გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210018002574185
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23316-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ლ---------------–--

მოპასუხე - ნ---------------–--

მოპასუხე - საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’

წარმომადგენელი - მ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2 818.30 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-19)

1.1.1. 2--- წლის 2---------ერს ქ. თ---–----------ის შემოვლით გზაზე მოსახვევში მოხვევისას საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ის კუთვნილი ე------------იდან, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მართავდა ნ---------------–--, გადმოვარდა ს----------–-------–-–-------------------ის კუთვნილი მ------–---–ი სახელმწიფო ნორმით ,,C-----’’;

 

1.1.2. ს----------–-------–-–იის 2--- წლის 2---------რის №e------- საჯარიმო ქვითრით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ნ---------------–--. მის მიერ გამოვლენილი დარღვევა მდგომარეობდა გადაზიდვის წესების დარღვევაში, რასაც მოჰყვა სხვისი ქონების დაზიანება;

1.1.3. ს----------–-------–-–-------------------ის კუთვნილი მ------–---–ი სახელმწიფო ნორმით ,,C-----’’, საქართველოს შ---------------------------ოს ს----------–-------–-–-------------------ის მიერ დაზღვეული იყო მასთან შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც სადაზღვევო თანხა შეადგენდა 5 280 ლარს;

1.1.4. დაზიანებული მ------–---–ი ზიანის ხარისხის განსაზღვრისთვის წარდგენილ იქნა შ-- ,,ა-----------------აში’’;

1.1.5. შ-- ,,ა-----------------ის’’ დეფექტური აქტის თანახმად, დაზღვეულ მ------–---–ს აღენიშნება სხვადასხვა მძიმე დაზიანება, საყრდენმა ჩარჩომ (რამამ) შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში. ამ გარემოების და დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მ------–---–ის აღდგენა არ არის რეკომენდირებული;

1.1.6. დასკვნის თანახმად, მ------–---–ის დაზიანებამდელი ღირებულება შეადგენდა 4 000 აშშ დოლარს, ნარჩენმა ღირებულებამ კი შედგინა 1 000 აშშ დოლარი;

1.1.7. 2--- წლის 2--------–ს შ-- ,,ი--------------–------ს’’, მასსა და შსს ს----------–-------–-–-------------------ს შორის შედგა №4-- შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეთანხმების №1 დანართში მითითებული სრულად განადგურებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლიდან ერთ-ერთი იყო მოპასუხე ნ---------------–--ს ბრალეულობით დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მ------–---–ი) სანაცვლოდ, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 333 234.74 ლარს, იგი იღებდა ვალდებულებას ჩაენაცვლებინა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ხელშეკრულებაში მითითებული 05 ერთეული სხვა საშუალებებით, რომლის მიწოდებასაც განახორციელებდა მიმწოდებელი დამზღვევისათვის;

1.1.8. დამზღვევისათვის დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის მოპასუხის მიერ დამზღვევისათვის დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება მოხდა ჩანაცვლების გზით, ,,სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------------ დადგენილების თანახმად;

1.1.9. მოპასუხეებს ეკისრებათ დავალიანების - 2 818.30 ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანება დაანგარიშებულია შემდეგნაირად: იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო სრული ზიანი და სადაზღვევო თანხა შეადგენდა 5 280 ლარს, აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ნარჩენი ღირებულება 1 000 აშშ დოლარი, რაც კომიტეტზე საკითხის განხილვის მომენტისათვის - 2--- წლის 3--------–ისთვის ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით (ერთი აშშ დოლარი = 2.4617 ლარი) შეადგენს 2 461.70 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 57-66)

2.1.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ-- ,,ა-----------------ის’’ დეფექტური აქტი არ გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას და მისი მონაცემებიც არ არის ზუსტი. დასკვნაში მითითებულია, რომ მ------–---–ის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, მაშინ როდესაც საქმეს ერთვის ქ. თბილისის ს----------–-------–-–-------------------ის მ----------------–ოს მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმადაც გადმოვარდნისას მ------–---–ს დაუზიანდა ხმამაღლა მოლაპარაკე, მარჯვენაც ციმციმა, მარჯვენა საბარგული და წინა მხარე. შესაბამისად სარჩელზე დართული ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის;

2.1.2. მართალია სადაზღვევო შეთანხმების პირობების შესაბამისად მართლაც მოხდა მოსარჩელის მიერ ზარალის ოდენობის ღირებულების სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება, მაგრამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია;

2.1.3. მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი. იგი წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ე------------ზე მიმაგრებული მძღოლი ვერ შეძლებდა მ------–---–ის სათანადოდ მიმაგრებას და შედეგად დადგებოდა ქონებრივი ზიანი;

2.1.4. ზიანის მიყენება გამოწვეული იყო პირდაპირი მფლობელის - მოსარგებლის დაუდევარი ქმედებით, შესაბამისად მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა.

2.2. მოპასუხე ნ---------------–--მ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.79-87)

2.2.1. მართალია სადაზღვევო შეთანხმების პირობების შესაბამისად მართლაც მოხდა ზარალის ოდენობის ღირებულების სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება, მაგრამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია;

2.2.2. სარჩელზე დართულია ქ. თბილისის ს----------–-------–-–-------------------ის მ----------------–ოს მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმადაც გადმოვარდნისას მ------–---–ს დაუზიანდა ხმამაღლა მოლაპარაკე, მარჯვენა ციმციმა, მარჯვენა საბარგული და წინა მხარე. აღნიშნული დაზიანებები ცალსახად არ არის ისეთი სერიოზული, რომ აღარ მომხდარიყო ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციაში გაშვება და იგი წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან;

2.2.3. მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი;

2.2.4. მის მიერ მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა მოცემული შედეგის დადგომა;

2.2.5. მან გულდასმით დაამაგრა მ------–---–ი ე------------ზე და არც კი უვარაუდია, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი ე------------იდან გადმოვარდნა.

2.2.6. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე განმარტავდა, რომ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა გადაეტანა 2 მ------–---–ი, თუმცა მაინც გადაიტანა, რადგან სასწრაფოდ იყო გადასატანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2--- წლის 2---------ერს ქ. თბილისში, თ---–----------ის შემოვლით გზაზე მოსახვევში მოხვევისას საქართველოს შ---------------------------ო სს--- ,,1--’’-ის კუთვნილი ე------------იდან გადმოვარდა შსს ს----------–-------–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული მ------–---–ი ,,Y-----’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნორმით ,,C-----’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 21-22)

- ახსნა-განმარტება

3.1.2. 2--- წლის 2---------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ის კუთვნილი ე------------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მართავდა მისი თანამშრომელი - მოპასუხე ნ---------------–--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 21-22)

- ახსნა-განმარტება

3.1.3. 2--- წლის 2---------ერს გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ნ---------------–-- და იგი დაჯარიმდა 250 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 20)

- ახსნა-განმარტება

3.1.4. შსს ს----------–-------–-–-------------------ის საკუთრებაში არსებული მ------–---–ი ,,Y-----’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნორმით ,,C-----’’, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ს----------–-------–-–-------------------ის მიერ დაზღვეული იყო სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ში’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პოლისი, დანართი (ს.ფ. 23-25)

- ახსნა-განმარტება

3.1.5. შ-- ,,ა-----------------ის’’ ეროვნული ბიუროს 2--- წლის 15 მარტის დასკვნის თანახმად, ,,გამოსაკვლევად წარმოდგენილია მ------–---–ი ,,Y-----’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნორმით ,,C-----’’. დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ მ------–---–ს აღენიშნება სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება, კერძოდ, რამამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება რაც გამოიხატა მის გეომეტრიის რღვევაში. ამის გარდა შეცვლას საჭიროებს შემდეგი დეტალები: რამის საფარი პლასტმასები, სარკეები, წინა ფარი, სიჩქარის მზომი. დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ რომ მინიმოპედის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული’’.

აღნიშნული დასკვნის თანახმად, დაზიანებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარით, ხოლო დაზიანების შემდგომი საბაზრო ღირებულება შეფასებულია 1 000 აშშ დოლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (ს.ფ. 26)

- ახსნა-განმარტება

3.1.6. 2--- წლის 2--------–ს, ერთი მხრივ შ-- ,,ი--------------–------ს’’, მეორე მხრივ სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ს’’ და მესამე მხრივ, შსს ს----------–-------–-–-------------------ს შორის შედგა №4-- შეთანხმება, რომლის თანახმადაც, შეთანხმების №1 დანართში მითითებული სრულად განადგურებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების - მათ შორის 2--- წლის 2---------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანებული მ------–---–ის ,,Y-----’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნორმით ,,C-----’’, სანაცვლოდ (ჯამური ღირებულებით 333 234.74 ლარი), მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ჩაენაცვლებინა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ხელშეკრულებაში მითითებული 05 ერთეული სხვა საშუალებებით, რომლის მიწოდებასაც განახორციელებდა მიმწოდებელი - შ-- ,,ი--------------–------ი’’ დამზღვევისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ. 27-32)

- ახსნა-განმარტება

3.1.7. მოსარჩელის მიერ შესრულებულია 2--- წლის 2--------–ის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლების ფორმით ს--- ს----------–-------–-–-------------------ისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ. 27-32)

- ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2--- წლის 2---------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 2 818.30 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ფაქტი, რომლის დროსაც დაზიანდა სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ში’’ ს----------–-------–-–-------------------ის მიერ დაზღვეული მ------–---–ი. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დამზღვევისათვის ანაზღაურებულია ზიანი შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლების შესახებ.

მოპასუხეთა მიერ განხორციელებული შედავებიდან გამომდინარე უპირველესად სასამართლოს მიერ დასადგენ არსებით გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის დადგენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ს-----------------------ს, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის - ს----------–-------–-–-------------------ისათვის შესაბამისი შეთანხმების გაფორმების საფუძველზე ანაზღაურებულია მიყენებული ზიანი სრულად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელემ უზრუნველყო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის დადასტურება წარმოდგენილი უტყუარი წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, წარმოდგენილია შ-- ,,ა-----------------ის’’ მიერ 2--- წლის 15 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, ,,გამოსაკვლევად წარმოდგენილია მ------–---–ი ,,Y-----’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნორმით ,,C-----’’. დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ მ------–---–ს აღენიშნება სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება, კერძოდ, რამამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება რაც გამოიხატა მის გეომეტრიის რღვევაში. ამის გარდა შეცვლას საჭიროებს შემდეგი დეტალები: რამის საფარი პლასტმასები, სარკეები, წინა ფარი, სიჩქარის მზომი. დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ რომ მინიმოპედის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული’’. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დაზიანებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარით, ხოლო დაზიანების შემდგომი საბაზრო ღირებულება შეფასებულია 1 000 აშშ დოლარით. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია 2--- წლის 3--------–ის ს-----------------------------------------ის მიერ შედგენილი ოქმი (ს.ფ. 33), რომლის თანახმადაც ზარალის ოდენობად განსაზღვრულია 5 280 ლარი, მისი ნარჩენი ღირებულება შეფასებულია 2 461.70 ლარად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გასაცემი თანხის მოცულობა განსაზღვრულია 2 818.30 ლარით. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით მოითხოვს მოსარჩელე აღნიშნული ოდენობით ზიანის ანაზღაურებას.

განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მითითებული და სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი ზიანის ოდენობასთან მიმართებით. მოპასუხეები წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით შემოიფარგლნენ მხოლოდ იმის მითითებით, რომ შ-- ,,ა-----------------ის’’ შეფასებაში მოცემული დაზიანებები არ შეესაბამებოდა რეალურ დაზიანებებს, ამასთან მოპასუხე ნ---------------–--მ მიუთითა, რომ არ შეიძლებოდა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მ------–---–ს მიეღო იმგვარი სახის დაზიანებები, რაც გამორიცხავდა შემდგომში მის ექსპლოატაციას. შესაბამისად, მოპასუხეები, როგორც ფაქტის უარმყოფი მხარე, მხოლოდ შემოიფარგლნენ სარჩელის საწინააღმდეგო პოზიციის მითითებით და არ განუხორციელებიათ მათ მიერ მითითებული ფაქტების არსებითი მტკიცება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის თანახმად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მხოლოდ მოპასუხეთა მითითება მოთხოვნილი თანხის ოდენობის არაგონივრულობასთან მიმართებით. ყოველივე აღნიშნულის და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 2 818.30 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (ს.ფ. 26)

- ანაზღაურების ოქმი (ს.ფ. 33)

- ახსნა-განმარტება

3.2.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ სოლიდარულად 2 818.30 ლარის ანაზღაურება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა.

უდავოა, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენდა ს----------–-------–-–-------------------ი, თუმცა იგი ფაქტობრივად იმყოფებოდა მოპასუხე ს--- ,,1--’’-ის მფლობელობაში და მისი უფლებამოსილი მძღოლი - ნ---------------–-- ახორციელებდა მისი ე------------ით გადატანას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ---------------–--ს ეკისრება მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ნორმის თანხმად ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია მის მიერ არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი დაჯარიმდა და ცნობილ იქნა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად. ამასთან, უდავოა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება თუნდაც ის ფაქტი, რომ მოპასუხე ნ---------------–-- არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჯარიმო ქვითარს და გამოიყენა მისი გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, მისივე უმოქმედობით დაეთანხმა გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, რომლის თანახმადაც იგი მიიჩნევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად - პასუხისმგებელ პირად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ კი მხოლოდ მისი განმარტება რომ არ წარმოადგენს მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, არ წარმოადგენს მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. უფრო მეტიც ის განმარტავდა სასამართლო სხდომაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ არ შეიძლებოდა გადაეტანა 2 მ------–---–ი, მაგრამ სასწრაფოდ გადასატანი იყო და ამიტომ გადაიტანა.

უდავოა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპასუხე ნ---------------–-- მოქმედებდა როგორც საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ის თანამშრომელი და იგი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთათვის, როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პირისათვის, ასევე საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ისათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი).

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010).

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტის მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 20 თებერვლის საქართველოს შ---------------------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,1--’’-ის დებულების დამტკიცების შესახებ №18 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ,,1--’’-ის მიზნებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ე------------ით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა.

ამავე ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ე------------ით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ე------------ით ან თავისი სვლით გადაადგილებას. ,,დ’’ ქვეპუნქტის თანხმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,1--’’-ის ე------------ით მომსახურების სერვისით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობას.

აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, ,,1--’’ დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

დადგენილია, რომ შემთხვევისას დაზიანებული სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ში’’ დაზღვეული მ------–---–ი ირიცხება ს----------–-------–-–-------------------ის ბალანსზე, თუმცა იგი იურიდიულად იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპასუხე ნ---------------–--, როგორც საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ის უფლებამოსილი მძღოლი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--’’-ის როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ნორმები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა აფუძნებს მოპასუხეების სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ სოლიდარულად 2 818.30 ლარის ანაზღაურება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე, 1005-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2---, 07 აპრილი 2--- წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, შესაბამისად, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, რადგან განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი.

პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი კვალიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპლუატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამავე ნორმის მესამე წინადადების თანახმად, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ზიანი. ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლით გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების გადაცემით მისი მიმღები ხდება მართლზომიერი მფლობელი, მაგრამ კანონი განსახილველი ნორმით მფლობელის ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მიმღებ პირად გულისხმობს მოსარგებლეს, რომელსაც ამ ნორმის თანახმად, არ ეკისრება პასუხიმგებლობა მის მიერ მიყენებული ზიანისათვის, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევის მსგავსად.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მფლობელს, რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ.53). სარჩელის ფასისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, მე-14, 39-ე მუხლების გათვალისწინებით, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ის'' სარჩელი ნ---------------–--ს და საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--''-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს - ნ---------------–--ს და საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--''-ს მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 818.30 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხეებს - ნ---------------–--ს და საქართველოს შ---------------------------ოს ს--- ,,1--''-ს მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----ს'' დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარი, რომელიც გადახდილია 2--- წლის 0---------ოს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №1--------);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი