განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100118002648752
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/-------

(№0----------6)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელი

25 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ა----------–---–ის, ა-–--–--------ს,ბრალდებულ - დ--------------–-ს,ადვოკატების - ნ-----------–---–ის, ნ--------------იას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ------------------------------–-ს (დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0--------91, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–----------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ვადით.

2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, თ---–--–---------–--------------------------–--–------------შ არსებულ ლიანდაგებზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი დ--------------–- და არასრულწლოვანი რ-------------–---–-, დანების გამოყენებით, თავს დაესხნენ ე-–-------------–-ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 450 (ოთხას ორმოცდაათ) ლარად ღირებული „აიფონ 5S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, 200 (ორას) ლარად ღირებული „TISSOT”-ის ფირმის მაჯის საათი, 15 (თხუთმეტ) ლარად ღირებული ყურსასმენი და 10 (ათი) ლარად ღირებული ე.წ. „კეპი“.

დ--------------–-ს და რ-------------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებით, ე-–-------------–-ს მიადგა საერთო ჯამში 875 ლარის ქონებრივი და ასევე მორალური სახის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულ ე-–-------------–-ს ჩვენებით, 2018 წლის 03 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ე-------- მოედანზე, ვ--–----------------–-------ასთან და სურდა ნ----–----აში წასვლა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი მამაკაცი, რომლებიც გაეცვნენ მას და ვინაიდან აღნიშნული პირებიც მიდიოდნენ ნ----–----ის მიმართულებით, გადაწყვიტეს ერთად წასვლა. ერთ-ერთ მამაკაცს, კერძოდ, ბრალდებულ დ--------------–ს ეცვა ნაცრისფერი მაისური, იმავე ფერის შარვალი და შავი ფეხსაცმელი, ხოლო მასთან ერთად მყოფი მამაკაცი - რ-------------–---–- იყო ასაკით და სიმაღლით შედარებით პატარა, ჰქონდა თეთრი სახე, გრძელი თმა, ეფარა ქუდი და ეცვა ე.წ. „ბრიჯი“. გზად, მ--------–---–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ--------------–- და რ-------------–---–- საუბრობდნენ ხმამაღლა, რის გამოც მათთან მივიდა ორი პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც გადაამოწმეს მათი ვინაობა, შეამოწმეს დოკუმენტები და მოუწოდეს დაწყნარებისკენ, რის შემდეგაც დაემშვიდობნენ მათ. ამის შემდგომ მივიდნენ ვ-----–--------------, გ---------–--–ი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც დ--------------–მა ყელის არეში მიადო დანა და ძალის გამოყენებით და მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და ე.წ. „კეპი“. სწორედ ამ დროს, რ-------------–---–მა ამოიღო ჯიბიდან წითელი ე.წ. „ფიქსატორის დანა“, მიადო მუცლის მარცხენა გვერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო საფულე და ხელიდან მოხსნა საათი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ფლობდნენ ინფორმაციას მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შესახებ და იმ შემთხვევაში თუ გაბედავდა ხმის ამოღებას, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. დ--------------–მა და რ-------------–---–მა დანების გამოყენებით, მთლიანობაში წაართვეს 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული „ტისოტის“ ფირმის საათი, 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 150 ლარით, 15 ლარად ღირებული ყურსასმენი და ე.წ. „კეპი“. საბოლოოდ, რ-------------–---–-ს და დ--------------–-ს დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა 875 ლარის მატერიალური ზიანი. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, იყვნენ გაღიზიანებულები, ჰქონდათ ორი დანა და წინააღმდეგობის გაწევის ან მოთხოვნილი ნივთების არ გადაცემის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. მისივე ჩვენებით, დანაშაულის ჩადენის ადგილი იყო კარგად განათებული, ამასთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა თავდამსხმელ პირებთან პირადი კომუნიკაცია და შესაბამისად, მათი სახეზე დამახსოვრება და შემდგომ მათი ამოცნობა არ გასჭირვებია. მის მიერ ასევე ამოცნობილ იქნა მისი პირადი ნივთები და დ--------------–-ს მაისური, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს.

მოწმე გ---------------ის ჩვენებით, 2018 წლის 07 აგვისტოს, თანამშრომელმა გ------------------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები: დ--------------–- და რ-------------–---–- იმყოფებოდნენ მ-------–---ს ქუჩის N6--ის მიმდებარედ, რომელთაც თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები. თანამშრომლებთან: გ------------–---–------------–-----–---–------------------------------–-–---–---- ერთად, გაემართა მითითებულ მისამართზე. მან და გ------------–---–მა მოახდინეს რ-------------–---–-ს დაკავება, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ყურსასმენი, თავსახურთან ერთად და სხვა პირადი ნივთები, მათ შორის სამაჯური და ყელსაბამი. მანვე, თანამშრომელ რ-----------------–---–---- ერთად, მონაწილეობა მიიღო დ--------------–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოღებულ იქნა მაისური, რაც თავდასხმის დროს ეცვა დ--------------–ს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ასევე ჩატარებულ იქნა ნივთმტკიცებების ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი საათი. დაზარალებულმა ასევე ამოიცნო მაისური, რაც დ--------------–ს ეცვა თავდასხმის დღეს, ხოლო მოწმეებმა: რ----–-------–---მ და დ--------------–---–მა ამოიცნეს დ--------------–- და რ-------------–---–-.

მოწმე დ--------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 04 აგვისტოს, მეწყვილე რ----–-------–---სთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00 საათზე, იმყოფებოდა აღ--–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათი ყურადღება მიიქცია სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებიც ხმაურობდნენ ქუჩაში. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, მოუწოდეს დაწყნარებისკენ და მოახდინეს მათი გადამოწმება. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ: დ--------------–-, რ-------------–---–- და ეროვნებით აზერბაიჯანელი - ე-–-------------–-. ვინაიდან მათ ქმედებაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ან რაიმე სახის გადაცდომის ნიშნები, ამასთან ემორჩილებოდნენ მათ მითითებას, დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორ დღეში, სამსახურში მიიღო ინფორმაცია, რომ დ---------------------ს რაიონში მომხდარი იყო ყაჩაღობა, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მსგავსი აღნაგობა და ჩაცმულობა, რომლებიც პირადად ჰყავდა გადამოწმებული. დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირთა იდენტიფიკაციის მიზნით, ბრალდებულ პირთა ბაზაში არსებული მონაცემები გადასცა დ---------------------ს სამმართველოს გამომძიებელს. მოწმის ჩვენებით, მ--------–-ს რაიონის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო დ--------------–-. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე რ----–-------–--ის ჩვენებით, 2018 წლის 04 აგვისტოს, გამთენიისას, მეწყვილე დ--------------–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა აღ--–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ხმაურობდნენ ქუჩაში. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს დაწყნარებისკენ. მოახდინეს აღნიშნული პირების გადამოწმება, რომლებიც აღმოჩნდნენ: დ--------------–-, რ-------------–---–- და ე-–-------------–-. მომხდარი ფაქტიდან, დაახლოებით ორ დღეში, განყოფილებაში მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დ---------------------ს რაიონში მომხდარი იყო ყაჩაღობა და მითითებული იყო იმ პირთა მსგავსი აღნაგობა და ჩაცმულობა, რომლებიც პირადად ჰყავდა გადამოწმებული. მოწმის ჩვენებით, მ--------–-ს რაიონის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო დ--------------–-, რომელსაც ჰქონდა ხ------–----------------ხე, მ----–----–------–---------------–----–----------–------------–--------–-----------–------–-------------–---------- ზედა, ხოლო რ-------------–---–ს ეცვა ჯ----ს ე.წ. „ბრიჯი“, მაისური სამხრეებით, ჰქონდა მხრებამდე სწორი თმა და სამივე პიროვნებას ეფარა ე.წ. „კეპები“.

მოწმე გ------------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 07 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ვ-----–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ: დ--------------–- და რ-------------–---–-, რომლებიც იყვნენ მ-------–---ს ქუჩის N6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე გ--------------–-–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის აგვისტოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომელ გ------------------–---–ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ: დ--------------–- და რ-------------–---–-, რომლებიც იყვნენ მ-------–---ს ქუჩის N6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები. თანამშრომლებთან: გ------------–---–თან, ნ-----–-----–---–-----თან და გ---------------ესთან ერთად, გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ბრალდებულ დ--------------–ს წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც მოახდინეს მისი დაკავება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა „ტისოტის“ ფირმის საათი და მობილური ტელეფონი. დ--------------–-ს დაკავების პარალელურად, თანამშრომლების: გ---------------ის და გ------------–---–ის მიერ დაკავებულ იქნა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე რ-------------–---–-.

მოწმე გ------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის აგვისტოში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელ გ------------------–---–ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები: დ--------------–- და რ-------------–---–- იმყოფებოდნენ მ-------–---ს ქუჩის N6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები. თანამშრომლებთან: გ--------------–-–---–თან, ნ-----–-----–---–-----თან და გ---------------ესთან ერთად, გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც გ---------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო რ-------------–---–-ს დაკავებაში, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სამაჯური, ყელსაბამი, შავი ყურსასმენი და ყურსასმენის თეთრი თავები. გ--------------–-–---–- და ნ-----–-----–---–-----ი პარალელურად პირად ჩხრეკას უტარებდნენ დ--------------–ს.

მოწმე რ-----------------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის 07 აგვისტოს, თანამშრომელ გ---------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მ-------–---ს ქუჩის N6--ში მდებარე დ--------------–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური, რაც დ--------------–ს ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. ამოღებული ნივთი დაილუქა დ--------------–-ს დედის თანდასწრებით, ხოლო ჩხრეკის ოქმი შეადგინა გ---------------ემ.

მოწმე ზ-------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ე-–-------------–- და მისი მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა კონკრეტულად მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ასევე იმ ადგილზე, სადაც დაზარალებული თავდამსხმელებთან ერთად გადამოწმებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

მოწმე ე-–--------------ს ჩვენებით, ვინაიდან დაზარალებულმა ე-–-------------–-მ არ იცოდა ქართული ენა სრულად, მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა როგორც თარჯიმანი.

მოწმე რ-----------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის აგვისტოში, მუშაობდა მ--------–---–ზე მდებარე „ს-----ს“ მაღაზიაში, ა-------------------ს პოზიციაზე. მასთან ერთად მუშაობდა ე-–-------------–-. 2018 წლის 04 აგვისტოს, ე-–----- დილის საათებში დააგვიანა სამსახურში მისვლა, რის მიზეზადაც დაასახელა მის მიმართ, ორი პირის მხრიდან განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც წაართვეს ფულადი თანხა და პირადი ნივთები.

მოწმე გ------------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გაიცნო დაზარალებული ე-–-------------–- და დანის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა და პირადი ნივთები. მანვე, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო გარესამეთვალყურეო ვიდეოჩანაწერები, რაც დაათვალიერა დაზარალებულის მონაწილეობით, რა დროსაც ე-–-------------–-მ ამოიცნო რ-------------–---–- და დ--------------–-, რომლებმაც მოახდინეს მისი დაყაჩაღება. მან ასევე დანიშნა სასაქონლო და ბიოლოგიური ექსპერტიზები.

მოწმე რ-------------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის 03 აგვისტოს, ბიძასთან - დ--------------–თან ერთად, ნ----–----იდან რ---------–-----------ის მიმართულებით წავიდა ფეხით სასეირნოდ. ვ--------- მოედანზე მდებარე ვ--–----------------–-------ასთან გაიცნეს ე-–-------------–-, რომელსაც სურდა ნ----–----აში წასვლა, თუმცა არ იცოდა გზა. ვინაიდან თავადაც აპირებდნენ ნ----–----ის მიმართულებით უკან დაბრუნებას, ე-–-------------–-ს შესთავაზეს მათთან ერთად წასვლა. ზუსტი ადგილი არ ახსოვს, გზად გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც გადაამოწმეს მათი მონაცემები, რის შემდეგაც კვლავ განაგრძეს გზა. ლიანდაგებთან მისვლისას, დ--------------–მა ე-–-------------–-ს მიუთითა მიმართულება, საითაც უნდა წასულიყო, ხოლო თავად შევიდა იქვე მდებარე საპირფარეშოში, საიდანაც გამოსულს, ე-–-------------–- დახვდა წასული. მეორე დღეს, დაუკავშირდა დ--------------–-ს დედა და უთხრა, რომ სახლში მისული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მივიდა დ--------------–-ს ბინაში, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც როდესაც გაიგეს, რომ იგი იყო რ-------------–---–-, მოახდინეს მისი დაკავება. დ--------------–ს მისთვის არაფერი უთქვამს და მის მაჯაზე „ტისოტის“ ფირმის საათი არ შეუნიშნავს, ხოლო თუ რა ჰქონდა მას ჯიბეში, მისთვის არ იყო ცნობილი. დ--------------–ს არანაირი მობილური ტელეფონი არ უჩვენებია მისთვის. მომხდარი ფაქტის შესახებ კი ცნობილი გახდა მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის 07 აგვისტოს, ღამის საათებში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ-------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა გ---------–--–ი ხიდის ქვეშ, ლიანდაგის მესამე ზოლში არსებულ ადგილზე, სადაც მხოლოდ მან, დანის გამოყენებით დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, საფულე ფულთან ერთად და ყურსასმენი, რის შემდეგაც გაიქცა ნ----–----ის მიმართულებით.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-------------ს ჩვენებით, 2018 წლის 07 სექტემბერს გასცა სასაქონლო ექსპერტიზის N1---/ს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „I-------- Model: A----”-ის საბაზრო ღირებულება, მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 220 ლარს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი მაჯის საათის „TISSOT 1853 Le Lode quartz”-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ყურსასმენის საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 02 ლარს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 07 აგვისტოს, ღამის საათებში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე რ---------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გაიცნო ე-–-------------–- და ასევე მიუთითა გ---------–--–ი ხიდის ქვეშ, ლიანდაგის მესამე ზოლში არსებული ტერიტორია, სადაც მან დანის გამოყენებით, დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა პირადი ნივთები. მოწმის განმარტებით, ბრალდებული დ--------------–- უთითებდა თუ არა მასთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირზე, არ ახსოვს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ე-–-------------–-მ მიუთითა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, მისთვის უცნობმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეაჩერა თბილისის სავაგონო ე.წ. „არკის“ მიმდებარედ, მა--------–-------–----------–----------------–-------------–----- რის შემდეგაც მიუთითა გა--------–--–------------–---------–-----–--------------–-ის გვერდით და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე, ორმა მამაკაცმა დანის გამოყენების მუქარით, წაართვა პირადი ნივთები და ფულადი თანხა, რის შემდეგაც გაიქცნენ.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ე-–-------------–-მ მიუთითა ვ--------- მოედანზე მდებარე ვ--–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაიცნო ორი მამაკაცი, რომლებთან ერთადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს აღმაშენებლის გამზირზე და მოახდინეს მათი გადამოწმება, რის შემდეგაც გაემართნენ გ---------–--–ი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც აღნიშნულმა ორმა პიროვნებამ დანის გამოყენების მუქარით, გასტაცეს პირადი ნივთები და ფულადი თანხა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა ვ--------- მოედანზე მდებარე ვ--–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2018 წლის 04 აგვისტოს, მან და მისმა დისშვილმა რ-------------–---–მა გაიცნეს ე-–-------------–-, რომელთან ერთადაც წავიდნენ ნ----–----ის მიმართულებით. დ--------------–მა მიუთითა დ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადამოწმების მიზნით, გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც გზა განაგრძეს და მივიდნენ გ---------–--–ი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც მხოლოდ მან დანის გამოყენებით, დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და საფულე ფულთან ერთად, რის შემდეგაც გაიქცა ნ----–----ის მიმართულებით, სადაც გადააგდო დანა და საფულე.

პირის ამოცნობის ოქმის საფუძველზე, ამომცნობმა ე-–-------------–-მ, ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან და მარცხნიდან მეორე, შუაში მდგომი პიროვნება დ--------------–-, რომელიც გაიცნო 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ვ--------- მოედანზე მეორე მამაკაცთან ერთად, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნ----–----ის მიმართულებით და გზად, ვ-----–----------ის მიმდებარედ, გ---------–--–ი ხიდის ქვეშ, ორივე მათგანმა დანის გამოყენების მუქარით, ყაჩაღურად გასტაცა მაჯის საათი, მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებულ ბარათებთან და ფულად თანხასთან ერთად. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------–- ამოიცნო აღნაგობით, სახის იერით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით და საერთო იერით.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ რიგში მდგომი დ--------------–-, რომელიც 2018 წლის 04 აგვისტოს, შეჩერებული და გადამოწმებული იქნა მის მიერ.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, რ----–-------–---მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ რიგში მდგომი დ--------------–-, რომელიც 2018 წლის 04 აგვისტოს, შეჩერებული და გადამოწმებული იქნა მის მიერ.

საგნების ამოცნობის ოქმების შესაბამისად, დაზარალებულმა ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო „I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, რომლებიც 2018 წლის 04 აგვისტოს, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა წაართვა დანის მუქარით. დაზარალებულმა ასევე ამოიცნო მოკლემკლავიანი მაისური, რაც შემთხვევის დღეს ეცვა ერთ-ერთ თავდამსხმელს.

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის საფუძველზე, ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N4-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - რ-------------–---–-. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულმა პიროვნებამ, 2018 წლის 04 აგვისტოს, სხვა თანამზრახველთან ერთად, დანის მუქარით, გასტაცა პირადი ნივთები.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--------------–- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 აგვისტოს, 01:10 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა „ტისოტის“ ფირმის მაჯის საათი, ხოლო ჯ----ს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან - „I--------”-ის ფირმის მობილური ტელეფონი.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რ-------------–---–- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 აგვისტოს, 01:12 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ყურსასმენები, თავისივე რეზინებით. რ---------–---–-ს მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა ლითონის სამაჯური, ზედ ამოტვიფრული ქართული წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“, ხოლო მარჯვენა ხელიდან - დაწნული მწვანე სამაჯური და თმის ორი რეზინი.

ბინის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, თ---–--–-------------–----------------ში, დ--------------–-ს საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში მდებარე საწოლზე ნანახი და ამოღებულ იქნა ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც დ--------------–-ს დედის განმარტებით, ეკუთვნის მის შვილს.

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დათვალიერება ჩატარდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, გარეპერიმეტრის სათვალთვალო კამერების დაფიქსირების მიზნით. დათვალიერების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ იქნა არაერთი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის - ბ-----------ს წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - 100 (ასი) საათის ვადით მოხდა, დ--------------–მა დაასრულა 2017 წლის 27 სექტემბერს, ხოლო პირობითმსჯავრდებული თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2017 წლის 01 სექტემბრიდან.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.

სასამართლო განმარტავს, რომ დ--------------–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა დ--------------–-ს მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით, ფულადი თანხის და სხვა პირადი ნივთების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ის ფაქტი, რომ დ--------------–- თანამზრახველ რ-------------–---–თან ერთად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაეუფლა ე-–-------------–-ს კუთვნილ ფულად თანხას და სხვა პირად ნივთებს დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ე-–-------------–-მ სასამართლო სხდომაზე სრული სიზუსტით აღწერა თავდამსხმელთა მიერ შესრულებული ქმედებები უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებამდე და ქმედების შემდეგ. დაზარალებულმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებულმა დ--------------–მა და თანამზრახველმა რ-------------–---–მა, დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, წაართვეს ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები. დაზარალებულის განმარტებით, ვ-----–----------ის მიმდებარედ, გ---------–--–ი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებზე, დ--------------–მა ყელის არეში მიადო დანა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წაართვა მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და ე.წ. „კეპი“, ხოლო მისმა თანამზრახველმა - რ-------------–---–მა, რომელსაც მუცლის არეში ჰქონდა დანა მიდებული, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოაცალა საფულე და მაჯიდან მოხსნა საათი. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ თავდამსხმელები გაცნობილი ჰყავდა მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, რომლებთან ერთადაც იმგზავრა ფეხით რ---------–-----------იდან ნ----–----ამდე, რა დროსაც გზად გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც გადაამოწმეს მათი მონაცემები. თავდამსხმელთა დამახსოვრება არ გასჭირვებია, ვინაიდან მათთან ერთად გაატარა დროის დიდი ნაწილი. საბოლოოდ, დ--------------–მა და რ-------------–---–მა დანების გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცეს 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული „ტისოტის“ ფირმის საათი, 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 150 ლარით, 15 ლარად ღირებული ყურსასმენი და ე.წ. „კეპი“.

დაზარალებულ ე-–-------------–-ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ დ--------------–---–ის და რ----–-------–--ის ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს 2018 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აღ--–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------------–-ს, რ-------------–---–-ს და ე-–-------------–-ს გადამოწმების ფაქტი, რომლებსაც მოუწოდეს დაწყნარებისკენ, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. მომხდარი ფაქტიდან ორ დღეში, სამსახურში მიღებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ დ---------------------ს რაიონში მომხდარი იყო ყაჩაღობა, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მსგავსი აღნაგობა და ჩაცმულობა, რომლებიც პირადად ჰყავდათ გადამოწმებული. მოახდინეს დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირთა იდენტიფიკაცია, რა დროსაც მათ მიერ ამოცნობილ იქნენ დ--------------–- და რ-------------–---–-.

მოწმე გ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ვ-----–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ: დ--------------–- და რ-------------–---–-, რომლებიც იმყოფებოდნენ მ-------–---ს ქუჩის N6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ თან უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები.

მოწმეების: გ---------------ის, გ------------–---–ის და გ--------------–-–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული დ--------------–- აღიარებდა გ---------–--–ი ხიდის ქვეშ ლიანდაგებთან, ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ჩადენისა და ფულადი თანხის და სხვადასხვა პირადი ნივთის გატაცების ფაქტს, რომლის ნაწილიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, ხოლო მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დ--------------–მა დეტალურად აღწერა დანაშაულის ჩადენის დღეს რ-------------–---–თან და ე-–-------------–-სთან ერთად გადაადგილების მარშრუტი. მიუთითა დ.აღ--–-----–-------------------ი მიმდებარე ტერიტორია, სადაც გადამოწმების მიზნით შეჩერებული ჰყავდათ პოლიციის თანამშრომლებს. აჩვენა ის ადგილები, სადაც დანის გამოყენებით, დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, საფულე ფულთან ერთად და ე.წ. „კეპი“, რის შემდეგაც გაიქცა ნ----–----ის მიმართულებით, სადაც გადააგდო დანა და საფულე. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ დ--------------–თან ერთად, ბრალდებულის სახით დააკავეს არასრულწლოვანი რ-------------–---–-, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დაზარალებულის კუთვნილი ყურსასმენი.

ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაუფლებული ნივთების თავდამსხმელებისგან ამოღებას, გარდა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებისა, სრულად ადასტურებს თავად დ--------------–-ს და რ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმები. კერძოდ, დადგენილია, რომ ბრალდებულ დ--------------–-ს პირადი ჩხრეკის დროს, მისი მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა ე-–-------------–-ს კუთვნილი „ტისოტის“ ფირმის მაჯის საათი და „I--------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო რ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას, მისი ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან - დაზარალებულის კუთვნილი ყურსასმენი, თავსახურებთან ერთად.

დ--------------–-ს და რ-------------–---–-ს მონაწილეობა დაზარალებულ ე-–-------------–-ს დაყაჩაღებაში სრულად დასტურდება, როგორც დაზარალებულის, ისე დ--------------–-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რითაც დადგენილია, რომ მათივე ჩვენებების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დ--------------–მა მიუთითა ვ--------- მოედანზე არსებული ვ--–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2018 წლის 04 აგვისტოს, მან და მისმა დისშვილმა - რ-------------–---–მა გაიცნეს ე-–-------------–-, რომელთან ერთადაც წავიდნენ ნ----–----ის მიმართულებით. დ--------------–მა მიუთითა დ.აღ--–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადამოწმების მიზნით, გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც გზა განაგრძეს და მივიდნენ გ---------–--–ი ხიდის ქვეშ არსებულ ლიანდაგებთან, სადაც დანის გამოყენებით დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და საფულე ფულთან ერთად, რის შემდეგაც გაიქცა ნ----–----ის მიმართულებით. მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გადააგდო დანა და საფულე. რაც შეეხება დაზარალებულ ე-–-------------–-ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, დაზარალებულმა მიუთითა გა--------–--–------------–---------–-----–--------------–-ის გვერდით ტერიტორიაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე, დ--------------–მა და რ-------------–---–მა დანების გამოყენებით, წაართვეს პირადი ნივთები და ფულადი თანხა, რის შემდეგაც გაიქცნენ.

დაზარალებულ ე-–-------------–-ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ დ--------------–-ს და რ-------------–---–-ს მონაწილეობას ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ამოიცნო N4-ე ფოტოსურათზე გამოსახული რ-------------–---–-, რომელმაც 2018 წლის 04 აგვისტოს, თანამზრახველთან ერთად, დანის გამოყენებით, გასტაცა მისი კუთვნილი პირადი ნივთები. პირის ამოცნობის ოქმით ასევე დგინდება, რომ ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, აღნაგობით, სახის იერით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით და საერთო იერით, ამოიცნო მარცხნიდან და მარჯვნიდან მეორე, შუაში მდგომი პიროვნება დ--------------–-, რომელიც არის სწორედ ის მამაკაცი, ვინც გაიცნო ვ--------- მოედანზე, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნ----–----ის მიმართულებით და ვ-----–----------ის მიმდებარედ, გ---------–--–ი ხიდის ქვეშ ლიანდაგზე, თანამზრახველ რ-------------–---–თან ერთად, დანის გამოყენების მუქარით, გასტაცა მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავებულ ბარათებთან და ფულად თანხასთან ერთად.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საგნების ამოცნობის ოქმს, დაზარალებულმა ე-–-------------–-მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო „I---------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, რაც 2018 წლის 04 აგვისტოს, დანების მუქარით, წაართვეს დ--------------–მა და რ-------------–---–მა. დაზარალებულის მიერ ასევე ამოცნობილ იქნა მოკლემკლავიანი მაისური, რაც შემთხვევის დღეს ეცვა ბრალდებულ დ--------------–ს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტების: რ---------------–---–-ს და ლ-------------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც 2018 წლის 07 აგვისტოს მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა დ--------------–მა მიუთითა გ---------–--–ი ხიდის ქვეშ, ლიანდაგის მესამე ზოლში არსებულ ადგილზე, სადაც მან დანის გამოყენებით, დააყაჩაღა ე-–-------------–- და გასტაცა მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, საფულე ფულთან ერთად და ყურსასმენი, რის შემდეგაც გაიქცა ნ----–----ის მიმართულებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის აპელირება მასზედ, რომ თითქოს რ-------------–---–ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ბრალდებულ დ--------------–-ს ქმედება მოიცავს არა ყაჩაღობის, არამედ ძარცვის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, რ-------------–---–მა მართალია დაადასტურა 2018 წლის 04 აგვისტოს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ იმ მომენტში, როდესაც დ--------------–მა ე-–-------------–-ს მიუთითა თუ საით უნდა წასულიყო, თავად შევიდა იქვე მდებარე საპირფარეშოში, საიდანაც გამოსულს ე-–-------------–- დახვდა წასული. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-------------–---–მა, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ე-–-------------–-ს კუთვნილი ყურსასმენები და ყურსასმენის რეზინები, ვერ მიუთითა, თუ საიდან აღმოჩნდა მასთან დაზარალებულის კუთვნილი ნივთი, იმ პირობებში, როდესაც როგორც თავად განმარტავს, დ--------------–ს მისთვის არაფერი გადაუცია და არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ. ის რომ დანაშაული იყო ჩადენილი დ--------------–-ს მიერ, მისთვის ცნობილი გახდა მეორე დღეს, პოლიციის განყოფილებაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-------------–---–-ს ჩვენება ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და ბიძის - დ--------------–-სთვის მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქებას. ჩვენება არის არასარწმუნო და არათანმიმდევრული, რაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და სასამართლოს მხრიდან იგი ვერ იქნება გაზიარებული. ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის აპელირება იმასთან მიმართებით, რომ თითქოს დ--------------–-ს მიერ ე-–-------------–-ს კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დროს ადგილი არ ჰქონდა დანის გამოყენებას და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარას, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, რითაც დასტურდება, რომ დ--------------–- და არასრულწლოვანი რ-------------–---–-, სწორედ დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ე-–-------------–-ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს ფულადი თანხა და პირადი ნივთები.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა ე-–-------------–-მ და ნამდვილად გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებული დ--------------–- და მისი თანამზრახველი რ-------------–---–- გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულის მიმართ, ემუქრებოდნენ მას ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღით, რაც ქმნის მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიან შიშს.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს დ--------------–-ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ თანამზრახველთან ერთად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დანების გამოყენებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დაზარალებულ ე-–-------------–-ს კუთვნილი ქონება, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

ვინაიდან, დ--------------–- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 04 აგვისტოს, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩაიდინა არაერთგზის.

ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ დ--------------–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--------------–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და არაერთგზის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ დ--------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--------------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი 04 (ოთხ) კომპიუტერულ დისკზე; სს „თ-------------ან“, შპს „გ---------------ის“ საიუველირო მაღაზიიდან, ინდ.მეწარმე გ--------–-----------ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, სს „ს----------–-----------ან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ---------------ან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-----------------ან“ და კაზინო „მ-----------–----ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი 24 (ოცდაოთხ) კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული სხვა საგნების და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, რ-------------–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-26--ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ--------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, დ--------------–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინებით, დ--------------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ დ--------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 აგვისტოს 01:10 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი 04 (ოთხ) კომპიუტერულ დისკზე; სს „თ-------------ან“, შპს „გ---------------ის“ საიუველირო მაღაზიიდან, ინდ.მეწარმე გ--------–-----------ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, სს „ს----------–-----------ან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ---------------ან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-----------------ან“ და კაზინო „მ-----------–----ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი 24 (ოცდაოთხ) კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული სხვა საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, რ-------------–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე