გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002386753
N2/1447-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ირ--ა ოგ-----ი
წარმომადგენელი - და------ნ----ე
მოპასუხე - ბე–---------ე, ნა---------------ე, ნო---------ე, ბა------------ე
წარმომადგენელი - რა–--------–--–---–ი, რუ------------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - ბე–---------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - მარ--ა ოგ-----ი, ირ--ა ოგ-----ი
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბეჯან გობაძის, ნა---------------ის, ნო---------ის და ბა------------ის უკანონო მფლობელობიდან ქ. ბათუმში, გე------–-------–---ს ქ. N2--ში (ს/კ 0-.--.---0--) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება;
1.2. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ბე–---------ემ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
2.1. ქ. ბათუმში, გე------–-------–---ს ქ. N2--ში (ს/კ 0-.--.---0--) მდებარე უძრავ ქონებაზე ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის დადებული „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით“ (დამოწმების თარიღი 2-/10/2011) ბათილად ცნობა;
2.2. ქ. ბათუმში, გე------–-------–---ს ქ. N2--ში (ს/კ 0-.--.---0--) მდებარე უძრავ ქონებაზე მარ--ა ოგ-----სა და ირ--ა ოგ-----ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 06/04/2014წ) ბათილად ცნობა;
2.3. უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გე------–-------–---ს ქ. N2--ში (ს/კ 0-.--.---0--,) ბე–---------ის საკუთრებად აღრიცხვა;
2.4. „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით“ (დამოწმების თარიღი 25/10/2011) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად დადგენა, რომელშიც მარ--ა ოგ-----ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხა განისაზღვროს 17000 აშშ დოლარით, ვადა ექვსი თვით, ყოველთვიური პროცენტი 850 აშშ დოლარით, საიდანაც ორი თვის პროცენტი ბე–---------ეს ჩაეთვალოს გადახდილად.
მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) პოზიცია:
შეგებებული სარჩელის თანახმად, მარ--ა ოგ-----სა და ბე–---------ეს შორის გაფორმდა არა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი თვეში 5%-ის ანუ 850 აშშ დოლარის გადახდის პირობით. აქედან მოსარჩელემ გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი 850 ლარი. სარგებლის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობდა გარიგების ნამდვილი ბუნებიდან. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მარ--ა ოგ-----ი არ იყო უფლებამოსილი გაეჩუქებინა უძრავი ქონება, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო აღრიცხული მის საკუთრებაში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით არის თვალთმაქცური გარიგება და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მარ--ა ოგ-----მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება გადასცა დას ირ--ა ოგ-----ს. აღნიშნული გარიგება არის მოჩვენებითი, ვინაიდან, რეალურად გამჩუქებლის მიზანი იყო არა დის დასაჩუქრება, არამედ ბეჯან გობაძის კანონიერი ინტერესისაგან თავის დაცვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებმა სადავო გახადეს საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ი მოითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქ. ბათუმში, გე------–-------–---ს ქ. N2--ში (ს/კ 0-.--.---0--) მდებარე უძრავ ქონება და ჩაბარდეს მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მისივე განმარტებით, მან კანონიერი გარიგების-ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) პოზიციით მოპასუხე მარ--ა ოგ-----თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით რეალურად წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც დადგენილი იყო ყოველთვიური სარგებელი. ამდენად, მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლების წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც გადაიფარა მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე (შეგებებულინ სარჩელით) მიიჩნევს, რომ მოპასუხე მარ--ა ოგ-----მა დას, მოპასუხე ირ--ა ოგ-----ს, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე აჩუქა სადავო უძრავი ქონება და აღნიშნული გარიგება ბათილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ის ფაქტები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. დასადგენ სადავო ფაქტობრივ გარემოებათა წრეს მიეკუთვნება ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მხარეებს შორის არსებული სადავო გარიგებების მართლზომიერებას, მათ ბათილ სამართლებრივ ბუნებას.
აქედან გამომდინარე, სასამართლო შემოწმების საგანია: მოსარჩელე არის თუ არა სადავო ნივთის მესაკუთრე და მოპასუხე მხარე ნივთის არამართლზომიერი მფლობელი; მოსარჩელესა (შეგებებული სარჩელით) და მოპასუხე ირ--ა ოგ-----ს შორის გარიგების დადებისას მხარეთა ნამდვილი ნება; ირ--ა ოგ-----სა და მარ--ა ოგ-----ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესში, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათმოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთ დასკვნებით. სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის სარჩელს თუ შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგებების ბათილობის მტკიცების ტვირთის მატარებელია მოპასუხე (მოსარჩელე შეებებული სარჩელით), ხოლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მართლზომიერება მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის.
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბათუმი, გე---------–---ს ქ. N2-, 2- კვმ (ს/კ 05.0--0--.5--) და ქ. ბათუმი, გე---------–---ს ქ. N24, 3- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5---. დადგენილია, რომ ალი ხოროიშვილთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 200)
3.2.3. 2011 წლის 25 ოქტომბერს, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ბათუმი, გე---------–---ს ქ. N2-, 2- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5--) და ქ. ბათუმი, გე---------–---ს ქ. N2-, 3- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5---, ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის გაფორმდა „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარით.
ხელშეკრულების 3.3 მუხლით გამყიდველს უფლება აქვს გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი 6 თვის განმავლობაში, 2011 წლის 25 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 აპრილამდე, თავდაპირველ ფასად. 3.4 მუხლით მყიდველს არ აქვს უფლება განკარგოს ნასყიდობის საგანი რაიმე ფორმით, ხოლო 3.6 მუხლით გამყიდველი ნასყიდობის საგნის სარგებლობისათვის - მყიდველს უხდის 850 აშშ დოლარს, ყოველთვიურად, ყოველი თვის 25 რიცხვამდე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მარ--ა ოგ-----ი აღირიცხა ქ. ბათუმში, გე---------–---ს ქ. N2-, 2- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5--) და ქ. ბათუმში, გე---------–---ს ქ. N2-, 3- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5--- უძრავი ქონების მესაკუთრედ.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში მოხდა „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით“ რეგისტრაცია, მხარეთა ნამდვილი ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, არამედ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისაკენ, სადავო უძრავი ქონების იპოთეკური უზრუნველყოფით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი იყო 17000 აშშ დოლარის სესხად აღება, შესაბამისი პროცენტის (სარგებლის) გადახდის პირობით. სესხის აღებას წინ უძღოდა ბე–---------ესა და ალი ხოროიშვილს შორის გაფორმებული სასესხო დავალიანების გასტუმრების ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. ამდენად, არსებული სასესხო ვალდებულების გადასაფარად ბე–---------ემ მარ--ა ოგ-----ისაგან სესხის სახით მიიღო 17000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით (2011 წლის 25 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 აპრილამდე), თვეში 850 აშშ დოლარის სარგებლის გადახდის პირობით. მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სადავო უძრავ ქონებას უწყვეტად ფლობს ბე–---------ის ოჯახი, დადგენილია, რომ ბე–---------ემ გადაიხადა, ხოლო მარ--ა ოგ-----მა მიიღო ერთი თვის სარგებელი. ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) წარმომადგენელმა განმარტა, რომ მარ--ა ოგ-----მა გაყიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და გადასცა თავისი ფული ბე–---------ეს იმისთვის, რომ მიეღო სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ. 185-186)
- მხარეთა ახსნა განმარტება (სხდომის ოქმი 21/03/2019)
3.2.3. მარ--ა ოგ-----მა, ქ. ბათუმში, გე---------–---ს ქ. N2-, 2- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5--) და ქ. ბათუმში, გე---------–---ს ქ. N2-, 3- კვმ (ს/კ 0-.0--0--.5--- უძრავი ქონება გააერთიანა ერთ საკადასტრო კოდზე 0-.--.---0-- და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დას ირ--ა ოგ-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16-17)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოცემულ შემთხვევაში დავის არსს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეების მიერ გარეგნულად გამოხატული ნება არ შეესაბამება მის ნამდვილ შინაარსს და რეალურად ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის დაიდო არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლით გამოსყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ინდივიდუალურ სახეს, რომლის თანახმად გამყიდველს აქვს გაყიდული ნივთის გამოსყიდვის უფლება და ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ანიჭებს გამყიდველს უფლებას, სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, უკან დაიბრუნოს გაყიდული ნივთი, თავდაპირველი ღირებულების გადახდის პირობით. ასეთი გარიგების დროს მყიდველს შეზღუდული აქვს საკუთრება. მას არა აქვს უფლება, გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისოს ნასყიდობის საგანი (სსკ-ის 513-ე მუხლი). გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე (სსკ 510-ე მუხლი). ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით არ ითვალისწინებს სარგებლის მიღებას, ამავე დროს მყიდველი თავისუფლდება გამოსყიდვის უფლებით დადგენილი შეზღუდვისაგან, არ განკარგოს ნაყიდი ნივთი, თუ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამყიდველი არ გამოიყენებს თავის უფლებას და არ გადაიხდის ნასყიდობის ღირებულებას.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: დადგენილია, რომ ბე–---------ე სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს ოჯახის სამ წევრთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილთან ერთად; დადგენილია, რომ სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბე–---------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით; მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მარ--ა ოგ-----მა გაასხვისა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და სარგებლის მიღების მიზნით გადასცა თანხა ბე–---------ეს; დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულება შეიცავს დათქმას სარგებლის მიღების თაობაზე, მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.6 მუხლით განსაზღვრული თანხა წარმოადგენს საპროცენტო ნორმატიულ შემადგენლობას, რომლის სარგებელს, რომელიც გამყიდველს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შემადგენლობას, რომლის ძირითადი მახასიათებელია საკუთრების უფლების გადასვლა მყიდველზე და ამავე დროს ნივთის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობა, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. სახეზეა სასესხო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში ბე–---------ემ, როგორც მსესხებელმა, მარ--ა ოგ-----ისაგან სესხად მიიღო ფულადი თანხა, ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით.
6.2. სკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგების ფორმალური შესაბამისობა კანონის მოთხოვნასთან, არ ქმნის ნამდვილ გარიგებას, ნების ნაკლის, მისი არანამდვილობის გამო. თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმების გარეგნული გამოვლინება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს არამედ, სურთ სხვა გარიგების დაფარვა და ამ დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა თვალთმაქცური გარიგებით იფარება. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. შესაბამისად, დაფარული გარიგება შეიძლება იყოს ან არ იყოს ბათილი. თუმცა, რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება - ნამდვილია თუ ბათილი, თვალთმაქცური გარიგება მაინც ბათილად ჩაითვლება. ამასთან, თუ დაფარული გარიგება ნამდვილია მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს.
მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ № ას 871-821-2015, 0 5.02.2016წ; № ას-487-461-2015, 17.06.2015წ.).
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის დადებული „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გამოსყიდვის უფლებით“ დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან, ორივე მხარის ნამდვილი ნება მიმართული იყო სწორედ სესხის ხელშეკრულების დადებისაკენ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა უძრავი ქონების იპოთეკით. ბე–---------ის განზრახვა იყო ნოტარიუსის ხარჯებისაგან თავის არიდება და ამ გზით იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის პირდაპირ საჯარო რეესტრში გაფორმება. ცხადია, რომ მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) ნამდვილი ნება არ ყოფილა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, არამედ - არსებული სასესხო ვალდებულების გადაფარვა ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამართლებრივი ურთიერთობის დროისათვის მოქმედი სამოქალქო კოდექსის 625-ე მუხლით სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების 3.6 მუხლში მითითებულია, რომ გამყიდველი ნასყიდობის საგნის სარგებლობისათვის მყიდველს უხდის 850 აშშ დოლარს, თუმცა, მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა პროცენტს თანხით სარგებლობისათვის და მისი დაწესების მიზანი იყო სარგებლის მიღება ფულის გასესხებით (იხ. ახსნა განმარტება). ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ნორმატიული შინაარსისათვის უცხოა საპროცენტო სარგებლის მიღება, ასეთ შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ სესხის ხელშეკრულება. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ 850 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული თანხა იქნებოდა ნასყიდობის საგნის სარგებლობისათვის, მითითებული მახასიათებლების მქონე უძრავი ქონების სარგებლობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და დადგინდეს მხარეთა შორის ნამდვილი ნების საფუძველზე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც მარ--ა ოგ-----ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხა განისაზღვროს 17000 აშშ დოლარით, ვადა ექვსი თვით, ყოველთვიური პროცენტი 850 აშშ დოლარით, საიდანაც ორი თვის პროცენტი ბე–---------ეს ჩაეთვალოს გადახდილად.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ითხოვს ირ--ა ოგ-----სა და მარ--ა ოგ-----ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სასამართლო უთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ინტერესია დაუბრუნდეს ბე–---------ეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, რომელიც მარ--ა ოგ-----მა არანამდვილი უფლების საფუძველზე საჩუქრად გადასცა დას, ირ--ა ოგ-----ს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილობის შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სწორედ ბე–---------ის სახელზე საკუთრების უფლებით სადავო უძრავი ქონების დაბრუნებას/აღრიცხვას.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მხოლოდ ნამდვილი მესაკუთრეა უფლებამოსილი განკარგოს ნივთი. სასამართლომ ბათილად ცნო ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, როგორც თვალთმაქცური და მის მიმართ დაადგინა სესიხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მარ--ა ოგ-----ის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ქონება უნდა უნდა აღირიცხოს ბე–---------ის საკუთრებად. ამჟამად საკუთრება ირიცხება ირ--ა ოგ-----ის სახელზე. სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა იგი ნაჩუქარი ქონების კეთილსინდისიერი მიმღები, იცოდა თუ არა გარიგების ნაკლის თაობაზე და აქვს თუ არა მის სარჩელს უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მარ--ა გო-----ა და ირ--ა გო----- შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომლის ნამდვილი მიზანი იყო არა საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემა უძრავ ქონებაზე, არამედ ირ--ა გო----------ს კეთილსინდისიერი მყიდველის საფარველის შექმნა, მესამე პირთა კანონიერი ინტერესებისაგან თავის დასაცავად.
სკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. 312-ე მუხლით 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
მოცემულ შემთხვევაში მარ--ა ოგ------ი არის ირ--ა ოგ-----ის და. ცხადია, მისთვის უცნობი არ იქნებოდა გასაჩუქებელი ქონების უფლებრივი ნაკლის და სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. ამდენად, მარ--ა ოგ-----ის მიერ ირ--ა ოგ-----ისათვის სადავო უძრავი ქონების ჩუქება მიზნად ისახავდა არა უძრავ ქონებაზე გაჩუქების გზით საკუთრების გადასვლას, არამედ ბე–---------ის კანონიერი ინტერესებისაგან თავის დაცვას. ამ შემთხვევაში ნების ნაკლი ვლინდება გარიგების მხარეთა განზრახვაში დადონ არა ნამდვილი ხელშეკრულება, არამედ ხელშეკრულებით დაფარონ საკუთარი მიზანი, რომელიც არ შეესაბამება გარიგებით გამოხატულ ნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ირ--ა ოგ-----ი ვერ ჩაითვლება ნივთის კეთილსინდისიერ მიმღებად და ამ თვალსაზრისით მისი საკუთრების უფლება დაცული არ არის კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნისაგან.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) მარ--ა ოგ-----ი არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადავო უძრავი ქონება ირ--ა ოგ-----ზე ჩუქების ხელშეკრულებით. ბე–---------ე შეეცილა მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ის საკუთრების უფლებას. აღძრული შეგებებული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელემ დაამტკიცა თავისი კანონიერი საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ირ--ა ოგ-----ის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრ--ციპი ვერ იმოქმედებს, ამდენად, ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ი არ არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. აღნიშნული კი გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის წარმატებას და ირ--ა ოგ-----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ბე–---------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარი. მოპასუხეებს მარ--ა ოგ-----ს და ირ--ა ოგ-----ს მოსარჩელე ბე–---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1500 ლარი მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ირ--ა ოგ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბე–---------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ბე–---------ესა და მარ--ა ოგ-----ს შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს დადებული „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“;
4. ბათილად იქნეს ცნობილი მარ--ა ოგ-----სა და ირ--ა ოგ-----ს შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
5. უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმში, გე------–-------–---ს ქ. N2-, ს/კ 0-.--.---0--, აღირიცხოს ბე–---------ის საკუთრებად და ამავე ქონებაზე დადებული "უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით" დადგინდეს როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მარ--ა ოგ-----ის სასარგებლოდ. სესხის ვადა განისაზღვროს 6 თვის ვადით, ძირი თანხა განისაზღვროს 17000 აშშ დოლარით, ყოველთვიური პროცენტი 850 აშშ დოლარით, საიდანაც ორი თვის პროცენტი ბე–---------ეს ჩაეთვალოს გადახდილად;
6. მოსარჩელე ირ--ა ოგ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო მოპასუხეებს მარ--ა ოგ-----ს და ირ--ა ოგ-----ს მოსარჩელე ბე–---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1500 ლარი მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე