განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002744342
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/321-2019 წ
22 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე,სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი ზ----------ე
ბრალდებულ - ე--------------ს დაუსწრებლად (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდებულ - დ--------------–--ის დაუსწრებლად (დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქობულეთის რაიონის სოფელ გ----------–ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ე-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 02:00 საათზე, დ--------------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში არსებული თ---------------ის სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, სუნამოებს, მაჯის საათს, მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რის შემდეგაც, დაახლოებით 02:30 საათზე, დ--------------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია გვერდით არსებულ, ნ----------------ის რესტორან ,,ა----------ო“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, მაგნიტოფონს დინამიკებთან ერთად, რამაც თ---------------ისათვის 703 (შვიდას სამი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ----------------ისათვის 700 (შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 03:00 საათზე, დ--------------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი არსებული ა------------------ის ლუდის ბარში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, მუსიკალურ ცენტრს და ფულად თანხას, რამაც ა------------------ისათვის 1339 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად დ--------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 02:00 საათზე, ე-------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში არსებული თ---------------ის სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, სუნამოებს, მაჯის საათს, მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რის შემდეგაც, დაახლოებით 02:30 საათზე, ე-------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწიეს გვერდით არსებულ, ნ----------------ის რესტორან ,,ა----------ო“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, მაგნიტოფონს დინამიკებთან ერთად, რამაც თ---------------ისათვის 703 (შვიდას სამი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ----------------ისათვის 700 (შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ--------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 03:00 საათზე, ე-------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი არსებული ა------------------ის ლუდის ბარში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, მუსიკალურ ცენტრს და ფულად თანხას, რამაც ა------------------ისათვის 1339 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ--------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ე-------------ემ და დ--------------–--ემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.
საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2018 წლის 01 ოქტომბრის შეტყობინების მიხედვით თ---------------ემ შეატყობინა, რომ ქედის რაიონის სოფელ ქვედა მ-----–---ში აქვს მაღაზია, რომლის უკანა მხარე იყო გატეხილი.
2018 წლის 01 ოქტომბრის საინფორმაციო ცენტრ 112-ში ა------------------ემ შეატყობინა, რომ მაღაზია იყო გაქურდული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მორიგემ ე--------------მ განმარტა, რომ სამმართველოში 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რაც მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ----------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დაკეტა რესტორანი. მეორე დღეს ადგილზე მისვლისას დახვდა მაღაზია გატეხილი. გააღო თავისი რესტორანი და შიგნით დახვდა არეულობა, უკანა კარი იყო გატეხილი. ადგილზე აღარ დახვდა ალკოჰოლური სასმელები, მაგნიტოფონი და დინამიკები, რაც შემდეგ ამოიცნო ამოცნობისას. მაგნიტოფონში გადახდილი ჰქონდა დაახლოებით 350 ლარამდე, ალკოჰოლური სასმელები ღირებულება შეადგენდა 350-400 ლარს, რაც მისთვის ანაზღაურებული არაა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა თ---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს დილით მივიდა მაღაზიაში დაახლოებით 08 საათზე, გააღო და შიგნით, რომ შევიდა აღარ დახვდა ფული, სიგარეტები, პარფიუმერია, სუნამოები, საათი, რითაც მას მიადგა 700 ლარის ზიანი. უკან გასასვლელი კარი იყო ღია. შემდეგ ამოიცნო მისი საათი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის სამაჯური.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ა------------------ემ განმარტა, რომ სოფელ ე----–ი აქვს სუპერმარკეტი, რომლის გვერდით გახსნილია კაფე-ბარი. 1 ოქტომბერს დაკეტა 12 საათის შემდეგ. დილით თანამშრომლის ხათუნა ტარიელაძისგან შეიტყო, რომ აღარ იყო მუსიკალური ცენტრი და სასმელები. ადგილზე მისვლისას იქ დახვდა პოლიცია, ასევე აღარ იყო ფული 105 ლარი. გატეხილი იყო მეტალოპლასტმასის ფანჯარა. მას მიადგა 1339 ლარის ზიანი, რაც არ ანაზღაურებულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხ----------------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს დილით მივიდა სამსახურში, გააღო კარი და შიგნით დახვდა არეულობა, ფანჯარაც ღია იყო, ადგილზე არ იყო მუსიკალური ცენტრი და დინამიკები, ალკოჰოლური სასმელები, ფული 105 ლარი, შემდეგ მივიდა ფატი თედორაძე და იფიქრეს, რომ იყო გაქურდული და შეატყობინეს მეპატრონეს ა------------------ეს.
ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ------------მ.
ანალოგიური გარემოებებია მითითებული მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ბ---–---------------ის 2018 წლის 01 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში.
შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის ს---–-----------ის მიერ შედგენილ პატაკში, რომელსაც თარიღი არ გააჩნია მითითებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად 2018 წლის 01 ოქტომბერს თ---------------ის მაღაზიიდან, ნ----------------ის რესტორნიდან ფულადი თანხა და სხვა ნივთები დაუფლებული უნდა ჰქონდეთ ე-------------ეს და დ--------------–--ეს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ი------------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, ავტომანქანა ტ----------------ით და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები უნდა ინახებოდეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------ში ე--------------ს საცხოვრებელ სახლში.
შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის ს---–-----------ის მიერ შედგენილ პატაკში, რომელსაც თარიღი არ გააჩნია მითითებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად 2018 წლის 01 ოქტომბერს თ---------------ის მაღაზიიდან, ნ----------------ის რესტორნიდან ფულადი თანხა და სხვა ნივთები ე-------------ემ შესანახად გადასცა მის მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილს ბ------------ეს, რომელსაც ამჟამად უნდა ინახავდეს საცხოვრებელ სახლში ქედის რაიონის სოფელ ქ-------ში.
სასამართლო სხდომაზე შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ს---–-----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე და გავიდნენ ადგილზე. 2-3 დღის შემდეგ მიღებული იქნა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. დადგენილი იქნა ეს პირები, ასევე ავტომანქანა ტ----------------ი, რომელიც მოძრაობდა იმ დღეს, ასევე დადგინდა მისი მფლობელის და თანმხლები პირების ვინაობა, ამოღებული იქნა ნივთები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქედის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-----–--------მ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ქურდობის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები. 03 ოქტომბერს სოფელ ქ-------ში ბ------------ისგან ამოიღო დინამიკი, მაგნიტოფონი და მუსიკალური ცენტრი, ჩაატარა ამოღებული ნივთების ამოცნობები.
2018 წლის 01 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რა დროსაც დათვალიერდა ქედის რაიონის სოფელ ქვედა მ-----–---ში მდებარე თ---------------ის მაღაზია მითითებულია, რომ შესასვლელი ხის კარი მთელია, დაზიანება არ აღენიშნება. მაღაზიიდან მარცხნივ 2 მეტრში მდებარეობს ნ----------------ის რესტორანი ,,ა----------ო“. მაღაზიის უკანა მხარეს არსებულ ოთახს გააჩნია რკინის კარი, რომელიც არის ღია, საიდანაც არის გასასვლელი აივანზე. მეტალოპლასტმასის ფანჯრის ქვემოთ დევს ბამბუკის საწმენდი, ფანჯარა ღიაა. მეტალოპლასტმასის ფანჯრიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები, ხოლო ბამბუკის საწმენდიდან აღებული იქნა ანაწმენდები. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ნ----------------ის რესტორნის დათვალიერება, რომლის შესასვლელ ხის კარს დაზიანება არ აღენიშნება. შიგნით ოთახიდან არის აივანზე გასასვლელი ხის კარი, რომლის ჩამკეტზე აღენიშნება ზემოქმედების კვალი და არის გამოგლეჯილი. სხვადასხვა ადგილებიდან აღებული იქნა ანაწმენდები.
2018 წლის 01 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რა დროსაც დათვალიერდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი კაფე-ბარი ,,ს---ო“ მითითებულია, რომ შესასვლელ კარს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. შენობის შიგნით იატაკის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე მაგიდის უჯრების სახელურებიდან აღებული იქნა ანაწმენდები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქედის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ--------–---მ განმარტა, რომ ჩაატარა რ-------------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღო სამსუნგის მობილური ტელეფონი, სასმელები და საათი.
ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------–--------მ სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაკითხა ი------------ე და მისი მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი------------ემ აღნიშნა, რომ იგი იცნობს დ--------------–--ეს, ხოლო ე-------------ეს არ იცნობს. საღამოს გვიან იდგა გორგილაძის ქუჩაზე, სადაც ჩაუჯდა პირი და უთხრა, რომ ქედაში წასულიყვნენ, შეუთანხმდა თანხაზეც. გზაში მეორე პირიც აიყვანა, თუ ვინ იყო არ იცის, არ იცნობდა. შეჩერდნენ ე----–ი და იყიდა სიგარეტი. შემდეგ ავიდნენ და შეყოვნდნენ აჭარისწყალზე და ჩამოვიდნენ უკან ე----–ი, გააჩერა მანქანა გალფის ბენზინგასამართ სადგურთან. გარკვეული დროის შემდეგ ეს პირები მივიდნენ და წავიდნენ ისევ აჭარისწყალზე, იქაც გააჩერა, შემდეგ მივიდნენ ცოტა ხანში, ჩააწყეს რაღაცები და წამოვიდნენ ე----–ი. იქაც ჩააწყეს რაღაცეები და კირნათის გადასახვევთან ჩამოაცლევინა, რადგან იქით ვეღარ წავიდოდა. მისივე განმარტებით გამოძიებისას მისცა ჩვენება, სადაც შესვლისთანავე ჩამოართვეს ტელეფონი და უთხრეს იცნობდა თუ არა ამ ხალხს, რაზეც დაეთანხმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის ი------------ის 2018 წლის 03 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მას ჰყავს ავტომანქანა ტ----------------ი სახ.ნომერი P------. მ/წლის 01 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, იმყოფებოდა გაჩერებული გორგასალის ქუჩაზე. მობილურ ტელეფონზე დაურეკა მისმა მეგობარმა დ--------------–--ემ და უთხრა ტაქსის ასულიყო ხელვაჩაურში, სადაც დაელოდებოდა და მაშინვე მიაკითხა, დ-----სთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ე-------------ე. დ--------------–--ემ უთხრა, რომ ქედაში მიდიოდა მეგობრის სანახავად და თუ წაიყვანდა. თანხაზე არ ჰქონია საუბარი, რადგან მეგობარია და საჭირო თანხას გადაუხდიდა. დ----- დაჯდა ავტომანქანაში წინა სავარძელში, ხოლო ე----ი უკან და
ავიდნენ ქედის რაიონის სოფელ მ-----–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში, იქნებოდა 02:00 საათი, დ------ უთხრა, რომ გაეჩერებინა, ისინი დარჩებოდნენ, ვიღაცას ნახავდნენ და დაახლოებით 20 წუთში დაურეკავდნენ და კვლავ ქალაქში წავიდოდნენ. ისინი ჩამოვიდნენ, დაახლოებით 20 წუთში დაურეკა დ------ და უთხრა, რომ ელოდებოდნენ და მისულიყო სადაც დატოვა, მიაკითხა ე.წ. ა–---–ი, ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წამოვიდნენ ქ. ბათუმის მიმართულებით, მათ რაიმე არ გააჩნდათ ხელში. როდესაც ჩამოვიდნენ სოფელ ე----–ი, იქნებოდა დაახლოებით 03:00 საათი, დ------ გააჩერებინა ავტომაქანა მაღაზიის მხარეს გვერდით, დ------ უთხრა, რომ დალოდებოდა და ცოტა ხანში მივიდოდნენ. დ----- და ე----ი ჩავიდნენ ავტომანქანიდან და თუ საით წავიდნენ არ დაუნახავს, დაახლოებით ნახევარ საათში ისინი მივიდნენ ავტომანქანასთან, გახსნეს უკანა კარები და ავტომანქანის სალონში ჩადეს პოლიეთილენის 2 სავსე საშუალო ზომის პარკი, და ერთი დიდი ზომის პარკი, ჩადების დროს ერთ-ერთ პარკში იყო მინის ბოთლების ხმა, მაგრამ არ უკითხავს თუ საიდან რა მოიტანეს. ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ ქედაში, კერძოდ სოფელ მ-----–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში, იქნებოდა დაახლოებით 04:00 საათი დ----- და ე----ი ჩავიდნენ დაბა ა–----ს ცენტრში მდებარე მაღაზიასთან, თვითონ გაჩერდა მაღაზიის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსთან. ისინი თუ საით წავიდნენ არ დაუნახავს. დ----- და ე----ი დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, მათ ხელში გააჩნდათ მოთეთრო ფერის საშუალო ზომის რამდენიმე პოლიეთილენის სავსე პარკი, საბარგულში ორივემ ჩადეს მაგნიტოფონი და დინამიკები, ხოლო ავტომანქანის სალონში ჩადეს პოლიეთილენის პარკები, სადაც ჩაწყობილი იყო ალკოჰოლური სასმელები, რის შემდეგ წავიდნენ ბათუმის მიმართულებით, იქნებოდა დაახლოებით 05:00 საათი, როდესაც ჩავიდნენ სოფელ ა------–--–ის ცენტრში, გადაუხვიეს მაჭახლის მხარეს, გაიარა დაახლოებით ერთი კილომეტრი, სადაც არის სამშენებლო ობიექტი და დაყრილი იყო ინერტული მასალა, დ------ გააჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგ ისინი გადავიდნენ ავტომანქანიდან, გადმოიღეს პარკები, დ------ გადაუხადა 50 ლარი და წამოვიდა ქ. ბათუმში, ისინი კი დარჩნენ აღნიშნულ ადგილას.
მოწმე ი------------ემ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნაწილობრივ ადასტურებს მის ჩვენებას, კერძოდ ვინც მას ეხლა ის პირები არ იყვნენ დ--------------–--ე და ე-------------ე და იყვნენ სხვა პირები, დანარჩენს ყველაფერს ადასტურებს. იმ პირებმა უთხრეს, რომ ხმას თუ ამოიღებდა შეექმნებოდა პრობლემები, მანქანის მცირე საბარგულიდან ამოიღეს მისი პასპორტი და უთხრეს, რომ იცოდნენ სადაც ცხოვრობდა და თვითონ კარგად იცნობდნენ. მისივე განმარტებით დ--------------–--ესთან აქვს ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა 2-3 წელია, ე-------------ეს საერთოდ არ იცნობს. პოლიციაში იძულებული გახდა ასე დაეწერა, რადგან 4-5 კაცი იყო და უთხრეს, რომ შეექმნებოდა პრობლემები. მისი ტელეფონიდან ამოიღეს სურათები, ანახეს დ-----ს სურათი და ჰკითხეს იცნობდა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ იცნობდა. მანვე აღნიშნა, რომ ვერ შეძლებს იმ პირების ამოცნობას, ადასტურებს ყველაფერს, რაც მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
2018 წლის 03 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ი------------ის ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც ი------------ის მითითებით გამოცხადნენ დაბა ხელვაჩაურში დ-----------------ში არსებულ სკვერთან, სადაც ი------------ემ აჩვენა ადგილი, სადაც გააჩერა მისი ავტომანქანა და მასში ჩასხდნენ წინა სალონში დ--------------–--ე, ხოლო უკან ე-------------ე და უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ ქედაში მეგობრის სანახავად, რა დროსაც იქნებოდა 01 ოქტომბრის დაახლოებით 01 საათი, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი მივიდნენ ერგეს ცენტრამდე, სადაც ი------------ემ აჩვენა, რომ სუპერმარკეტ ,,ს---ოსთან“ გააჩერებინეს ავტომანქანა, რის შემდეგაც გააგრძელეს გზა და მივიდნენ დაბა ა–----ს ქვედა მ-----–---ის ცენტრში, სადაც მოწმემ აჩვენა ადგილი, სადაც დ--------------–--ე და ე-------------ე ჩავიდნენ ავტომანქანიდან, ხოლო მოგვიანებით იქვე არსებულ მაღაზიასთან ,,ა----------–ი“ ჩაუსხდნენ ისევ მანქანაში და ჩაიყვანა ერგეს ცენტრში, სადაც იქვე არსებულ მარკეტ ს---ოს გვერდით უკანა მხარეს გააჩერებინეს ავტომანქანა და უკან სალონში დადეს ორი სავსე პოლიეთილენის პარკი, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდნენ სოფელ მ-----–---ში, სადაც ი------------ემ აჩვენა ორსართულიანი ბინის კორპუსი, რომლის გვერდით გააჩერებინეს ავტომანქანა, სადაც საბარგულში ჩაალაგეს რამდენიმე პოლიეთილენის პარკი, მაგნიტოფონი და დინამიკები, რის შემდეგაც ჩაიყვანეს აჭარისწყალზე, სადაც ხელმარცხნივ გადაახვევინეს და იქვე არსებულ ხიდიდან 600 მეტრში ინერტული მასის გორების შუაში გააჩერებინეს, სადაც ჩამოცალეს მანქანიდან ნივთები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------ემ უარი განაცხადა მისი ძმის ე--------------ს მიმართ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------ემ განმარტა, რომ ე-------------ე მისი ბიძაა, ხოლო დ--------------–--ეს არ იცნობს. ოქტომბრის თვის დასაწყისში ორი ბიჭისგან 150 ლარად შეიძინა დინამიკები. მისთვის არ იყო ცნობილი თუ დინამიკები იყო მოპარული. მეორე დღეს საღამოს წაიყვანეს და უთხრეს, რომ პროკურატურაში ჩავიდოდნენ და იქ გაარკვევდნენ. იქ, რომ შევიდნენ პოლიციამ უთხრა საიდან იყო მასთან ეს მოპარული ნივთები, რაზეც უთხრა, რომ მან იყიდა და არ იცოდა თუ იყო მოპარული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის ბ------------ის 2018 წლის 03 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 01 ოქტომბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე, სოფელ ქ-------ში მის საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ბიძაშვილი ე-------------ე, რომელიც მარტო იყო. მას ხელში ეჭირა სამი ცალი მუსიკალური მოწყობილობა და თხოვა მათი ცოტა ხნით შენახვა, უარი არ უთქვამს და იქვე ეზოში დატოვა მუსიკალური მოწყობილობები, რის შემდეგ შეიტანა სახლის მეორე სართულზე ზალაში. ე----იმ უთხრა, რომ მასთან გადასულიყო ავტომანქანით. სახლში ნახა, რომ იქ იმყოფებოდა მისი მეგობარი დ--------------–--ე, მისაღებ ოთახში დაწყობილი იყო სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები და ერთი პარკი, სადაც ეწყო სიგარეტები და სხვადასხვა ნივთები, რაც ჩააწყეს ავტომანქანაში და წავიდნენ ხელვაჩაურის მიმართულებით, იქნებოდა დაახლოებით 17:00 საათი გაჩერდა ყოფილი უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე----ი და დ----- ჩავიდნენ ავტომანქანიდან. იქვე დ-----ს გაჩერებული ჰყავდა მისი ავტომანქანა მერსედესი, ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში და წავიდნენ ქალაქის მიმართულებით, დასალევები და პარკში არსებულ ნივთები კი დატოვეს მის მანქანაში და უთხრეს, რომ დალოდებოდა. ელოდა დაახლოებით 2 საათი, უკვე ახალად დაღამებული იყო დ----- და ე----ი მივიდნენ პრიუსის მარკის ავტომანქანით, მისი ავტომანქანიდან გადაიღეს დასალევები, პარკში არსებული ნივთები, სიგარეტები და წავიდნენ ქალაქისკენ.
მოწმე ბ------------ემ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ეთანხმება, ვინაიდან, რაც მან თქვა პოლიციაში ის არ წერია და წერია სხვა რამ. ადასტურებს, რომ გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერაა, თუმცა არ წააკითხეს რაზე აწერდა ხელს, მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და რა დაწერეს არ იცის.
მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 30 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 ლარს, მაჯის საათის ღირებულება შეადგენს 25 ლარს, მაგნიტოფონის - 230 ლარს, მუსიკალური ცენტრის 540 ლარს.
2018 წლის 03 ოქტომბრის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ბ------------ის მიერ წარდგენილი იქნა ორი ცალი მაგნიტოფონი და ორი ცალი დინამიკი და ერთი ცალი მიკროფონი, რომლებიც ამოღებული იქნა 2018 წლის 03 ოქტომბრის ამოღების ოქმით.
2018 წლის 04 ოქტომბრის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------ში ჩატარებული რ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა შავი ფერის სახელურებიანი საათი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, სუნამოები, კრემი, სამსუნგის ფირმის შავი ფერის ტელეფონი, ალკოჰოლური სასმელი და ერთი კოლოფი სიგარეტი მარლბორო.
2018 წლის 04 ოქტომბრის დ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით რაიმე ნივთი არ ამოღებულა.
2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით თ---------------ემ ამოიცნო შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და განაცხადა, რომ არის მისი საკუთრება.
2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით თ---------------ემ ამოიცნო რეზინის სახელოებიანი შავი ფერის მაჯის საათი და განაცხადა, რომ არის მისი საკუთრება.
2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით ა------------------ემ ამოიცნო მუსიკალური ცენტრი და დინამიკი.
2018 წლის 10 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით ნ----------------ემ ამოიცნო შავი ფერის მაგნიტოფონი და დინამიკი და განაცხადა, რომ არის მისი საკუთრება.
მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმეების მ-------------ის და ლ-–-------–--ის 2018 წლის 04 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არაა დადგენილი.
ბრალდების მიერ წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე ი-------------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ძმაა ე-------------ე, რომელიც 2018 წლის 30 სექტემბერს დაახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა მასთან სახლში, ჭამა და დაწვა დასაძინებლად, რის შემდეგაც იგი სახლიდან არ გასულა.
დაცვის მხარის მოწმე ლ-–--–---–------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დ--------------–--ე მისი მეგობარია. სამსახურის გამო ღამითაა ხოლმე სახლში 11-12 საათის შემდეგ. 30 სექტემბერს 11-ის წუთები იყო, რომ მასთან სახლში მივიდა დ--------------–--ე. 2-3 საათი იქნებოდა დ-----ს დაურეკა მეგობარმა გოგომ და წავიდა მის სანახავად.
საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებებით, ხოლო გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არაა დანაშაულებრივი ფაქტის და ქურდობის ე--------------ს და დ--------------–--ის მიერ ჩადენის უშუალო შემსწრე. დაზარალებულების ჩვენებებით იკვეთება და დგინდება მხოლოდ ქურდობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2018 წლის 03 ოქტომბერს ბ------------ისგან და 2018 წლის 04 ოქტომბერს რ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ნივთების ამოღება ცალსახად და უტყუარად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დანაშაულებრივი ქმედება - უშუალოდ ე-------------ემ და დ--------------–--ემ ჩაიდინა და არა სხვა პირმა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საქმე №218აპ-14). მით უფრო ბ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეს ნივთები შეიძინა მისთვის უცნობი პირებისგან და არ იცოდა თუ იყო მოპარული. მან არ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ მის გამოკითხვის ოქმში ის არ წერია, რაც მან განაცხადა. მართალია მოაწერა ხელი ოქმს, თუმცა არ წააკითხეს რაზე აწერდა ხელს, მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და რა დაწერეს არ იცის, ხოლო რ-------------ემ უარი განაცხადა მისი ძმის ე--------------ს მიმართ ჩვენების მიცემაზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმე ი------------ეს, მან სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მისი გამოკითხვის ოქმში აღნიშნული გარემოებები და აღნიშნა, რომ მასთან ერთად იყო არა ე-------------ე და დ--------------–--ე, არამედ სხვა პირები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე--------------ს და დ--------------–--ის მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერს თ---------------ის მაღაზიიდან და ნ----------------ის რესტორნიდან ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი დასტურდება მხოლოდ მოწმე ს---–-----------ის ირიბი ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე და გავიდნენ ადგილზე. 2-3 დღის შემდეგ მიღებული იქნა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. დადგენილი იქნა ეს პირები, ასევე ავტომანქანა ტ----------------ი, რომელიც მოძრაობდა იმ დღეს, ასევე დადგინდა მისი მფლობელის და თანმხლები პირების ვინაობა, ამოღებული იქნა ნივთები, თუმცა აღნიშნა, რომ ოპერატიული ინფორმაციის წყაროს ვერ დაასახელებს.
საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს...“. ამავე კოდქსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, ს---–-----------ის ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო არის ოპერატიული ინფორმაცია. ამასთან, ს---–-----------ის ირიბი ჩვენების გადამოწმება შეუძლებელია ინფორმაციის თავდაპირველ წყაროსთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან ს ხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ი-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს საღამოს 12 საათიდან მეორე დღის დილამდე ე-------------ე იმყოფებოდა მასთან სახლში, ხოლო მოწმე ლ-–--–---–-----ის ჩვენებით კი 30 სექტემბერს დ--------------–--ე გვიან ღამით მივიდა მასთან სახლში და დარჩა 2-3 საათამდე.
შესაბამისად არ არსებობს არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე--------------ს და დ--------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს და საკმარისი იქნებოდა მათი დამნაშავედ ცნობისთვის, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ე-------------ე და დ--------------–--ე ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდნენ.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-------------ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ე-------------ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ--------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ--------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გაუქმდეს ე--------------ს და დ--------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთმტკიცების სახით არსებული ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები, მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი დინამიკთან ერთად, მუსიკალური ცენტრი დინამიკთან ერთად დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულებს - ე-------------ეს და დ--------------–--ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი