გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
010210117002080655
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002080655

№2-3469/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ნ----–---------ე, გ------–--------ე, ც----------------ე, ე------------–--ე

წარმომადგენელი - კ-----------–------ე, დ------------ე

მოპასუხე - თ------------–--ე

წარმომადგენელი - ვ---------–-----ა, თ-----------–--–--ე

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ერთის მხრივ ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ე------------–--ეს და ნ--------–--ეს და მეორეს მხრივ თ------------–--ეს შორის 2014 წლის 8 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით თ------------–--ისაგან მოსარჩელეების, ნ----–---------ის, გ------–--------ის, ც----------------ის და ე------------–--ის მიერ მიღებული 1350 კვმ მიწის ფართობიდან 126 კვმ მეტრი მიწის ფართობი, რომელიც განლაგებულია რ---------–-ს ქუჩის მხარეს არსებული სასაზღვრო სამიჯნე ღობის გარეთ დაუბრუნდეს მოპასუხე თ-------------–--ეს და დავალდებულდეს მოპასუხე ამ ნაკვეთის სანაცვლოდ გადასცეს მოსარჩელეებს ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს და ე-------------–--ეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვმ მიწის ნაკვეთიდან იდეალური 126 კვმ მიწის ფართობი. (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 10 მარტს ერთის მხრივ ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს, ხოლო მეორეს მხრივ თ------------–--ეს შორის გაფორმებული იქნა მორიგება, რომელიც დამოწმებული იქნა სანოტარო წესით. აღნიშნული მორიგების აქტით თ------------–--ემ აიღო ვალდებულება, რომ წილების სანაცვლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემდა მის დებს, ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს მის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ N2------------ 1350 კვმ მიწის ნაკვეთს მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით შემდეგი პროპორციულობით: ნ----–---------ეს - 280 კვმ-ს, გ------–--------ეს - 280 კვმ-ს, ც----------------ეს - 280 კვმ-ს, ე------------–--ეს- 270 კვმ,-ს, ხოლო ნ--------–--ეს- 240 კვმ-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2014 წლის 10 მარტის მორიგება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------------–--ემ შეასრულა 2014 წლის 10 მარტის მორიგების აქტით ნაკისრი პირობა და 2014 წლის 8 მაისს ერთის მხრივ მჩუქებელ თ------------–--ეს და მეორეს მხრივ დასაჩუქრებულებს, ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------------–--ემ მის საკუთრებაში რიცხული ქ. ქობულეთი, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 1350 კვმ მიწის ნაკვეთი აჩუქა მის დებს, ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს.

 

ზ/აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 16 მაისიდან ქ. ქობულეთი, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე 1350 კვმ ფართის მესაკუთრეები საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად არიან ნ----–---------ე, გ------–--------ე, ც----------------ე, ნ--------–--ე და ე------------–--ე, კერძოდ ნ----–---------ე წარმოადგენს 280 კვმ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, გ------–--------ე - 280 კვმ ფართის მესაკუთრეს, ც----------------ე- 280 კვმ ფართის მესაკუთრეს, ნ--------–--ე - 240 კვმ ფართის მისაკუთრეს, ხოლო ე------------–--ე - 270 კვმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. 08.05.2014წ.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- საკადასტრო გეგმა.

 

3.2.2. შპს „ჯპს სერვისის“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა -ნახაზის მიხედვით თ------------–--ის მიერ მოსარჩელეებისათვის 2014 წლის 08 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ნაჩუქარი 1350 კვმ ფართის მიწის ნაკვეთიდან 126 კვმ მეტრი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქ. ქობულეთში, რ---------–-ს გამზირზე ტროტუარისათვის გათვალისწინებულ სავალ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- შპს „ჯპს სერვისის“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----–---------ის, გ------–--------ის, ც----------------ის და ე------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 170-ე, 327-ე, 427-ე, 524-ე, 525-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 524 მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის განსაზღვრავს, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 მარტს მხარეებს შორის წერილობითი ფორმით გაფორმდა მორიგება, რომლის თანახმად თ------------–--ემ აიღო ვალდებულება, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემდა ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს მის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ N2------------ 1350 კვმ მიწის ნაკვეთს მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით შემდეგ პროპორციულობით: ნ----–---------ეს - 280 კვმ-ს, გ------–--------ეს - 280 კვმ-ს, ც----------------ეს - 280 კვმ-ს, ე------------–--ეს- 270 კვმ-ს, ხოლო ნ--------–--ეს- 240 კვმ-ს. ასევე დადგენილია, რომ თ------------–--ემ შეასრულა 2014 წლის 10 მარტის მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება და 2014 წლის 8 მაისს ნ----–---------ეს, გ------–--------ეს, ც----------------ეს, ნ--------–--ეს და ე------------–--ეს აჩუქა მის საკუთრებაში რიცხული ქ. ქობულეთი, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 1350 კვმ მიწის ნაკვეთი. ჩუქების ხელშეკრულებას თან ახლდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. 2014 წლის 8 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 16 მაისიდან ქ. ქობულეთი, დ.აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე 1350 კვმ ფართის მესაკუთრეები საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად არიან ნ----–---------ე, გ------–--------ე, ც----------------ე, ნ--------–--ე და ე------------–--ე. კერძოდ ნ----–---------ე წარმოადგენს ქ. ქობულეთში, დ. აღ--–-----–-ს გამზირი N782-ში მდებარე 1350 კვმ მიწის ნაკვეთიდან (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 2------------ - 280 კვმ ფართი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, გ------–--------ე - 280 კვმ ფართის მესაკუთრეს, ც----------------ე- 280 კვმ ფართის მესაკუთრეს, ნ--------–--ე - 240 კვმ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ხოლო ე------------–--ე- 270 კვმ ფართის მესაკუთრეს.

 

6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეები სადაოდ ხდიან თ------------–--ის მიერ 2014 წლის 10 მარტის მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ ჩუქების დაპირების შესრულების ფაქტს და განმარტავენ, რომ თ------------–--ემ ისინი 2014 წლის 8 მაისის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუა და არასწორად შედგენილი ნახაზის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მათ გადასცა არა მის საკუთრებაში რიცხული და სამკვიდრო მასაში შემავალი 1350 კვმ მიწის ნაკვეთი, არამედ 126 კვმ მიწის ნაკვეთის ნაწილში გადასცა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ღობის იქეთ მდებარე ტროტუარი. აღნიშნულის გამო მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხე უნდა დავალდებულდეს შეასრულოს ვალდებულება და 126 კვმ ფართის მიწის ნაკვეთი გადასცეს მოპასუხის საკუთრებაში რიცხული N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან.

 

მოპასუხე კი განმარტავს, რომ მას არ დაურღვევია არანაირი პირობა და მოპასუხეებს აჩუქა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ირიცხებოდა მის საკუთრებაში და რომლის ჩუქებასაც დაპირდა მათ სპეციალისტის მიერ შედგენილი ნახაზის საფუძველზე 2014 წლის 10 მარტის მორიგების აქტით.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საკუთარ პოზიციას აგებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა შეფასებამდე სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ მოპასუხემ სრულად შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და 2014 წლის 8 მაისის ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელეებს აჩუქა სწორედ მის საკურებაში რიცხული მიწის ნაკვეითდან 1350 კვმ ფართი შეთანხმებული ნახაზის მიხედვით. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ხელშეკრულების გაფორმებისას არანაირი პრეტენზია არ განუცხადებიათ, მათ 2014 წლის 8 მაისის ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატეს თანხმობა და მიიღეს ნაჩუქარი ქონება, რის შემდეგაც ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მათ საკუთრებად.

 

6.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხის დავალდებულების თაობაზე გადასცეს მათ საჩუქრად მოპასუხის საკუთრებაში არსებული N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვმ მიწის ნაკვეთიდან იდეალური 126 კვმ მიწის ფართობი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

 

ამასთან სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესზეც და განმარტავს, რომ გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხის დავალდებულებას აჩუქოს მან სხვა მიწის ნაკვეთი, რომლის დადების თაობაზეც მოპასუხეს ნება არ გამოუხატავს და უფრო მეტიც, წინააღმდეგია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მესაკუთრე არ არის თანახმა გადასცეს მოსარჩელეებს მის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად არავის არა აქვს უფლება მისი ნების გარეშე განკარგოს მისი საკუთრება.

 

6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათ მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება, ამიტომ არ არსებობს მათი სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან 179 კვმ მიწის ფართობიდან 126 კვმ მიწის ფართობს, მდებარე ქ. ქობულეთი, დავით აღ--–-----–-ს გამზირი N782 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.14.02.8---- ასევე გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის N336 უზრ/2017წ განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან 1000 კვმ მიწის ფართობიდან 126 კვმ მიწის ფართობს, მდებარე ქ. ქობულეთი, დავით აღ--–-----–-ს გამზირი N782 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ----–---------ის, გ------–--------ის, ც----------------ის და ე------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან, 179 კვმ მიწის ფართობიდან 126 კვმ მიწის ფართობს, მდებარე ქ. ქობულეთი, დავით აღ--–-----–-ს გამზირი N782 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------).

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის N336 უზრ/2017წ განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან 1000 კვმ მიწის ფართობიდან 126 კვმ მიწის ფართობს, მდებარე ქ. ქობულეთი, დავით აღ--–-----–-ს გამზირი N782 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2-----------).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე