განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
140100119002855678
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002855678

№1/67-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

“ 10 “ აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შ-----შვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ----- კ----–--ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ც------ მ--–---------ს,ბრალდებულ ხ---- თ------შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ხ---- შ-----ს-ძე თ------შვილის (დაბადებული 1----–-–---------------------------------- საქართველოს მოქა-ლაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამარ-თლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 09 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კ---ის რაიონული სამმართვე-ლოს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, ხ---- თ------შვილის მიერ მ--- კ--–-ძის მიმართ ოჯახში ჩადე-ნილი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებულ დანაშაულთა ნიშნებით.

 

ხ---- თ------შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 09 იანვარს, 21 საათსა და 40 წუთზე. 2019 წლის 11 იანვარს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, ხ---- თ------შვილს აღ-კვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---- თ------შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუ-ქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლი-ანი შიში;

 

ხ--–- თ------შვილის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, კ-----------------------–------–- მდე-ბარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ხ---- თ------შვილმა მეუღლის - მ--- კ--–-ძის მიმართ, შელაპარაკების ნიადაგზე, განახორციელა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, მან ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა მ--- კ--–-ძეს სახისა და ტანის არეში და დანით თითებზე მიაყენა დაზიანება, რის შედეგად მ--- კ--–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელო-ბის მოუშლელად. ამავე დროს ხ---- თ------შვილი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ--- კ--–-ძეს, რა დროსაც მ--- კ--–-ძეს გაუჩნდა მუქა-რის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებებით ხ---- თ------შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულები.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----- კ----–--მ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ხ---- თ------შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და დაენიშ-ნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. 2019 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ხ---- თ------შვილმა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღ-ნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე ხ---- თ------შვილის ოჯახური, ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი პიროვნების, წარ-სული ცხოვრებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა მას და ისინი აგრძელებენ თანაცხოვრებას, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------ მ--–--------მა ითხოვა ხ---- თ------შვილისათვის მსუბუქი, კერძოდ - ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2019 წლის 10 აპრილის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ხ---- თ-------შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარე-ბისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთან-ხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ხ---- თ------შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერ-ძოდ:

- დაზარალებულ მ--- კ--–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 4-6);

- მოწმე მ---------–--–---–------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------–---------------- გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 85-87);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 57-66);

- ხ---- თ------შვილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 36-42);

- მ--- კ--–-ძისაგან ტანსაცმლისა და დანის ამოღების ოქმით, (ს. ფ. 8-15);

- სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, (ს. ფ. 25-28);

-დაზარალებულ მ--- კ--–-ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერი-მენტის ოქმით, (ს. ფ. 48-55);

- ბიოლოგიური ექსპერტიზის 31/სბ დასკვნით (საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულება); - ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, თვით ბრალდებულის მიერ გამოძიე-ბისათვის მიწოდებული ინფორმაციით, რაც საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასა-ლები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ხ---- თ------შვილისათვის წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის სა-ფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ხ---- თ------შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანა-შაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ხ---- თ------შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღია-რებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხ---- თ------შვილის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარე-მოებას ამავე კოდექსის 151-ე მუხლთან მიმართებაში.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ხ---- თ------შვილის მიერ ჩადენილი ქმედე-ბების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობისა და მუქარის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხ---- თ------შვილის ასაკი, პიროვნული მახასიათებლები, მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრუ-ლი სანქციის ფარგლებში ხ---- თ------შვილს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფ-ლების აღკვეთა. ამასთანავე, ვინაიდან ხ---- თ------შვილის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მის-თვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- თ------შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი და-ნაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ---- შ-----ს-ძე თ------შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1 სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

1.2 სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ხ---- თ------შვილს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

3. ხ---- თ------შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზი-დან;

 

4. ხ---- თ------შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 09 იანვრიდან 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ხ---- თ------შვილის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგა-ნოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ხ---- თ------შვილის საცხოვრებელი ადგი-ლის მიხედვით - კა----------------------–--------;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1 ხისტარიანი დანა, მ--- კ--–-ძის სისხლის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ;

 

6.2 მ--- კ--–-ძის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი