გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/154-19
160210019002869644
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სს ,,პ-----------ტ ბანკი”
მოსარჩელის წარმომადგენელი - ვა---–----–-–---–-
მოპასუხე - მე---ი იბ---------ი, შა-----მ იბ---------ა, ჯამ----–-თ მა-------ი
მოპასუხეების ადვოკატები (წარმომადგენელი) - გი-----ი რო-------–---–ი და რო-----მ ატ-–---ი
თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს "პ-----------ტ ბანკის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 12694.56 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს "პ-----------ტ ბანკის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1006.86 ლარის ანაზღაურება.
1.3. დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად აუქციონზე იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება: მარ-----–ი, ქუჩა ნა---------ი 1, ბინა 16, საკადასტრო კოდი 83.02.21.5--.01.016.
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე სარჩელს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2012 წლის 19 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და შა-----მ იბ---------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N670560838-021, რომლის თანახმადაც მსესხებელსა და ბანკს შორის 2012 წლის ბოლომდე გასაფორმებელი N FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ნა---------ის ქუჩა N1, საკადასტრო კოდით: 83.02.21.5--.01/016.
2012 წლის 25 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და მე---ი იბ---------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N FW15.278, რომლის საკრედიტო ლიმიტიც განისაზღვა 150000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით.
2012 წლის 25 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და შა-----მ იბ---------ას შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N670560838-041, რომლითაც სლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად მთლიანი შესრულების თაობაზე.
2012 წლის 25 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და ჯამ----–-თ მა-------ს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N670414365-0442, რომლითაც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად მთლიანი შესრულების თაობაზე.
2013 წლის 10 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და მე---ი იბ---------ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N15.6196, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა: 36 თვე, წლიური სარგებლის 15%-ის ოდენობით, კრედიტის მიზანი: მიმდინარე სესხების (ხელშეკრულება N15.4555 და N15.5272) გადაფარვა. მოცემული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მხარეთა შორის შედგა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი და ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება (სესხის N15.6196) 12694.56 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 10712.08 აშშ დოლარი, პროცენტი 1683.41 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 299.07 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა მე---ი იბ---------მა, შა-----მ იბ---------ამ და ჯამ----–-თ მა-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სადავოდ გახადეს კრედიტის გაცემის თარიღი, კერძოდ, მე---ი იბ---------ის მითითებით, მან კრედიტის თანხა მიიღო 25.10.2012 წელს და არა 10.10.2013 წელს, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 25.10.2015 წლამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული და მისი ხანდაზმულობა შეწყდა 25.10.2018 წელს. მოპასუხემ აგრეთვე სადავოდ გახადა იპოთეკის ხელშეკრულების კანონთან შესაბამისობა და მიუთითა, რომ ხელშეკრულება არ არის შედგენილი კანონით დადგენილი წესით, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.
მოპასუხე ჯამ----–-თ მა-------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მას სხდომაზე საკუთარი პოზიცია არ განუცხადებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 19 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და შა-----მ იბ---------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N670560838-021, რომლის თანახმადაც მსესხებელსა და ბანკს შორის 2012 წლის ბოლომდე გასაფორმებელი N FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარ-----–ი, ნა---------ის ქუჩა N1, საკადასტრო კოდით: 83.02.21.5--.01/016.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 19 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება No 670560838-021
3.2.2. დადგენილია, რომ სს "პ-----------ტ ბანკსა" და მე---ი იბ---------ს შორის 2012 წლის 25 ოქტომბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N FW15.278, რომლის საკრედიტო ლიმიტიც განისაზღვრა 150000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით და მის ფარგლებში 2013 წლის 10 ოქტომბერს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N15.6196, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა: 36 თვე (10.10.2016 წლამდე), წლიური სარგებლის 15%-ის ოდენობით, კრედიტის მიზანი: მიმდინარე სესხების (ხელშეკრულება N15.4555 და N15.5272) გადაფარვა. მოცემული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მხარეთა შორის შედგა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 25 ოქტომბრის N FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება
- 2013 წლის 10 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტი ხელშეკრულება No 15.6196
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და შა-----მ იბ---------ას შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N670560838-041, რომლითაც სლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად მთლიანი შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 25 ოქტომბრის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება No 670560838-041
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და ჯამ----–-თ მა-------ს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N670414365-0442, რომლითაც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად მთლიანი შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 25 ოქტომბრის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება No 670414365-0442
3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, 8566.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, (10.02.2016 წლამდე პერიოდში წარმოშობილი დავალიანება) ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 25 ოქტომბრის N FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება
- 2013 წლის 10 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტი ხელშეკრულება No 15.6196
- სესხის გადახდის გრაფიკი
3.2.6. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მოპასუხეთათვის ვალდებულების დარღვევის გამო 2014 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ არსებული დავალიანების დაკისრება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც ასახულია მე---ი იბ---------ის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდამდე განხორციელებული შენატანები, ხოლო 2014 წლის 11 დეკემბრის განხორციელებული შენატანით კი მოსარჩელის მტკიცებით მთლიანად დაიფარა დაკისრებული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას:
- სალაროს შემოსავლის ორდერები
ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მისი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 286-ე, 289-ე და 301-ე, 316-317-ე, 361-ე, მე-400-ე, 417-ე, 463- 465-ე, 867-ე, 868-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში სს ,,თიბისი ბანკსა” და მოპასუხეებს - მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს შორის საკრედიტო, თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 10 ოქტომბრის N15.6196 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით კრედიტორი და მოვალე შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დაბრუნება მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, თანხა სრულად უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 10 ოქტომბრამდე, რაც მოპასუხეთა მხრიდან სრულად არ შესრულებულა. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 15%-ით, ხოლო პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირველი ათი დღის განმავლობაში შესაბამისი გადასახდელის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხეებისათვის 12694.56 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა და მიუთითა, რომ სარჩელი არის სრულად ხანდაზმული.
6.2. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ანუ წარადგინეს იმგვარი კვალიფიციური შედავება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებას აფერხებს. ასეთ ვითარებაში, სავალდებულოა, შეფასდეს შედავების საფუძვლიანობა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ხანდაზმულობა ფაქტია და [ამ ფაქტის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, არ გულისხმობს ხანდაზმულობის მითითებისას კონკრეტული თარიღის ზუ---ად დასახელებას, რადგან საკმარისია მოვალე შეედავოს კრედიტორს, რომ მისი მოთხოვნა დაგვიანებულია, რაც შესაძლოა არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი ცნებით „ხანდაზმული“ გამოხატული, არამედ - ასეთი სახითაც კი ჩამოყალიბდეს “ამდენ ხანს არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება“ -იხ. სუსგ # ას-1063-1023-2016, 17.02.2017წ.].
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის განმარტებაზე სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. (ს.კ. 129.2.)
სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით - დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილით - საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული N15.619 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 ოქტომბრამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, 8566.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, (10.02.2016 წლამდე პერიოდში წარმოშობილი დავალიანება) ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2019 წლის 26 თებერვალს, მას მოპასუხის მიმართ გააჩნია სარჩელის აღძვრამდე არაუმეტეს 3 წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება, ასეთ თარიღს კი კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს 2016 წლის 10 მარტი. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 10 მარტიდან 2016 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით წარმოშობილი დავალიანება 4128.33 აშშ დოლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3907.36 აშშ დოლარი, პროცენტი - 220.97 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 51.17 აშშ დოლარი).
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის თაობაზე, მოპასუხემ სადავოდ გახადა იპოთეკის ხელშეკრულების კანონთან შესაბამისობა და მიუთითა, რომ ხელშეკრულება არ არის შედგენილი კანონით დადგენილი წესით, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებული იყოს უძრავი ნივთი. იპოთეკის ხელშეკრულება კრედიტორისათვის დამატებით გარანტიის მატარებელია და მისი სტაბილური ქონებრივი ფასეულობა გარანტირებულს ხდის მის რისკს და აძლევს შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებული იქნა სამოქალაქო კანონმდებლობის დაცვით და მოხდა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კერძოდ, 2012 წლის 19 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და შა-----მ იბ---------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2012 წლის ბოლომდე გასაფორმებელი No FW15.278 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. 2012 წლის 15 ოქტომბერს სს "პ-----------ტ ბანკსა" და მე---ი იბ---------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება No FW15.278. ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება 2012 წლის 15 ოქტომბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია კანონი მოთხოვნათა სრული დაცვით და მასში პირდაპირ არის მითითება თუ რომელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად არის იგი დადებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მსესხებელი მხარის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული კონკრეტული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში სს „პ-----------ტ ბანკი“ და შა-----მ იბ---------ა ხელშკრულების 5.6. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მსესხებლის ვალდებულება ბანკის წინაშე, აღსრულება მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
განსახილველ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების მე-7.1 პუნქტით და გენერალური ხელშეკრულების მე-13.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, სს "პ-----------ტ ბანკის" მიერ დასაბუთებულ იქნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წამომადგენლის შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და 2019 წლის 30 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1006.86 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის 12694.56 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 330.39 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არსებული ბაჟი 676.47 ლარიუნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მოსაკრებლის სახით გაღებული 15 ლარის და საფო----- ხარჯის 15 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „პ-----------ტ ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს „პ-----------ტ ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 4128,33 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3907.36 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 220.97 აშშ დოლარი.
3. მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს „პ-----------ტ ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 51.17 აშშ დოლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.
4. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. მარ-----–ი, ნა---------ის ქუჩა N1, ბინა 16, საკადასტრო კოდით 83.02.21.5--.01.016.
5. მოპასუხეებს მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს სს „პ-----------ტ ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 330.39 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვა, აღსრულება მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
7. მე---ი იბ---------ს, შა-----მ იბ---------ას და ჯამ----–-თ მა-------ს სს „პ-----------ტ ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საჯარო რეესტრის მოსაკრებლის სახით გაღებული 15 ლარის და საფო----- ხარჯის 15 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-8 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი