განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
140100117002758118
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100117002758118

საქმე #1/458-17 (011091017002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ ე-------- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–--------ში)

 

ადვოკატი - ნ---- შ--–-–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, გ------------------------–--------ში, ურთიერთშელაპარაკებისას მთვრალმა მ------ ე-------მა ხელ-ფეხის მრავალჯერ დარტყმით მამას - ო---- ე-------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - სხეულის დაზიანება, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისათვის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება მ------ ე--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2. დაზარალებულმა ო---- ე-------მა და მოწმეებმა - ლ--–- ჯ-------–---–მა, თ----- ე-------მა და გ------- ე-------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;

 

3.3. მოწმე ნ--- დ-------ის განმარტებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან - ვ------- დ-------ესთან, შვილთან - ა-----– დ-------ესა და მეზობელთან - ც---- ა-----–---–თან ერთად. ამ დროს მათთან მივიდა მეზობელი თ----- ე-------- და სთხოვა წნევის გაზომვა. ამასთან უთხრა, რომ მისი მეუღლე - ო---- ე-------- და შვილი - მ------ ე-------- კამათობდნენ - ო---- ე-------- იყო მთვრალი და უნდოდა გარეთ გასვლა, მ------ ე-------- მას არ უშვებდა. ო---- ე--------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია(2018 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.4. მოწმე ა-----– დ-------ის ჩვენებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს ო---- და მ------ ე-------ებს შორის კონფლიქტის გამო, თ----- ე--------ს თხოვნით მივიდა მათ სახლში. იქ ასევე მივიდნენ ვ------- დ-------ე და ც---- ა-----–---–ი. ო---- ე-------- იჯდა საწოლზე, სახეზე მცირე ოდენობით სისხლი ემჩნეოდა, მ------ ე-------- მას აწყნარებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია (2018 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.5. მოწმე ვ------- დ-------ის ჩვენებით, 2017 წლის 8 ოქტომბერს თ----- ე-------- მივიდა მათთან სახლში და უთხრა, რომ ო---- ე-------სა და მ------ ე-------ს კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. როდესაც ო---- ე--------ს სახლში მივიდა, დაინახა, რომ ო---- ე-------- იყო მთვრალი და იწევდა გარეთ, მ------ მას არ უშვებდა და შეაგინა კიდეც, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია (2018 წლის 9 თებერვლის სხდომის ოქმი);

 

3.6. მოწმე ც---- ა-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს იმყოფებოდა ვ------- დ-------ის ოჯახში, სადაც მივიდა თ----- ე-------- და თქვა, რომ ო---- ე-------- და მ------ ე-------- კამათობდნენ. ო---- ე--------ს სახლში მივიდა ა-----– დ-------ესთან ერთად. ო---- ე-------- დახვდა ძალიან მთვრალი, იწევდა გარეთ, მ------ ე-------- მას აკავებდა და ეჩხუბებოდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია (2018 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი);

 

3.7. მოწმეების - ა-- ა----–--ისა და მ---- ს-------–---–ის ჩვენებების თანახმად, ისინი მ------ ე--------ს მიერ ო---- ე--------ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებიან და აღნიშნული იციან გადმოცემით (2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი);

 

3.8. მოწმეებმა - მ------ მ------–---–მა, გ--- ბ---–-----–---–მა, რ----- ნ-------–---–მა, ნ------- ხ------–---–მა, გ------- მ----------მ და ჯ--–--- მ------–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში (დაკავება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა) მონაწილეობის ფაქტი და ამ მოქმედებების შესაბამისი ოქმების სისწორე. ისინი მ------ ე--------ს მიერ ო---- ე--------ს ცემის ფაქტს არ შესწრებიან (2018 წლის 26 იანვრის, 7 თებერვლისა და 6 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.9. ბრალდებულმა მ------ ე-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს მივიდა გ------------------------–--------ში მდებარე თავისი მშობლების სახლში და დედას მიუტანა წამლები. მოგვიანებით იქ მივიდა მამამისიც. იგი იყო მთვრალი, შარვალი ჰქონდა ტალახიანი, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და სისხლი მოსდიოდა. ო---- ე-------ს კიდევ უნდოდა სასმელის მიღება და იწევდა გარეთ, მაგრამ მ------ ე-------- აკავებდა მას და არ უშვებდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მ------ ე-------მა ო---- ე-------- წაიყვანა იმავე სოფელში მდებარე თავის სახლში, სადაც მისცა სასმელი, თვითონ კი დაიძინა. მეორე დღეს იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ო---- ე-------ს აღნიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ცხვირის, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა ყურის ნიჟარაზე, ლოყის, ორივე მტევნის და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაუდგინდა მე-8 ნეკნის მოტეხილობა იღლიის უკანა ხაზზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 107-108);

 

3.11. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

3.12. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ცხადია, ,,აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება“ არ მოიაზრებს ოდენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენის საშუალებას. ხშირ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი იმდენად ცხადია, რომ დავას არ იწვევს (მაგ. ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა თუ დაზიანება), მაგრამ უფრო რთულია ამ შედეგთან მიმართებით კონკრეტული პირის ქმედებისა და ამ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, რაც აუცილებელია სსკ-ის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, რაგინდ უტყუარადაც არ უნდა დგინდებოდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც საკმარისია გამოძიების დასაწყებად, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მით უფრო - გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ეს საკმარისი ვერ იქნება. სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მართლსაწინააღმდეგო შედეგი, როგორც აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში სადავო არ არის და სწორედ ამის გამო კანონი აქცენტს აკეთებს პირის ქმედების ამ შედეგთან კავშირზე. ამაზე მეტყველებს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიც, რომლის მიხედვით საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საფუძველია ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდი, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ცხადია, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გარეშე (ფორმალური დანაშაულის გარდა) პირის დანაშაულზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ პირის ქმედების მიზეზობრივი კავშირი შედეგთან მტკიცების შემდგომი, უფრო რთული ეტაპია და აქაც აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით პირის ბრალეულობის დადგენა. მართლსაწინააღმდეგო შედეგის დამადასტურებელი მხოლოდ ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიების დასაწყებად (პირის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ექსპერტის დასკვნა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი დანაშაულის კვალი), იმთავითვე ვერ იქნება საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის;

 

3.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

3.14. მოცემულ შემთხვევაში არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება სწორედ მ------ ე--------ს მიერ ო---- ე--------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, თუნდაც დასაშვები იყოს მისი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, უტყუარად, აშკარად და დამაჯერებლად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მ------ ე-------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ე-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. საქმეზე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი, ბალიში, ბალიშის პირი და ზეწარი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქა და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი