განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100119002935428(1/203-2019)
განაჩენი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - სალომე ქობალიას და მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- მა-----------
დაცვის მხარე: ადვოკატების- იო---------–-------------------–---------
ბრალდებულების- გე-–-----------------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გე-–--------ს მიმართ
მამის სახელი: რე----
დაბადებული: 27.04.19-- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–-------–-----
რეგისტრირებული: ზუ--------------------------–-------–-----
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ”გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით.
2.ბრალდებული: ომ-----------ს მიმართ
მამის სახელი: შო---
დაბადებული: 21.06.19-- წელს
პირადი ნომერი: 62---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–-------–-----
რეგისტრირებული: გა-–--------------------–--------–-–--–----
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გე-–--------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სადგომში უკანონო შეღწევით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუ--------------------------–------–----–------------------–- ე.წ მე---------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენ-----------------------ს“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში და თავს დაესხნენ დარაჯს გე-------------------ს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების -ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანის გასაღები და გასტაცეს „MTC“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო შემცვლელი დარაჯის მა-------------ს მოსვლის შემდეგ, მას იარაღის გამოყენების მუქარით გასტაცეს „SAMSUNG A3“-ს ფირმის და ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც დაძრეს გე-------------------ს კუთვნილი „VO---”-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით VV-------, რითაც დაზარალებულ გე-------------------ს და მა-------------ს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
გე-–--------მ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუ--------------------------–------–----–------------------–- ე.წ მე---------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენ-----------------------ს“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში და თავს დაესხნენ დარაჯს გე-------------------ს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების -ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანის გასაღები და გასტაცეს „MTC“ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო იმ მიზნით, რომ გაადვილებოდათ მათი განზრახვის განხორციელება -ყაჩაღური თავდასხმით გაეტაცათ დაზარალებულის კუთვნილი ნივთები და ავტომობილი, აღუკვეთეს მას თავისუფლება, რაც გამოიხატა მასში, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გე-------------------ს არ ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ხელებით მიაბეს საწოლს და შეუკრეს ფეხები და ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს იგი. დროის მცირე ინტერვალის გასვლის შემდეგ გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მეორე დარაჯს, მა-------------საც და ორივე დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ხელ-ფეხშეკრულები და თავისუფლება აღკვეთილები დატოვეს შემთხვევის ადგილზე.
გე-–--------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–- მდებარე სს „ლი---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები გე-–-------- და ომ-----------, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლი--------------“ ინკასატორს ჯუ----------–---------------–---------------, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის-ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოითხოვეს თანხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა ომ-----------მ ჰაერში და ჯუ----------–---ს ფეხების მიმართულებით, ერთხელ ესროლა მას მარჯვენა ქვედა კიდურში, რის შემდეგაც გე-–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ლი--------------“ საინკასაციო ავტომანქანქანაში არსებულ დიდი ოდენობით თანხას-125 000 ლარის და 2500 აშშ დოლარის (6 750 ლარი) ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გე-–--------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწი- ნააღმდეგო შეძენა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2019 წლის 1 მარტს, ღამის საათებში, ზუ--------------------------–------–----–- გე-–--------მ ომ-----------სგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი ვაზნებთან ერთად.
გე-–--------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწი- ნააღმდეგო ტარება, ჯგუფურად.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, ზუ--------------------------–------–----–- და ქ. ზუ------–---------------------------, სს „ლი--------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გე-–-------- ომ-----------სთან ერთად, ჯგუფურად ატარებდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს ვაზნებთან ერთად.
ომ-----------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სადგომში უკანონო შეღწევით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუ--------------------------–------–----–------------------–- ე.წ მე---------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენ-----------------------ს“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში და თავს დაესხნენ დარაჯს გე-------------------ს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების -ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანის გასაღები და გასტაცეს „MTC“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო შემცვლელი დარაჯის მა-------------ს მოსვლის შემდეგ, მას იარაღის გამოყენების მუქარით გასტაცეს „SAMSUNG A3“ -ს ფირმის და ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც დაძრეს გე-------------------ს კუთვნილი „VO---”-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით VV-------, რითაც დაზარალებულ გე-------------------ს და მა-------------ს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
ომ-----------მ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუ--------------------------–------–----–------------------–- ე.წ მე---------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღბულმა გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენ-----------------------ს“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში და თავს დაესხნენ დარაჯს გე-------------------ს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების -ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანის გასაღები და გასტაცეს „MTC“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო იმ მიზნით, რომ გაადვილებოდათ მათი განზრახვის განხორციელება - ყაჩაღური თავდასხმით გაეტაცათ დაზარალებულის კუთვნილი ნივთები და ავტომობილი, აღუკვეთეს მას თავისუფლება, რაც გამოიხატა მასში, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გე-------------------ს არ ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ხელებით მიაბეს საწოლს და შეუკრეს ფეხები და ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს იგი. დროის მცირე ინტერვალის გასვლის შემდეგ გე-–--------მ და ომ-----------მ ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მეორე დარაჯს, მა-------------საც და ორივე დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ხელ-ფეხშეკრულები და თავისუფლება აღკვეთილები დატოვეს შემთხვევის ადგილზე.
ომ-----------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–- მდებარე სს „ლი--------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები გე-–-------- და ომ----------- ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლი--------------“ ინკასატორს ჯუ----------–---------------–--------------- სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის-ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოსთხოვეს თანხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა ომ-----------მ ჰაერში და ჯუ----------–---ს ფეხების მიმართულებით, ჯუ----------–---ს ერთხელ ესროლა მარჯვენა ქვედა კიდურში, რის შემდეგაც გე-–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ლი--------------“ საინკასაციო ავტომანქანაში არსებულ დიდი ოდენობით თანხას-125 000 ლარის და 2500 აშშ დოლარის (6 750 ლარი) ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ომ-----------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–- მდებარე სს „ლი---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები- გე-–-------- და ომ----------- ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლი--------------“ ინკასატორებს ჯუ----------–---------------–---------------, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის-ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოითხოვეს თანხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ომ-----------მ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და ჯუ----------–---ს ფეხების მიმართულებით, ამ უკანასკნელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დროს დაგეგმილი ყაჩაღობის გაადვილების მიზნით ჯუ----------–---ს ერთხელ განზრახ ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მარჯვენა წვივის არეში, რის შედეგადაც ჯუ----------–---მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ომ-----------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალა- დობით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–- მდებარე სს „ლი--------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები- გე-–-------- და ომ----------- ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლი--------------“ ინკასატორებს ჯუ----------–---------------–---------------, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის-ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოითხოვეს თანხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა ომ-----------მ ჰაერში და ჯუ----------–---ს ფეხების მიმართულებით, ჯუ----------–---ს ერთხელ ესროლა მარჯვენა ქვედა კიდურში, რის შემდეგაც ჯუ----------–---------------–--------------- მისაკუთრების მიზნით გასტაცა ცეცხლსასროლი იარაღი.
ომ-----------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწი- ნააღმდეგო ტარება, ჯგუფურად.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
2019 წლის 2 მარტს, ზუ--------------------------–------–----–- და ქ. ზუ------–---------------------------, სს „ლი--------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ომ----------- გე-–--------სთან ერთად, ჯგუფურად ატარებდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და ვაზნებს.
2019 წლის 15 მაისს ჩატარებულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულების გე-–----------------------------- პოზიციიდან გამომდინარე, რომლებმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნეს დამნაშავედ და სადავოდ არ გახადეს ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულების გე-–----------------------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულების გე-–----------------------------- აღიარებით.
2019 წლის 02 მარტის ოქმებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების და სისხლისმაგვარი ლაქების, რვა ცალი ვაზნის, სუნის კვლების, თეთრი ფერის მომჭერის, ერთი ცალი პლასტმასის ბოთლის, ანაწმენდების, ხელის კვლების, სამი ცალი ნაჭრის გადასაფარებლის, ერთი ცალი ბალიშის, სიგარეტის ნამწვის, ქაღალდის და პოლიეთილენის ფრაგმენტების, ერთი ცალი ფირფიტის, პლასტმასის ბოთლის და თეთრი ფერის მომჭერის ამოღების შესახებ (ს.ფ. 11-83, ტ.1)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნი----–--------------სგან „FO----------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით BV------ ავტომანქანის, ავტომანქანიდან ანაწმენდების, ხელის კვლების, ჯავშანჟილეტის ამოღების შესახებ (ს.ფ. 89-93, ტ.1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნი----–--------------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 106-109, ტ.1)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არ---–------------გან ორი ცალი ტომრის, ოთხმოცი ცალი ხუთთეთრიანი მონეტის ამოღების შესახებ (ს.ფ. 114-121, ტ.1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არ---–------------ მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 125-128, ტ.1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მარტის ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 06 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ 184-187, ტ1)
2019 წლის 07 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (ს.ფ 188, ტ1)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მა-------------სგან ნაცრისფერი ქურთუკის და შავი ფერის ჯინსის შარვლის ამოღების შესახებ (ს.ფ. 196-200, ტ.1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მა-------------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 204-207, ტ.1)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-------------------სგან მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის და ქურთუკის ამოღების შესახებ (ს.ფ. 213-217, ტ.1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-------------------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 221-224, ტ.1)
2019 წლის 02 მარტის ჯე---–-----–----გან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით (ს.ფ 237-240, ტ1)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე-----------–--სგან ნაცრისფერი წყვილი ბათინკის, შავი ფერის ჯემპრის, შავი ფერის ქუდის, ნაცრისფერი შარვლის ქამრით სისხლისმაგვარი ლაქებით, თეთრი ფერის წყვილი წინდების სისხლისმაგვარი ლაქებით ამოღების შესახებ (ს.ფ. 247-253, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე-----------–--ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 257-260, ტ.2)
2019 წლის 02 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვლ----------–-----–---სგან ,, VO---”-ს მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანის, ავტომანქანიდან სუნის ნიმუშების, ანაწმენდების, ხელის კვლების, რამდენიმე ხის ძელის, 1.5 ლიტრიანი პლასტმასის წყლით სავსე ბოთლის, დონკრატის, ქანჩის, სათადარიგო საბურავის, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკის, ერთი ცალი 50 თეთრიანი და 50 ცალი ერთთეთრიანი მონეტების, ქაღალდის ნაგლეჯის, ქსოვილის ნაჭერის, სიგარეტის ნამწვის, ერთი ცალი ბალიშის, შალითების და ქვეშაგების ამოღების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ.265-281, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 03 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვლ----------–-----–---ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 287-291, ტ.2)
2019 წლის 03 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზა--–--------გან შავი ფერის ქურთუკის ამოღების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ.295-300, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზა--–-------- მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 304-306, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 06 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ 327-330, ტ2)
2019 წლის 07 მარტის ოქმით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ (ს.ფ 331 ტ, 2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 06 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ 364-367, ტ2)
2019 წლის 07 მარტის ოქმით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ (ს.ფ 368 ტ, 2)
2019 წლის 06 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------სგან შავი ფერის საფულის და 21 ცალი 10 ლარიანი კუპიურის ამოღების შესახებ (ს.ფ.402-406, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 411-413, ტ.2)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------სგან პოლიეთილენის პარკების და 457 ცალი 10 ლარიანი კუპიურის ამოღების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ.415-425, ტ.2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 438-441, ტ.2)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------სგან ,,LENOVO”-ს ფირმის მობილური ტელეფონის, უკანა მხარეს წარწერით ,,Beelline”, იმეი - კოდებით 86---------------------------- ამოღების შესახებ (ს.ფ.461-464, ტ.3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 469-472, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ადგილმდებარეობის დათვალიერების და შავი ფერის ნაჭრის ჟილეტის, ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, ოთხი მჭიდის და 153 ცალი ვაზნის ამოღების შესახებ (ს.ფ 475-488, ტ3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებელ მ------–-----–--- მიერ ჩატარებული დათვალიერების და ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 492-495-, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------სგან თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომრის, პლასტმასის ბოცას, 74 ცალი 50 ლარიანი კუპიურის, 2348 ცალი 20 ლარიანი კუპიურის, 39-- ცალი 10 ლარიანი კუპიურის, 316 ცალი 5 ლარიანი კუპიურის, 150 ცალი ორლარიანი მონეტის, 25 ცალი 100 დოლარიანი კუპიურის ამოღების შესახებ (ს.ფ.496-506, ტ.3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 516-519, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობაში ჩხრეკის და ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონის, 15 სმ. სიგრძის ყავისფერი ტარის მქონე პისტოლეტის მსგავსი საგანის, ორი ცალი მჭიდის, 8 ცალი ვაზნის, ომ-----------ს სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ამოღების შესახებ (ს.ფ.520-527, ტ.3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 535-538, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის ოქმებით ომ-----------სგან ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ 570-575, ტ3)
2019 წლის 07 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ 576-582, ტ3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------სგან „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონის, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონის და „MTC”-ს ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ.583-592, ტ.3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 08 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ომ-----------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 594-598, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ 599-606, ტ3)
2019 წლის 07 მარტის გე-–--------სგან ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმით (ს.ფ 609-614, ტ3)
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 07 მარტის N4--- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 619-626, ტ3)
2019 წლის 07 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ 633-638, ტ3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------სგან პოლიეთილენის 2,5 ლიტრიანი ბოთლის და პულივიზატორის ამოღების შესახებ (ს.ფ.639-646, ტ.3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 08 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 649-561, ტ.3)
2019 წლის 07 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ 652-655, ტ3)
2019 წლის 07 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------სგან ორი ცალი პისტოლეტის, ერთი მჭიდის და 15 ცალი ვაზნის ამოღების შესახებ (ს.ფ.657-662, ტ.4)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 08 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გე-–--------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 670-672, ტ.4)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 მარტის N00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ჯუ----------–--- მიმართ (ს.ფ 771-774, ტ4)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის N24--- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 780-785, ტ4)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მარტის ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 12 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ 790-793, ტ4)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 15 მარტის N46------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (795-799, ტ4)
დაზარალებულების ნი----–--------------ს, მა-------------ს, გე-------------------ს და ჯუ----------–---ს გამოკითხვის ოქმებით.
მოწმეების არ---–------------, რუ--–--------ს, ვლ----------–-----–---ს, და------------, ნი-------------------------------------------------–-----–--------------------------–----------------------------------–--------------------------------–---–--------------–--------------------------------–-–---ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება
გე-–----------------------------- ბრალდება წარდგენილი აქვთ მასში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სადგომში უკანონო შეღწევით (გე-------------------ს და მა-------------ს მიმართ), ასევე ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. (სს „ლი--------------“ ინკასატორებზე თავდასხმის ეპიზოდი)
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა თავისი შემადგენლობით რთული დანაშაულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ზიანი ადგება, როგორც საკუთრებას, ასევე პიროვნებას. ყაჩაღური თავდასხმის მიზანია სხვისი ქონების დაუფლება, ეს დანაშაული ერთდროულად ხელყოფს ორ მნიშვნელოვან ობიექტს ადამიანის საკუთრების უფლებას და პიროვნების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის მასრთლსაწინა- აღმდეგო დაუფლებაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ბრალდებულმა განახორციელოს დაზარალებულზე თავდასხმა და ის მიზნად ისახავდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, მას თან უნდა ახლდეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
რაც შეეხება ყაჩაღობის დროს განხორციელებულ თავდასხმას, იგი ქონების დაუფლების საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს დაზარალებულისთვის უეცარ და მოულოდნელ ძალადობას, ან ძალადობის გამოყენების მუქარას და რასაც შეუძლია გამოიწვიოს დაზარალებულის სიკვდილი ან სხეულის დაზიანება. ყაჩაღობის დროს თავდასხმა არის ქონების დაუფლების ხერხი ან საშუალება, იგი წინ უნდა უსწრებდეს ქონების დაუფლებას, ამ დროს ძალადობა შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური და იგი გამოიხატება ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში. მუქარის გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს მათ შორის იარაღის ან სხვა საგნის ჩვენება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენა ნიშნავს, როდესაც ქმედების განხორციელებაში მონაწილეობს ორი ან მეტი პირი და ერთობლივად ასრულებენ დანაშაულს.
ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა სადგომში უკანონო შეღწევით, სადგომი არის შენობა-ნაგებობა, რომელიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული, მოცემულ შემთხვევაში გე-–--------მ და ომ-----------მ უკანონოდ შეაღწიეს სს „ენ-----------------------ს“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების - ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცეს „VO---”-ს მარკის ავტომანქანა სარეგისტრაციო ნომრით VV------- და მობილური ტელეფონები.
ყაჩაღობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ დანაშაულად რომ ჩაითვალოს ამისათვის საკმარისია, რომ მოპარული იყოს მთლიანი სატრანსპორტო საშუალება ან მისი რომელიმე დეტალი ან უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელი ქარხნული ნივთი, ამასთან ნივთი, რასაც პირი ეუფლება არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მეოთხე ნაწილის შესაბამისად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო დადგენილია, რომ სს „ლი--------------“ საინკასაციო ავტომანქანიდან ბრალდებულები გე-–-------- და ომ----------- დაეუფლნენ ფულად თანხას 125 000 ლარის და 2500 აშშ დოლარის (6 750 ლარი) ოდენობით.
გე-–----------------------------- ბრალად ედებათ, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე- ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლებას. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობისათვის აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით და არავის არა აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს პირს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამა- რთლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა მოქმედებაში - დაზარალებულები ხელებით მიაბეს საწოლს და შეუკრეს ფეხები და რამდენიმე საათით აღუკვეთეს თავისუფლება. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა იგი დამთავრებულია სხვა პირისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გე-–-------- და ომ----------- წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და ორივე პირი წარმოადგენდა მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების თანაამსრულებელს, ამასთან მათ თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს ორ პირს, რა დროსაც მოქმედებდნენ თითქმის ერთდროულად და ერთიანი განზრახვით. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა ასევე დაკავშირებული იყო ყაჩაღობის ჩადენაში ხელშეშლის აღკვეთასთან ანუ მიზნად ისახავდა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებას.
გე-–----------------------------- წარდგენილი აქვთ ბრალდება მასში, რომ ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება ჯგუფურად, ხოლო გე-–--------ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღია, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა და ტარების ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება.
დანაშაულის საგანია გამოყენებისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა და ტარება მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედებად ჩაითვლება, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
ომ-----------ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომლის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მოცემულ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განსაზღვრული შედეგის დადგომა. საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზე----ბრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზე----ბრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზე----ბრივი კავშირი ომ-----------ს ქმედებას - დაზარალებულ ჯუ----------–---სთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას და დამდგარ შედეგს, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას შორის, ამასთან ქმედება ჩადენილი იყო ყაჩაღობის დროს, მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
სუბიექტური მხრივ ომ-----------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწიინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.
ომ-----------ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამა- რთლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწი- ნააღდეგო - მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო და უსასყიდლოდ დაუფლებაში, რასაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ახლდა, მოცემული დანაშაული დამთავრებულად ითვლება იარაღის სხვისი მფლობელობიდან ამოღების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს ეძლევა მისი განკარგვის შესაძლებლობა, შესაბამისად ფორმალური შემადგენლობის დანაშაულს წარმოადგენს. სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც განზრახია, ანუ პირს შეგნებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ გე-–--------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სადგომში უკანონო შეღწევით;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ;
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხივის მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჯგუფურად;
შესაბამისად გე-–--------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართვე- ლოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ომ-----------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სადგომში უკანონო შეღწევით;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ;
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით,ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით;
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჯგუფურად.
ბრალდებულ ომ-----------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართვე- ლოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გე-–----------------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ გე-–----------------------------- უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულების ქმედების სიმძიმეს, მათ პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
გე-–----------------------------- მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;
დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, სუნის კვალი, თეთრი ფერის ნაჭერი, ანაწმენდები, ხელის კვლები, სუნის კვალი, პლასტმასის მომჭერი, 4 ცალი სიგარეტის ნამწვი, ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით „იბერია“, მასში მო---ვსებული სითხით, პლასტმასის ბოთლი წარწერით COCA-COLA და 8 ცალი მასრა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ნაჭრის გადასაფარებელი და 1 ცალი ბალიში, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
ერთი ცალი ფირფიტა წარწერით „ВАЛИДОЛ” -ი მასში მო---ვსებული 7 ცალი აბით, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
2019 წლის 02 მარტს ნი----–--------------სგან ამოღებული „FO----------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით BV------ და „FO----------“-ის მარკის ავტომანქანის სალონში საქარე მინასთან დამონტაჟებული ორი ხედვითი კამერა და ჯავშანჟილეტი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
„ფ--------------------- მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, ხელის კვლები, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
არ---–------------გან ამოღებული ორი ცალი ტომარა და ოთხმოცი ცალი ხუთთეთრიანი მონეტა, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
მა-------------სგან ამოღებული ქურთუკი და მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მა-------------ს.
გე-------------------სგან ამოღებული ქურთუკი და მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გე-------------------ს.
ჯუ----------–---სგან აღებული სისხლის ნიმუში, განადგურდეს.
თე-----------–--სგან ამოღებული ჯუ----------–---ს წყვილი ბათინკი, შავი ფერის ჯემპრი, შავი ფერის ქუდი, ნაცრისფერი შარვალი ქამრით, თეთრი ფერის წყვილი წინდა, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჯუ----------–---ს.
ვლ----------–-----–---სგან ამოღებული „VO---“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანა, დონკრატი, ქანჩი, სათადარიგო საბურავი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი მასში მო---ვსებული 1 ცალი 50 თეთრიანი და 50 ცალი 1 თეთრიანი მონეტა, შალითები, ერთი ცალი ქსოვილის ნაჭერი, ბალიში, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ვლ----------–-----–---სგან ამოღებული ხის ძელი, 1.5 ლიტრიანი პლასტმასის წყლით სავსე ბოთლი, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით 1 ლარი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
„VO---“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანიდან აღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვი, ხელის კვლები, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ზა--–--------გან ამოღებული მოშავო ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
გე-–--------სგან ამოღებული შავი ფერის საფულე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გე-–--------ს ოჯახს.
გე-–--------სგან ამოღებული 21 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 210 ლარის ოდენობით და 475 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 4570 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს სს „ლი-------------“.
ომ-----------სგან ამოღებული 74 ცალი 50 ლარიანი კუპიურა 46960 ლარის ოდენობით, 39-- ცალი 10 ლარიანი კუპიურა 39--0 ლარის ოდენობით, 316 ცალი 5 ლარიანი კუპიურა 1580 ლარის ოდენობით, 150 ცალი ორლარიანი მონეტა 300 ლარის ოდენობით, 25 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა 2500 აშშ დოლარის ოდენობით, მთლიანობაში 92 180 ლარი და 2500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს სს „ლი-------------“.
ომ-----------სგან ამოღებული „lenovo“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს ოჯახს.
ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ნაჭრის ჟილეტი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს.
ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 153 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ომ-----------სგან ამოღებული პოლიეთილენის ტომარა და 1 ცალი პლასტმასის ბოცა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ომ-----------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს ოჯახს.
ომ-----------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 15 სმ. სიგრძის, ყავისფერი ტარის მქონე, პისტოლეტის მსგავსი საგანი, ორი ცალი მჭიდი, 8 ცალი ვაზნა და ომ-----------ს სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ომ-----------სგან ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური, ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური, „MTC“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულებს მა-------------ს და გე-------------------ს.
ომ-----------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, გე-–--------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
გე-–--------სგან ამოღებული პოლიეთილენის 2.5 ლიტრიანი ბოთლი წარწერით „PEPSI”, ერთი ცალი ,,პულივიზატორი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
გე-–--------სგან ამოღებული ორი ცალი პისტოლეტი წარწერით „GI-------------------, ერთი მჭიდი, 15 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სს „ლი-------------“.
სარე----ლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ გე-–-------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ”გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით.
2.საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ” ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
6.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
7.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გე-–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
8.გე-–--------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 06 მარტის 22 საათი და 36 წუთიდან.
9. გე-–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
10.ცნობილ იქნას დამნაშავედ ომ----------- (პირადი ნომერი 62---------) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.
11. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
12.საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
13.საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
14.საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
15.საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
16. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
17.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ომ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
18.ომ-----------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 07 მარტის 01 საათი და 16 წუთიდან.
19. ომ-----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
20. ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, სუნის კვალი, თეთრი ფერის ნაჭერი, ანაწმენდები, ხელის კვლები, სუნის კვალი, პლასტმასის მომჭერი, 4 ცალი სიგარეტის ნამწვი, ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით „იბერია“, მასში მო---ვსებული სითხით, პლასტმასის ბოთლი წარწერით COCA-COLA და 8 ცალი მასრა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ნაჭრის გადასაფარებელი და 1 ცალი ბალიში, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
ერთი ცალი ფირფიტა წარწერით „ВАЛИДОЛ” -ი მასში მო---ვსებული 7 ცალი აბით, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
2019 წლის 02 მარტს ნი----–--------------სგან ამოღებული „FO----------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით BV------ და „FO----------“-ის მარკის ავტომანქანის სალონში საქარე მინასთან დამონტაჟებული ორი ხედვითი კამერა და ჯავშანჟილეტი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
„ფ--------------------- მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, ხელის კვლები, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
არ---–------------გან ამოღებული ორი ცალი ტომარა და ოთხმოცი ცალი ხუთთეთრიანი მონეტა, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
მა-------------სგან ამოღებული ქურთუკი და მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მა-------------ს.
გე-------------------სგან ამოღებული ქურთუკი და მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გე-------------------ს.
ჯუ----------–---სგან აღებული სისხლის ნიმუში, განადგურდეს.
თე-----------–--სგან ამოღებული ჯუ----------–---ს წყვილი ბათინკი, შავი ფერის ჯემპრი, შავი ფერის ქუდი, ნაცრისფერი შარვალი ქამრით, თეთრი ფერის წყვილი წინდა, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჯუ----------–---ს.
ვლ----------–-----–---სგან ამოღებული „VO---“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანა, დონკრატი, ქანჩი, სათადარიგო საბურავი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი მასში მო---ვსებული 1 ცალი 50 თეთრიანი და 50 ცალი 1 თეთრიანი მონეტა, შალითები, ერთი ცალი ქსოვილის ნაჭერი, ბალიში, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ვლ----------–-----–---სგან ამოღებული ხის ძელი, 1.5 ლიტრიანი პლასტმასის წყლით სავსე ბოთლი, ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით 1 ლარი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
„VO---“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანიდან აღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვი, ხელის კვლები, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ზა--–--------გან ამოღებული მოშავო ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
გე-–--------სგან ამოღებული შავი ფერის საფულე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გე-–--------ს ოჯახს.
გე-–--------სგან ამოღებული 21 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 210 ლარის ოდენობით და 475 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 4570 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება, საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს სს „ლი-------------“.
ომ-----------სგან ამოღებული 74 ცალი 50 ლარიანი კუპიურა 46960 ლარის ოდენობით, 39-- ცალი 10 ლარიანი კუპიურა 39--0 ლარის ოდენობით, 316 ცალი 5 ლარიანი კუპიურა 1580 ლარის ოდენობით, 150 ცალი ორლარიანი მონეტა 300 ლარის ოდენობით, 25 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა 2500 აშშ დოლარის ოდენობით, მთლიანობაში 92 180 ლარი და 2500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს სს „ლი-------------“.
ომ-----------სგან ამოღებული „lenovo“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს ოჯახს.
ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ნაჭრის ჟილეტი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს.
ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 153 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ომ-----------სგან ამოღებული პოლიეთილენის ტომარა და 1 ცალი პლასტმასის ბოცა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ომ-----------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ომ-----------ს ოჯახს.
ომ-----------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 15 სმ. სიგრძის, ყავისფერი ტარის მქონე, პისტოლეტის მსგავსი საგანი, ორი ცალი მჭიდი, 8 ცალი ვაზნა და ომ-----------ს სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ომ-----------სგან ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური, ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური, „MTC“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულებს მა-------------ს და გე-------------------ს.
ომ-----------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, გე-–--------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
გე-–--------სგან ამოღებული პოლიეთილენის 2.5 ლიტრიანი ბოთლი წარწერით „PEPSI”, ერთი ცალი ,,პულივიზატორი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
გე-–--------სგან ამოღებული ორი ცალი პისტოლეტი წარწერით „GI-------------------, ერთი მჭიდი, 15 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სს „ლი-------------“.
21.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
22.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია