განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-414-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
პროკურორი - ქეთევან სონიძე
ადვოკატი - ნაირი ტორაძე
ბრალდებულები - ს------- შ---------ი, ს----- შ---------ი
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა - სისხლის სამართლის საქმეზე № 021180219002 ბრალდებულ ს------- ზაკირის ძე შ---------ის (დაბადებული 01.05.1990 წელს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, სოფელი ბ---------) და ბრალდებულ ს----- საბირის ძე შ---------ის (დაბადებული 15.01.1981 წელს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, სოფელი ბ---------) მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ს------- შ---------ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ს------- შ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში, სანან გ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს------- შ---------მა წარსულში ვალთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ა-–------–-- გ---------ს დაუზიანა (ქვით ჩაუმსხვრია მინები) ,,მერსედესის“ მარკის ა/მანქანა, რითაც მიაყენა 1200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ს----- შ---------ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ს----- შ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში, სანან გ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა-–------–-- გ---------მა წარსულში ვალთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ს----- შ---------ს დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ს----- შ---------ს ტკივილი არ განუცდია. ამის გამო, ს----- შ---------მა, შურისძიების მოტივით, ფეხების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ა-–------–-- გ---------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ს------- შ---------ის და ს----- შ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ა-–------–-- გ---------ის ჩვენებას, ბრალდებულების: ს------- და ს----- შ---------ების ჩვენებებს, მოწმეების: რაფის გ---------ის, ზენფირა მამედოვას, სავიდ მეხრაბოვის, რუფატ ალლახვერდიევის, თაზაგიულ ასადოვას, და ხაიდინ მამედოვის ჩვენებებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ავტომანქანის ამოღების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 22 მაისს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულებს: ს------- შ---------ს და ს----- შ---------ს, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნაირი ტორაძეს და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან, ს------- შ---------ის ნაწილში კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.
2019 წლის 23 მაისს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულების: ს------- შ---------ის და ს----- შ---------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. ს------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობითად. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ს------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების ნაწილებისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
2. ს----- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით; ს----- შ---------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ს----- შ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ბრალდებულებმა: ს------- შ---------მა და ს----- შ---------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნაირი ტორაძემ.
ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულების წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადეს ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულებს და მათ ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან; ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულების: საიმურ შ---------ის და ს----- შ---------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
საიმურ შ---------ის და ს----- შ---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გადაეცეს დაზარალებულს ა-–------–-- გ---------ს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: 1 ცალი აგური და 1 ცალი აგურის ნამტვრევი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულების: ს------- შ---------ის და ს----- შ---------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს და ბრალდებულს ს------- შ---------ს შორის 2019 წლის 22 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:
ს------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობითად;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი;
3. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს და ბრალდებულს ს----- შ---------ს შორის 2019 წლის 22 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:
ს----- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით;
ს----- შ---------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს----- შ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით; ს----- შ---------ს, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რომლის სახეც განსაზღვროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიურომ;
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ა) ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გადაეცეს დაზარალებულს - ა-–------–-- გ---------ს; ბ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროსას ამოღებული: 1 ცალი აგური და 1 ცალი აგურის ნამტვრევი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად განემარტოთ მსჯავრდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი;
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი