გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
820310018002447332
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 8203-0018002447332 (3-41/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი , 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - ემ---------–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - რა---------------ძე

მოპასუხე - ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხის წარმომადგენელი - ირ---–-------–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმის ბათილად ცნობა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 04 აპრილის N5- სხდომის ოქმი ემ---------–--ის ნაწილში.

 

1.2. დავალდებულდეს კომისია მიიღოს გადაწყვეტილება ემ---------–--ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

ემ---------–--ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-------–-–-----ში გააჩნია 3500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. 2015 წელს შესწავლილი იქნა სახლის გეოლოგიური მდგომარეობა და მიღებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ,,შენობის ექსპლოატაციისათვის აუცილებელია დაზიანებული აივნის დემონტაჟი და შემდგომში შენობის მთლიან კონსტრუქციას უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა-გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ- კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი საფრთხეს წარმოადგენს. კომპენსაციის მისაღებად ემ---------–--ემ განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა შუამდგომლობა გაეწიათ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო კომისიისათვის დახმარების მიმღებ სიაში შეყვანის შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიის 2017 წლის 04 აპრილის N5- სხდომის ოქმით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რასაც მიიჩნევს უკანონოდ და მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოადგენი, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ემ---------–--ეს გააჩნია ალტერნატიული ფართი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2----- ამონაწერით, შესაბამისად არ ექვემდებარება სათანადო სიაში შეყვანასა და კომპენსაციის გაცემას გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2--- წლის N25 განკარგულების მე-4 მუხლის ,,ბ. ქვეპუნქტების მოთხოვნიდან.

 

3. მესამე პირის პოზიცია

საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ემ---------–--ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-------–-–-----ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. კერძოდ , ,, ორ სართულიან კაპიტალური კონსტრუქციის საცხოვრებელ სახლს ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების შედეგად მიღებული აქვს მძიმე ხარისხის დაზიანება , საძირკველზე, შემკვრელ სარტყელზე და საყრდენ კედელზე გაჩენილია სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი ბზარები, ფასადის წინ არსებული აივანი დეფორმირებულია. შენობის ექსპლოატაციისათვის აუცილებელია დაზიანებული აივნის დემონტაჟი და შემდგომში შენობის მთლიან კონსტრუქციას უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა -გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ ინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-გეოლოგიური დასკვნა

 

4.1.2. ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ -სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 04 აპრილის N5- სხდომის ოქმით არ დაკმაყოფილდა ემ---------–--ის მოთხოვნა მისი დოკუმენტაციის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულ სამთავრობო კომისიაზე განსახილველად, ვინაიდან მას გააჩნია ალტერნატიული ფართი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2----- (0----.2---)ამონაწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 აპრილის სხდომის ოქმი N5-.

 

4.1.3. ემ---------–--ემ 2017 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა ხულოს მერს და მოითხოვა დახმარება იმ საფუძვლით, რომ მისი საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული გეოლოგიური მოვლენების შედეგად. 2011 წლიდან დახმარებისათვის მიმართა რაიონის ხელმძღვანელობას, აჭარის მთავრობას, დეპუტატსა და სხვადასხვა სამსახურებს თუმცა მის საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი, განცხადებაში მითითებულია რომ საკითხი არ წყდება სხვადასხვა პირების დაინტერესების გამო, მიუთითებს სხვა სხვადასხვა გარემოებებზე და ითხოვს საკითხის მოგვარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ემ---------–--ის განცხადება

 

4.1.4. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 იანვრის წერილით ემ---------–--ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, მერია მოკლებულია შესაძლებლობას იშუამდგომლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ემ---------–--ის განცხადება

 

4.1.5. ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ -სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N7- საოქმო გადაწყვეტილებით ემ---------–--ის ოჯახზე არ აღიძრა შუამდგომლობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო დახმარების პროგრამაში" განსახილველად, იმ მოტივით რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკამაყოფილებს აჭარის ა.რ. მთავრობის 2--- წლის 12 აპრილის N14 დადგენილების დანართი N2-ით დადგენილ კრიტერიუმებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი N7-.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ემ---------–--ის ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას საკუთრებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სტიქიით დაზიანებულ სახლში და ეს სახლი წარმოადგენს მისი ოჯახის ერთადერთ საკუთრებას. მოსარჩელეებს მისი შვილი ირ---–-----–--ე ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად და 5- კვ მეტრი ფართის ბინაში, ყავს ასევე გათხოვილი ქალიშვილი, რომელსაც აქვს თავისი საცხოვრებელი, მაგრამ ამ ქონებებთან მოსარჩელეებს არ აქვთ შემხებლობა და იქ არასოდეს უცხოვრიათ.

 

მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ მოსარჩელე ემ---------–--ის შვილს ირ---–-----–--ეს ქ. ბათუმში აქვს საცხოვრებელი ბინა, რაც წარმოადგენს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს და არ ექვემდებარება კომპენსაციას.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ემ---------–--ის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ხ---–--, სოფ. ქვ-------–-–-----ი, ოჯახის წევრს წარმოადგენს მე-–----------ე, მე-–--------არ, მე-–----------ე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ვ-–-–-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დგინდება, რომ ემ---------–--ის ოჯახი შესდგება სამი წევრისაგან: თვითონ ემ---------–--ე, დედა ხე---------–--ე, მეუღლე მა----- მ--–--ე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ზ------------------ემ და ირ---–-----–--ემ აჩვენეს, რომ ირ---–-----–--ე ცხოვრობს ქ. ბათუმში ტ----ის ქუჩა N---ში თავისი ცოლ შვილით ორ ოთახიან ბინაში და ემ---------–--ის ოჯახს იქ არასოდეს უცხოვრია და ამ შემადგენლობით იმ ბინაში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

მოპასხუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის N 2----- წერილზე, რითაც დგინდება, რომ ირ---–-----–--ეს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ბ------–-- ტ----ის ქუჩა N--, ბინა 2 55.14 კვ. მეტრი ფართის.

 

სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ემ---------–--ის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს მისი შვილის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, არის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზიდან.

-გამგებლის წარმომადგენლის ცნობა

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N7-- ბრძანება.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ -სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 04 აპრილის N5- სხდომის ოქმთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

 

~სასამართლოს მიაჩნია, ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ -სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 04 აპრილის N5- სხდომის ოქმს ემ---------–--ისა და მისი ოჯახის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა მისთვის დახმარების გაცემაზე უარის სახით.

 

ამდენად, ზემო დასახელებული საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N7-- ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ემ---------–--ეს, რომელთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე მა----- მ--–--ე და დედა ხე---------–--ე, ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-------–-–-----ში საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ არის დანგრეული, მაგრამ ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების შედეგად მიღებული აქვს მძიმე ხარისხის დაზიანება, საძირკველზე, შემკვრელ სარტყელზე და საყრდენ კედელზე გაჩენილია სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი ბზარები, ფასადის წინ არსებული აივანი დეფორმირებულია. შენობის ექსპლოატაციისათვის აუცილებელია დაზიანებული აივნის დემონტაჟი და შემდგომში შენობის მთლიან კონსტრუქციას უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა -გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ ინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ ემ---------–--ემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, სხვდასხვა სამსახურებს თუმცა საკითხის ირგვლივ ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ -სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიერ 2017 წლის 04 აპრილის N5- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ემ---------–--ის მოთხოვნა მისი დოკუმენტაციის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულ სამთავრობო კომისიაზე განსახილველად, ვინაიდან მას გააჩნია ალტერნატიული ფართი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2----- (0----.2---)ამონაწერით, კერძოდ მის შვილს ირ---–-----–--ეს ქ. ბ------–-- ტ----ის ქუჩა N-- -ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი ბინა.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2--- წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ემ---------–--ეს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბ------–-- ტ----ის ქუჩა N---------- საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის ირ---–-----–--ის საკუთრება, რომელშიც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად, ემ---------–--ე არ ცხოვრობს ამ ბინაში და ფაქტობრივადაც შეუძლებელია, რომ ამ ფართში იცხოვროს მოხუც დედასთან და მეუღლესთან ერთად. სოფ. ქვ-------–-–-----ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლში, ამჟამად ცხოვრება შეუძლებელია, რადგან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საჭიროა გამაგრება სპეციალისტის მითითებით.

 

საქმის სასამართლო განხილვისას სადავოდ არ გამხდარა ემ---------–--ის საცხოვრებელი სახლის გეოლოგიური მოვლენების შედეგად დაზიანების ფაქტი, თუმცა არ არის დადგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2--- წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული სახლის დაზიანების კატეგორია. ემ---------–--ეზე დახმარების აღმოჩენის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201 წლის 07 სექტემბრის N2----- წერილს და ჩათვალა რომ ემ---------–--ეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც გახდა უარის თქმის საფუძველი.

 

კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ემ---------–--ისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, სად ცხოვრობდა ემ---------–--ე დედასთან და მეუღლესთან ერთად. რეალურად წარმოადგენდა თუ არა შვილის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა ემ---------–--ის საცხოვრებელს (ამ სახლში ულაგია საკუთარი ნივთები, აქვს საკუთარი საძინებელი და ა. შ.) არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული შვილის საკუთრებაში ბინის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N7- სხდომის ოქმი ემ---------–--ის ნაწილში და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ემ---------–--ის განცხადებაზე, მის საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების გამო დაზიანების შედეგად კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე საფუძველზე.

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის წინასწარ გადახდილია სახ. ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

ზემო დასახელებული ნორმის საფუძველზე გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს .

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ემ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახელობის სოციალურ სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N7- სხდომის ოქმი ემ---------–--ის ნაწილში.

 

3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ემ---------–--ის განცხადებაზე, მისი საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების გამო დაზიანების შედეგად კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

 

4. მოსარჩელე ემ---------–--ეს დაუბრუნდეს მოცემულ სარჩელზე ნ---------–--ის (პ/ნ 6----------) მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. (სს ,,თიბისი ბანკი". საგადასახადო დავალება N 0, გადახდის თარიღი 14.05.2018. სახაზინო კოდი 3--------)

 

5. მოპასუხე მხარე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე