განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
351100119003011415
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-417-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

პროკურორი - ქეთევან სონიძე

ადვოკატი - რამინ მახათაძე

ბრალდებული - ლ-–- ი-----–---–-

 

სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა - სისხლის სამართლის საქმეზე № 0----------- ბრალდებულ ლ-–- გიორგის ძე ი-----–---–-ს (დაბადებული 12.02.1984 წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, მ--–-------–---–----------------------------------------–-------------------–-------------–---------------------) მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ლ-–- ი-----–---–ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 მაისს, 03.04.2019 წლის განაჩენით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა ლ-–- ი-----–---–მა დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 0,1076 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელსაც პირადად ინახავდა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე დღის 17:25 საათიდან 17:55 საათამდე პერიოდში, მეგობრის - პ----- ჩ------ მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA-PRIUS’’-ის მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: O--------) გადაადგილებისას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ლ-–- ი-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ბესიკ დვალიძის, ნიკოლოზ ტალახაძის, სლავა საღლიანის, პ----- ჩ------, მუხრან გოლეთიანის ჩვენებებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ლ-–- ი-----–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 03.04.2019 წლის განაჩენს და საქმეში არსებული სვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

23.05.2019 წელს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ლ-–- ი-----–---–ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რამინ მახათაძეს და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

 

24.05.2019 წელს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულ ლ-–- ი-----–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით: ლ-–- ი-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად; ლ-–- ი-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–- ი-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი; ლ-–- ი-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლ-–- ი-----–---–ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა - პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ბრალდებულმა - ლ-–- ი-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - რამინ მახათაძემ.

 

ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს აცხადებს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

ბრალდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

 

ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ლ-–- ი-----–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ა) ლ-–- ი-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“, წონით 0,1076 გრამი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი გადაეცეს ლ-–- ი-----–---–-ს ოჯახის წევრებს (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).

 

ლ-–- ი-----–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ლ-–- ი-----–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძესა და ბრალდებულ ლ-–- ი-----–---–ს შორის 2019 წლის 23 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:

 

3. ლ-–- ი-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად;

 

ლ-–- ი-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–- ი-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი;

 

ლ-–- ი-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლ-–- ი-----–---–ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ლ-–- ი-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მაისის 17:57 საათიდან;

 

4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ა) ლ-–- ი-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“, წონით 0,1076 გრამი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი გადაეცეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს;

 

7. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების თანახმად, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი