გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4610-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ლ-------- ჩ-----–-ა
წარმომადგენელი - ნ--------–--–---
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი--------–---
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელეს ჩაეთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2------------ის 2-----------–-----ს შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მ------ს პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი, 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD 7------------ წერილით, ლ-------- ჩ-----–-ას, მის მიერ 2018 წლის 1 მაისს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინახება მ------------------------ს №2-----ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №1-- ბრძანების ქსეროასლი ლ-------ა ჩ-----–-ას შესახებ (აღნიშნული ბრძანების დედანი არ იძებნება). მხარეს ამავე წერილით ეცნობა, რომ გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში სხვა ინფორმაცია ლ-------- ჩ-----–-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD 7------------ წერილი (ს.ფ. 17).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–----------ის მეთაურის №8- ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, სამოქალაქო - ჩ-----–-ა ლ-------ა, მ------------------------ს 2------------ის 2-----------–-----ს მ------, 1993 წლის 1 მარტიდან.
მ---------------------------ს №2-----ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №1-- ბრძანების თანახმად, რიგითი - ლ-------ა ჩ-----–-ა, ს/ნ 0-----ის მ------ განთავისუფლდა და დაინიშნა ს-----------–---------------------------დ, 1993 წლის 1 მაისიდან.
საქმეში წარმოდგენილი ლ-------- ჩ-----–-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკით დგინდება, რომ მას, 30.09.1993 წლის №- ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა.რ. საომარ მოქმედებების გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ---------------------------ს №2-----ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №1-- ბრძანება (ს.ფ. 20);
- საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–----------ის მეთაურის №-- ბრძანება (ს.ფ. 21);
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 25-32).
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 2------------ის 2-----------–-----ს ყოფილმა მეთაურმა - კ-----------------–----ემ, ყოფილმა საინჟინრო სამსახურის უფროსმა - გ-----------–----ემ და ყოფილმა ასეულის მეთაურმა - რ-----------–------ემ დაადასტურეს, რომ ლ-------- ჩ-----–-ა ნამდვილად ირიცხებოდა 2------------ის 2---ე ბატალიონში 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე სამედიცინო სამსახურის მ------დ. საბრძოლო მოკვლევაში მითითებულია, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, ც----–--–------------–-ს მიმართულებით, მასზე დაკისრებულ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და წარმატებულად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბრძოლო მოკვლევა (ს.ფ. 24).
3.1.4. 2018 წლის 27 ივნისს ლ-------- ჩ-----–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ნამსახურების წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. განცმხადებელმა მიუთითა, რომ იგი 2007-2018 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 27 ივნისის განცხადება (ს.ფ. 64).
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №MOD 0------------ წერილით ლ-------- ჩ-----–-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზის თანახმად, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არის ზღვრული ასაკის მიღწევისას და 2007-2018 წლებში მისი ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2------------ის საარქივო მასალებში არ იძებნებოდა ბრძანებები, მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის თხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №MOD 0------------ წერილი (ს.ფ. 18-19).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-------- ჩ-----–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ლ-------- ჩ-----–-ას მოთხოვნა - მოსარჩელეს ჩაეთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2------------ის 2-----------–-----ს შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მ------ს პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი, 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია, „????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ???????-????????? ?????? ???????????????? ???????? ?????????? ???????????? ?????????? ??????????????? - ????????? ??????????? ??????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №MOD 0------------ წერილით მოსარჩელეს, მის მიერ წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2------------ის საარქივო მასალებში არ იძებნებოდა ბრძანებები მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–----------ის მეთაურის №-- ბრძანება, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, სამოქალაქო - ჩ-----–-ა ლ--------, მ------------------------ს 2------------ის 2-----------–-----ს მ------ 1993 წლის 1 მარტიდან. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება თუ როდის იქნა დანიშნული და გათავისუფლებული მოსარჩელე 2------------ის 2-----------–-----ს მ------დ როგორც სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ასევე მ---------------------------ს №2-----ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №1-- ბრძანება, რომლის თანახმად, რიგითი - ლ-------- ჩ-----–-ა ს/ნ 0-----ის მ------ განთავისუფლდა და დაინიშნა ს-----------–---------------------------დ 1993 წლის 1 მაისიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ლ-------- ჩ-----–-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკით დგინდება, რომ მას, 30.09.1993 წლის №- ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა.რ. საომარი მოქმედებების გამო.
ზემოაღნიშნულ დოკუმენტთა ერთიანი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე მსახურობდა როგორც სამხედრო მოსამსახურე.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელეს ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2------------ის 2-----------–-----ს შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მ------ს პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი - 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-------- ჩ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეს ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2------------ის 2-----------–-----ს შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის მ------ს პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი - 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი