განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100118002714404
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

კ--- რ---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული - ო-----------, სოფელი დ-------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-----–---–--------- მ----–------------

 

კვალიფიკაცია:

კ--- რ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2-------ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2-----------–ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--- რ---–---–ი 500 ლარამდე ღირებულების ოქროს ძეწკვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ----- ყ-----–ს.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2-------ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2-----------–ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის შემდგომ, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კ--- რ---–---–ი 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს-დანას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში

ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულმა თ----- ყ-----–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით პირველის ნახევარზე, იმყოფებოდა ბ-----------ს ქუჩისა და ს----------–--ს ქუჩის კვეთაზე, რა დროსაც უკნიდან მიუახლოვდა კ--- რ---–---–ი, რომელმაც კისრის არეში მიადო დანა. თ----- ყ-----–ი შეშინდა, მათ შორის წარიმართა ძიძგილაობა, უწევდა წინააღმდეგობას, რომლის შემდეგაც თ----- ყ-----–ის ხელში თუ როგორ აღმოჩნდა კ--- რ---–---–ის დანა არ ახსოვს, ამის შემდეგ კ--- რ---–---–მა შემთხვევის ადგილი დატოვა. თ----- ყ-----–ის განმარტებით, მას ყელზე ეკეთა ოქროს ჯვარი და ცეპი, რომელიც ძიძგილაობის დროს გაწყდა, მან ფიზიკური დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები, ნაკაწრები ჰქონდა ხელზე და მკერდის არეში, დაუზიანდა ტანსაცმელი. თ----- ყ-----–ის განცხადებით, ოქროს ჯვრის და ცეპის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 500 ლარს. თ----- ყ-----–მა დაადასტურა, რომ კარგად დაინახა კ--- რ---–---–ის სახე და არ გასჭირვებია საგამოძიებო მოქმედების დროს მისი ამოცნობა.

 

2.2. მოწმე დ----- მ------–---–მა დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია თ----- ყ-----–ის დაყაჩაღების ფაქტზე. დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა კ--- რ---–---–ს, რომელიც იმყოფებოდა პ---------------ისა და ბ-----------ს ქუჩის კვეთაზე ს-----ში. დ----- მ------–---–მა მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მოხდა მისი გამოკითხვა.

 

2.3. მოწმეებმა ტ----- კ----------მ, გ------- ა----–---–მა და ა------- კ---------–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.4. ბრალდებულმა კ--- რ---–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იმ დღეს იყო ,,პახმელიაზე’’ და ცუდად გრძნობდა თავს; მან თ----- ყ-----–ს სთხოვა ფულადი დახმარება 2-3 ლარის ოდენობით, რა დროსაც იმდენად ცუდად იყო, რომ ფეხი წამოკრა რაღაცას და წაიქცა, ხელში ეჭირა ცელოფანის პარკი ძეხვით, შიგ იყო საოჯახო დანა, ამ დროს მოულოდნელად თ----- ყ-----–მა იკივლა და აუქნია ხელი, პარკში ჩადებულმა დანამ კ--- რ---–---–ს გაუჭრა სახე, კ--- რ---–---–მა პარკი იქვე დააგდო, გაშორდა იქაურობას და შევიდა ბ-----------ში.

 

2.5. ამოღების ოქმის თანახმად, თ----- ყ-----–ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის ტარიანი დიდი ზომის დანა; მთლიანობა დარღვეული ოქროს ცეპი; თან ნაცვამი დაზიანებული დეკოლტე მაისური შავი და თეთრი დეტალებით.

2.5.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა - მოწმე ზ----- ლ-------–---–მა.

 

2.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა თ----- ყ-----–ის მონაწილეობით. მისი მითითებით მივიდნენ ქ. თბილისი, ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თ----- ყ-----–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც უკნიდან მიეპარა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც მიადო დანა. მან უცნობ პიროვნებას გაუწია წინააღმდეგობა და დანა წაართვა. მისი განმარტებით, სავარაუდოდ უცნობმა პიროვნებამ ჩამოწყვიტა ოქროს ძეწკვი.

2.6.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა - მოწმე ბ--- ბ------–---მა, ექსპერტ-კრიმინალისტმა - მოწმე ნ----- მ------–---–მა.

 

2.7. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ----- ყ-----–მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე ადგილზე მდგომი მამაკაცი (კ--- რ---–---–ი), რომელიც მას 2018 წლის 27 სექტემბერს ქ. თბილისში, ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით თავს დაესხა, დანა მიაბჯინა ყელზე და რაღაცას ითხოვა, რა დროსაც მან თავდამსხმელს ხელიდან გამოსტაცა დანა და მათ შორის გაიმართა ძიძგილაობა. თ----- ყ-----–მა კ--- რ---–---–ი ამოიცნო - ასაკით, დაახლოებით 45 წლამდე, აღნაგობით, სიმაღლით 170-175 სმ, მოგრძო მოპარსული ხორბლისფერი პირისახით, შემელოტებული თავით, შუბლს ზემოთ შეთხელებული მუქი ფერის თმით, სწორი ფორმის ცხვირით და ვიწრო ფორმის თვალებით.

2.7.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა - მოწმე თ----- ს-----------ემ.

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2----.2018 წ. მოქ. თ----- ყ-----–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის მე-3-4 თითების მიდამოებში ორი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის და მარცხენა ძუძუს მიდამოში ორი ნაკაწრის სახით. სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2.8.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა.

 

2.9. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2----.18 წ-ს პირადი შემოწმებისას მოქ. კ--- რ---–---–ს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევ-ნაკაწრი სახეზე მარჯვნივ, დაზიანება განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან ლესილი კიდის მქონე საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2----.18.წ.

2.9.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ.

 

2.10. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებული დანა“, მოთავსებული მოვერცხლისფრო მეტალის ცალხმრივლესილი დანის პირსა (ობ. N2) და ტარზე (ობ. N3) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს (ობ. N5). ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის კ--- რ---–---–ს (ობ. N6), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს (ობ. N5). დანის პირზე, მოწითალო-მოყავისფრო, წერტილოვანი ლაქისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ--- რ---–---–ს (ობ. N6). დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს (ობ. N5), ხოლო მინრული წილი ეკუთვნის კ--- რ---–---–ს (ობ. N6).

2.10.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა.

 

2.11. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი თ----- ყ-----–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯაჭვის ჩამკეტი მექანიზმის რიგელს აღენიშნება დაზიანება დეფორმაციის სახით, აღნიშნული დაზიანება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

2.11.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ-–- ს---–------ემ და ლ---- შ----–----ემ.

 

2.12. ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2.12.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- შ-----–--მ.

 

2.13. ბრალდებულ კ--- რ---–---–ის პოზიციით მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება, არ ჰქონია განზრახვა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა თ----- ყ-----–ის კუთვნილ ნივთებს, მხოლოდ დახმარება სთხოვა დაზარალებულს, რაც მან ვერ გაიგო. ბრალდებულმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.14. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ--- რ---–---–ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:

2.14.1. დაზარალებულ თ----- ყ-----–ის ჩვენებით, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თ----- ყ-----–ის მიერ კ--- რ---–---–ის ამოცნობის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ბ-----------ს ქუჩაზე თ----- ყ-----–ს თავს დაესხა კ--- რ---–---–ი და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მის კუთვნილ ნივთებს.

2.14. 2. დაზარალებულ თ----- ყ-----–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თ----- ყ-----–ზე თავდასხმისას კ--- რ---–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----- ყ-----–ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარას. აღნიშნულს ადასტურებს თ----- ყ-----–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ თავდასხმისას კ--- რ---–---–მა მას კისრის არეში მიადო დანა, რის შემდეგ თ----- ყ-----–მა კ--- რ---–---–ს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რა დროსაც წაართვა დანა, წინააღმდეგობის გაწევისას დაზიანდა თ----- ყ-----–ის მაისური და სხეულის დაზიანებები მიიღო როგორ თ----- ყ-----–მა, ისე კ--- რ---–---–მა. თ----- ყ-----–ის ჩვენების სისწორეს ადასტურებს ამოღების ოქმი და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა, რომლის თანახმად, თ----- ყ-----–ისგან ამოღებული მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად;

