გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
330310019002808649
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/306-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე- შპს ,,–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–---------------------------

წარმომადგენელი-------------–--------------------–---

მოპასუხე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე-----------–---–--------------–--------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-14; 2019 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. ნაწილობრივ(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილება ,,შპს,,წ-------------–-----------–---–------------–-------------–---------–-------–--------------------------'' 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-14; 2019წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.3. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–---------------------------- მიერ 2018 წლის თებერვლის თვის საანგარიშო დოკუმენტაციის/შესრულებული სამუშაოდან 1---------------------------------------- შემთხვევის და N---------- შემთხვევის ანაზღაურება, კერძოდ, ზ---–----------ეზე- 966,5 ლარის ოდენობით, ვ--–---------------–---–ზე-1229 ლარის ოდენობით(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-14; 2019წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით პაციენტ ვ--–----------------–---–------------------------ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდი 2018 წლის 25 თებერვლიდან 2018 წლის 24 თებერვლის ჩათვლით) გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას (შემთხვევა N----------- მიენიჭა- „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ სტატუსი. პაციენტ ზ---–----------ისათვის-------------------მედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდი 2018 წლის 02 დეკემბრიდან 2017 წლის 08დეკემბრის ჩათვლით) გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას (შემთხვევა N----------) მიენიჭა- „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ სტატუსი.

 

მოსარჩელის განმარტებით ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, დანართი 1 მუხლი 15, პუნქტი 2-ის, „ე,, ქვეპუნქტის მიხედვით ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; ექიმების მოხსენებითი ბარათების მიხედვით და ხარისხის სამსახურის განმარტებით ზემოაღნიშნული კორექტირებები უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნული პაციენტების სამედიცინო ისტორიები დაკორექტირდა იმ მიზეზით რომ ინსპექტირების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მოწოდებული კოდი და პაციენტების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა Iდონის ინტენსიურ მკურნალობას, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით 36-ე დადგენილების მიხედვით არ შემდგარა ოქმი და ამასთან მონიტორინგი ახორციელებს მხოლოდ ტექნიკურად სამედიცინო პორტალთან შესაბამისობას და არ აქვს უფლება ჩაერიოს ექიმის კომპეტენციაში და განსაზღვროს მისი მკურნალობის მიმართულებები. მით უფრო როდესაც პაციენტების მდგომარეობა იყო მძიმე და შეესაბამებოდა შესაბამის მკურნალობას. რაც დადასტურებულია სამედიცინო ისტორიით და მკურნალი ექიმის ჩანაწერებით.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია სამართლებრივი დასაბუთებისა და საფუძვლების გარეშე, რის გამოც ბათიალდ უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.ჯ---------–-----------------------–-----------–-–---------------–------–---------------–------------------–------------------------------------------–----------------–---–-----–------ი(დაბადებული 17.04.1----–--–ი, 2018 წლის 05 თებერვალს მოათავსეს შპს ,,–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------–----

 

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები): პნევმონია J18.9, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0 ორმხრივი ჰიდროთორაქსი 94.8 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E11.0 პემფიგუსი L10 შარდის შეკავება R33.

 

მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი დ------–---–-----–------- შემოყვანილ იქნა კლინიკაში ს.დ.ბ-ს მიერ 05.02.18 01:57სთ-ზე ჩივილებით: ოფლიანობა, ქოშინი, საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, სხეულის ტემპერატურის მატება. ავადმყოფის და მისი ოჯახის წევრების გადმოცემით ზემოთ აღნიშნული ჩივილები დაეწყო კლინიკაში შესვლამდე რამოდენიმე საათით ადრე, დროთა განმავლობაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა გახდა გაუსაძლისი რის გამოც გამოძახებულ იქნა ს.დ.ბ და ავადმყოფი მიყვანილ იქნა კლინიკაში. ანამნეზში აქვს არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, პემფიგუსი, შესვლისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე. ცნობიერება ნათელი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები T/A-160/90mmHg. P-102, სუნთქვა სპონტანური ნიღბით ინჰალაციის ფონზე SPO2-88% RR-38.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, ჯგუფი და რეზუსი, შარდოვანა, კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, ალბუმინი, CRP, ვირუსები, შარდის საერთო ანალიზი, არტერიული სისხლის გაზები, გულ-მკერდის Ro-გრაფია, პლევრების ექოსკოპია, ჩაუტარდა: უროლოგის, ენდოკრინოლოგის, კონსულტაციები.

 

ჩატარებული მკურნალობა: ჟანგბადი სველი წესით, ბეტა-მიმეტიკური საშუალებებით ინჰალაცია, N1V სეანსები, ანტიბიოტიკოთერაპია, გასტროპროტექცია, ვოლემიისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ანტიკოაგულაციური, ანტიარითმული, ინსულინოთერაპია, ანტიმიკოზური, დეჰიდრატაციული. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაეწერა ბინაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 26 თებერვალის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 34-35)

 

3.1.2.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------------–---------------–------------------–------------------------------------------–------------------------–-(დაბადებული 12.06.1----–ელი), 2017 წლის 02 დეკემბერს მოათავსეს შპს ,,–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------–----

 

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) პნევმონია დაუზუსტებელი J 18.9 სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0, ჰიდროთორაქსი J 94.8 არტერიული ჰიპერტენზია II(JNC 7) I 11.0 გულის ქრონიკული უკმარისობა II I 50.0 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E 11(2017 წ) ორგანული ჰალუცინოზი F 06.0.

 

მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი შესვლისას უჩიოდა: ძლიერ ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, მშრალ შეტევით ხველას, მოხრჩობის შეგრძნებას, შემცივნებას ტემპერატურის მატებით, ზოგად საერთო სისუტეს, ოფლიანობას, ქოშინს მოსვენებულ მდგომარეობაში, ადვილად დაღლას მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვისას, ღებინებას. ავადაა რამოდენიმე დღეა, დაავადების დაწყებას უკავშირებს გაციებას, დასწყებია რესპირატორული მოვლენებით, რომელსაც დაერთო სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება, რის გამოც გამოძახებული იქნა სსდპ და პაციენტი მიყვანილი იქნა კლინიკაში. E R განყოფილებაში დადგინდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია და პაციენტი მოთავსდა თერაპიული განყოფილების ინტენსიურ ბლოკში, დაწყებულ იქნა მკურნალობა 1 დონის ინტენსიური თერაპიის კოდით.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები ობიექტურად- T-38°,5 C; P-98; R-30; SPO2-85% (ატმ. ჰაერზე) TA-150/90 mmHg. Cor- ტონები მოყრუებული Pulm0- მკვრივი სუნთქვის ფონზე მშრალი მსტვინავი ხიხინი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვით შუა წილებში წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, მარჯვნივ შუა წილიდან კრეპიტაცია, შესუსტებული სუნთქვის ფონზე. სისხლის საერთო ანალიზი: (02.12.) WBC-22,4x109/ლ, Bands-26%, ESR-15 მმ/სთ. (05.12.) WBC-15,60x109/ლ Bands-15% ESR-35მმ/სთ, (08.12.)WBC-15,77x109/ Bands-4% ESR-28მმ/სთ, (02.12.) CRP- 116,38 მგ/ლ; (08.12.) CRP- 36,69მგ/ლ. კრეატინინი შრატში- 115,61 umol/L, ტროპონინი I -0,010 ug/L. | კოაგულოგრამა- პროთ.დრო-11,5; პროთ. ინდ-90 %, INR-1,11. გლიკემია (03.12. ) ჭ.წ.-220 მგ%. ჭ.შ.-162 მგ%; (06.12.) ჭ.წ.-140 მგ%. ჭ.შ.- 158 მგ%; გულმკერდის რენტგენოგრაფია (02.12.) 6990 მარჯვნივ ქვედა და ნაწილობრივ შუა ველში ისახება საშუალო ინტენსივობის არაჰომოგენური ინფილტრაციული დაჩრდილვა, ფილტვის, სურათი ორივე მხარეს გაძლიერებული. (08.12.) 7104 ფილტვის სურათი გაძლიერებული, პრეჰილარულად და მეტად მარჯვნივ ქვედა ველში ჰილუსები გაფართოებული, უსტრუქტურო, სინუსები თავისუფალი. პლევრების ექოსკოპია: მარჯვნივ პლევრის ღრუში ისახება 300 მლ სითხე, მარცხნივ სითხე არ ისახება. არტერიული სისხლის გაზები: (02.12.) pH-7,50; PCO2-33,8 mmHg; PO2-61,5 mmHIg; BE 3,0, HCO3-33,8,TCO2- 26,8 mmHg; SPO2-91,9 % (ჟანგბადის ფონი); (04.12.) pH-7,51; PCO2-37,5mmHg; PO2- 63,3mmHg; BE 5,3; HCO3 -28,7; TCO2-29,8mmHg; SPO2-92,4 % (ჟანგბადის ფონი); - (05.12.) pH-7,45; PCO2-36,8 mmHg; PO2- 76,3 mmHg; BE-1,5; HCO3 -25,2; TCO2-26,4mmHg SPO2-95,2% სისხლი ვირუსებზე: HCV(-), HBsAg(-), HBeAt(+), HIV(-) Syfilis-TPHA(+). შარდის საერთო ანალიზი: მნიშვნელოვანი პათოლოგიის გარეშე. ეკგ: რითმი სწორი, სინუსური ტაქიკარდია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები. ჩაუტარდა კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია.

 

ჩატარებული მკურნალობა ოქსიგენოთერაპია, ინფუზიოთერაპია, ცეფოპერაზოლი სულბაქტამი, ლევოფლოქსაცინი, ნაკლოფენი, ბეროდუალი, ფლავამედი, მეტოკლოპრამიდი, დექსამეტაზონი, ტენოქსი, ნოლპაზა, კალიუმის ქლორიდი, კარდიომაგნილი, ვიტამონოთერაპია, ტრუქსალი, კლექსანი, დიმედროლი, პუროქსანი, ბეროდუალი, კეტილეპტი.

 

მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას შედარებით გაუმჯობესებული. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, მაგრამ უარს აცხადებს და ეწერება ხელწერილის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 08 დეკემბრის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 36-38)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, შპს,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: პაციენტები: ვ--–----------------–---–--------------------------–------------------------- საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგოერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, მკურნალობდნენ შპს ,-–-------------–--------------–------------–-------------–---------–------–------------------------–-’’ 2017წლის დეკემბრის საანგარიშგებო თვეში, მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები (N----------- N----------) წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: J96.0 -/ სუნთქვის მწვავე უკმარისობა- დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; J18.9 -/- პნევმონია დაუზუსტებელი გადაუდებელი თერაპია. სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება.

 

ინსპექტირების ეტაპზე გადაწყდა, ძირითადი ნოზოლოგიური კოდების დაფინანსება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1-ის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, "კ" ქვეპუნქტის შესაბამისად(ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან, რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამულიშემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერეთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.), რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულიად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს N----------- N---------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 (მუხლის, მე-2 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად „წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად. განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(ს.ფ. 14-15)

 

3.1.4. 2018 წლის 10 აგვისტოს, შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–--------------- გადაწყვეტილება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილებით, დგინდება, რომ შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(სააგენტოში რეგისტრირებული 10.08.2----–-–---------- დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებული აღიარებული მომსახურების დაფინასების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------“ 2018წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 26-27)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-----------------------–-------–------------- ,,შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------“ 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(ს.ფ. 32-33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2---–-–----------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში)- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–--------------------------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ 2018წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში), წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს(შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; ა.გ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.დ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში(ფილიალებში): ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები; ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის(მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტები - ვალერიანი დათუაშვილი და ზ---–----------ე წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.

 

6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: პაციენტები: ვ--–----------------–---–--------------------------–------------------------- საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგოერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, მკურნალობდნენ შპს ,-–-------------–--------------–------------–-------------–---------–------–------------------------–-’’ 2017წლის დეკემბრის საანგარიშგებო თვეში, მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები (N----------- N----------) წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: J96.0 -/ სუნთქვის მწვავე უკმარისობა- დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; J18.9 -/- პნევმონია დაუზუსტებელი გადაუდებელი თერაპია. სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება. ინსპექტირების ეტაპზე გადაწყდა, ძირითადი ნოზოლოგიური კოდების დაფინანსება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1-ის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, "კ" ქვეპუნქტის შესაბამისად (ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან, რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამულიშემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერეთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.),რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულიად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს N----------- N---------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 (მუხლის, მე-2 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად „წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად. განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში(ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის(,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის(ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების(ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 201-–-–---------------–----–---------------–------------------–--------------------- დგინდება, რომ პაციენტი- დ------–---–-----–-------(დაბადებული 17.04.1---–--–-- 2018 წლის 05 თებერვალს მოათავსეს შპს ,,–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------–---- დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები): პნევმონია J18.9, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0 ორმხრივი ჰიდროთორაქსი 94.8 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E11.0 პემფიგუსი L10 შარდის შეკავება R33. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი დ------–---–-----–------- შემოყვანილი იქნა კლინიკაში ს.დ.ბ-ს მიერ 05.02.18 01:57სთ-ზე ჩივილებით: ოფლიანობა, ქოშინი, საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, სხეულის ტემპერატურის მატება. ავადმყოფის და მისი ოჯახის წევრების გადმოცემით ზემოთ აღნიშნული ჩივილები დაეწყო კლინიკაში შესვლამდე რამოდენიმე საათით ადრე, დროთა განმავლობაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა გახდა გაუსაძლისი რის გამოც გამოძახებულ იქნა ს.დ.ბ და ავადმყოფი მიყვანილ იქნა კლინიკაში. ანამნეზში აქვს არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, პემფიგუსი, შესვლისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე. ცნობიერება ნათელი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები T/A-160/90mmHg. P-102, სუნთქვა სპონტანური ნიღბით ინჰალაციის ფონზე SPO2-88% RR-38. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, ჯგუფი და რეზუსი, შარდოვანა, კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, ალბუმინი, CRP, ვირუსები, შარდის საერთო ანალიზი, არტერიული სისხლის გაზები, გულ-მკერდის Ro-გრაფია, პლევრების ექოსკოპია, ჩაუტარდა: უროლოგის, ენდოკრინოლოგის, კონსულტაციები. ჩატარებული მკურნალობა: ჟანგბადი სველი წესით, ბეტა-მიმეტიკური საშუალებებით ინჰალაცია, N1V სეანსები, ანტიბიოტიკოთერაპია, გასტროპროტექცია, ვოლემიისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ანტიკოაგულაციური, ანტიარითმული, ინსულინოთერაპია, ანტიმიკოზური, დეჰიდრატაციული. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაეწერა ბინაზე.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------------–---------------–------------------–--------------------- დგინდება, რომ პაციენტი-ფ--------------–-(დაბადებული 12.06.1----–ელი), 2017 წლის 02 დეკემბერს მოათავსეს შპს,,–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------–---- დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) პნევმონია დაუზუსტებელი J 18.9 სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0, ჰიდროთორაქსი J 94.8 არტერიული ჰიპერტენზია II(JNC 7) I 11.0 გულის ქრონიკული უკმარისობა II I 50.0 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E 11(2017 წ) ორგანული ჰალუცინოზი F 06.0. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი შესვლისას უჩიოდა: ძლიერ ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, მშრალ შეტევით ხველას, მოხრჩობის შეგრძნებას, შემცივნებას ტემპერატურის მატებით, ზოგად საერთო სისუტეს, ოფლიანობას, ქოშინს მოსვენებულ მდგომარეობაში, ადვილად დაღლას მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვისას, ღებინებას. ავადაა რამოდენიმე დღეა, დაავადების დაწყებას უკავშირებს გაციებას, დასწყებია რესპირატორული მოვლენებით, რომელსაც დაერთო სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება, რის გამოც გამოძახებული იქნა სსდპ და პაციენტი მიყვანილი იქნა კლინიკაში. E R განყოფილებაში დადგინდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია და პაციენტი მოთავსდა თერაპიული განყოფილების ინტენსიურ ბლოკში, დაწყებულ იქნა მკურნალობა 1 დონის ინტენსიური თერაპიის კოდით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები ობიექტურად- T-38°,5 C; P-98; R-30; SPO2-85% (ატმ. ჰაერზე) TA-150/90 mmHg. Cor- ტონები მოყრუებული Pulm0- მკვრივი სუნთქვის ფონზე მშრალი მსტვინავი ხიხინი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვით შუა წილებში წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, მარჯვნივ შუა წილიდან კრეპიტაცია, შესუსტებული სუნთქვის ფონზე. სისხლის საერთო ანალიზი: (02.12.) WBC-22,4x109/ლ, Bands-26%, ESR-15 მმ/სთ. (05.12.) WBC-15,60x109/ლ Bands-15% ESR-35მმ/სთ, (08.12.)WBC-15,77x109/ Bands-4% ESR-28მმ/სთ, (02.12.) CRP- 116,38 მგ/ლ; (08.12.) CRP- 36,69მგ/ლ. კრეატინინი შრატში- 115,61 umol/L, ტროპონინი I -0,010 ug/L. | კოაგულოგრამა- პროთ.დრო-11,5; პროთ. ინდ-90 %, INR-1,11. გლიკემია (03.12. ) ჭ.წ.-220 მგ%. ჭ.შ.-162 მგ%; (06.12.) ჭ.წ.-140 მგ%. ჭ.შ.- 158 მგ%; გულმკერდის რენტგენოგრაფია (02.12.) 6990 მარჯვნივ ქვედა და ნაწილობრივ შუა ველში ისახება საშუალო ინტენსივობის არაჰომოგენური ინფილტრაციული დაჩრდილვა, ფილტვის, სურათი ორივე მხარეს გაძლიერებული. (08.12.) 7104 ფილტვის სურათი გაძლიერებული, პრეჰილარულად და მეტად მარჯვნივ ქვედა ველში ჰილუსები გაფართოებული, უსტრუქტურო, სინუსები თავისუფალი. პლევრების ექოსკოპია: მარჯვნივ პლევრის ღრუში ისახება 300 მლ სითხე, მარცხნივ სითხე არ ისახება. არტერიული სისხლის გაზები: (02.12.) pH-7,50; PCO2-33,8 mmHg; PO2-61,5 mmHIg; BE 3,0, HCO3-33,8,TCO2- 26,8 mmHg; SPO2-91,9 % (ჟანგბადის ფონი); (04.12.) pH-7,51; PCO2-37,5mmHg; PO2- 63,3mmHg; BE 5,3; HCO3 -28,7; TCO2-29,8mmHg; SPO2-92,4 % (ჟანგბადის ფონი); - (05.12.) pH-7,45; PCO2-36,8 mmHg; PO2- 76,3 mmHg; BE-1,5; HCO3 -25,2; TCO2-26,4mmHg SPO2-95,2% სისხლი ვირუსებზე: HCV(-), HBsAg(-), HBeAt(+), HIV(-) Syfilis-TPHA(+). შარდის საერთო ანალიზი: მნიშვნელოვანი პათოლოგიის გარეშე. ეკგ: რითმი სწორი, სინუსური ტაქიკარდია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები. ჩაუტარდა კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია. ჩატარებული მკურნალობა ოქსიგენოთერაპია, ინფუზიოთერაპია, ცეფოპერაზოლი სულბაქტამი, ლევოფლოქსაცინი, ნაკლოფენი, ბეროდუალი, ფლავამედი, მეტოკლოპრამიდი, დექსამეტაზონი, ტენოქსი, ნოლპაზა, კალიუმის ქლორიდი, კარდიომაგნილი, ვიტამონოთერაპია, ტრუქსალი, კლექსანი, დიმედროლი, პუროქსანი, ბეროდუალი, კეტილეპტი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას შედარებით გაუმჯობესებული. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, მაგრამ უარს აცხადებს და ეწერება ხელწერილის საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ,- ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება(სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2---–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისდ მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილება შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკამყოფილებელ ნაწილში). მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–--------------6 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილების(გასაჩივრებულ- ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200(ორასი) ლარის ოდენობით. ამასთან თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა როგორც ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილების, ,,შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ 2018წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018წლის 19დეკემბრის N04/68393 გადაწყვეტილების ნაწილობრივ(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) ბათილად ცნობას, ასევე ითხოვდა დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–---------------------------- მიერ 2018 წლის თებერვლის თვის საანგარიშო დოკუმენტაციის/შესრულებული სამუშაოდან 1---------------------------------------- შემთხვევის და N---------- შემთხვევის ანაზღაურება. აღნიშნულის შესაბამისად თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად 200(ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის 02მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე კი მოსარჩელემ აღნიშნულ ნაწილში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–---------------------------- მიერ 2018წლის თებერვლის თვის საანგარიშო დოკუმენტაციის/შესრულებული სამუშაოდან 1---------------------------------------- შემთხვევის და N---------- შემთხვევის ანაზღაურება, კერძოდ, ზ---–----------ეზე- 966,5 ლარის ოდენობით, ვ--–---------------–---–ზე- 1229 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ ეტაპზე დავის საგნის ღირებულების შესაბამისად შეადგენს 100(ასი) ლარს. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- შპს ,-–-------------–--------------–------------–---------------–---------–-------–---------------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოსარჩელე- შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ კი მის მიერ სარჩელზე 2019 წლის 17 იანვრის საგადასახადო დავალებით სარჩელზე გადახდილი 200(ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟიდან უკან უნდა დაუბრუნდეს 100(ასი) ლარი, როგორც სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოცილარი მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილება ,,შპს,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------“ 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში).

 

3.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში’’ გაწეული მომსახურების ანაღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. მოპასუხეს- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოსარჩელეს- შპს ,,წმ------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------------------------’’----------------–-----------------------------------------–------------------------------------ მიერ 2---–-–---------------- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200(ორასი) ლარიდან, უკან დაბრუნდეს 100(ასი) ლარი(მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია- სარჩელი ადმ.საქმეზე-შპს წ--------–--------------–--------------–---------–-------–-----------------------------------------

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი