განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100118002632638
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1--------

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - თ----- კ-------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

1. ა---------– ა–-------–ი - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, რ------------------–--–------ კ---------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ო--–---–----------------------

 

2. გ------- ჩ--------–- - დაბადებული 1--- წლის 5--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------------.

 

3. უ–---- ც--–------ე - დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა----------------------–---------------------

 

ადვოკატები: ლ----------, ლ--–- ქ------–---–ი, მ------ ჩ------ე, დ---- ფ----------

 

კვალიფიკაცია:

1. ა---------– ა–-------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2. გ------- ჩ--------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.უ–---- ც--–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ა---------– ა–-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალი:

2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მ----------------------------------------------ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ა------ ზ--–--ზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ი----- ვ---------ის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

ა---------– ა–-------–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს ა---------– ა–-------–ის სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თბილისი, ო--–---–--------------------, ამოღებული იქნა: პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ პაკეტში მოთავსებული მოშავო და მოყავისფრო მცენარეული მასა, წითელი და თეთრი ფერების მრგვალი ფორმის ბურთის შიდა კედლებზე არსებული დანაშრევები, 17 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში არსებული ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

1.2. გ------- ჩ--------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალი:

2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მ----------------------------------------------ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ა------ ზ--–--ზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ი----- ვ---------ის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

გ------- ჩ--------–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს გ------- ჩ--------–-ს სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თბილისი, გ-–---------–---------------------------------------------, ამოღებული იქნა პოლიმერული მასალის ბოთლი, შიდა კედლებზე არსებული ნივთიერებებით, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

1.3. უ–---- ც--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალი:

2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მ----------------------------------------------ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ა------ ზ--–--ზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა 856 ლარამდე ოდენობით, 800 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა და ი----- ვ---------ის კუთვნილ 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უ–---- ც--–------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, კერძოდ: ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად და რომელსაც 2018 წლის 29 ივლისის მდგომარეობით უ–---- ც--–------ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, მ------------- ა----------------------–---------------------–------ში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად არ სცნო ა---------– ა–-------–ის, უ–---- ც--–------ისა და გ------- ჩ--------–-ს ბრალდება მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

2.2. სასამართლომ დადგენილად სცნო ა---------– ა–-------–ის, უ–---- ც--–------ისა და გ------- ჩ--------–-ს ბრალდება მასში, რომ მათ ჩაიდინეს, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.3. სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო ა---------– ა–-------–ისა და გ------- ჩ--------–-ს ბრალდება მასში, რომ ჩაიდინეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო უ–---- ც--–------ის ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა------ ზ--–--მა განაცხადა, რომ დეიდასთან ი----- ვ---------თან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------ში. 2018 წლის 24 ივლისს კ---–-----------ის მ-------ზე შემთხვევით შეხვდა მის მეზობლად მცხოვრებ ქ--------- ს-------–--ს, რომელმაც სთხოვა დახმარება ფეისბუქის პრობლემის მოგვარებაში, მასთან ა------ი ზ--–--ს ჰქონდა მიმოწერა ტელეგრამის საშუალებით. 2018 წლის 27 ივლისს ა------ ზ--–--ი ქ--------- ს-------–--სთან შეთანხმებისამებრ ჩავიდა მასთან სადარბაზოს მე-2 სართულზე, სახლიდან გამოდიოდა ხმაური, თუმცა კარს არავინ აღებდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდგომ სადარბაზოში ავიდა უცნობი მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა - ა---------– ა–-------–ი, რომელმაც გვერდი აუარა და მოძრაობა გააგრძელა მე-3 სართულის მიმართულებით. აღნიშნული პიროვნება ისე რომ, არც იყო ასული მე-3 სართულის ნახევრამდე, მოულოდნელად მოტრიალდა და წავიდა ა------ისკენ, ზუსტად ამ მომენტში კიდევ ერთი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა - გ------- ჩ--------–-, ავიდა მე-2 სართულზე. ორივე მათგანი სწრაფად მოძრაობდა მისი მიმართულებით, მოულოდნელად ა---------– ა–-------–მა ამოიღო პისტოლეტი, მიუშვირა და ხელიდან გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი. ზ--–--მა ხელები აწია და სთხოვა არ ესროლათ, ამ დროს ა–-------–მა უთხრა, რომ პოლიციიდან იყვნენ, თან იღიმოდა, ჩ--------–- დაბლა იდგა, არაფერს აკეთებდა. ა–-------–მა უთხრა - რა უნდოდა ამ გოგოსთან, იგი იყო ნარკოტიკების დამანაწილებელი, თან ეუბნებოდა, რომ ის და ჩ--------–- პოლიციიდან იყვნენ, მეტი სანდოობისათვის აჩვენეს მათი მიმოწერა და ასევე იარაღი. აღნიშნულ პიროვნებას ტელეფონში გახსნილი ჰქონდა ზუსტად ის მიმოწერა ე.წ ,,ჩატი’’, რითიც ეგონა, რომ ქ---------ს წერდა. ორივე მათგანმა ჩაიყვანა ქვედა სართულზე და დაუწყეს გასინჯვა, გამოკითხეს თუ სად ჰქონდა ნარკოტიკები. დაახლოებით 3-4 წუთის შემდეგ გაიყვანეს კორპუსის კუთხეში, სადაც იდგა ,,ნისანის’’ ფირმის ავტომანქანა - ტაქსი, იქვე იდგა მეოთხე პირიც. სამივე მამაკაცი გარდა ტაქსის მძღოლისა ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, იარაღიანმა მამაკაცმა გაიყვანა კორპუსის მე-2 კუთხეში და უთხრა, რომ ქ--------- იყო ნარკოტიკების ე.წ დამნაწილებელი და ინტერნეტ ქსელის საშუალებით ახდენდა ნარკოტიკების რეალიზებას. ა------ი უხსნიდა, რომ არაფერ შუაში იყო და შეხება არ ჰქონდა ნარკოტიკებთან. ა---------– ა–-------–მა და უ–---- ც--–------ემ აიყვანეს თავის სახლში თითქოსდა ნარკოტიკების დაძებნის მიზნით, ჩ--------–- დარჩა გარეთ, დაიწყეს ბინის ჩხრეკა. ა–-------–ი და ც--–------ე დადიოდნენ ოთახებში და ეძებდნენ სხვადასხვა საგნებს, ნარკოტიკს. ა------ ზ--–--მა განმარტა, რომ ა–-------–ს და ც--–------ეს წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რადგან ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჰქონდა. მაგიდიდან აიღეს ვიდეორეგისტრატორი, ასევე, მოსთხოვეს ტელეფონის ყუთის გადაცემა, რადგან სურდათ პოლიციაში წაღება და ნომრების გადამოწმება; ა---------– ა–-------–მა უთხრა, რომ მისი ტელეფონიდან უნდა ამოეღოთ სიმ ბარათი და სხვა ტელეფონში ჩაედო, მოსთხოვა ფურცელზე დაეწერა ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაუკავშირდებოდნენ და დაუბრუნებდნენ ტელეფონს; გაჩხრიკეს როგორც ა------ი ზ--–--ის, ასევე დეიდის - ი----- ვ---------ის საძინებელიც. ზ--–--ი იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული, წასვლისას ა---------– ა–-------–ს შეეკითხა ციხეში ხომ არ ჩასვამდა, რაზეც ა–-------–მა უთხრა თუ წყნარად იქნებოდა და არავის ეტყოდა, არაფერი იქნებოდა. ზ--–--ის საფულიდან წაღებულ იქნა დაახლოებით 22 000 რუსული რუბლი, ასევე, ვერცხლისფერი “ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, ვიდეორეგისტრატორი და ი----- ვ---------ის ოქროს ბეჭედი. ა------ი ზ--–--მა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ამოიცნო სამივე ბრალდებული.

 

3.2. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი----- ვ---------მა დაადასტურა, რომ დისშვილთან ა------ი ზ--–--თან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი, მ-----------------------------------–----------ში. 2018 წლის 27 ივლისს სამსახურში ყოფნისას დაახლოებით 21:00 საათზე დაუკავშირდა ნათესავი ჟ--- დ--------ი და შეატყობინა, რომ ა------ი ზ--–--ი დააყაჩაღეს. საცხოვრებელ ბინაში მისვლისას დახვდა პოლიცია, ბინის დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ წაღებული იყო მისი კუთვნილი დაახლოებით 500-600 ლარამდე ღირებულების ოქროს ბეჭედი, წონით 5-6 გრამი.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ-------- ა--------მა განაცხადა, რომ ა------ ზ--–--ი არის მისი ნათლული, 2018 წლის 27 ივლისს საღამო საათებში ლუდის დასალევად ეზოში ჩასულს რ--- კ-–----–---–მა უთხრა, რომ ა------ ზ--–--ი ნახა უცხო, საეჭვო პირებთან ერთად. რ-------- ა--------მა დაიწყო ზ--–--ის ძებნა, როდესაც შეხვდა ა------ი ზ--–--ს იგი იყო განერვიულებული, შეშინებული და მოუყვა, რომ უცნობმა პირებმა წაიღეს 20 000 რუბლი, მობილური და აპარატი. რ-------- ა--------მა კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა 1---ზე.

 

3.4. ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე თ----- ხ-------–---–მა.

 

3.5. ი----------------------------–-------------------–---- უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა რ---–---- გ--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 29 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 27 ივლისს ა------ ზ--–--ის ყაჩაღობა ჩადენილი უნდა ქონოდათ ა---------– ა–-------–ს, გ------- ჩ--------–სა და უ–---- ც--–------ეს, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.6. მოწმე ი-–----–---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ი----------------------------–----------------–---ში, ინსპექტორ-გამომძიებლად. ხელმძღვანელობის დავალებით უ---------–---–თან ერთად გამოცხადდნენ ა---------– ა–-------–ის ბინაში მდებარე ო--–---–------------------- ში. დადგენილება გააცნეს ბინის მფლობელს გ------ ს-----ეს, ამოღებულ იქნა ა–-------–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დანაშაულის საგანი, იარაღი, ვიდეო აპარატი, ფული, ოქრო, ა–-------–ის ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა თეთრი ფერი ქაღალდში შეხვეული ნივთიერება, ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო მოყავისფრო ნივთიერება, მოშაო გაურკვეველი ნივთიერება, შემდგომ იმავე ტრილიაჟიდან ორი პოლიეთილენის პარკი რომელსაც ეტყობოდა რომ ადრე რაიმე ნივთიერება იყო, ასევე ტანსაცმლის გარდერობის თავიდან რამოდენიმე სასაჩუქრე პოლიეთილენის პარკი, ქურთულის ჯიბიდან 14 ცალი პოლიეთილენის პარკი ცარიელი, ასევე ჩახრახნული სათითეს მაგვარი მეტალის ნივთიერება და შპრიცი ნემსის გარეშე.

 

3.7. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--- თანამშრომლებმა ი---- ფ---–---–--–---–მა, ნ--------–---–მა, შ------- მ------–---–მა, ქ------- ქ---------ემ, შ--–-- კ--------ემ , მ------ ქ----–---–მა, ზ----- ა-----–---–მა, რ----- გ---–---მა, უ-- ხ---–---–მა, ზ------ ს--------ემ, გ------- ბ----–---–მა, ვ-----–- გ-----–--მ, გ--- მ----–---–მა , ზ----- ჯ------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე; ასევე ექსპერტებმა, მ-------- ჩ------ემ, თ------ ს-------მა, ლ----- კ-----–---–მა და ნ--- ნ---------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებათა სისწორე.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ტ----------ს“ თანამშრომელმა თ-------- კ---------ემ განმარტა, რომ კომპანია ასრულებს ტაქსით მომსახურეობის შეკვეთებს. 2018 წლის 27 ივლისს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5---------- გამოძახებულ იქნა ტაქსი. სასამართლო განჩინების საფუძველზე შპს ,,ტ----------დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონიდან განხორციელებულ ზართან დაკავშირებით. გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი გამოკვლეულ იქნა სასამართლო პროცესზე, რომლითაც დგინდება, რომ გ-–---------–-------------–-------------------ის მიმდებარედ ს---------თან მძღოლი მისული იყო ვერცხლისფერი ავტომობილი ,,ნისან ალმერათი’’, სახელმწიფო ნომრით 7-- და ტაქსს სამი პიროვნება უნდა წაეყვანა ქ. თბილისი, მ----------------------------------თან, რომლის საფასური იქნებოდა 11 ლარი და 60 თეთრი.

 

3.9. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ლ---- ვ--–------მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,მ-----ში’’, ტაქსების გამოძახების სერვისში, კომპანია მდებარეობს ქ. თ---–----------–---–---------ში, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობას ახორციელებს საკუთარი ა/მანქანით: ვერცხლისფერი NISSAN ALMERA TINO, სახელმწიფო ნომრით: A------- 2018 წლის 27 ივლისს დაახლოებით 17:00 საათზე აპლიკაციით მიიღო შეტყობინება მისამართზე ქ. თბილისი გ-–------------- მ------ების საზღვარზე. ადგილზე მისულს მანქანაში ჩაუჯდა სამი მამაკაცი, ერთი მოთავსდა მის გვერდით, ხოლო ორი უკანა სავარძელზე. ისინი მიიყვანა მ------------------------------------სთან. მანქანა გააჩერა კორპუსის კუთხეში. ერთ-ერთმა უკან მჯდომმა პიროვნებამ უთხრა, რომ დალოდებოდა, სამივე გადავიდა მანქანიდან და წავიდნენ 5-------------- სადარბაზოების მიმართულებით. გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩამოვიდა სამი მგზავრი და კიდევ ერთი დაახლოებით 20 წლამდე ბიჭი, რომელიც იყო საშუალო სიმაღლის გამხდარი, ღია ფერის კანით და მოკლე თმით და ეკეთა მხედველობის სათვალე, ოთხივემ შემოუარა მანაქანას და უკანა მხარეს გაჩერდნენ კორპუსთან, გარკვეული პერიოდი საუბრობდნენ, ხოლო შემდგომ ისევ გაბრუნდნენ უკან. დაახლოებით 30 წუთში სამივე დაბრუნდა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვ---------–ის მიმართულებით ჯ-------ის ქუჩაზე, სადაც ორი მგზავრი - წინ და უკან მჯდომი გადავიდნენ, შემდგომ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა და იძულებული გახდა მანქანა მოფარებულ ადგილას გაეჩერებინა. ორივე მგზავრის დაბრუნების შემდგომ ისინი წაიყვანა ნ--–-----ეზე და შემდგომ მიიყვანა ისევ გ-–----ში. ლ---- ვ--–------მა დაადასტურა, რომ მასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ავტომანქანის დათვალიერება და ასევე პირის ამოცნობა, რა დროსაც წარმოდგენილი სამი პირიდან მან ამოიცნო ა---------– ა–-------–ი. დანარჩენი ორი მგზავრის ამოცნობა არ შეუძლია.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ--------- გ------–--ემ დაადასტურა, რომ არის მ------ საფინანსო კომპანია რ-----------------------–---ს რეგიონალური მენეჯერი. ჯ-------ის N---–- მდებარე ვ---------–ის სერვის ცენტრიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ვიდეო ჩანაწერი.

 

3.11. მოწმე ნ------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,------------------------ს“ ვ---------–ის ფილიალში მდებარე ჯ------------- სადაც განთავსებულია ვიდეო კამერები და 24 საათის განმავლობაში კეთდება ვიდეოჩანაწერები.

 

3.12. ბრალდებულმა ა---------– ა–-------–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს გ-–----------------------დან ტაქსით მარტო წავიდა მ-----------------------კენ. ვინაიდან არის მარიხუანას მომხმარებელი, შეხვდა ა------ ზ--–--ს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკების რეალიზაციით; მოტყუების მიზნით გაეცნო, როგორც პოლიციის თანამშრომელი და ვინაიდან, არ ჰქონდა თანხა, სთხოვა გადაეცა მისთვის მარიხუანა. ზ--–--ს არ სურდა იქ საუბარი, თან არ ჰქონდა მარიხუანა, ამიტომ აიყვანა სახლში, ისაუბრეს, რომ რამდენიმე ხანში შეხვდებოდა და მიაწვდიდა მარიხუანას, ზ--–--ი დაახლოებით საათსა და ოცი წუთში შეხვდა ა---------– ა–-------–ს ვ---------–ის მ-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა შავი ფერის ე.წ. ,,ბიო’’, რაც ამოიღეს შემდეგ მისი ბინიდან. ზ--–--მა მას როგორც პოლიციის თანამშრომელს მეგობრობის ნიშნად გადასცა კუთვნილი ფოტო აპარატი, აგრეთვე, რეგისტრატორი და ტელეფონი. ა---------– ა–-------–ი წასვლისას მ------- ვ---------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე საშაურმესთან შეხვდა გ------- ჩ--------–ს, ისაუბრეს, შევიდნენ ,,---------------–ი’’ ჩ--------–-ს თანხის ჩასარიცხად, ხოლო ა–-------–ი ფულის დასახურდავებლად, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს, რაც შეეხება უ–---- ც--–------ეს მას სასამართლო პროცესამდე არ იცნობდა. ა–-------–სა და ზ--–--ს შორის საუბარი იყო ჩვეულებრივი, ადამიანი თანამშრომლობაზე რომ მიდის პოლიციასთან - ისეთი ვითარება იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ზ--–--თანაც მარტო იყო მისული და სახლშიც მარტონი იყვნენ. ა---------– ა–-------–ის განმარტებით, მან მოატყუა ზ--–--ი, რაშიც სცნობს თავს დამნაშავედ, ყაჩაღობას ადგილი არ ქონია, ასევე არ გამოუყენებია იარაღი.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- ჩ--------–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს მთელი დღის განმავლობაში მეგობართან ლ---- ს---–-------ესთან ერთად იმყოფებოდა უბანში, დაახლოებით ექვსი-შვიდი საათისთვის ლ----ის თხოვნით წავიდნენ ,,ვ---------–ის’’ მ-------სთან ტელეფონის სატენის შესაძენად. როდესაც ლ----ს დაემშვიდობა, მ-------სთან შემთხვევით შეხვდა ა---------–ი ა–-------–ი, ესაუბრა მას. ტელეფონზე თანხის ჩარიცხვის მიზნით შევიდნენ ლომბარდში, აპარატიდან ჩარიცხა ფული, შემდეგ დაემშვიდობა ა---------–ს და დაბრუნდა სახლში, იმ დღეს უ–---- ც--–------ე არ უნახავს. იგი არ იცნობს ა------ ზ--–--ს და 2018 წლის 27 ივლისს არ უნახავს იგი.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა უ–---- ც--–------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს დილიდან საღამომდე იმყოფებოდა სახლში, არსად გასულა და არ უნახავს არც ა---------– ა–-------–ი და არც უ–---- ც--–------ე, ა–-------–ს საერთოდ არ იცნობდა, ასევე, არ იცნობს დაზარალებულ ზ--–--ს და 2018 წლის 27 ივლისს მასთან სახლში არ ყოფილა.

 

3.15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ თბილისში, მ------------------------------------------ში, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს და მდებარეობს ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, აღნიშნულ სახლში შევდივართ თეთრი ფერის რკინის კარით, რომლის ხელმარცხნივ განლაგებულია აბაზანა-ტუალეტი და ორი საძინებელი, პირდაპირ მდებარეობს მისაღები ოთახი, ხოლო ხელმარჯვნივ სამზარეულო და ლოჯი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, 2 ქილად, სამძებრო ძაღლი ,,ლეგა“ გაშვებულ იქნა სუნის კვალზე შემთხვევის ადგილიდან მეცხრე სართულიდან, კერძოდ, ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოდან, წავიდა ხელმარცხნივ და კორპუსის კუთხეში გაჩერდა გზის სავალ ნაწილთან. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ 16 სტერილურ ჩხირზე აღებულ იქნა ანაწმენდები 8 ნიმუშად. ამოღებულ იქნა ზარდახშა მცირე ზომის ქაღალდის ფრაგმენტებით და მოყავისფრო ფერის საფულე. 33 დაქტილოფირზე ამოღებულ იქნა ხელის კვლები.

3.15.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა ლ----- კ-----–---–მა, ნ--- ნ---------ემ, გამომძიებელმა შ------- მ------–---–მა.

 

3.16. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს ქ. თბილისში ო--–---–--------------------ში ა---------– ა–-------–ის საცხოვრებელ ბინაში, გ------ ს-----ეს - ა---------– ა–-------–ის სიმამრს მიეცა წინადადება წარმოედგინა ა---------– ა–-------–ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის მაისური ლურჯი ფერის სახელოებით, სპორტული ფეხსაცმელი მუქ ფერებში გაწყობილი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, მობილური ტელეფონი, ვიდეო რეგისტრატორი თავისივე ყუთით, ოქროს ბეჭედი, ფოტოაპარატი, ფულადი თანხა. გ------ ს-----ემ წარმოადგინა:

1. ,,LG”ის ფირმის მობილური ,,Q6”-ის მოდელი, რომელიც არის უკანა მხრიდან თეთრი ფერის და აქვს წარწერა ,,Q6”. მობილური ტელეფონი მოთავსდა სპეც.პაკეტებში შტრიხ.კოდით F--------- სპეც პაკეტზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.

2. ერთი ცალი მუყაოს ყუთი, მასზე არსებული წარწერით ,, DENVER“ ,, AC 5000W”, ყუთში მოთავსებულია ვიდეო-რეგისტრატორი, რომელზეც იკითხება წარწერა ,,DENVER WiFi Camera”, 2 (ორი) პულტი, 2(ორი) ცალი სამაგრი, ფურცლები მოხმარების ინსტრუქციით. მუყაოს ყუთი თავისივე შიგთავსით. დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხკოდით F--------. სპეცპაკეტზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.

3. ერთი ცალი იარაღის მსგავსი საგანი, რომელსაც აქვს წარწერა ,,PM” და ,, 2----------”, რომელიც არის შავი ფერის და ტარი გაწყობილია ყავისფერ ფერში. ერთი ცალი მჭიდი, იარაღის მსგავსი საგანი, თავისივე მჭიდთან ერთად მოთავსდა მუყაოს ყუთში, დამაგრდა და აღნიშნულის შემდგომ დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხ.კოდით F-------- გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.

4. ერთი ცალი თეთრი ფერის მაისური ლურჯი სახელოებით, რომელსაც აქვს წარწერები, კერძოდ, იკითხება ,,NEW YORK”, ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც აქვს წარწერა ,,LCW JEANS”, შარვალი არის დაზიანებული მარცხენა ზედა მხარეს; ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არის მუქ ფერებში გაწყობილი და აქვს თეთრი ძირი და იკითხება წარწერა ,,Nike”; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოთავსდა კონვერტებში და დაილუქა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით FCD 8------ სპეც.პაკეტში დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოხერხდა დადგენილებაში მითითებული ნივთების სრულად ამოღება ბინაში ჩატარდა ჩხრეკა.

5.ა---------– ა–-------–ის საძინებელ ოთახში განთავსებული ე.წ. ტრილიაჟის (კარადის) მარცხენა ზედა უჯრაში ნანახი იქნა თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, რომელსაც კუთხე აქვს მოხეული და შიგნით მოთავსებულია მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მასა. იმავე უჯრაში მოთავსებული ტყავის საფულეში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პატარა გამჭვირვალე პაკეტი. ერთ პაკეტში მოთავსებულია მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მასა, ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებულია მოშავო ფერის სპეციფიკური სუნის მასა, იმავე ,,ტრილიაჟის“ მეორე უჯრაში პოლიეთილენის პარკში ნანახი იქნა შვიდი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, ცარიელ მდგომარეობაში. საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადის მარჯვენა ზედა სათავსოში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი ცარიელ მდგომარეობაში და ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდი. იმავე კარადაში მოთავსებული ტყავის ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბეში ნანახი იქნა 14 (თოთხმეტი) ცალი პოლიეთილენის ცარიელი პაკეტი და ერთი ცალი ცარიელი წითელი ფერის სასაჩუქრე პაკეტი. იმავე ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა ,,ბილიარდის ,,შარის“ (ბურთი) მსგავსი საგანი, რომელიც შუაში არის გახვრეტილი და ჩაყენებული აქვს ლითონის ბადე და ბოთლის თავსახური, იმავე საწოლ ოთახში საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ე.წ. ინსულინის 100 მლ.იანი სამედიცინო შპრიცი ნემსის გარეშე. ნივთები მოთავსდა კონვერტებში და დაილუქა. ჩხრეკის მიმდინარეობა აისახა ფოტოაპარატის მეშვეობით.

3.16.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა ი-–----–---–---–მა, გამომძიებელმა უ-- ხ---–---–მა, ექსპერტმა გ------- ნ--------ემ.

 

3.17. გ------- ჩ--------–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკისას მის საძინებელში არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური წინა მხარეს შავი ფერის ლათინური წარწერით ,,TBILISI”, ასევე, ამავე საძინებელში მდგარი საწოლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, წინა მხარეს ნაცრისფერ ფონზე წარწერებით ,, HAPPY Halloween”, ამავე საწოლიდან, ასევე, ამოღებულ იქნა მონაცრისფრო ფერის ჯინსის შარვალი წინა და უკანა მხარეს ჯიბეებით, ამავე საძინებელში იქვე საწოლთან იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ერთი წყვილი მაღალ ყელიანი სპორტული ფეხსაცმელი წითელი და შავი ფერის საფირმო ნიშნით ,,NIKE”, ამავე საძინებელში არსებული საწერი მაგიდის ზედა პირველი უჯრიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ამავე ოთახში არსებული ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც არის გადაჭრილი და ქვედა მხარეს მასზე დამაგრებულია პოლიეთილენის პარკი.

3.17.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა მასში მონაწილე გამომძიებელმა ა----- ხ----–---–მა, გ------- მ-----–-–---–მა.

 

3.18. ამოღების ოქმის თანახმად, ამოღების წესით 2018 წლის 29 ივლისს გ------ ს-----ისაგან ამოღებულ იქნა: ,,Canon“-ის ფირმის ფოტოაპარატი, რომელიც არის ნაცრისფერი ფერის, უკანა მხარეს აქვს ეკრანი და იკითხება ლათინური ასოებით წარწერა ,,Pover Shot A490”. ფოტოაპარატს არ აქვს ბატარიები და მასში მოთავსებულია მეხსიერების ბარათი, რომელზეც იკითხება ლათინური ასოებით წარწერა ,,High Speed” ,,V-smart” და ,,4 GB”. ამოღებული ფოტოაპარატი მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა 2------- ლუქით, ლუქზე დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.

3.18.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა უ-- ხ---–---–მა.

 

3.19. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ა------ ზ--–--ის კუთვნილი Canon-ის ფირმის ფოტოაპარატის ყუთი, დათვალიერება მიმდინარეობს ა------ ზ--–--ის თანდასწრებით. ყუთი წარმოადგენს 20*15 სმ ზომის მუყაოს ყუთს, რომელიც არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის და ზედა მხარეს ახატია ფოტოაპარატი თეთრი ფერის წარწერით Canon. ასევე ქვედა კუთხეში წარწერაა თეთრი ფერის Power Shot A 490 DIGITAL CAMERA, ასეთივე წარწერა აქვს დანარჩენ ორ მხარეს მარჯვენა და მარცხენა გვერდზე, ასევე ერთ გვერდზე აქვს შტრიხ კოდები: 4--------------------------------------, ასევე ყველა კუთხეში აქვს სავარაუდოდ ჩინურ ენაზე წარწერები, ასევე ყუთში მოთავსებულია შავი ფერის სადენი ყვითელი და შავი გადამყვანით და მეორე შავი ფერის სადენი ორივე მხარეს მწვანე ფერის გადამყვანებით, ასევე აპარატის დრაივერის დასაყენებელი დისკი და საგარანტიო ბარათი. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ფოტოაპარატის ყუთი, მასში არსებული დეტალებით იქნა ამოღებული, მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა ი----------------------------–-------------------–---- ლუქით N-------- რომელზეც შესრულდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

3.19.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა შ------- მ------–---–მა.

 

3.20. ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ა------ი ზ--–--მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო გ------ ს-----ისაგან ამოღებული ნივთი-ფოტოაპარატი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან, ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო შემდეგ ნიშნებით; ფოტოაპარატის ვერცხლისფერი ფერით, საფირმო სახელით - ,,ქენონი“, ფოტოგადაღების ხარისხის მაჩვენებლით -10 მეგაპიქსელით, ლურჯი ფერის 4 გეგა ბაიტიანი ჩიპით, თეთრი ფერის თოკის ხელზე საკიდით, ეკრანთან მარჯვენა მხარეს არსებული ლაქის კვალით, ელემენტის ჩასადების დაზიანებული ხუფით.

3.20.1. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.21. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ი----- ვ---------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ქალბატონი მოაჯირთან. ი----- ვ---------ის განმარტებით, აღნიშნული ქალბატონი არის თავად, მას მარცხენა ხელზე უკეთია ის ბეჭედი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან ყაჩაღებმა. ფოტოსურათზე გამოსახული ბეჭედი არის ოქროსფერი, ოვალური ფორმის, აქვს შუა ნაწილში თვალი. დათვალიერების შემდგომ ამობეჭდილ იქნა ფოტოსურათი, რომელიც დაერთო საქმეს.

3.21.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა უ-- ხ---–---–მა.

 

3.22. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილ იქნა 2018 წლის 29 ივლისს ამავე საქმეზე გ------ ს-----ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ვიდეო რეგისტრატორი ყუთთან, ორ ცალ პულტთან და ინსტრუქციასთან ერთად, რომელიც დალუქულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეც. პაკეტში F---------- რეგისტრატორთან ერთად ასევე დევს სამაგრი, რომლიც არის შავი ფერის, მასზე დამონტაჟებულია დასაფიქსირებელი მოძრავი დეტალი. სამაგრს ქვედა მხარეს აქვს რეზინის ზედაპირზე მისაკრობი ლენტი, ხოლო ზედა მხარეს რეზბიანი მილაკი.

3.22.1. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.23. ნივთის ამოცნობი ოქმის თანახმად, ამომცნობმა ა------ ზ--–--მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო გ------ ს-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთი -ვიდეორეგისტრატორი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან. ამომცნობმა პირმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,DENVER AC 5000 W” მოდელით, კორპუსის ვერცხლისფერი ფერით, შუაში შავი ფერის კორპუსით, სამარკო ეტიკეტით, მართკუთხედის ფორმით, თეთრი ფერით, მეტალის ორი ცალი ღილაკით, სამაგრზე დასაყენებელი რეზბიანი ხვრელით, სამაგრის შავი ფერით, დასაფიქსირებელი მოძრავი დეტალით, სამაგრის რეზინის ზედაპირზე მისაკრობი ლენტით.

3.23.1. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.24. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა მობილური ტელეფონი LG-ის ფირმის, Q6 მოდელის, სენსორიანი. ტელეფონს ეკრანი აქვს მუქი ფერის, ხოლო უკანა ხუფი თეთრი ფერის. ტელეფონს უკანა მხარეს, თეთრ ფონზე ორ ადგილას აღენიშნება ნაკაწრები ზედა და ქვედა მხარეს, ხმარების შედეგად გამოწვეული, ასევე უკანა ხუფზე ზედა მარცხენა კუთხეში დამონტაჟებული აქვს კამერის თვალი, ტელეფონს მარცხენა მხარეს აქვს ორი, ხოლო მარჯვენა მხარეს ერთი ცალი მეტალის ღილაკი.

3.24.1. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.25.ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------ ზ--–--ის მიერ წარდგენილი ნივთებიდან ამოცნობილ იქნა გ------ ს-----ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნივთი - მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დამნაშავე პირებმა იარაღის მუქარით წაიღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან, ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: LG-ის ფირმით, Q6 მოდელით, სენსორიანი. ტელეფონის ეკრანის შავი ფერის ხუფით, ტელეფონის ხუფზე არსებული ნაკაწრებით, კამერის თვალით, ტელეფონზე დამონტაჟებული მეტალის ღილაკების რაოდენობით და მდებარეობით.

3.25.1. ნივთის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.26. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------ი ზ--–--მა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება ა---------– ა–-------–ი, რომელმაც 2018 წლის 27 ივლისს თავის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იარაღის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და მისი საცხოვრებელი ბინიდან დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, ა------ი ზ--–--ის განმარტებით აღნიშნული პირი იყო დაახლოებით 30-35 წლამდე ასაკის, 180 სმ სიმაღლის საშუალო აღნაგობის, მოგრძო სახით, სწორი ცხვირით, მოგრძო წაწვეტებული ნიკაპით, საშუალო ზომის მუქი თაფლისფერი თვალებით, ხორბლისფერი მორიჟაო ფერის მოკლედ შეჭრილი თმით, ამავე ფერის საშუალო ზომის თხელი წვერით, თხელი სწორი წარბებით, თხელი ტუჩებით, საშუალო ზომის ყურებით, ღია ხორბლისფერი კანის ფერით, მაღალი შუბლით და შეწეული ლოყებით.

2.26.1.პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.27. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------ი ზ--–--მა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით საშუალო თხელი აღნაგობით, თხელი მოგრძო ფორმის სახით, წაწვეტებული ნიკაპით, წვეტიანი ფორმის ცხვირით, წარბების ფორმით ფერითა და მოყვანილობით, მუქი ფერის საშუალო ზომის თვალებით, საშუალო ზომის სწორი ფორმის ტუჩებით თხელი ლოყებით ამოიცნო მის წინაშე მდგომი მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება გ------- ჩ--------–-, რომელიც თან ახლდა იმ პიროვნებას, რომელმაც მიუშვირა იარაღი და იარაღის მუქარით გასტაცა ტელეფონი, ხოლო შემდეგ ჩაიყვანეს კორპუსის ეზოში და როდესაც ორმა მამაკაცმა აიყვანა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული პიროვნება დარჩა კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, საყარაულოდ. ამომცნობმა ამოსაცნობი ამოიცნო, როგორც მის მიერ ზემოთხსენებული ნიშნებით, ასევე მთლიანი ვიზუალური შეხედულებით.

2.27.1.პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--- მ----–---–მა.

 

3.28. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------ი ზ--–--მა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - უ–---- ც--–------ე, რომელიც მან ნახა 2018 წლის 27 ივლისს თავის საცხოვრებლ კორპუსთან, რომელიც იარაღიან თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. ა------ ზ--–--ის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით - 30 წლის ასაკის, 185 სმ. სიმაღლის, საშუალოზე ოდნავ მსხვილი აღნაგობით, ოვალური ფორმის ფართე სახით, მსხვილი უმნიშვნელოდ გადაბმული მუქი ფერის წარბებით, მსხვილი და მოკლე ფორმის ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, მრგვალი ფორმის ნიკაპით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალოზე დიდი ზომის შავი ფერის წვერით.

3.28.1.პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.29. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ლ---- ვ--–------მა ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან ამოიცნო ა---------– ა–-------–ი, რომელიც თანმხლებ ორ პირთან ერთად ტაქსით მიიყვანა გ-–-----დან მ------------------- 5--------–----------– კორპუსთან და ის მანქანაში იჯდა მის გვერდით. აღნიშნული პირი ამოიცნო ასაკით 30-35 წლის, საშუალო აღნაგობის, სიმაღლით 180 სმ-ით, მოგრძო სახით, სწორი ცხვირით, მოგრძო წაწვეტებული ნიკაპით, თაფლისფერი თვალებით, თხელი წვერით, ხორბლისფერი - მორიჟაო ფერის მოკლე თმით, ხორბლისფერი კანით, შეწეული ლოყებით და თხელი ტუჩებით.

3.29.1.პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.30. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე ლ---- ვ--–------ის კუთვნილი ავტომანქანა ვერცხლისფერი NISSAN ALMERA TINO სახელმწიფო ნომრით A------ აღნიშნული ავტომანქანა ემსახურება ტაქსის კომპანია ,,მ-----ას’’, დათვალიერებულ იქნა ა/ მანქანის სალონი წინა და უკანა ნაწილი, აღნიშნული დათვალიერებისას ამოღებული და ნანახი არაფერი არ ყოფილა.

3.30.1. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა შ------- მ------–---–მა.

 

3.31. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. თბილისი მ-----------------------------------–---- დან, მდებარე შსს ი----------------------------–-------------------–---- ადმინისტრაციული შენობიდან. მოწმე ლ---- ვ--–------ის მონაწილეობით და გაგრძელდა მ-------------------ს ჯ-------ის ქუჩის, ჰ----–----ს და ზ---------ის გავლით, შემდეგ მ-------ს დასახლების მ------- ა-------–-ს და ხ------–---–ის ქუჩებით მივიდნენ გ-–---------------------. შორის მდებარე ს---------თან, სადაც ლ---- ვ--–------მა მიუთითა ის ადგილი, როდესაც გაჩერდა და დაელოდა კლიენტს, შემდეგ იგივე გზით წაიყვანა ისინი ქ. თბილისი მ------------------------- სადაც გააჩერა ა/მანქანა და ელოდებოდა მათ, როდესაც ისინი გადავიდნენ მანქანიდან.

3.31.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა შ------- მ------–---–მა.

 

3.32. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს მოწმის სახით მიცემული ჩვენების გადამოწმების მიზნით ამავე დღეს ა---------– ა–-------–ის თანხმობითა და მითითებით ექსპერტების თანდასწრებით ქ. თბილისი მ-----------------------------------–-----ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---- ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გავიდნენ ,,სუბარუს’’ მარკის ლეგასის მოდელის ავტომანქანით სახ. ნომრით G--------- ა---------– ა–-------–ის მითითებით მ--------ს გ-------ზე პირველივე შუქნიშანთან სტომატოლოგიური კაბინეტის გვერდით აუხვიეს ხელმარჯვნივ და გაემართნენ სკვერის მიმართულებით, ხელმარჯვნივ შეუხვიეს კვლავ ხელმარჯვნივ და გაჩერდნენ მ--------ს გ-------ი--------------------თან. ა---------– ა–-------–ის განმარტებით, აღნიშნულ კორპუსთან მივიდა 2018 წლის 27 ივლისს გ------- ჩ--------–თან და უ–---- ც--–------ესთან ერთად, ა--------ასთან შესახვედრად, მისი მითითებით შევიდნენ ამავე კორპუსის მესამე სადარბაზოში და ავიდნენ მეორე სართულზე, ის და გ------- შეხვდნენ ა--------ას, ხოლო შემდეგ ის და უ-- ავიდნენ ა--------ას კორპუსში მეცხრე სართულზე და მიუთითა ადგილი, ამავე კორპუსის მესამე სადარბაზო მე-9 სართულზე, ბ------- ასასვლელი კიბიდან ხელმარჯვნივ, სადაც მისი განმარტებით ა--------ას ბინიდან წაიღო მან ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი რუსული რუბლი და ვიდეო რეგისტრატორი. აღნიშნულის შემდეგ ა---------– ა–-------–ის მითითებით ავიდნენ ჯ-------ის ქუჩაზე, სადაც გაჩერდნენ ჯ-------ის ქ-------თან რ---------------ს ფილიალთან, მისი განმარტებით სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე რ---- კრედიტში მან და გ------- ჩ--------–მა გადაახურდავეს ა--------ის ბინიდან წამოღებული 20 000 რუსული რუბლი.

3.32.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა ლ--–- შ--------მ და თ------ წ--–--–-–---–მა.

 

3.33. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------- ჩ--------–თან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ მოწმე ჩ--------–მა განაცხადა, რომ სრულად ადასტურებს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში და ქ. თბილისის მ-------------------, კ---------------ში აჩვენოს ის ადგილი, სადაც 2018 წლის 27 ივლისს 17-დან - 18 საათამდე დროის მონაკვეთში ა----- ა–-------–თან და უ-- ც--–------ესთან ერთად ნახა ა------ი, რომლის გვარიც მისთვის უცნობია. აღნიშნულის შემდეგ შსს ი----------------------------–--- პოლიციის მ--------------–--ის შენობიდან მოწმის გ------- ჩ--------–-ს მითითებით შ--------------------------–------------------------–--ს ექსპერტებთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მიდიან ქ. თბილისი, მ-------------------, კ---------------სთან, სადაც გ------- ჩ--------–მა მიუთითა N--------------- გვერდით არსებულ კედელთან და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას იყო გაჩერებული ტაქსი, რომელიც მათ ელოდებოდათ, აღნიშნულის შემდეგ გ------- ჩ--------–-ს მითითებით მიდიან N---------------, მე-3 სადარბაზოსთან, შედიან სადარბაზოში და კიბის გავლით ავდიან მე-2 სართულზე, სადაც მიუთითა გ------- ჩ--------–მა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდნენ 2017 წლის 27 ივლისს ა------ ზ--–--ს თვითონ და ა----- ა–-------–ი, რის შემდეგაც გამოელაპარაკნენ რუსულ ენაზე ა------ ზ--–--ს და სადარბაზოდან გარეთ კორპუსის ეზოში გამოიყვანეს, რის შემდეგაც ა------ ზ--–--ი, ა----- ა–-------–ი და უ-- ც--–------ე ავიდნენ ა------ ზ--–--ის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ------- ჩ--------–- დარჩა კორპუსის ეზოში. აღნიშნულის შემდეგ გ------- ჩ--------–მა მიუთითა N--------------- ეზოში იმ ადგილზე, სადაც ელოდებოდა ა----- ა–-------–ს და უ-- ც--–------ეს, ხოლო როდესაც ა----- ა–-------–ი და უ-- ც--–------ე ჩავიდნენ კორპუსის ეზოში, ჩასხდნენ ტაქსში და წავიდნენ ვ---------–ის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ გ------- ჩ--------–-ს მითითებით გაემართნენ ვ---------–ის მიმართულებით, ვ---------–ში ჯ-------ის ქ--------ში მდებარე ,,რ---------------ს“ ოფისთან გ------- ჩ--------–მა მიუთითა ,,რ---------------ს“ ოფისზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მას შემდეგ რაც ტაქსით წამოვიდნენ მ------------------- N--------------დან, ა----- ა–-------–მა სწორედ აღნიშნული ,,---------------ს“ ოფისში დაახურდავა ფული, რის შემდეგაც ასევ იგივე ტაქსით ე. წ. ზ----ს გზით წავიდნენ გ-–-----ს მიმართულებით.

3.33.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ--- მ----–---–მა, თ------ ს-------მა.