2.14.3. იმ ფაქტს, რომ თ----- ყ-----–ზე თავდასხმისას და ძიძგილაობისას, კ--- რ---–---–ის თანნაქონი დანით, სხეულის დაზიანებები მიიღო როგორც თ----- ყ-----–მა, ასევე კ--- რ---–---–მა, თ----- ყ-----–ის ჩვენების გარდა, ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2----.2018 თ----- ყ-----–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის მე-3-4 თითების მიდამოებში ორი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის და მარცხენა ძუძუს მიდამოში ორი ნაკაწრის სახით. სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2----.18 წ-ს პირადი შემოწმებისას მოქ. კ--- რ---–---–ს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევ-ნაკაწრი სახეზე მარჯვნივ, დაზიანება განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან ლესილი კიდის მქონე საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2----.18.წ.;

2.14.4. დაზარალებულ თ----- ყ-----–ის ჩვენებით, რომელიც თანხვედრაშია ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნასთან და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ----- ყ-----–ზე თავდასხმა მოხდა დანის გამოყენებით, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; დანის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს, ასევე, დანაზე გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის კ--- რ---–---–ს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს; დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ----- ყ-----–ს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის კ--- რ---–---–ს.

2.14.5. დაზარალებულ თ----- ყ-----–ის ჩვენებით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ--- რ---–---–ის მხრიდან თ----- ყ-----–ზე თავდასხმა მიზნად ისახავდა თ----- ყ-----–ის კუთვნილი ოქროს ძეწკვის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას. კერძოდ, თ----- ყ-----–ის ჩვენება ადასტურებს, რომ კ--- რ---–---–თან ძიძგილაობისას მას ყელზე ეკეთა ოქროს ჯვარი და ცეპი, რომელიც გაწყდა; ამავე ფაქტს ადასტურებს ამოღების ოქმი, რომლის თანახმად, თ----- ყ-----–ისგან ამოღებული იქნა მთლიანობა დარღვეული ოქროს ცეპი, რომლის ნაწილი ვერ იქნა მოძიებული; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯაჭვის ჩამკეტი მექანიზმის რიგელს აღენიშნება დაზიანება დეფორმაციის სახით, აღნიშნული დაზიანება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

2.14.6.სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ კ--- რ---–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მან თ----- ყ-----–ს სთხოვა ფულადი დახმარება და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანის გამოყენებით თ----- ყ-----–ზე თავდასხმას. სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს კ--- რ---–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას ცელოფანის პარკში ჰქონდა დანა და არ ამოუღია, აღნიშნული ეწინააღმდეგება თ----- ყ-----–ის ჩვენებას, სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და, ზოგადად, საქმის მასალებში ასახულ ინფორმაციას, რომლებზეც დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ--- რ---–---–მა კისრის არეში მიადო დანა თ----- ყ-----–ს, ძიძგილაობის დროს აღნიშნული დანით სხეულის დაზიანებები მიიღო როგორც თ----- ყ-----–მა, ასევე კ--- რ---–---–მა; აღნიშნული დანა (როგორც ამოღების ოქმით დასტურდება) ამოღებული იქნა თ----- ყ-----–ისგან და თუ როგორ მოხდა თ----- ყ-----–ის ხელში დანა, ამ ფაქტს საერთოდ გვერდს უვლის ბრალდებული. ამდენად, კ--- რ---–---–ის ჩვენება წინააღმდეგობრივად წარმოაჩენს როგორც მის მიერ აღწერილ ფაქტებს, ასევე ეწინააღმდეგება თ----- ყ-----–ის ჩვენებას, საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს კ--- რ---–---–ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

2.14.7. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად ადასტურებს კ--- რ---–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

2.14.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ის გარემოება, რომ კ--- რ---–---–ი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით - დანით, რომლითაც თავს დაესხა (მიპარვით) თ----- ყ-----–ს, შემდეგ მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც თ----- ყ-----–მა მიიღო დაზიანება, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულის წარმოდგენაში მისთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგენლობას ქმნის.

2.14.9. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი კ--- რ---–---–ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--- რ---–---–ი 500 ლარამდე ღირებულების ოქროს ძეწკვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ----- ყ-----–ს.

 

2.15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ კ--- რ---–---–ის ბრალდებას, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის

 

2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2-------ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით კ--- რ---–---–ს განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2-----------–ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2-------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და კ------- რ---–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 (ორი) წელი, 08 (რვა) თვე, 11 (თერთმეტი) დღე და კ--- რ---–---–ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით, 08 (რვა) თვითა და 11 (თერთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ კ------- რ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2006 წლის 05 მარტიდან 2006 წლის 2-------ამდე პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 24 მაისიდან;

 

2.18. კ--- რ---–---–ი აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 01 თებერვალს.

 

2.19. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ნასამართლობა გაქარწყლდება: მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ვინაიდან კ--- რ---–---–ი წარსულში ნასამართლევი იყო მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელი მოიხადა 2013 წლის 1 თებერვალს, მას ნასამართლობა მოეხსნებოდა სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ (2019 წლის 1 თებერვალს), ამჟამად შერაცხული ქმედება კი ჩაიდინა 2018 წლის 27 სექტემბერს. შესაბამისად, იგი მიიჩნევა ორჯერ ნასამართლობის მქონე პირად.

 

2.20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--- რ---–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის

ნასამართლევი პირის მიერ

 

2.21. დაზარალებულმა თ----- ყ-----–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დილის საათებში, იმყოფებოდა ბ-----------ს ქუჩაზე, რა დროსაც მას უკნიდან მიუახლოვდა კ--- რ---–---–ი, რომელმაც კისრის არეში მიადო დანა.

 

2.22. იმ ფაქტს, რომ თ----- ყ-----–ის მიმართ თავდასხმა კ--- რ---–---–მა განახორციელა დანის გამოყენებით ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, თ----- ყ-----–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა.

 

2.23. ბრალდებულმა კ--- რ---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იგი გადაადგილდებოდა პოლიეთილენის პარკით, სადაც მოთავსებული ჰქონდა ძეხვი და საოჯახო დანა, რაც არ გამოუყენებია თ----- ყ-----–ის მიმართ.

 

2.24. ამოღების ოქმის თანახმად, თ----- ყ-----–ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის ტარიანი დიდი ზომის დანა;

2.24.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა - მოწმე ზ----- ლ-------–---–მა.

 

2.25. ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2.25.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- შ-----–--მ.

 

2.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2-------ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2-----------–ის განაჩენით კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2.27. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი, საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ კ--- რ---–---–ის ბრალდებას მასში, რომ განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კ--- რ---–---–ი 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

2.28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--- რ---–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--- რ---–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ასევე, კ--- რ---–---–მა ჩაიდინა - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ--- რ---–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ--- რ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: კ--- რ---–---–ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ასევე, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მისი წარსული აშკარად მიუთითებს, რომ კ--- რ---–---–ი მიდრეკილია დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისკენ.

 

5.3. ო-----------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2--------------ს განაჩენით კ--- რ---–---–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. 2016 წლის 5----------ს განჩინებით გაუქმდა ო-----------ს რაიონული სასამართლოს 2-----2015 წლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 22/08.2017 წელს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს კ--- რ---–---–ის მიმართ რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.

 

5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, კ--- რ---–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. თ----- ყ-----–ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.2. თ----- ყ-----–ისაგან ამოღებული მთლიანობა დარღვეული ძეწკვი და დაზიანებული ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია შ----------------------------------------–--------------------------–- საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.3. კ--- რ---–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.4. თ----- ყ-----–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.5. ლ------------–--------–-------------------------------–---------ში დანიდან და ძეწკვიდან ამოღებული ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები დატანილი 2 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. კ--- რ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. კ--- რ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

6. საბოლოოდ, კ--- რ---–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

7. კ--- რ---–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

8. კ--- რ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 სექტემბერიდან.

 

9. ნივთმტკიცება:

9.1. თ----- ყ-----–ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

9.2. თ----- ყ-----–ისაგან ამოღებული მთლიანობა დარღვეული ძეწკვი და დაზიანებული ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია შ----------------------------------------–--------------------------–- საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

9.3. კ--- რ---–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

9.4. თ----- ყ-----–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

9.5. ლ------------–--------–--------------------------------–---------ში დანიდან და ძეწკვიდან ამოღებული ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

9.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები დატანილი 2 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/