გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
080210018002442617
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210--8002442617

#2/1588-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს თ-----------

წარმომადგენელი - კ------------ე;

მოპასუხე - შპს ფ-–------------–----ი, ბ----------–--ე, ხ-------------–-----ი;

წარმომადგენელი - დ----------------ე, რ---------------–--–--ა, პ------–----ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ფ-–------------–----ს„, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 40626,20 აშშ დოლარის გადახდა, სიდანაც სესხის ძირი თანხაა: 3665,06 აშშ დოლარი, სარგებელი: 3-36,58 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 694,56 აშშ დოლარი.

 

1.2. შპს „ფ-–------------–----ს„, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 08 მაისიდან მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 36695,06 აშშ დოლარის წლიური 10%, ყოველთვიურად 301,60 აშშ დოლარის ოდენობთ, 12 თვის განმავლობაში.

 

1.3. შპს „ფ-–------------–----ს„, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (39931,64 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0,1% (ყოველდღიურად 39,93 აშშ დოლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 08 მაისიდან 90 დღის განმავლობაში 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით, სულ 3545,10 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.4. შპს ფ-–------------–----ის სს თ-----------ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს შპს „ფ-–------------–----ის და ბ----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების შპს ფ-–------------–----ის, ხ-------------–-----ის და ბ----------–--ის სხვა ქონებაზე.

 

1.6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.7. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს თ----------ს და შპს ფ-–------------–----ს შორის 2017 წლის 20 იანვარს გაფორმდა #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 31 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის #4-------------- ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სასესხო თანხა 40000 აშშ დოლარის ოდენობთ, 47 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 10%-ით. #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებთ, #4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 27 იანვარს #12----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს თ-----------ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების შპს ფ-–------------–----ის და ბ----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონ, ს------–--------–ი, ს/კ 2-.1-.3-.4--.

 

2017 წლის 31 იანვარს ბ----------–--ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ძირითადი ხელშეკრულებების რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე ბანკის მიმართ, რა მიზნითაც სს თ----------სა და ბ----------–--ეს შორის გაფორმდა #1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანხმად ბ----------–--ეს თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ნებისმიერ ვალუტაში.

 

2017 წლის 31 იანვარს ხ-------------–-----მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ძირითადი ხელშეკრულებების რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე ბანკის მიმართ, რა მიზნითაც სს თ----------სა და ხ-------------–-----ს შორის გაფორმდა #1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანხმად ხ-------------–-----ის თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ნებისმიერ ვალუტაში.

 

2017 წლის 07 დეკემბერს შპს „ფ-–------------–----ის წარმომადგენელს და სოლიდარულ თავდებს ხ-------------–-----ს, ხოლო 2018 წლის 05 თებერვალს ბ----------–--ეს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები, რათა შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვის განესაზღვრათ 1- დღიანი ვადა, მიუხედვად ამისა ვალდებულება მოპასუხეთა მიერ არ იქნა შესრულებული.

 

2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით შპს ფ-–------------–----ის დავალიანება საბანკო კრედიტის #4-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 40626,20 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 36695,06 აშშ დოლარს, სესხის სარგებელი 3-36,58 აშშ დოლარს, ჯარიმა ვადაგადაცილებზე 694,56 აშშ დოლარს. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ფ-–------------–----ის„ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ფ-–------------–----ის სახელით სესხის ხელშეკრულება გააფორმა არაუფლებამოსილმა პირმა ხ-------------–-----მა. არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სს თ-----------ს მიერ სესხი შპს ფ-–------------–----ს გადაეცა. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე ხ-------------–------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

2.3. მოპასუხე ბ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ თავდები მხოლოდ იმ შემთხვევაში არის პასუხისმგებელი ვალზე, თუკი ძირითადი მოვალე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას კრედიტორის წინაშე. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სს თ-----------ს მიმართ ვალდებულების შესრულებას თავად ახორციელბდა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სარჩელი ნაწილობრივ მოთხოვნის ძირ თანხის 36695,06 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს თ----------ს და შპს ფ-–------------–----ს შორის 2017 წლის 20 იანვარს გაფორმდა #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 31 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის #4-------------- ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სასესხო თანხა 40000 აშშ დოლარის ოდენობთ, 47 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 10%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 20.01.2017წ #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ;

- 31.01.2017წ საბანკო კრედიტის #4-------------- ხელშეკრულება;

-გადახდის გრაფიკი;

 

3.1.2. #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და #4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 27 იანვარს, გაფორმდა #12----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს თ-----------ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების შპს ფ-–------------–----ის და ბ----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონ, ს------–--------–ი, ს/კ 2-.1-.3-.4--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 27.01.2017წ იპოთეკის ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. 2017 წლის 31 იანვარს ბ----------–--ეს და სს თ----------ს შორის გაფორმდა #1------------ თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება ასევე გაფორმდა ხ-------------–-----თან #1------------, რომლის თანხმად ბ----------–--ემ და ხ-------------–-----მა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა #0---.40-----.0-- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ძირითადი ხელშეკრულებების რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე. ბ----------–--ის და ხ-------------–-----ის თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ნებისმიერ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 31.01.2017 წ თავდებობის ხელშეკრულება #1------------;

- 31.01.2017 წ თავდებობის ხელშეკრულება #1------------;

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით შპს ფ-–------------–----ის დავალიანება საბანკო კრედიტის #4-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 40626,20 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 36695,06 აშშ დოლარს, სესხის სარგებელი 3-36,58 აშშ დოლარს, ჯარიმა ვადაგადაცილებზე 694,56 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 10.05.2018წ სს თ-----------ს მიერ გაცემული ცნობა;

 

3.1.5. მოპასუხე შპს „ფ-–------------–----ს„, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ სს თ-----------ს მიმართ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- სს თ-----------ს მიერ გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილები;

 

მოპასუხე შპს „ფ-–------------–----ის მტკიცებით, სესხის თანხა შპს ფ-–------------–----ს არ მიუღია, თანხა მიიღო სოლიდარულმა მოვალემ ბ----------–--ემ და თანხაც შესაბამისად მას უნდა დაეკისროს. მოპასუხე მხარის აღიშნულ გარემოებას სასამართლო არ იზიარებს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა სს თ----------სა და შპს ფ-–------------–----ს შორის. სესხის ოდენობა განსაზღვრული იქნა 40000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს წარმომადგენელი ხ-------------–-----ი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ასევე შპს „ფ-–------------–----ი„-ს მიერ ხ-------------–-----ზე გაცემული მინდობილობა მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე შპს ფ-–------------–----ის პრეტენზია, ისაა რომ სს თ-----------სგან თანხა რეალურად მას არ მიუღია. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა სადავო თანხა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება შპს „ფ-–------------–----ს„ გარდა მისი ახსნა განმარტებისა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს #4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40626.20 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 36695.06 აშშ დოლარს, სარეგებელი 3-36.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 694.56 აშშ დოლარს.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხე მხარემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მხარეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებისას და პაექრობისას მიუთითეს ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელზედაც არაფერი იყო თქმული, არც სარჩელში და ასევე არც მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეებს შეეძლოთ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს თ-----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 3-7-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 400, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 403-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებლებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები და განუსაზღვრა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2017 წლის 20 იანვარს სს თ----------ს და შპს ფ-–------------–----ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტების შესახებ ხელშეკრულება #003.40-----.0--, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 31 იანვარს იმავე მხარეებს შორის შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4--------------. რომლის საფუძველზეც შპს ფ-–------------–----ზე გაიცა სესხი 40000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიური 10%-ის დარიცხვით, 47 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 47 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი-10% სარგებლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის და თავდების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სს თ----------- ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 3-7-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ფ-–------------–----თან ერთად ხ-------------–-----ის და ბ----------–--ის ვალდებულება სს თ-----------ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 47 თვის ვადაში 2020 წლის 26 დეკემბერს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ხ-------------–-----მა და ბ----------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადასახდელებზე და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.5. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 12 თვის განმავლობაში იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ: ა) მოპასუხე შპს ფ-–------------–--ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს მოსარჩელე სს თ-----------ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 08 მაისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 36695,06 აშშ დოლარის წლიური 10%-ის, ყოველთვიურად 301,60 აშშ დოლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში, სულ 3619,20 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2017 წლის 31 იანვარს სს თ----------ს და შპს „ფ-–------------–----ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით. მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და უნდა შემცირდეს 0,02%-მდე. ამასთან პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 36695,06 აშშ დოლარზე 90 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს 660,51 აშშ დოლარს. ასევე უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო 694,56 აშშ დოლარი 200 აშშ დოლარამდე.

 

ამდენად, შპს ფ-–------------–----ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე 0,02% პირგასამტეხლოს გათვალისწინებით- 660,51 აშშ დოლარის გადახდა. ხოლო სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო 200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს ფ-–------------–----თან და ბ----------–--ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შპს ფ-–------------–----ის და ბ----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონი, ს------–---------ი, ს/კ: 2-.1-.3-.4--;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში ადგენილია, რომ მსესხებელმა, ვერ შეძლო არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს თ-----------ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2017 წლის 27 იანვარს მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.5.. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია თუ არა მოვალის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა განხორციელდეს შპს ფ-–------------–----ის, ხ-------------–-----ის და ბ----------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 20.02.2017 წლის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (მუხლი 13.12). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ბ----------–--ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შესაბამისად მოპასუხე ბ----------–--ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 554,03 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება2720,17 ლარის ოდენობით, მათ მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, საიდანაც ბ----------–--ის ვალდებულება უნდა განისაზღვროს 544,03 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს თ-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „ფ-–------------–----„-ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს - სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 40131,64 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 36695,06 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 3-36,58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 200 აშშ დოლარს.

 

3. შპს „ფ-–------------–----„-ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს - სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წლიური 10%-ის სარგებლის (ყოველთვიურად 301,60 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის განმავლობაში)- სულ 3619,20 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. შპს „ფ-–------------–----„-ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს - სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე 36695,06 აშშ დოლარზე- პირგასამტეხლოს 0,02%-ის- 660,51 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შპს ფ-–------------–----ის და ბ----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: წყალტუბო, ს------–---------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 2-.1-.3-.4--.

 

6. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს შპს ფ-–------------–----ის, ხ-------------–-----ის და ბ----------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

7. მოპასუხეებს შპს ფ-–------------–----ს, ხ-------------–-----ს და ბ----------–--ეს- სს თ-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 2720,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ბ----------–--ის სოლიდარული ვალდებულება განისაზღვროს 544,03 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

9. სს თ----------ს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 10 მაისს სს „თ----------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 544,30 ლარი (საგადასახადო დავალება №3), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 30--83150;

 

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება (საქმე #2/1588-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

11. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე