გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002069566
საქმე №2-3362/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წ ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) ნ---- ბ-–----ე
წარმომადგენელი მ---- ც-------ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) ზ---- ღ-–------
წარმომადგენელი პ----- ბ-----ე
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება - წარმომადგენელი: თ----- ბ-----–--ე
დავის საგანი:
სარჩელში - ალიმენტის დაკისრება,შეგებებულ სარჩელში - არასრულწლოვან შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ს და 2012 წლის 12 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 300-300 ლარის ოდენობით (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ---- ღ-–------ სარჩელს არ ცნობს.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
3.1. არასრულწლოვანი შვილების დ----- ღ-–------ს და ს--- ღ-–------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის,ზ---- ღ-–------ს საცხოვრებელი ადგილი.(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი).
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შეგებებული სარჩელის მოპასუხე ნ---- ბ-–----ე შეგებებულ სარჩელს არ ცნობს.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. ნ---- ბ-–----ე და ზ---- ღ-–------ რეგისტრირებილ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 14 აგვისტომდე. 2017 წლის 14 აგვისტოს კი მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ და 2012 წლის 11 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------, რომელებიც ამჟამად ცხოვრობენ დედასთან, ნ---- ბ-–----ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- დ----- ღ-–------ს და ს--- ღ-–------ს დაბადების მოწმობის ასლები.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. დადგენილია, რომ ზ---- ღ-–------ ამჟამად მუშაობს ქობულეთში სს „კ------------–ი" სესხის მენეჯერად და მისი სახელფასო განაკვეთი თვეში შეადგენს 1204.40 ლარს და 331.78 აშშ დოლარს. პერიოდულად მცირე ბიზნეს საქმიანობითაც არის დაკავებული.
ასევე დადგენილია, რომ ამჟამად ზ---- ღ-–-----ს, გარდა ს--- და დ----- ღ-–------სა კმაყოფაზე სხვა არავინ არ ყავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სს "კ-------------"-ს ცნობა.
-სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების დასკვნა.
5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ---- ბ-–----ესა და ზ---- ღ-–-----ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2017 წლის 14 აგვისტოს. ნ---- ბ-–----ე ზ---- ღ-–-----თან განქორწინების შემდეგ ქორწინებასი იმყოფებოდა სხვა პირტან და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მეორე მეუღლის ოჯახში ქობულეთის მუნიციპალიტეტისნ სოფელ მუხაესტატეში. მეორე ქორწინებიდან ნ---- ბ-–----ეს ყავს შვილი - დემეტრე, რომელზეც ასევე მზრუნველობს ნ---- ბ-–----ე.
დადგენილია, რომ იმ პერიოდში როცა ნ---- ბეჟანიზე ცხოვრობდა მეორე ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან სოფელ მუხაესტატეში, არასრულწლოვანი ს--- და დ----- ღ-–-----ები ცხოვრობდნენ ნ---- ბ-–----ის მშობლებთან და მათზე ზრუნავდნენ ისინი. როგორც სოციალური მომსახურების დასკვნით, ფსიქოლოგის დასკვნებით და ბავშვებთან გასაუბრებით დადგინდა, ბავშვები განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენენ ბებიის (დედის მხრიდან) მიმართ და არ სურთა გარემოს შეცვლა.
დადგენილია, რომ ამჟამად ნ---- ბ-–----ე გაშორებულია მეორე მეღლესთანაც და თავის სამივე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ერთ წელზე მეტია ცხოვრობს მშობლებთან ერთად და შვილების რჩენა-აღზრდას ახორციელებს თავად.
დადგენილია, რომ ბავშვებს ზ/აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შექმნილი აქვთ აღზრდა-განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. ასევე დადგენილია, რომ ბავშვების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან.
სასამართლო ასევე იზიარებს ზ---- ღ-–------ს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ იგი იღებს გარკვეულ ხარჯებს არასრულწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.
- ფსიქოლოგის დასკვნები.
- ბავშვებთან გასაუბრების ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---- ბ-–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს არასრულწლოვანი შვილების, 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ს და 2012 წლის 12 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 31 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---- ღ-–------ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. არასრულწლოვანი შვილების დ----- ღ-–------ს და ს--- ღ-–------ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ნ---- ბ-–----ის საცხოვრებელი ადგილი.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1.სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის დაცვა. მისთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგება მშობელისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- ბ-–----ეს და ზ---- ღ-–-----ს ჰყავთ საერთო შვილები: 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ და 2012 წლის 12 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------, რომელებიც ამჟამად ცხოვრობენ ძირითად სარჩელში მოსარჩელე ნ---- ბ-–----ესთან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შეს---მისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
დადგენილია, რომ ს--- ღ-–------ და დ----- ღ-–------ არიან არასრულწლოვნები, რომელთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შეს---მისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ზ---- ღ-–-----ს როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში 200-200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ზ---- ღ-–-----ს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2017 წლის 31 აგვისტოდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ს და 2012 წლის 12 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------ს სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 200-200 ლარის გადახდა.
8.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არასრულწლოვანი შვილების დ----- ღ-–------სა და ს--- ღ-–------ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ნ---- ბ-–----ის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში ღებულობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1198-ე მუხლების დანაწესებს, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე ნორმის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის საკითხი.
სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1201 მუხლის შეს---მისად თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის დროს დავას წყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვის საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 1202 მუხლის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის აღზრდის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების მატერიალური პირობებიც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის. ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი შვილების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან და არ შეიცვალოს მათი საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ღ-–------ და ს--- ღ-–------ საცხოვრებელად უნდა დარჩნენ დედასთან, ნ---- ბ-–----ესთან.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ნ---- ბ-–----ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელზე ზ---- ღ-–------ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ---- ბ-–----ის სარჩელი ზ---- ღ-–------ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
1.1. დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2011 წლის 10 მარტს დაბადებული დ----- ღ-–------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 31 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.2. დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 12 მაისს დაბადებული ს--- ღ-–------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 31 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.3. დაეკისროს ზ---- ღ-–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
2. ზ---- ღ-–------ს შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე