ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ვიდეო ჩანაწერი და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– მ-------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში და საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით; ასევე, ა---------– მ-------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის განადგურებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა---------– მ-------–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა---------– მ-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ა---------– მ-------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ა---------– მ-------–---ს ბრალი ედება მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია სატრანსპორტოს საშუალებების წინააღმდეგ, ცეცხლის წაკიდებით, რაც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება, რასაც აღიარებს და ინანიებს, დანაშაული ჩადენილია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ა---------– მ-------–---ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– მ-------–---ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, რასაც აღიარებს, დანაშაულების ხასიათისა და განხორციელების ხერხის, ასევე დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ-------------მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალი ერთი ცალ დაქტილოფირზე, რომელიც დალუქული სახით ინახება შ----------–---------–-–----------------------------------------------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.2. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.3. ბრალდებულ ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული სუნის ნიმუში დალუქული სახით, რომელიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–------------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.4. ბრალდებულ ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები, რომელიც მოთავსებულია დ------–--------------------- ბაზაში, შენახულ უნდა იქნეს შესაბამის ბაზაში.
7.5. შემთხევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქაღალდის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/მანქანის უკანა მხარეს ნიადაგის ზედაპირიდან, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.6. შემთხევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომობილი, სეიფთან ერთად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ--------------------------------–--------------------–---- ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მდებარე - ქ.თბილისი, მ-------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 4 ცალი ნამწვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე შ--------------------------–---------- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.8. გადაუდებელი აუცილებლობით ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ი--------------------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.9. შპს „ა-------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.10. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დაულუქავი სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– მ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2 ა---------– მ-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
3. ა---------– მ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. ა---------– მ-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------– მ-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
6. ა---------– მ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. ა---------– მ-------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 21 იანვრიდან.
8.ნივთმტკიცება:
8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალი ერთი ცალ დაქტილოფირზე, რომელიც დალუქული სახით ინახება შ----------–---------–-–----------------------------------------------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.2. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.3. ბრალდებულ ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–------------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.4. ბრალდებულ ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები, რომელიც მოთავსებულია დ------–--------------------- ბაზაში, შენახულ იქნეს შესაბამის ბაზაში.
8.5. შემთხევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქაღალდის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/მანქანის უკანა მხარეს ნიადაგის ზედაპირიდან, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.6. შემთხევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომობილი, სეიფთან ერთად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ--------------------------------–--------------------–---- ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მდებარე - ქ.თბილისი, მ-------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 4 ცალი ნამწვის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე შ--------------------------–---------- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.8. გადაუდებელი აუცილებლობით ა---------– მ-------–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ი--------------------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.9. შპს „ა-------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.10. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დაულუქავი სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/