 

3.34.ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს ,,ტ----------დან“ გამოთხოვილ დისკში აღმოჩნდა სულ 04 (ოთხი) ფაილი, ფაილებზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 9-------------, საიდანაც ხორციელდება სატელეფონო ზარები ტაქსის კომპანია ,,მ-----ში“ ( 0------------) პირველი ფაილის გახსნისას ისმის ოპერატორი ქალბატონის ხმა“ - თქვენთან მოვიდა ავტომობილი ,,ნისან ალმერა’’, ვერცხლისფერი, სახ. ნომრით 7--; მეორე ფაილის გახსნისას ისმის ქალბატონის ხმა- ,,ოპერატორი თ-----ი გისმენთ“ და ესალმება მამაკაცს. მამაკაცი იძახებს ტაქსს მისამართზე გ-–-----ს მ-------------------------------- სადარბაზოსთან ს---------თან და სურს მ------------------- N--- კორპუსთან მისვლა ოპერატორი ეუბნება მგზავრობის საფასურს - 11 ლარს და 60 თეთრს. მესამე ფაილში ისმის მამაკაცის ხმა, რომელმაც გამოიძახა ტაქსი და ესაუბრება მძღოლს, მძღოლი ეუბნება კლიენტს, რომ ელოდება მითითებულ მისამართზე ს---------თან. მეოთხე ფაილი იდენტურია მესამე ფაილის აუდიოჩანაწერის.

3.34.1. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.35. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა შპს ,,---------------------დან’’ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია 2 ცალ DVD დისკზე. პირველ დისკზე აღმოჩნდა სულ ოთხი ვიდეო ფაილი ვიდეოჩანაწერი დისკებზე გადატანილია განჩინებაში მითითებული დროით სრული მოცულობით, იწყება 17:32 საათზე და სრულდება 20:02საათზე პირველ დისკში არსებული ოთხი ვიდეო ფაილი ასახავს რ---- ე--------ს გარე პერიმეტრს.

მეორე ფაილი იწყება 2018 წლის 27 ივლისის 1718:13 საათზე და სრულდება 18:54 საათზე. ჩანაწერში 18:17 საათზე ჩანს, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჯ-------ის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით A------ ტაქსისი აღმნიშვნელი ,,ნისნით’’, ასევე ჩანს რომ მგზავრთა სასიარულო ბილიკზე რ----ს მიმართულებით მოძრაობს ორი პიროვნება, ამათგან ერთ-ერთი სიარულის დროს კოჭლობს, აცვია თეთრი ფერის მაისური ლურჯი სახელოებით წინ მაისურზე წარწერით-NEW YORK, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული პიროვნება არის ამავე საქმეზე ბრალდებული ა---------– ა–-------–ი. მასთან მყოფ პირს აცვია თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, აღნიშნული პიროვნება არის წვერებში, აფარია კეპი და გაკეთებული აქვს მზის სათვალე, არის შედარებით მაღალი, ისინი გზაზე შედიან სხვა დაწესებულებაში. პარალელურად გზაზე გაჩერებულ ტაქსს ჩართული აქვს ავარიული ნიშნები და ელოდება ხსენებულ პირებს. 18:18 საათზე ორივე პიროვნება გამოდის გარეთ და ა–-------–ს ხელში უჭირავს ფულადი თანხა, რომლის შემდგომაც 18:19 საათზე ორივე მათგანი შედის ,,რ----ს’’ ფილიალში, ამავე დროს ტაქსთან ჩერდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც სავარაუდოდ აჯარიმებს მძღოლს და მანქანა იცვლის ადგილს, ეფარება კამერებს. ამავე ჩანაწერის 18:26 საათზე ა---------– ა–-------–ი და მასთან მყოფი პირი გამოდის გარეთ, ა–-------–ს ხელში უჭირავს ფულადი თანხა და დებს საფულეში, შემდგომ ორივე მათგანი ჩადის ქვემოთ, საუბრობენ ერთმანეთში და ისევ ტრიალდებიან უკან, ,,რ----ს’’ მიმართულებით. 18:29 საათზე ისინი ჩაუვლიან ,,რ----ს’’ ფილიალს და ეფარებიან კამერების თვალთახედვის არეს.

მეორე დისკში არსებული ოთხი ვიდეო ფაილი ასახავს ,,რ---- ე--------ს’’ შიდა პერიმეტრს. პირველ ფაილში ჩანს, რომ ,,რ----ს’’ ფილიალში შედის ა---------– ა–-------–ი და მასთან მყოფი პირი (46:48) ისინი შედიან სალაროების მხარეს, მარცხნივ, შემდგომ მალევე გამოდიან ფოიეში და შედიან ცენტრალური კარების მოპირდაპირედ არსებულ სალაროებთან, საიდანაც გამოდიან რამოდენიმე წუთში და დგებიან კართან, საუბრობენ ერთმანეთში. ამის შემდგომ ა---------– ა–-------–ი მიდის ,,რ----ს’’ ფოიეში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, საფულედან იღებს თანხას და ოპერატორის დახმარებით თანხას რიცხავს აპარატში, რომლის შემდგომ ორივე მათგანი გადიან გარეთ (53:43). მეორე ფაილში ჩანს სალაროს დახლი, სადაც 2018 წლის 27 ივლისს 18:17:50 სთ-ზე მიდიან ა–-------–ი და მასთან მყოფი პირი, რომლებიც ოპერატორს დახლზე უდებს ქაღალდის უცხოურ კუპიურებს. 18:18 საათზე ჩანს, რომ ერთერთს ხელში უჭირავს ოქროსფერი ბეჭედი, რგოლი, რომელსაც აჩვენებს თანმხლებ პირს. ოპერატორი მათ უკან უბრუნებს ქართულ კუპიურებს 410 ლარს. 18:19 საათზე ისინი ტოვებენ სალაროს ტერიტორიას. მეოთხე ფაილში ამავე დროის შუალედში ჩანს სალარო, სადაც ზის ოპერატორი მამაკაცი, რომელიც იღებს უცხოურ ვალუტას და ზ/ხსენებულ პირებს უბრუნებს ხურდა ფულს და ასევე ფულად თანხას 410 ლარს, კერძოდ, 2 ც 100 ლარიან კუპიურას, 2 ცალ 50 ლარიან კუპიურას, 5 ცალ 20 ლარიან კუპიურას და 1 ცალ 10 ლარიან კუპიურას.

3.35.1. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.36.ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ქ. თბილისში მ-------------------N------- ბ-------- ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ა---------– ა–-------–ისგან და უ–---- ც--–------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

3.36.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ---–--ემ.

 

3.37. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N------- თანახმად: N------------ საქმესთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის N8 კვალი(იხ. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N------- 3-----2018 წლის შესრულებული მთავარი ექსპერტის - ხ------------ის მიერ) არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - უ–---- ე-–------ს ძე ც--–------ის (დაბ. 2-----1---წელს) და ა---------– გ-------ს ძე ა–-------–ის (დაბ.1----- 1--- წელს) სახელებზე შევსებული დაქტილობარათებზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდების.

3.37.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ხ------- ჭ---------ემ.

 

3.38. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები N18, N25 და N27 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ა---------– გ-------ს ძე ა–-------–ის (დაბ. 1-----1---წელს) ხელის თითის ანაბეჭდების. კერძოდ; კვალი N18 იდენტურია- ა---------– გ-------ს ძე ა–-------–ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის, კვალი N25 იდენტურია - ა---------– გ-------ს ზე ა–-------–ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი N27 იდენტურია - ა---------– გ-------ს ძე ა–-------–ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის.

3.38.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ხ------- ჭ---------ემ.

 

3.39. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმეზე გამოკვლეული: ობიექტი N--------- არის ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ. კალიბრის პნევმატური პისტოლეტის მოდელი ,,PM”, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და წარმოდგენილი სახით უვარგისია სროლისთვის.

3.39.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ე-–----მ.

 

3.40. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------– ა–-------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა, ,,WITTeHEN”-ის ფირმის შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ა---------– ა–-------–ის პირადობის მოწმობა, შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–--- ცენტრის’’ ცნობა - გაცემული ა---------– ა–-------–ზე, ,,ლ---------ს’’ მოთამაშის პლასტიკური ბარათი, კლუბ ,,-------ს’’ პლასტიკური ბარათი, ,,თ-----------ს’’ პლასტიკური ბარათი, საბერძნეთის ეროვნული ბანკის პლასტიკური ბარათი, გაცემული I-----------ზე და ფულადი თანხა 5 ლარიანი კუპიურა, ასევე სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3------------- ტელეფონში მოთავსებულია ,,---–----ს’’ სიმ ბარათი, ტელეფონის ეკრანს ვიზუალურად ეტყობა დაზიანების კვალი, კერძოდ, არის გაბზარული.

3.40.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.41. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, მ-----------------------------------–---- შსს ი----------------------------–--- პოლიციის მ--------------–--ის შენობაში დაკავებულ იქნა გ------- ჩ--------–-, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქა ,,აიფონ 5“-ის მოდელის ტელეფონი იმეი კოდით IMEI 3--------------- ტელეფონში მოთავსებულია ,,---–-----’’ ქსელის სიმ ბარათი, ტელეფონი დევს შავი ფერის რეზინის დამცავში. გ------- ჩ--------–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონ 5-ის “ მოდელის ტელეფონი, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ი----------------------------–--- პოლიციის მ--------------–--ის ლუქის ბეჭდით 2------ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი 29.07.2018 წელი.

3.41.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--- მ----–---–მა.

 

3.42. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, უ–---- ც--–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი პირადი ნივთები, ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, ხურდა ფული 2 ლარი და 70 თეთრი.

3.42.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი---- ფ---–---–--–---–მა.

 

3.43. ბრალდებულ ა---------– ა–-------–ის ადვოკატის პოზიციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება - ყაჩაღობა და ეს არც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ა---------– ა–-------–მა მოატყუა ა------ი ზ--–--ი, როცა უთხრა რომ პოლიციიდან იყო, აღნიშნული მიზნად ისახავდა ნარკოტიკების გადმოცემას; მისი მხრიდან არანაირ მუქარას ან ძალადობას ა------ი ზ--–--ის მიმართ ადგილი არ ჰქონია; მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად. ადვოკატმა მოითხოვა ა---------– ა–-------–ის ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლიდან გადაკვალიფიცრდეს სსკ-ის 180-ე მუხლზე, რის ჩადენასაც ა---------– ა–-------–ი აღიარებს.

 

3.44. გ------- ჩ--------–-ს და უ–---- ც--–------ის ადვოკატების პოზიციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული ქმედება და მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში მათი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულები საერთოდ არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე და მათი მხრიდან ვერ ექნებოდა ადგილი ა------ი ზ--–--ის მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას ან ძალადობას.

 

3.45. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დადასტურებულად არ მიიჩნევს ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალდება მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

3.45.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორობიექტიანი დანაშაულია, იგი მომეტებული სოციალური საშიშროებით ხასიათდება და ერთდროულად ხელყოფს, როგორც საკუთრებას, ასევე ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა თავდასხმაში გამოიხატება სხვისი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა ძალადობის გარეშე კარგავს სისხლის სამართლებრივ მნიშვნელობას. თუ თავდასხმას არ ახლავს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა იგი არ შეიძლება იყოს დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალება. ფიზიკური ძალადობა გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს გამოყენებული მუქარა დაზარალებულის მიერ უნდა იყოს რეალურად აღქმული ანუ დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი უნდა ქონდეს, რომ მუქარა რეალიზებული იქნება თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობით ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსაზღვრა, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ან/და საფრთხე, ქმედების ხანგრძლივობა, ინტენსივობა, საშუალება, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა. კონკრეტულ საქმეში სასამართლო ბრალდებულების ქმედებას აფასებს მთლიანობაში და მიაჩნია, რომ არც წარმოდგენილი მტკიცებულებები და არც დანაშაულის ჩადენის მთელი ვითარება არ იძლევა ბრალდებულების ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველს. კერძოდ:

3.45.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყაჩაღობის ფაქტზე ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალდების მტკიცებულებაა მხოლოდ დაზარალებულ ა------ი ზ--–--ის ჩვენება, სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ ა------ ზ--–--ზე მისი კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმას, რომელიც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განხორცილდა, ამგვარი საქმეში არ არსებობს.

3.45.3. დაზარალებულ ა------ ზ--–--ის ჩვენებას სასამართლო აძლევს რა შეფასებას მიაჩნია, რომ არც დაზარალებული აჩვენებს ისეთ ფაქტებს, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ თავდასხმას და ისეთი ძალადობის გამოყენების ფაქტს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გასჩენოდა რეალური საფრთხე. ა------ი ზ--–--ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ სადარბაზოს კიბეებზე ამავალი ა---------– ა–-------–ი მოულოდნელად მოტრიალდა, წავიდა ა------ისკენ, ამოიღო პისტოლეტი, მიუშვირა და ხელიდან გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რა დროსაც ზ--–--მა ხელები ასწია და სთხოვა არ ესროლა, სასამართლო შეფასებას აძლევს თანმდევ მოვლენებთან ერთობლიობაში, კერძოდ, ა------ ზ--–--ის ჩვენების თანახმად, ამ დროს ა–-------–ს მის მიმართ არ გამოუყენებია არც ძალადობა და არც ძალადობის მომცველი მუქარა, არამედ უთხრა, რომ პოლიციიდან იყვნენ, თან იღიმებოდა, რაც შეეხება ჩ--------–ს იგი დაბლა იდგა და არაფერს აკეთებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ი ზ--–--ის ჩვენება კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა იქნას შეფასებული, ხოლო მისი ჩვენება მთლიანობაში არ იძლევა ა–-------–ის და ჩ--------–-ს ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველს.

3.45.4. სასამართლოს აღნიშნულ პოზიციას ამყარებს ა------ი ზ--–--ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მას ბრალდებულები გაეცნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ ქ--------- ს-------–--, რომელთანაც ა------ი ზ--–--ს ჰქონდა მიმოწერა ტელეგრამის საშუალებით, იყო ნარკოტიკების დამანაწილებელი და მეტი სანდოობისათვის აჩვენეს მათი მიმოწერა; ა------ი ზ--–--მა ბრალდებულები აღიქვა რა პოლიციის თანამშრომლებად, ამიტომ მიიყვანა სახლში, სადაც ისინი ეძებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს (ა------ ზ--–--ის ჩვენების მიხედვით), ხოლო ა------ი ზ--–--ი უხსნიდა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნარკოტიკთან; ვერ უწევდა მათ წინააღმდეგობას, ვინაიდან მიიჩნევდა სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლებად; აღნიშნულს ადასტურებს ა------ი ზ--–--ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ა---------– ა–-------–მა მოსთხოვა ტელეფნის ყუთი, მობილურიდან სურდა სიმ ბარათის ამოღება და ამასთან მოსთხოვა ფურცელზე დაეწერა ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაუკავშირდებოდნენ და პოლიციაში მისი შემოწმების შემდეგ დაუბრუნებდნენ ტელეფონს; ასევე, ა------ ზ--–--მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იყო ძალიან შეშინებული და ეკითხებოდა ა–-------–ს ციხეში ხომ არ ჩასვამდა, რაზეც ა–-------–ი პასუხობდა, რომ თუ არავის ეტყოდა მომხდარის შესახებ არაფერი მოხდებოდა; საგულისხმოა, რომ ბრალდებულების წასვლის შემდეგ ა------ი ზ--–--მა არ დარეკა პოლიციაში, ის იმდენად შეშინდა, რომ მომხდარის შესახებ არ მოუყვა მის სანახავად მისულ მეგობარს და გაიყვანა სხვა ოთახში, ვინაიდან შიშობდა, რომ პოლიციელებმა მის ოთახში დატოვეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა.

3.45.5. დაზარალებულ ა------ ზ--–--ის ჩვენების ანალიზის შედეგად, ცხადი ხდება, რომ ა------ ზ--–--ის მიმართ არ ჰქონია ადგილი ბრალდებულების მხრიდან უეცარ თავდასხმას და აგრესიას, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა------ ზ--–--ს ა–-------–მა დაანახა იარაღი, თავისთავად არ იძლევა ყაჩაღობის შემადგენლობას. მართალია იარაღის დემონსტრირება წარმოადგენს ყაჩაღობით ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთლობისათვის საშიში ძალადობა ან მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, დაზარალებული უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ მუქარა იქნება რეალიზებული, თუ იგი ქონების გადაცემის მუქარას არ დააკმაყოფილებს, მუქარის მიზანი ამ შემთხვევაში არის დაზარალებულის ნების დათრგუნვა და ამ ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. კონკრეტულ შემთხვევაში იარაღის დემონსტრირებას მომენტალურად მოჰყვა ბრალდებულ ა---------– ა–-------–ის გაღიმება და თქმა იმისი, რომ იყვნენ პოლიციიდან, რაც გამორიცხავს ძალადობრივ თავდასხმას; მით უმეტეს, როგორც დაზარალებული ა------ ზ--–--ი მიუთითებს, სახლში ყოფნის დროს მას არ გასჩენია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შიში, მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულების მხრიდან ა------ ზ--–--ზე თავდასხმას, ჩადენილს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ადგილი არ ჰქონია.

 

3.46. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ზ--–--ის ჩვენებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალდება დაზარალებულ ა------ ზ--–--ის მიმართ ყაჩაღურ თავდასხმის ფაქტზე, რაც გამორიცხავს ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველს და ამ ნაწილში ბრალდებულები უნდა გამართლდნენ.

 

3.47. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ქმედება მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და იგი შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით

 

3.48. სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა ანგარებითი დანაშაულია და მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, რაც ხორციელდება მოტყუების გზით, რომელიც წინ უსწრებს ქონების დაუფლებას და სწორედ ეს ხერხი უადვილებს დამნაშავეს მიზნის მიღწევას. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– ა–-------–ი, გ------- ჩ--------–- და უ–---- ც--–------ე ა------ი ზ--–--ის მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ა------ი ზ--–--ის და ი----- ვ---------ის კუთვნილ ნივთებს, რითაც მათ მიაყენეს მატერიალური ზიანი. კერძოდ:

3.48.1. დაზარალებულ ა------ ზ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა დაარწმუნეს ზ--–--ი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ვითომდა პოლიციაში დაზარალებულისგან ამოღებულ ნივთების შესწავლის მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ ნივთებს, ზ--–--ის მიერ ა---------– ა–-------–ის კუთვნილი იარაღი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, აღქმულ იქნა არა როგორც თავდასხმის საშუალება, არამედ როგორც პოლიციის თანამშრომლის აღჭურვილობა, მან ნივთები ნებაყოფლობით გადასცა ბრალდებულებს; მიუხედავად მისი ეჭვებისა ეს პირები ნადვილად იყვნენ თუ არა პოლიციელები, მან დაიჯერა, რომ ისინი, როგორც პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მის სახლში ეძებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

3.48.2. მოწმე თ----- ვ--–------ის ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- თ----- ვ--–------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილდებოდნენ გ-–-----დან მ-------------------ს მიმართულებით და მივიდნენ ქ. თბილისში, მ------------------- კ---------------თან. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ა---------– ა–-------–ის ჩვენებას, რომ იგი ტაქსით მარტო გადაადგილდებოდა, ასევე არ იზიარებს ბრალდებულების გ------- ჩ--------–-ს და უ–---- ც--–------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 27 ივლისს ისინი ა---------– ა–-------–თან ერთად არ გადაადგილდებოდნენ თ----- ვ--–------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით.

3.48.3. დაზარალებულ ა------ი ზ--–--ისა და მოწმე თ----- ვ--–------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს 2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის თბილისში, მ------------------- კ---------------თან ყოფნის ფაქტს.

3.48.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შ/ადგილიდან (ა------ი ზ--–--ის ბინიდან) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ა---------– ა–-------–ისგან და უ–---- ც--–------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ამასთანავე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ა---------– ა–-------–ის ხელის თითის ანაბეჭდების. აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ქ. თბილისში, მ----------------------------------------------ში ა------ი ზ-–-–---ს საცხოვრებელ სახლში ა---------– ა–-------–ის და უ–---- ც--–------ის ყოფნის ფაქტს;

3.48.5. გ------- ჩ--------–-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ადასტურებს დაზარალებულის ა------ი ზ--–--ის ჩვენება, რომლის თანახმად გ------- ჩ--------–- სადარბაზოდან ჩასულებს სახლში არ აყოლიათ და ის ელოდებოდა დაბლა; აღნიშნული აჩვენა გ------- ჩ--------–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას; ა------ ზ--–--ის ჩვენების სისწორეს ამყარებს თ----- ვ--–------ის ჩვენება და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ თ----- ვ--–------მა სამი კაცი წამოიყვანა გ-–-----დან მ--------ს პროსპექტზე, რომლებსაც ელოდებოდა და შემდეგ წაიყვანა ჯერ ჯ-------ის ქუ--ზე, ხოლო შემდეგ გ-–----ში; ამასთანავე, ვიდეოჩანაწერებში აშკარად ჩანს ა---------– ა–-------–ი თუ როგორ გადაადგილდება გ------- ჩ--------–თან ერთად, რომელსაც აცვია ის ტანსაცმელი, რაც გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული. აღნიშნული მტკიცებულებები არასარწმუნოდ ხდის ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-ს, უ–---- ც--–------ის ჩვენებების სისწორეს და აშკარად მიუთითებენ 27 სექტემბერს მათ ერთად ყოფნაზე და თ----- ვ--–------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილებაზე.

3.48.6. ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ა------ი ზ--–--მა მის წინაშე წარდგენილ პირთაგან ამოიცნო ა---------– ა–-------–ი, გ------- ჩ--------–- და უ–---- ც--–------ე, რომლებმაც მის მიმართ განახორციელეს დანაშაულებრივი ქმედება; ასევე, ა---------– ა–-------–ი ამოცნობილ იქნა თ----- ვ--–------ის მიერ.

3.48.7. შპს ,,----------------------დან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ჯ-------ის ქუ--ზე ვერცხლისფერი ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანით, რომელიც თ----- ვ--–------ის განმარტებით, არის მისი მანქანა. ჩანაწერებში ჩანს, რომ ა---------– ა–-------–ი და მასთან მყოფი პირი შედიან ,,რ----ს’’ ფილიალში, მიდიან ოპერატორთან, უდებენ ქაღალდის უცხოურ კუპიურებს, ერთ-ერთ ხელში უჭირავს ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც აჩვენებს თანმხლებ პირს, ოპერატორი მათ უკან უბრუნებს ქართულ კუპიურებს, შემდეგ ისინი ტოვებენ სალაროს ტერიტორიას.

3.48.8. ბინის ჩხრეკის და ამოღების ოქმით, დათვალიერების და ნივთის ამოცნობის ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა---------– ა–-------–ის სიმამრის - გ------ ს-----ისაგან წარმოდგენილი ,,LG”ის ფირმის მობილური ,,Q6”-ის მოდელი, ერთი ცალი მუყაოს ყუთი, მასში მოთავსებულია ვიდეო-რეგისტრატორი, ასევე ჩხრეკისას ამოღებული ,,,cenon”-ის ფირმის ფოტოაპარატი, ამოცნობილ იქნა დაზარალებულ ა------ი ზ--–--ის მიერ. აღნიშნული ნივთები ბრალდებულებმა მისი სახლიდან წაიღეს.

3.48.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საქმის დაზარალებულები არიან ა------ ზ--–--ი და ი----- ვ---------ი, რომელთა კუთვნილი ნივთების დაუფლება მოხდა სხვადასხვა გზით, კერძოდ, ი----- ვ---------ის კუთვნილი ოქროს ბეჭედი ა------ი ზ--–--ისა და ი----- ვ---------ისგან ფარულად იქნა წაღებული, ასევე, ა------ ზ--–--ის რუსული რუბლის დაუფლება ა------ ზ--–--ისგან ფარულად მოხდა, ხოლო ა------ი ზ--–--ის კუთვნილი სხვა ნივთების დაუფლება თაღლითური გზით მოხდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში მიუხედავად სხვისი ნივთის დაუფლების სხვადასხვა ხერხებისა, ბრალდებულების ქმედება განხილულ უნდა იქნას როგორც ერთიანი დანაშაული, რაც მოიცავს ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, რომლებსაც ცალ-ცალკე იურდიული შეფასება არ უნდა მიეცეს. საყურადღებოა, რომ ბრალდებულების განზრახვა თავიდანვე მდგომარეობდა ა------ ზ--–--ის ბინაში შეღწევაში და იქ არსებული ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში, რისთვისაც გამოყენებულ იქნა თაღლითური ხერხი - მოტყუება, რაც იძლევა საფუძველს ბრალდებულების ქმედება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ თაღლითობით.

3.48.10. სასამართლომ შეაფასა რა ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თბილისში, მ----------------------------------------------ში მოტყუებით დაეუფლნენ ა------ ზ--–--ის კუთვნილი თანხას, სხვადასხვა ტექნიკას და ი----- ვ---------ის კუთვნილ ოქროს ბეჭედს.

 

3.49.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ა---------– ა–-------–მა, გ------- ჩ--------–მა და უ–---- ც--–------ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

3.50. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო პალატამ საქმეში #75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც.

 

3.51. დაზარალებულ ა------ი ზ--–--ის ჩვენებით, მოწმე თ----- ვ--–------ის ჩვენებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 ივლისს ა---------– ა–-------–ი, უ–---- ც--–------ე და გ------- ჩ--------–- დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ერთად ჩასხდნენ ტაქსში და წავიდნენ გ-–-----დან მ--------ს გ-------ზე, სადაც სხვისი ქონების მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით განახორციელეს დანაშაულებრივი ქმედება ა------ი ზ--–--ის მიმართ.

 

3.52. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა---------– ა–-------–მა, გ------- ჩ--------–მა და უ–---- ც--–------ემ ჩაიდინეს თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.53. დაზარალებულების ა------ი ზ--–--ის და ი----- ვ---------ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით და საქმის სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის და უ–---- ც--–------ის მიერ ა------ი ზ--–--ის საფულიდან წაღებულ იქნა დაახლოებით 22 000 რუსული რუბლი, ვერცხლისფერი “ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, ვიდეორეგისტრატორი, რუსული რუბლი გადახურდავებულ იქნა ა---------– ა–-------–ის და გ------- ჩ--------–-ს მიერ.

 

3.54. დაზარალებულ ა------ი ზ--–--ის, დაზარალებულ ი----- ვ---------ის ჩვენებით, სურათის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის და უ–---- ც--–------ის მიერ ბინიდან წაღებულ იქნა ი----- ვ---------ის კუთვნილი დაახლოებით 500-600 ლარამდე ღირებულების ოქროს ბეჭედი, წონით 5-6 გრამი.

 

3.55. შპს ,,---------------------დან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ბინის ჩხრეკის და ტანსაცმლის ამოღების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 ივლისი ა---------– ა–-------–ი და მასთან მყოფი გ------- ჩ--------–- შედიან ,,რ----ს’’ ფილიალში, ახურდავებენ ქაღალდის უცხოურ კუპიურებს, რის სანაცვლოდ იღებენ ქართულ კუპიურებს 410 ლარს, ერთ-ერთს ხელში უჭირავს ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც აჩვენებს თანმხლებ პირს.

 

3.56. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. კონკრეტულ საქმეში ნივთების ზუსტი ღირებულება არ არის განსაზღვრული, მაგრამ სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა------ი ზ--–--ის კუთვნილი “ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატის, მობილური ტელეფონის, ვიდეორეგისტრატორის და 22 000 რუსული საერთო ღირებულება აღემატება 150 ლარს; ასევე, სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ი----- ვ---------ის კუთვნილი ოქროს ბეჭდის ღირებულება აღემატებოდა 150 ლარს.

 

3.57. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-ს და უ–---- ც--–------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინეს თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა

(ა---------– ა–-------–ის ეპიზოდი)

 

3.58. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ა---------– ა–-------–მა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მოშავო ფერის ე.წ. ,,ბიო’’, რომელიც ამოღებულ იქნა მისი სახლიდან ეკუთვნოდა მას და იგი გადასცა ა------ი ზ--–--მა.

 

3.59. ი----------------------------–--- 1-----------–--ის ინსპექტორ-გამომძიებლმა ი-–----–---–---–მა განმარტა, რომ ხელმძღვანელობის დავალებით უ---------–---–თან ერთად გამოცხადა ა---------– ა–-------–ის ბინაში მდებარე ო--–---–---------------------ში. დადგენილება გააცნეს ბინის მფლობელს გ------ ს-----ეს. ა–-------–ის ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა თეთრი ფერი ქაღალდში შეხვეული ნივთიერება, ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო მოყავისფრო ნივთიერება, მოშავო გაურკვეველი ნივთიერება, შემდგომ იმავე ტრილიაჟიდან ორი პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ეტყობოდა რომ ადრე რაიმე ნივთიერება იყო, ასევე ტანსაცმლის გარდერობის თავიდან რამოდენიმე სასაჩუქრე პოლიეთილენის პარკი, ქურთუკის ჯიბიდან 14 ცალი პოლიეთილენის პარკი ცარიელი, ასევე ჩახრახნული სათითეს მაგვარი მეტალის ნივთიერება და შპრიცი ნემსის გარეშე.

 

3.60. თბილისის საექსპერტო -კ--------–------------------------–--ს მ--------------–---ს უფროსმა ექსპერტმა გ------- ნ--------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობა ა---------– ა–-------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში.

 

3.61. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს ქ. თბილისში ო--–---–--------------------ში ა---------– ა–-------–ის საძინებელ ოთახში განთავსებული ე.წ. ტრილიაჟის (კარადის) მარცხენა ზედა უჯრაში ნანახი იქნა თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, რომელსაც კუთხე აქვს მოხეული და შიგნით მოთავსებულია მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მასა. იმავე უჯრაში მოთავსებული ტყავის საფულეში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პატარა გამჭვირვალე პაკეტი. ერთ პაკეტში მოთავსებულია მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მასა, ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებულია მოშავო ფერის სპეციფიკური სუნის მასა, იმავე ,,ტრილიაჟის“ მეორე უჯრაში პოლიეთილენის პარკში ნანახი იქნა შვიდი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, ცარიელ მდგომარეობაში. საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადის მარჯვენა ზედა სათავსოში ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი ცარიელ მდგომარეობაში და ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდი. იმავე კარადაში მოთავსებული ტყავის ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბეში ნანახი იქნა 14 (თოთხმეტი) ცალი პოლიეთილენის ცარიელი პაკეტი და ერთი ცალი ცარიელი წითელი ფერის სასაჩუქრე პაკეტი. იმავე ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა ,,ბილიარდის ,,შარის“ (ბურთი) მსგავსი საგანი, რომელიც შუაში არის გახვრეტილი და ჩაყენებული აქვს ლითონის ბადე და ბოთლის თავსახური, იმავე საწოლ ოთახში საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ე.წ. ინსულინის 100 მლ.იანი სამედიცინო შპრიცი ნემსის გარეშე.

 

3.62. ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი; ,,ა---------– ა–-------–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული“: - პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა წონით-1,2 გრამი შეიცავს ნივთიერება; 5 Fluoro-ADB, რომელიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. (ობ. N1) - პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის მცენარეული მასა, წონით -1,19 გრამი შეიცავს ნივთიერება ADB-Fubinaca, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. (ობ. N2)

- თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, წონით - 1,24 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტრიურ ნივთიერებებს. (ობ.N3),- წითელი და თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ბურთის შიდა კედლებზე არსებული დანაშრევი შეიცავს ნივთიერებებს: 5 Fluoro-ADB-ს, -FUB-AMB-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიური ნივტიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით- 0,000045გრამს. (ობ.N4)

- 1(ერთი) ცალ პოლიეთილენის პაკეტზე აღინიშნება ნივთიერება: 5 Fluoro-ADB, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს (ობ.N5) და 6 (ექვსი) ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ობ.N6)

- 14 (თოთხმეტი) ცალ ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტზე აღინიშნება ნივთიერება: 5 Fluoro-ADB, რომელიც მიეკუთვნება ხალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს (ობ. N7), ვარდისფერ სასაჩუქრე ქისაზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ობN8).

- ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები . (ობ. N9)

ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ობ. N10) და 2(ორი) ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტზე აღინიშნება ნივთიერებები: 5 Fluoro-ADB, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. (ობ. N11).

3.62.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ო-----------ემ.

 

3.63. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა---------– ა–-------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები 5 Fluoro-ADB და ADB-Fubinaca, განეკუთვნებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების ნუსხის’’ თანახმად, განეკუთვნება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიძენს და შეინახავს ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა---------– ა–-------–ის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5 Fluoro-ADB და ADB-Fubinaca, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, რაც შეეხება შენახვის ფაქტს, უკანონოდ შეძენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იგი ინახავდა საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

3.64. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა---------– ა–-------–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა

(გ------- ჩ--------–-ს ეპიზოდი)

 

3.65. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- ჩ--------–მა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული ნივთიერება, ასევე ბოთლი, რომელშიც იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ეკუთვნოდა მას.

 

3.66. ი--------------- პოლიციის მ-----ანყოფილების თანამშრომელმა ა----- ხ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 29 ივლისს ხელმძღვანელობის მიერ დაევალა გ-–-----ს მ------------------------------------------------ში,მდებარე გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკა. მან და გ------- მ-----–-–---–მა გ------- ჩ--------–ს გააცნეს დადგენილება ჩხრეკის შესახებ, რომელიც დაადასტურა ხელმოწერით. გ------- ჩ--------–-ს ოთახიდან საწერი მაგიდის უჯრიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული ნივთიერება მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, ასევე ამავე ოთახის ფანჯრის რაფიდან პოლიეთილენის გადაჭრილი ბოთლი, რომელსაც ქვედა ნაწილში ეკეთა პოლიეთილენის პარკი.

 

3.67. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ი--------------- მ-----ანყოფილების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- მ-----–-–---–მა.

 

3.68. გ------- ჩ--------–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკისას მის საძინებელში არსებული საწერი მაგიდის ზედა პირველი უჯრიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ამავე ოთახში არსებული ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც არის გადაჭრილი და ქვედა მხარეს მასზე დამაგრებულია პოლიეთილენის პარკი.

3.68.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ა----- ხ----–---–მა.

 

3.69. ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დგინდება, რომ ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი“ გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე აღინიშნება ნივთიერებები: 5 Fluoro-ADB და ADB-Fubinaca, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

3.70. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების ნუსხის’’ თანახმად, გ------- ჩ--------–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები 5 Fluoro-ADB და ADB-Fubinaca, განეკუთვნებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიძენს და შეინახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------- ჩ--------–-ს ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5 Fluoro-ADB და ADB-Fubinaca, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა. რაც შეეხება შენახვის ფაქტს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ჩ--------–- ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

3.71. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ჩ--------–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

3.72. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა უ–---- ც--–------ემ თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ვაზნა ეკუთვნის მას.

 

3.73. მოწმე ა------- პ------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ი----------------------------–--- მ--------------–--აში, მონაწილეობა მიიღო უ–---- ც--–------ის ბინის ჩხრეკაში, უ–---- ც--–------ეს გააცნეს დადგენილება, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ჩხრეკის შედეგად საძინებელი ოთახში განთავსებული კარადის თავიდან ამოღებულ იქნა 24 ცალი ვაზნა, მათგან 23 ცალი მოკლე და 1 გრძელი ვაზნა. რაზეც უ–---- ც--–------ემ განაცხადა, რომ ვაზნა იყო მისი.

 

3.74. მოწმედ დაკითხულმა რ----- გ---–---მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ უ–---- ც--–------ემ დაადასტურა, რომ მისი ბინიდან ამოღებული ერთი ცალი ვაზნა ეკუთვნოდა მას.

 

3.75. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, უ–---- ც--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში კარადის თავზე ამოღებულ იქნა ოქროსფერი ფერის 23 (ოცდასამი) ცალი ვაზნა და ერთი ცალი მოგრძო ზომის ვაზნა, საძინებელი ოთახი საიდანაც ვაზნები იქნა ამოღებული მდებარეობს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარების პირდაპირ.

3.75.1. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა რ----- გ---–---მა.

 

3.76. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დგინდება, რომ: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24 ცალი ვაზნიდან 23 ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ,,პარაბელუმის“ (P---) ვაზნა, განკუთვნილი 9მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტებისათვის, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისთვის, ხოლო 1 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AR-47” , ,,AKM”, ,AKMC”, AKC-E”, ავტომატების, ,,CKC” კარაბინისათვის, ,,HGR“ ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. წარმოდგენილი 24 (ოცდაოთხი) ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

3.76.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა კ------- რ----------მ.

 

3.77. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ლ---- ა------ის (პ--------------) კუთვნილი საქართველოს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. დათვალიერება მიმდინარეობს ლ---- ა------ის თანდასწრებით. საქართველოს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს პლასტიკური ბარათის ტიპის მოწმობას, რომელშიც მითითებულია: სახელი გვარი და საცხოვრებელი ადგილი, გაცემის თარიღი: 21/11/----- მოწმობის ნომერი N---------- კატეგორია B, პირადი ნომერი 1----------- იარაღის მარკა, იარაღის მოდელი GLOCK 19, პისტოლეტი ცეცხლსასროლი, კალიბრი 9x19 და რეგისტრაციის ნომერი N--------

 

3.78. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო ობიექტურ მხარეს წარმოადგენს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. დანაშაულის საგანია საბრძოლო მასალა, ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი და რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. კონკრეტულ საქმეში, საექსპერტო-ბალისტიკური კვლევის შედეგად, უტყუარად დასტურდება ბრალად წარდგენილი საბრძოლო მასალის ვარგისიანობა. რაც შეეხება უშუალოდ შეძენა-შენახვის დანაშაულებრივ შემადგენლობას - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას და ქმედება დამთავრებულია, როდესაც პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის უფლება არა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ უ–---- ც--–------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ საბრძოლო მასალას - 1 ცალ საბრძოლო ვაზნას.

 

3.79. სასამართლომ, განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ უ–---- ც--–------ემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.2. სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში არსებულ ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა ა---------– ა–-------–ის, უ–---- ც--–------ისა და გ------- ჩ--------–-ს ბრალდება მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სსსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებებში ა---------– ა–-------–ის, უ–---- ც--–------ისა და გ------- ჩ--------–-ს გამართლების საფუძველს წარმოადგენს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ბრალდება ბრალდებულის სასარგებლოდ. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების ა---------– ა–-------–ის, უ–---- ც--–------ისა და გ------- ჩ--------–-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით.

 

3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ა–-------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით. მანვე ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ჩ--------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით; მანვე ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უ–---- ც--–------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

3.7. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---------– ა–-------–ის, გ------- ჩ--------–-სა და უ–---- ც--–------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა---------– ა–-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა.

4.2. უ–---- ც--–------ესა და გ------- ჩ--------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ბრალდებულებს ბრალი დაედოთ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ა---------– ა–-------–ი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები; გ------- ჩ--------–- წარსულში ნასამართლებია ნარკოტიკული დანაშაულისთვის (მოხსნილია); უ–---- ც--–------ე ნასამართლობის არ მქონე პირია.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– ა–-------–ს, გ------- ჩ--------–ს და უ–---- ც--–------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი იქნება პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

 

6.ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები და ხელის კვლები 33 დ/ფ, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.2. ერთი ცალი ზარდახშა და საფულე, დალუქული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.3. დაზარალებულების ა------ ზ--–--ისგან და ი----- ვ---------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.4. ხელის კვლები, რომელიც განთავსებულია შ--------–----ა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

6.5. გ------ ს-----ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, ერთი ცალი ვიდეორეგისტრაგრატორი, მისივე ყუთით, ერთი ცალი მაისური, ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი პნევმატური იარაღი მჭიდით - განადგურდეს.

6.6. ამოღებული პოლითილენის პაკეტები, ქაღალდები, მოყავისფრო მასა, შპრიცი და ბურთულა, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.7. გ------ ს-----ისგან ამოღებული ერთი ცალი ფოტოაპარატი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.8. ა---------– ა–-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტებით და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.9. ა---------– ა–-------–ისგან და უ–---- ც--–------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც ინახება განყოფილებაში, ნეწყვის ნიმუშები, როლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.10 ხელის კვლები განთავსებულია შ--------–----ა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

6.11. გ------- ჩ--------–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.12. ერთი ცალი ბოთლი და ქაღალდში გახვეული ნივთიერება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.13. გ------- ჩ--------–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.14. უ–---- ც--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.15. 23 ცალი ვაზნა დაბრუნებული ბალისტიკური ექსპერტიზიდან და ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს, მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრაის ვაზნა გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

6.16. უ–---- ც--–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ხურდა ფული, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.17. ა------ი ზ--–--ის ფოტოაპარატის ყუთი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.19. შპს ,,ტ----------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.20. შპს ,,----------------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-e, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– ა–-------–ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

2. ა---------– ა–-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

3.ა---------– ა–-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4.ა---------– ა–-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

5. ა---------– ა–-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

5.1. ა---------– ა–-------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------– ა–-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

6.1. ა---------– ა–-------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

7. გ------- ჩ--------–-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

8. გ------- ჩ--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

9. გ------- ჩ--------–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

10. გ------- ჩ--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

11. გ------- ჩ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

11.1. გ------- ჩ--------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ჩ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

12.1. გ------- ჩ--------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

13. უ–---- ც--–------ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტზე.

 

14. უ–---- ც--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

15. უ–---- ც--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

16. უ–---- ც--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

17. უ–---- ც--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

18. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უ–---- ც--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

19. ა---------– ა–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

20. ა---------– ა–-------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

21. გ------- ჩ--------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

22. გ------- ჩ--------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

23. უ–---- ც--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

24. უ–---- ც--–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.

 

25. ნივთმტკიცება:

 

25.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები და ხელის კვლები 33 დ/ფ, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

25.2. ერთი ცალი ზარდახშა და საფულე, დალუქული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.3. დაზარალებულების ა------ ზ--–--ისგან და ი----- ვ---------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

25.4. ხელის კვლები, რომელიც განთავსებულია შ--------–----ა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

25.5. გ------ ს-----ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, ერთი ცალი ვიდეორეგისტრაგრატორი, მისივე ყუთით, ერთი ცალი მაისური, ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი პნევმატური იარაღი მჭიდით - განადგურდეს.

25.6. ამოღებული პოლითილენის პაკეტები, ქაღალდები, მოყავისფრო მასა, შპრიცი და ბურთულა, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

25.7. გ------ ს-----ისგან ამოღებული ერთი ცალი ფოტოაპარატი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.8. ა---------– ა–-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტებით და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.9. ა---------– ა–-------–ისგან და უ–---- ც--–------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც ინახება განყოფილებაში, ნეწყვის ნიმუშები, როლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

25.10. ხელის კვლები განთავსებულია შ--------–----ა ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.

25.11. გ------- ჩ--------–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.12. ერთი ცალი ბოთლი და ქაღალდში გახვეული ნივთიერება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

25.13. გ------- ჩ--------–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.14. უ–---- ც--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.15. 23 ცალი ვაზნა დაბრუნებული ბალისტიკური ექსპერტიზიდან და ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს, მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრაის ვაზნა გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

25.16. უ–---- ც--–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ხურდა ფული, რომლებიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.17. ა------ი ზ--–--ის ფოტოაპარატის ყუთი, რომელიც ინახება განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

25.18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

25.19. შპს ,,ტ----------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

25.20. შპს ,,----------------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

26. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

27. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/