განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
030100118002549958
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002549958

№1/173-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13 მაისი 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა-–---------- კ-------

დაცვის მხარე: მ----–-- კ--------, მ------ მ-------ე, ა-–---------- ნ--------

ადვოკატი:

ბრალდებული: მ------ მ-------ე

მამის სახელი: ა-–-

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: საქართველო, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. შ------–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (სამი ეპიზოდი).

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ------ მ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების არსი:

 

1.1. 2016 წლის გაზაფხულზე (ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------–-ს საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელმა მ------ მ-------ემ, ამავე სკოლის მოსწავლეს, წინასწარი შეცნობით 1- წლის ასაკს მიუღწეველ ლ--–- წ--–-----ს, ერთ-ერთი საკონტროლო დავალების შესრულების დროს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით, მოსთხოვა მოფერება და ამ მიზნით ხელით შეეხო სხეულის სხვადასხვა ინტიმურ ადგილებზე.

 

1.2. 2017 წლის აპრილის თვის ბოლოს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------–-ს საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელმა მ------ მ-------ემ, ამავე სკოლის მოსწავლეს, წინასწარი შეცნობით 1- წლის ასაკს მიუღწეველ ლ--–- წ--–-----ს, სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით, სკოლის საკლასო ოთახში მარტოდ ყოფნის დროს აკოცა ყელზე, აუწია კაბა და მოეფერა ფეხებზე, ასევე ამ უკანასკნელს მოსთხოვა მისთვის ეჩვენებინა სასქესო ორგანო.

 

1.3. 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------–-ს საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელმა მ------ მ-------ემ გაკვეთილის მიმდინარეობისას, წინასწარი შეცნობით 1- წლის ასაკს მიუღწეველ ლ--–- წ--–-----ს მოხვია ხელი, მიიკრა სხეულზე, რა დროსაც ლ--–- წ--–-----მა უკანა მხარეს იგრძნო მყარი სხეულის შეხება, ამავე დროს მ------ მ-------ემ ლ--–- წ--–-----ს ჩასჩურჩულა, რომ მას ჰქონდა დიდი სასქესო ორგანო და თვალით მიანიშნა, რომ დაეხედა მის სასქესო ორგანოზე.

 

3. სასამართლომ დაადგინა:

 

3.1.სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული მ------ მ-------ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2018 წლის 25 ივლისს, წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ სადავოდ.

 

4.1. მოწმის წესით დაკითხულმა მ------ ხ--–--ემ, განმარტა, რომ შეესწრო ლ--–- წ--–-----ის მეგობრებთან საუბარს, რომელიც ყვებოდა მ----- მ-------ე თუ როგორ უსვამდა სხეულზე ხელს და როგორ ტოვებდა გაკვეთილების შემდეგ. მ----- მ-------ე როცა კაბა ეცვა მასაც უყურებდა ფეხებზე, ხოლო შარვალი, რომ ეცვა, მაშინ არა. მას სხვა ბავშვებისგანაც სმენია თუ როგორ უყურებდა მათ მ----- მ-------ე ფეხებზე, ამ ბავშვების სახელები და გვარები არ ახსოვს.

 

4.2. მოწმის წესით დაკითხულმა თ------ ა-------–--ემ, განმარტა, რომ შეესწრო მასწავლებლებისა მ----- კლასის მოსწავლეების შეხვედრას, სადაც ბავშვები აცხადებდნენ, რომ მ----- მ-------ე ავიწროვებდა. თ----- ც-–--–--ე, მ------ ქ-------ე, მ------ ტ------–აძე და სხვა ბავშვები ყველა არ ახსოვს, მასწავლებლებს სთხოვდნენ მიეცათ შარვლის ჩაცმის უფლება, რადგან, როცა კაბები ეცვათ, მ----- მ-------ე უყურებდა მათ ფეხებში, ხოლო შარვალი, რომ ეცვათ მაშინ არა.

 

4.3. მოწმის წესით დაკითხულმა მ------ ქ-------ემ განმარტა, რომ მან მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან გაიგო, რომ მ----- მ-------ე ხელით შეეხო სხეულზე ლ--–- წ--–-----ს. მ----- მ-------ე მასაც უყურებდა ფეხებზე, რაც უქმნიდა დისკომფორტს, თუმცა ამის შესახებ მ----- მ-------ის მიმართ, პროტესტი არ გამოუთქვამს.

 

4.4. მოწმის წესით დაკითხულმა თ-------- ბ---–----ემ განმარტა, რომ მესამე გაკვეთილი იქნებოდა მასთან მოვიდა ორი მეგობარი და თხოვეს ტელეფონი იმ მიზნით, რომ მ----- მ-------ისა და ლ--–- წ--–-----ის ხმა ჩაეწერათ. ცოტახანში მას დაუძახა სკოლის დირექტორმა და ტელეფონზე ბლოკის მოხსნა სთხოვა, მან მოხსნა ბლოკი ტელეფონზე და გავიდა დირექტორის ოთახიდან, რომელმაც ცოტა ხანში ისევ დაიბარა და დაუბრუნა ტელეფონი. მან არ იცის რა იყო ჩაწერილი ტელეფონში, რადგან ტელეფონის ჩართვისთვის მოუწია პროგრამის გადატვირთვა, რის გამოც საერთოდ ყველაფერი წაიშალა, რაც კი ქონდა საერთოდ ტელეფონში ჩაწერილი, აქედან გამომდინარე, არ იცის რა ჩანაწერზეა საუბარი. ტელეფონი გამომძიებელს რომ გადასცა, ჩანაწერები უკვე წაშლილი იყო.

 

4.5 . მოწმის წესით დაკითხულმა ლ----- წ--–-----მა განმარტა, რომ ლ--–- წ--–-----ი არის მისი და. მ----- მ-------ე მასაც უყურებდა ხოლმე ფეხებზე, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, რამოდენიმეჯერ თვალიც კი ჩაუკრა, უფრო მეტიც, საჯდომზეც შეეხო ერთხელ ხელით და უთხრა ჩემი ცუნცულა ხარო. მან ნახა ლ--–- წ--–-----ის ოთახში წამლები, რომლებითაც ლ--–- ცდილობდა თავის მოწამლვას, რაზეც მან კითხა თუ რა ხდებოდა. მას ლ--–-მ მოუყვა, რომ 2016 წლიდან მ----- მ-------ე ავიწროვებდა, კერძოდ: ტოვებდა მარტო გაკვეთილების შემდეგ, ეხებოდა სხეულზე ხელებით, ეუბნებოდა, რომ მასთან თუ იქნებოდა და ამის შესახებ არავის ეტყოდა ნიშანსაც დაუწერდა და კლასიდან კლასში გადასვლის პრობლემაც არ ექნებოდა. მას უნდოდა ეს ყველაფერი ეთქვა მშობლებისათვის, მაგრამ ლ--–-მ არ მისცა ამის უფლება, უთხრა თუ ამას ვინმესთან იტყოდა თავს მოიკლავდა. მ----- მ-------ე მარტო მისი და მისი დის მიმართ კი არ იყო ასე, სხვა გოგოებიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, კერძოდ ერთ დღეს შეიკრიბნენ ბავშვები, სადაც თ----- ც-–--–--ემ თქვა, რომ მისულიყვნენ ყველანი ერთად დირექტორთან და ეთქვათ, რომ მ----- მ-------ე ავიწროვებდა მათ, უყურებდა ფეხებზე და ამის გამო მიეცა მათთვის შარვლის ჩაცმის უფლება და თუ ამის უფლებას არ მისცემდა, მაშინ მ----- მ-------ე წასულიყო სკოლიდან ან თვითონ დატოვებდნენ სკოლას.

 

4.6. მოწმის წესით დაკითხულმა ე------- მ---------ემ განმარტა, რომ მას ლ--–- წ--–-----მა უთხრა, რომ მ------ მ-------ე ფეხებს აშლევინებდა. მან არ დაიჯერა ლ--–-ს ნათქვამი და იმის გასარკვევად სიმართლეს ამბობდა თუ არა, კლასში კედელზე დაამონტაჟა ტელეფონი, რომელზეც ჩართო ვიდეო. მისი განმარტებით ვიდეო ჩანაწერში ამის მაგვარი არაფერია ჩაწერილი.

 

4.7. მოწმის წესით დაკითხულმა რ----- ჭ--------ემ განმარტა, რომ მას ლ--–- წ--–-----ი მოუყვა, რომ მ----- მ-------ემ დატოვა გაკვეთილების შემდეგ და დაუწყო წელზე ხელების ფათური. მან არ დაუჯერა ლ--–- წ--–-----ს და კლასში კედელზე დაამონტაჟა ჩართული ტელეფონი, რათა დარწმუნებულიყო სიმართლეს ამბობდა თუ არა ლ--–-. ჩანაწერი იყო 05 წუთიანი, რომლის მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ ლ--–- წ--–-----ი ტყუოდა.

 

4.8. მოწმის წესით დაკითხულმა ხ----- ც-–--–--ემ განმარტა, რომ მას ლ--–- წ--–-----ი მოუყვა, რომ მ----- მ-------ე დაჟინებით უმზერდა ფეხებზე. მან ურჩია ლ--–-ს, რომ ამის შესახებ ეთქვა სასწავლო ნაწილისთვის. მას არ ჯერა, რომ ასეთს მ----- მ-------ე ჩაიდენდა.

 

4.9. მოწმის წესით დაკითხულმა თ----–- ქ---–----ემ განმარტა, რომ მასთან მივიდა ლ--–- წ--–-----ი, რომელიც ტიროდა და უთხრა, რომ მ----- მ-------ემ დატოვა გაკვეთილების შემდეგ კლასში და სხეულზე ხელი მოუსვა. ის მ----- მ-------ეს დადებითად ახასიათებს და არ ჯერა, რომ ის ასეთ რამეს ჩაიდენდა.

 

4.10. მოწმის წესით დაკითხულმა (ბრალდებულმა) მ------ მ-------ემ განმარტა, რომ გაკვეთილის ჩასატარებლად, რომ შევიდა კლასში მარტო ლ--–- წ--–-----ი დახვდა, რომ იკითხა თუ სად იყვნენ სხვა ბავშები ლ--–-მ უპასუხა, რომ არ იცოდა. მისი განმარტებით ლ--–- წ--–-----ი არის ზარმაცი მოსწავლე, მისი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ლ--–-ს პირველად ქონდა დავალება შესრულებული და ძალიან კარგადაც, რაზეც მისგან შექებაც დაიმსახურა. ის ამ კლასში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას, ხშირად ლ--–-სთვის ერთიანებიც კი დაუწერია. მას ლ--–- წ--–-----მა უთხრა, რომ დაფასთან უნდოდა გამოსვლა, რომ იქ ამოეხსნა მაგალითი, რასაც დათანხმდა და გამოიყვანა დაფასთან, რა დროსაც გაიგო რაღაცის ხმა, რაზეც მიაყვირა ლ--–-მ უიმე ტელეფონიო. მან აიღო ტელეფონი და კითხა ლ--–-ს თუ ვისი იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცოდა. გაკვეთილი, რომ დამთავრდა მან ტელეფონი სასწავლო ნაწილს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- წ--–-----ი თხოვდა მისთვის მიეცა. ის განმარტავს, რომ ლ--–- წ--–-----ი კლასში იყო ერთადერთი გოგო, ზოგჯერ დაფასთან, რომ გამოყავდა წახალისების მიზნით უთქვამს ხოლმე, ჩვენი გოგო გვასახელებსო, ამის გარდა მისთვის არასოდეს არაფერი უთქვამს. მისი განმარტებით ლ--–- წ--–-----ის მამიდა არის თავისი ბიძაშვილის მეუღლე, რომელმაც თავის ძმისშვილს ანუ ლ--–- წ--–-----ს კითხა, რასაც ამბობდა სიმართლე იყო თუ არა, რაზეც ლ--–-მ უპასუხა: "აბა რა ეგონა ერთიანებს რომ მიწერდაო". მას შემოუთვალეს ლ--–- წ--–-----ის მშობლებმა, რომ სექტემბრამდე დაეტოვებინა სოფელი, რადგანაც ბათუმში აპირებდნენ მთელი ოჯახით გადასვლას, ხოლო სექტემბრის მერე დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა სკოლაშიც მუშაობა და აქაც ცხოვრება, რაზეც მან შეუთვალა, რომ არსად არ აპირებდა გადასვლას, რადგანაც უდანაშაულო იყო.

 

4.11. მოწმის წესით დაკითხულმა ტ------– წ--–-----მა განმარტა, რომ არის ლ--–- წ--–-----ის მამა. მისი განმარტებით 2018 წლის 02 მაისს ის აპირებდა თურქეთში სამუშაოდ გამგზავრებას, როდესაც მისი შვილი ლ--–- წ--–-----ი თ----–- ქ---–----ესთან ერთად მოვიდა სკოლიდან აღელვებული და თხოვა, რომ არ წასულიყო თურქეთში, რადგანაც მ----- მ-------ე 2016 წლიდან ახორციელებდა მასზე ზეწოლას, კერძოდ, ცდილობდა კოცნას და უფათურებდა საჯდომზე ხელს. მან შვილისგან ეგეთი განმარტების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა ენახა მ----- მ-------ე, რის გამოც ჯერ სახლში მიაკითხა და მერე სკოლაში, მაგრამ, ვერ ნახა. სკოლაში მას დირექტორმა უთხრა, რომ არ დაერეკა პოლიციაში, ორი დღე მიეცა მისთვის და ამ საქმეს სკოლის ადმინისტრაცია მიხედავდა. მან დირექტორისგან რომ ვერ მიიღო პასუხი, თავის ბიძაშვილებთან: ფ--------- გ-- და ზ----- წ--–-----ებთან ერთად წავიდა სკოლაში მ----- მ-------ის სანახავად, რომელიც არ დახვდა. სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მათ გზაში შეხვდათ მ----- მ-------ის ძმისშვილები, რომელსაც მან უთხრა, რომ მ. მ-------ეს მიეტოვებინა სკოლაში მუშაობა და დროთა განმავლობაში წასულიყო სოფლიდან, რაზეც მ-------ის ძმიშვილებმა უპასუხეს, რომ ამ თემაზე დაელაპარაკებოდნენ მ----- მ-------ეს და საღამოსთვის პასუხს გააგებინებდნენ. საღამოსკენ მოვიდნენ ნ--------- ქ-------ე და ს---–---- ჯ-------ძე, რომლებმაც მას უთხრეს, რომ მ----- მ-------ე თანახმა იყო ერთ თვეში სკოლის დატოვებაზე, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებლის დატოვებას ამაზე წინააღმდეგი იყო, რადგანაც თავს არ თვლიდა დამნაშავედ, რის შემდეგაც მან დარეკა პოლიციაში. მისი განმარტებით ლ--–- წ--–-----ი ბოლო ხანებში იყო გულჩათხრობილი, სკოლიდან მოვიდოდა თუ არა თავის ოთახში ჩაიკეტებოდა, რომ კითხავდა თუ რა ხდებოდა არაფერს პასუხობდა. მან შვილის შევიწროვების შესახებ გაიგო 2018 წლის 02 მაისს, მანამდე ამის შესახებ არაფერი იცოდა.

 

4.12. მოწმის წესით დაკითხულმა ი----- დ-------ემ განმარტა, რომ ის 2018 წლის მაისის თვეში იყო სტამბულში, სადაც ელოდებოდა თავის მეუღლეს ტ------– წ--–-----ს. მან, მეუღლე რომ არ ჩამოვიდა, შეეშინდა და დარეკა სახლში შვილთან ლ--–- წ--–-----თან, რომელიც ტიროდა და იყო აღელვებული, მიზეზად უთხრა, რომ 2016 წლის აპრილიდან დღემდე მ----- მ-------ისგან განიცდიდა ზეწოლას და უკვე მეტის მოთმენა არ შეეძლო, კერძოდ: მ----- მ-------ემ წელზე მოხვია ხელი, მარტო დატოვა გაკვეთილების შემდეგ და საკონტროლოს რომ წერდა, გვერდით მიუჯდა, ჩემი გოგო ხარო და ფეხებზე მოფერება დაუწყო, უთხრა შენი სასქესო ორგანო დამანახეო, თავის სასქესო ორგანოზე უთხრა, ნახე, რამხელა მაქვსო, კოცნიდა, მკერდში ხელს უყოფდა და ამ ყველაფერს ეს 02 წელია ითმენდა. შეკითხვაზე, თუ რატომ უმალავდა ამდენი ხანი ამ ყველაფერს, უპასუხა მას, რომ ეშინოდა სახელის გატეხვის, თან მ----- მ-------ე ეუბნებოდა თუ რამეს იტყვი, შენ შეგელახება სახელი, თორემ მე ვერაფერს დამიმტკიცებო. მისი განმარტებით მეორე ქალიშვილის ლ-----ს მიმართ, მ----- მ-------ის მხრიდან ეგეთი რამე არ ყოფილა.

 

4.13. მოწმის წესით დაკითხულმა შ--–-- წ--–-----მა განმარტა, რომ არის ლ--–- წ--–-----ის ბაბუა. მისი განმარტებით 2018 წლის 02 მაისი იყო, რომ მოვიდა ატირებული ლ--–- წ--–-----ი სკოლიდან და მამას ტ------– წ--–-----ს, რომელიც თურქეთში უნდა წასულიყო, უთხრა, რომ დარჩენილიყო, რადგან მ----- მ-------ე ავიწროვებდა 2016 წლის აპრილიდან დღემდე, კერძოდ: ხან ფეხებზე ეფერებოდა, ხან კოცნიდა, ხან წელზე მოხვევდა ხელს, ხან საჯდომზე უფათურებდა ხელებს, 2018 წელს კი გაიყვანა დაფასთან, მოეხვია და უთხრა ნახე რამხელა მაქვსო. მის შეკითხვაზე რატომ არ თქვა ამდენი ხანი, ლ--–-მ უპასუხა, რომ ეშინოდა სახელის გატეხვის, თან მ----- მ-------ე ეუბნებოდა მე ვერაფერს დამიმტკიცებო. მათთან მოვიდნენ ნ--------- ქ-------ე და ს---–---- ჯ-------ძე, მართალია მათ არ უთქვამთ, რომ მ------ მ-------ის გამოგზავნილები იყვნენ, მაგრამ ეს ისედაც გასაგები იყო. მან და მისმა შვილმა მათ დააბარეს მ----- მ-------ესთან, რომ დაეტოვებინა სკოლა და საცხოვრებელი ადგილი. ს---–---- ჯ-------ძე და ნ--------- ქ-------ე წავიდნენ მ----- მ-------ესთან, რათა დანაბარები გადაეცათ და ცოტა ხანში დაბრუნდნენ და უთხრეს, რომ მ----- მ-------ე თანახმა იყო სემესტრის ბოლოს დაეტოვებინა სკოლა, ხოლო საცხოვრებელის დატოვებაზე არ იყო თანახმა.

 

4.14. მოწმის წესით დაკითხულმა ზ----- წ--–-----მა განმარტა, რომ არის დაზარალებულ ლ--–- წ--–-----ის მამის ტ------– წ--–-----ის ბიძის შვილი, რომელმაც მას დაურეკა და სთხოვა ჩამოსულიყო, რადგან მისი შვილის ლ--–- წ--–-----ის მიმართ, მასწავლებლის მხრიდან ადგილი ქონდა ინტიმური კავშირის დამყარების მცდელობის ფაქტს და უნდოდა ყველაფრის გარკვევაში დახმარებოდა. მისთვის ტ------– წ--–-----ს მასწავლებლის სახელი არ უთქვამს და თვითონაც არ უკითხავს, აქედან გამომდინარე, მისთვის უცნობია მასწავლებლის ვინაობა. ის ჩამოვიდა ტ------– წ--–-----თან, რათა გაერკვიათ ყველაფერი, წავიდნენ მასწავლებლის სანახავად, მაგრამ ვერ ნახეს. მან ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი არაფერი არ იცის.

 

4.15. მოწმის წესით დაკითხულმა (დაზარალებულმა) ლ--–- წ--–-----მა განმარტა, რომ მ----- მ-------ე იყო მისი მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას. 2016 წელი იყო მას ოჯახური პირობების გამო მოუწია სკოლის გაცდენა, რის გამოც შემაჯამებლის დაწერა ვერ მოახერხა, სკოლაში, რომ მივიდა, მას მ----- მ-------ემ უთხრა, რომ შემაჯამებელი ქონდა დასაწერი, გაკვეთილების შემდეგ დარჩენილიყო და დაეწერა. გაკვეთილები, რომ დამთავრდა მან დაიწყო შემაჯამებლის წერა, რა დროსაც მასთან მოვიდა მ----- მ-------ე და უთხრა, რომ შენ ჩემი გოგო ხარო და იმ ნიშანს დაუწერდა, რაც უნდოდა, ოღონდ სანაცვლოდ კოცნის ნება მიეცა, რაზეც მან უარი განუცხადა და დააპირა გასვლა კლასიდან, მაგრამ მ----- მ-------ე მას ამის უფლებას არ აძლევდა, ეუბნებოდა, რომც ეყვირა, არავინ გაიგებდა. მან, როგორც იქნა, მოახერხა გამოქცეოდა მ----- მ-------ეს, რომელმაც კლასიდან გამოსვლის დროს მაინც მოახერხა მისთვის საჯდომზე ხელის მოკიდება. მისი განმარტებით მეორე ეპიზოდი 2017 წელს იყო, ისევ შემაჯამებელს წერდა, როცა მასთან მივიდა მ----- მ-------ე, გადმოიწია მისკენ, ხელი მკერდში ჩაუყო და როცა ამაზე ის უკან გაიწია შეეშინდა ყვირილი არ დაეწყო და ფანჯარასთან მივიდა, საიდანაც თვალებით ანიშნებდა ფეხების გაშლას. მან ამის შესახებ უთხრა თავის კლასელებს ე------- მ---------ეს და რ---- ჯ-------ძეს, რომლებიც მას შემდეგ მ----- მ-------ესთან კლასში მარტო არ ტოვებდნენ. მისი განმარტებით მესამე ეპიზოდი იყო 2018 წელს, შემაჯამებელს წერდა, როცა მ----- მ-------ე მივიდა მასთან ახლოს და რაღაც მაგარი მიადო სხეულზე და უთხრა ნახე რა მაგარი მაქვსო. დაზარალებულ ლ--–- წ--–-----ის განმარტებით, მ----- მ-------ე მას ყოველთვის ფეხებზე უყურებდა, უფრო მაშინ, როცა კაბა ეცვა, როგორც გაიგო სხვა მოსწავლე გოგოების მიმართაც ასე იქცეოდა, ამ მიზეზით მათ გამოთქვეს პროტესტი სკოლის დირექციასთან, რომ კაბას არ ჩაიცვამდნენ და შარვლით ივლიდნენ. მან წინა ეპიზოდების შესახებ იმიტომ არ თქვა მშობლებთან, რომ სახელის გატეხვის შეეშინდა, თანაც მ----- მ-------ე ეუბნებოდა, რომ მას არავინ დაუჯერებდა, მაგრამ ბოლოს უკვე ვეღარ გაუძლო და ყველაფერი მოუყვა მშობლებს.

 

4.16. მოწმის წესით დაკითხულმა ფ-------- წ--–-----მა განმარტა, რომ არის დაზარალებულ ლ--–- წ--–-----ის მამის ბიძის შვილი, რომელმაც ლ--–- წ--–-----ისგან გაიგო, რომ მასწავლებელი მ----- მ-------ე ახდენდა მასზე ზეწოლას, კერძოდ: ხელები მოხვია წელზე, ცდილობდა ეკოცნა, საჯდომზე ხელი მოკიდა, მკერდში ხელი ჩაუყო. ის თავის ბიძაშვილებთან ერთად წავიდა მ----- მ-------ის სანახავად, რომ მისთვის სოფლის და სკოლის დატოვება მოეთხოვა, მაგრამ მ----- მ-------ე ვერ ნახეს. მისი განმარტებით, მ----- მ-------ის ნათესავებმა სახელები არ იცის, უთხრეს მათ, რომ ის თანახმა იყო დაეტოვებინა სოფელი და სკოლა სემესტრის დამთავრების შემდეგ, რადგანაც არ იყო მართალი.

 

4.17. მოწმის წესით დაკითხულმა გ-- წ--–-----მა განმარტა, რომ არის დაზარალებულ ლ--–- წ--–-----ის მამის ბიძის შვილი. მას დაურეკა ლ--–-ს დამ ლ----- წ--–-----მა და სთხოვა მათთან სახლში მისულიყო. მან ტ------– წ--–-----ისგან ანუ დაზარალებულის მამისაგან გაიგო, რომ მასწავლებელი მ----- მ-------ე ახდენდა ლ--–-ს მიმართ ზეწოლას, კერძოდ: ტოვებდა გაკვეთილების შემდეგ, ხელს უყოფდა მკერდში და ხელს კიდებდა საჯდომზე. ის ტ------– წ--–-----თან, გ-- წ--–-----თან და ზ-----ი წ--–-----თან ერთად წავიდა მ----- მ-------ის სანახავად, რათა მისთვის მოეთხოვათ საცხოვრებლის დატოვება, მაგრამ ვერ ნახეს.

 

4.18. მოწმის წესით დაკითხულმა ი----- ბ-----ემ განმარტა, რომ არის შ------–-ს სკოლის მოსწავლე და ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრი. მისი განმარტებით 2018 წლის 04 მაისს სკოლის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო გამოძიება მასწავლებელ მ----- მ-------ის მიერ მოსწავლე ლ--–- წ--–-----ის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, აღნიშნულზე გამოკითხულ იქნა მოსწავლეები და თვითონ ლ--–- წ--–-----იც, რის შემდეგაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ მ----- მ-------ისათვის შეეჩერებინათ მასწავლებლის სტატუსი. მისი განმარტებით, ლ--–- წ--–-----მა გამოკითხვისას განაცხადა, რომ მ----- მ-------ე უყურებდა მას ფეხებზე და მის მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რაც შეეხება სხვა მოსწავლეებს გამოკითხვისას მათაც დაადასტურეს მ----- მ-------ის მხრიდან ფეხებზე ყურების ფაქტი. მისი განმარტებით ლ--–- წ--–-----ის კლასში მერხების განლაგება ისეთია, რომ თუ ნორმალურად დაჯდები ფეხების დანახვა გარდა კოჭებისა შეუძლებელია, რაც შეეხება მოსწავლე გოგოების მოთხოვნას შარვლის ჩაცმასთან დაკავშირებით გამოწვეული იყო იმით, რომ ციოდათ და უფრთხილდებოდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. მან ჩანაწერსაც მოუსმინა და ჩანაწერში იყო ჩვეულებრივი გაკვეთილის მსვლელობა.

 

4.19. მოწმის წესით დაკითხულმა რ------ მ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს შ------–-ს სკოლაში დირექტორის პოზიციაზე, 2018 წლის 02 მაისს გასული იყო სკოლიდან დედის ავადმყოფობის გამო, დაურეკა მოადგილემ და სთხოვა მისულიყო სკოლაში, რადგან მოსწავლე ლ--–- წ--–-----ს პრეტენზია ქონდა მასწავლებელ მ----- მ-------ის მიმართ, თითქოსდა მასწავლებელს ქონდა მისი ფეხების მიმართ დაჟინებული მზერა და კოცნის მცდელობა. ლ--–- წ--–-----მა შემოიტანა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ უკვე წლებია მასწავლებელ მ----- მ-------ისაგან განიცდის ზეწოლას, რომელიც 2019 წლის 03 მაისს გადაუგზავნა სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს, რათა გამოეკვლიათ, თუ რა ხდებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საქმე, გამოიკითხა მ--- კლასიდან მ-----ე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე გოგო, რომელთაც ასწავლიდა მ----- მ-------ე, დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულება მ----- მ-------ესთან. მან დისციპლინარული კომიტეტის მიერ მოწოდებული მასალები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადასცა გამომძიებელს. მისი განმარტებით, ლ--–- წ--–-----ი აკადემიური მოსწრების მხრივ არის საშუალო დონის მოსწავლე. მას სხვა მოსწავლეებისგან მ----- მ-------ის მიმართ, რაიმე პრეტენზიის არსებობის შესახებ არაფერი არ სმენია.

 

4.20. მოწმის წესით დაკითხულმა ა-----–--- ქ-------ემ განმარტა, რომ არის შ------–-ს სკოლის დისციპლინარული კომიტეტის წევრი. მას დაურეკა კომიტეტის თავჯდომარემ და უთხრა, რომ შემოტანილი იყო განცხადება მოსწავლე ლ--–- წ--–-----ის მიერ, მასწავლებელ მ----- მ-------ის მიმართ. მისი განმარტებით განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მ----- მ-------ე უყურებდა ფეხებზე ლ--–- წ--–-----ს. მან კომიტეტის წევრებთან ერთად მოაწერა საბუთს ხელი მ----- მ-------ის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. ის მ----- მ-------ეს ახასიათებს დადებითად.

 

4.21. მოწმის წესით დაკითხულმა შ----- კ--–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვე იყო მასთან მივიდნენ ს---–---- ჯ-------ძე, ნ--------- ქ-------ე და მ----- მ-------ის ძმა მ-------- მ-------ე, რომლებმაც უთხრეს, რომ მ----- მ-------ე მოსწავლე ლ--–- წ--–-----ის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, ხელით შეხებია და თხოვეს ამ თემაზე გაყოლოდა შ--–-- წ--–-----ის სახლში დასალაპარაკებლად. წ--–-----ების სახლში, რომ მივიდნენ ს---–---- ჯ-------ძემ უთხრა ტ------– წ--–-----ს, რომ მოელაპარაკათ მშვიდად და მოეგვარებინათ პრობლემა ისე, რომ არც ბავშვს გატყდომოდა სახელი და არც მასწავლებელს, რაზეც ტ------– წ--–-----მა განაცხადა უარი და მოითხოვა მ----- მ-------ეს დაეტოვებინა სკოლა და სოფელი. ისინი წ--–----ების ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ მივიდნენ მ----- მ-------ესთან და გადასცეს მას წ--–----ების მოთხოვნა, რაზედაც მ----- მ-------ემ განაცხადა, რომ დამთავრდებოდა თუ არა სემესტრი ის წავიდოდა სკოლიდან, ხოლო სოფლიდან წასვლაზე არაფერი არ უთქვამს.

 

5. მხარეთა პოზიციები:

 

5.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

5.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი

 

მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------ მ-------ის მიერ ლ--–- წ--–-----ის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედების ჩადენას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ მ------ მ-------ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული მ------ მ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

7. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გარყვნილი ქმედების დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 1- წელს მიუღწეველი პირის ნორმალური ზნეობრივი განვითარება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს მოქმედებით, რაც გამოიხატება გარყვნილ ქმედებაში 1- წელს მიუღწეველთან.

 

გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე დაზარალებულთან არ ამყარებს სექსუალურ კონტაქტს, ის სხვაგვარი ქმედებით ახდენს მის გარყვნას. გარყვნილი ქმედება თავისი გარეგანი გამოხატულების ხასიათის მიხედვით შეიძლება ორი სახის იყოს: ფიზიკური ან ინტელექტუალური.

 

ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინ, როდესაც 1- წელს მიუღწეველ მოზარდის თვალწინ სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა პირთან, ანდა საკუთარ სხეულზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინაც, როცა დამნაშავე 1- წლის მიუღწეველს ასწავლის, თუ როგორ განახორციელოს საკუთარ სხეულზე გარყვნილი ქმედება, ან ხელით ეხება მისი სხეულის ეროგენულ ადგილებს.

 

ინტელექტუალური გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე თვითონ არ ახორციელებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. იგი 1- წელს მიუღწეველს ესაუბრება სექსუალური ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რამაც შეიძლება მოზარდში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიოს. ამ სახის ქმედებაა მაშინაც, როცა პირი მოზარდს უჩვენებს პორნოგრაფიულ ნაწარმოებს (ფილმს, სურათს და სხვა).

 

გარყვნილი ქმედების ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიუღწეველი შერაცხადი, როგორც ქალი, ასე მამაკაცი.

 

გარყვნილი ქმედება დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი 1- წელს მიუღწეველთან ჩაიდენს ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე. მნიშვნელობა არა აქვს მოახერხა თუ არა დამნაშავემ 1- წელს მიუღწეველი პირის გარყვნა.

 

სუბიქტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, სახეზეა პირდაპირი განზრახვა. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ 1- წელს მიუღწეველთან სჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც საყოველთაოდ მიღებული ზნეობის ნორმებით ფასდება, როგორიც გარყვნილი ქმედებაა. მას შეიძლება სურდეს მოზარდის გარყვნა ან უშვებდეს ასეთი შედეგის დადგომას. ამდენად, რა მიზნით სჩადის პირი გარყვნილ ქმედებას 1- წელს მიუღწეველთან, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმე ადასტურებს პირის ბრალეულობას’’, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა’’. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.’’ შესაბამისად, ბრალდებული მ------ მ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ნიშანდობლივია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები უტყუარად არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ - სამართლებრივ სტანდარტს. დაზარალებულის ჩვენება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დგინდება.

 

სკოლის დისციპლინური კომიტეტის დოკუმენტი არ შეიცავს ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რაც შეიძლება ბრალდებულ მ-----ი მ-------ის გარყვნილ ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენის საშუალება იყოს, შესაბამისად ეს დოკუმენტი და მასში მოყვანილი პირების შემდგომში სასამართლო სხდომაზე დაკითხვის ოქმებით ვერ დასტურდება მ-----ი მ-------ის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი, თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (ირიბ ჩვენებათა გამოყენების შესახებ) გათვალისწინებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში კი, ამ განაჩენში მოყვანილი ყველა მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა განმარტებები) ბრალდების არსთან თანხვედრაში, თითქმის ერთიდაიმავე წლის დროის მონაკვეთში, კლასში მერხის სავარძელში ჯდომისას (სხდომისას) ფეხებზე ყურების, თვალით მინიშნება ფეხების გაშლის თაობაზე, სხეულზე მამაკაცის მაგარი სხეულის ნაწილის მიდების თაობაზე, გონივრულ ჭრილში არადამაჯერებელია. შეუძლებელია ხსენებულ გარემოებათა თანხვედრის უტყუარად, უაპელაციოდ მიღება, რათა მესამე პირი დარწმუნდეს დაზარალებულის განმარტების სისწორე-დასაბუთებულობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----ი მ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა (დანარჩენი ყველა მტკიცებულება ირიბია) არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა დამკვიდრებულ სტანდარტს, ამიტომ ის საფუძვლად ვერ დაედება მ-----ი მ-------ის გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლო დასკვნა ემყარება. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებული იქნას პირის მსჯავრდებისათვის.

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ მ------ მ-------ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება მ------ მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, მ------ მ-------ის მიერ ლ--–- წ--–-----ის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი. საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგინდა, რომ ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს მ------ მ-------ის მხრიდან ქონდა თუ არა ადგილი ლ--–- წ--–-----ის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენას.

 

შესაბამისად, მ------ მ-------ეს უნდა მოეხსნას მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და წარდგენილ ბრალდებაში გამარათლდეს.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-24 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული მ------ მ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი პეიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა :

 

1. ბრალდებული მ----- მ-------ე (პირადი ნომერი 5----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სამ ეპიზოდში (პირველი 2016 წლის გაზაფხულის ეპიზოდი, მეორე 2017 წლის აპრილის თვის ბოლოს ეპიზოდი, მესამე 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს ეპიზოდი).

 

2. მსჯავრდებულ მ------ მ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - გირაოს თანხის - 25000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული ე---- ი-------ის, მ--–---- მ-------ის, მ--–----- მ-------ის და მ------ მ-------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ხობის რაიონი სოფელი შ------–-, საკადასტრო კოდი: 4-----------); ე--- ზ----ის, მ-----– მ-------ის, მ-------- მ-------ის, ნ----- მ-------ის და რ----–-- მ-------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ხობის რაიონი სოფელი შ------–-, საკადასტრო კოდი: 4------------; გ--- მ-------ის, ე--- ზ----ის, ი----- ჭ--------ის, მ-----– მ-------ის, მ-------- მ-------ის და რ----–-- მ-------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ხობის რაიონი სოფელი შ------–-, საკადასტრო კოდი: 4-----------).

 

3. გამართლებულ მ------ მ-------ეს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთი არსებობის შემთხვევაში.

 

4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი თ-------- ბ---–----ისაგან ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ხ---ის რ--------– სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს თ-------- ბ---–----ეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე