გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160210018002716224
#2/957-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.05.2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - ოს---------–-–---–ი
მოპასუხე - გიო-----–---–-----ი
არასრულწლოვანის წარმომადგენელი - სო–---–------------------------------ო ბოლნისის რაიონული განყოფილება, ზვ-------------ი
დავის საგანი - განქორწინება, მშობლის უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ოს---------–-–---–ს და გიო-----–---–-----ს შორის 2011 წლის 25 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
1.2. გიო-----–---–-----ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, კერძოდ, ლუ-ა წიკ-–------------ს საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის და ბავშვის საზღვარგარეთ, კერძოდ ის-----––ი დროებით - ზამთრის არდადეგებზე 15-20 დღით, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე 2019 წლის ივლისის თვეში ერთი თვის ვადით გაყვანის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ითხოვს განქორწინებას და გიო-----–---–-----ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას არასრულწლოვანი შვილის - ლუ-ა წიკლაურის (და------–-–-----------ს) მიმართ იმგვარად, რომ ოს---------–-–---–ს მიეცეს უფლება აუღოს ლუ-ა წიკლაურს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ის საზღვარგარეთ, კერძოდ, ის-----––ი, ზამთრის არდადეგებზე არაუმეტეს 20 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში არაუმეტეს 30 დღით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 2011 წლის 25 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გიო-----–---–-----თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლუ-ა წიკლაური. მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის სახლი. ამჟამად, იგი ცხოვრობს მშობლების სახლში თავის შვილთან ლუ-ა წიკლაურთან ერთად. გიო-----–---–-----ი არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს მის შვილს, არ იღებს მონაწილობას მის რჩენა-აღზრდაში, მეტიც მოპასუხეს შვილი არც კი უნახავს. მოპასუხე არ ასრულებს მშობლის მოვალეობას. მოსარჩელემ ახლობლების მეშვეობით სთხოვა გიო-----–---–-----ს ბავშვის პასპორტის აღებაზე თანხმობა, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა. ოს---------–-–---–ს ის-----––ი ჰყავს ნათესავები და სურვილი აქვს პერიოდულად გაემგზავროს ის-----––ი შვილთან ერთად და უ-ან დაბრუნდეს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გიო-----–---–-----მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სო–---–------------------------------ოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოს---------–-–---–ი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, ოჯახში არის პირობები ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. არასრულწლოვანი სწავლობს ბოლნისის #1 საჯარო სკოლაში, დამრიგებლის განმარტებით არასრულწლოვანი ყოველთვის მომზადებული და მოწესრიგებული მიდის. არასრულწლოვანის დედას ოს---------–-–---–ს მეზობლები ახასიათებენ დადებითად. ოს---------–-–---–ის ოჯახში არის როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი. ოს---------–-–---–ის ოჯახში არ გამოკვეთილა ბავშვის განვითარებისათვის ხელისშემშლელი გარემოება. რაც შეეხება არასრულწლოვანის მამას გიო-----–---–-----ს, მასთან შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა დაგეგმილ დროს შეხვედრა ვერ მოხერხდა, ვინაიდან განხორციელებული ვიზიტის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.
არასრულწლოვანის წარმომადგენელმა ზვ-------------მა სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვისათვის პასპორტის აღება და საზღვარგარეთ დროებით გაყვანა არასრულწლოვანის ინტერესებს შეესაბამება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ოს---------–-–---–ი 2010 წლის 29 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გიო-----–---–-----თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 28 ივნისს შეეძინათ შვილი ლუ-ა წიკლაური.
მტკიცებულება:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-8, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 17);
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.19-20)
3.1.2. მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამო ოს---------–-–---–ი იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის სახლი. ამჟამად, ოს---------–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-8, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი);
3.1.3. არასრულწლოვანზე ზრუნავს მხოლოდ დედა ოს---------–-–---–ი, მამა გიო-----–---–-----ი კი არ იღებს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, მას შვილი არ უნახავს.
მტკიცებულება:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-8, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი).
- სო–---–------------------------------ოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ.43-45)
3.1.4. ოს---------–-–---–ს ის-----––ი ჰყავს ნათესავები და სურვილი აქვს პერიოდულად გაემგზავროს ის-----––ი არასრულწლოვან შვილთან ერთად და უ-ან დაბრუნდეს.
მტკიცებულება:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ 4-8, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი)
3.1.5. სსიპ სო–---–------------------------------ოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ოს---------–-–---–ი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, ოჯახში არის პირობების ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. არასრულწლოვანი სწავლობს ბოლნისის # 1 საჯარო სკოლაში, დამრიგებლის განმარტებით არასრულწლოვანი ყოველთვის მომზადებული და მოწესრიგებული მიდის. არასრულწლოვანის დედას ოს---------–-–---–ს მეზობლები ახასიათებენ დადებითად. ოს---------–-–---–ის ოჯახში არის როგორც ფინანსური ასევე ადამიანური რესურსი. ოს---------–-–---–ის ოჯახში არ გამოკვეთილა ბავშვის განვითარებისათვის ხელისშემშლელი გარემოება. რაც შეეხება არასრულწლოვანის მამას გიო-----–---–-----ს, მასთან შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა დაგეგმილ დროს შეხვედრა ვერ მოხერხდა, ვინაიდან განხორციელებული ვიზიტის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.
მტკიცებულება:
-სსიპ სო–---–------------------------------ოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნი (ს.ფ.43-45)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-1200-ე, 1205-ე მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებას სასამართლო მაშინ მიმართავს, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდი იმისა, რომ ვადის დანიშვნამ შეიძლება შედეგი გამოიღოს და ოჯახი შენარჩუნდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით არ მიიჩნია მიზანშეწონილად თავისი ინიციატივით მხარეთათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე არსებითი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს დავის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია, მან შესაგებელი არ წარმოადინა სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სარჩელის საფუძვლიანობას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
6.2. რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნას აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უ-ეთ უზრუნველყოფას.
ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.
მშობლების უფლება/ვალდებულება იზრუნონ შვილებზე და მათ განვითარებაზე ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამასთანავე აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუ-ეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ" კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.
ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუ-ეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უ-იდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუ-იდებლად.
მოცემულ შემთხვევაში, ო. ბა---–-–---–ი ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვს პასპორტი და წაიყვანოს საზღვარგარეთ წლის განმავლობაში ორჯერ ზაფხულის და ზამთრის არდადეგაბზე მამის თანხმობის გარეშე.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უ-ვლოდ დაკარგულია; გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.
ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, არასრუწლოვანის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.
მოცემულ შემთხვევაში, ბავშვისათვის პასპორტის აღების თაობაზე ნებაყოფლობით თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებს არასრულწლოვანი მამა - გიო-----–---–-----ი, თუმცა მისი უარი არ არის მოტივირებული. მეტიც მოპასუხემ დავის მიმართ ინტერესი არ გამოხატა, მას აღნიშნულთან დაკავშირებით არც შესაგებელი წარმოუდგენია სასამართლოში და არც არასრულწლოვანის წარმომადგენლის მიერ დაგეგმილ ვიზიტში მიუღია მონაწილეობა, ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე გიო-----–---–-----ი, რომლისთვის ცნობილი იყო სასამართლო პროცესის შესახებ კანონმდებლოით დადგენილი წესით, არ გამოცხადდებულა სასამართლოში. მოსარჩელეს კი სურს გაიყვანოს ბავშვი საქართველოს ფარგლებს გარეთ - ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრუწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
მოთხოვნების არსიდან გამომდინარე, პასპორტის აღების მიზანია საქართველოდან დროებით გასვლა. ამდენად, არსებითი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, არის ის, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ინტერესებს მისი საზღვარგარეთ გაყვანა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სურს პერიოდულად წაიყვანოს შვილები დასასვენებლად ის-----––ი, სადაც მას ჰყავს ნათესავები. მოპასუხემ თავის პოზიცია არ დააფიქსირა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვს აქვს არა მხოლოდ სწავლის, არამედ დასვენების უფლებაც.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. მე-3 ნაწილის თანახმად, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერით სახელმწიფო აღიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის განათლებული თაობის აღზრდა და იღებს კიდეც გარკვეულ ვალდებულებებს უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა. თუმცა ასევე უზრუნველყოფილია ბავშვისათვის დასვენების უფლება.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება. უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას, ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და ახალისებენ ბავშვის უფლებას, ყოველმხრივი მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში, ხელს უწყობენ მისთვის სათანადო და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, თავისუფალი დროით სარგებლობისა და დასვენებისათვის.
ამდენად, ბავშვის განვითარებისათვის, რაც გონებრივთან ერთად პიროვნულ და ფიზიკურ განვითარებასაც მოიცავს, აუცილებელია დასვენების პერიოდები, რათა ამის შემდეგ ის ახალი შემართებითა და ენერგიით კვლავ შეუდგეს სწავლას. არდადეგების პერიოდში საქართველოდან ბავშვის გაყვანა ნამდვილად არ შეუშლის ხელს მის განვითარებას, პირიქით, ამგვარად ბავშვი გაიფართოებს თვალსაწიერს, გაეცნობა სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას, რაც უდავოდ გააღრმავებს მის ცოდნას. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვისათვის, ჰქონდეს ურთიერთობა ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ ის-----––ი.
ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, მისი განმარტებით მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აქვს მინიჭებული უფლება და, ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და ის საქმის განხილვაში როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ინტერესების დაცვას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მათი ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით.
ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ოს---------–-–---–ის სარჩელი განქორწინების და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 150 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოს---------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს ოს---------–-–---–ს (პ/ნ 10001027067, დაბადების თარიღი: 24.01.1--- წ) და გიო-----–---–-----ს (პ/ნ 35--------5, დაბადების თარიღი: 28.01.1--- წ.) შორის 20---–-–-----------------ს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N 83201030680.
1.2. გიო-----–---–-----ს (პ/ნ 35--------5) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის ლუ-ა წიკლაურის (დ------------------------------7) მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში 20 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღით, საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში გაყვანის შესახებ ნებართვის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;
2. გიო-----–---–-----ს დაეკისროს ოს---------–-–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ასანაზღაურებლად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
მოსამართლე პაატა ფხალაძე