გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
040210018002406789
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0402-0018002-06789

საქმე 2/40-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2- მაისი, 2019 წელი ქ.ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე-ნანა ჯანხოთელი

 

მოსარჩელე- შ-- ,, ე--- კ---------“

მოსარჩელის წარმომადგენელი-შ--,,ჯ---–--–-“

წარმომადგენელი-ს--–---- კ--–---

მოპასუხე-მ--- მ-------

დავის საგანი -სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დავალიანების თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შ-- ,,ე--- კ----------“ (ს/ნ 4--------) მოპასუხე - მ--- მ-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი არის ძირითადი თანხა, 56 ლარი არის სარგებელი, 20 ლარი არის ერთჯერადი ჯარიმა, 52- ლარი კი პირგასამტეხლო.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2--- წლის 0-4 ს-----------, შ-- ,,ე--- კ----------” და მ--- მ------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N------, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2--- წლის 2- ს--------------. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ. გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 56 ლარი დაებრუნებინა 20 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5% პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 52- ლარი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დავალიანების თანხის დაფარვა არ მომხდარა.

 

ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების - 42 ლარის გადახდა.

მოსარჩელე მხარე ასევე თანახმაა, სარჩელი განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.(იხ.განცხადება)

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

2.1. მოცემულ სარჩელზე, მოპასუხე მხარემ შესაგებლით წარმოდგენილი ახსნა- განმარტებით დააფიქსირა სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ. მოპასუხე თვლის, რომ მას გადასახდელი აქვს 300 ლარი, მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.

ასევე თანახმაა საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. (იხ. განცხადება)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 0-4 ს-----------, შ-- ,,ე--- კ----------” და მ--- მ------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N------, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2--- წლის 2- ს--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება

- სარჩელი

 

3.2.2. მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი არის ძირითადი თანხა, 56 ლარი არის სარგებელი, 20 ლარი არის ერთჯერადი ჯარიმა, 52- ლარი კი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- სარჩელი, შესაგებელი

3.2.3.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--- მ-------ს მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის N------ ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სესხის და მასზე რიცხული სარგებელის დაბრუნების თაობაზე არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

1.სასამართლო თვლის, რომ შ--,,ე--- კ---------ს” სარჩელი მ--- მ--------- მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პროცენტი უნდა დაეკისროს მთლიანად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საერთო ჯამში უნდა დაეკისროს 406.00 ლარის გადახდა (საიდანაც 300 ლარი არის ძირითადი თანხა, 56 ლარი არის პროცენტი და 50 ლარი არის პირგასამტეხლო). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე ,316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62--ე მუხლის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 04 ს-----------, შ-- ,,ე--- კ----------” და მ--- მ------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N------, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2--- წლის 2- ს--------------.

.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 1.5% პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 50 ლარით.

 

6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 200- წლის 2- ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 2-, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.“

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 4 ლარის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2-3-2-4-ე, 2-9-ე, 257-ე,369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შ-- ,, ე--- კ---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ----------------- ო---------–-- ე--- კ---------ს“ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ მ--- მ------- (პ/ნ 4----------) დაეკისროს 406 ლარის გადახდა (საიდანაც- 300 ლარი არის ძირითადი თანხა, 56 ლარი არის პროცენტი და 50 ლარი არის პირგასამტეხლო).

 

2.მ--- მ------- (პ/ნ 4---------- ) შ-- „ ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 12.18 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შ-- ,,ე--- კ--------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 37.82 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N---------,თარიღი-2-.0-.2--- წელი, გადამხდელი - შ-- „ე--- კ---------“, გადამხდელის ბანკი - სს თ----- ბანკი, სახაზინო კოდი - 3--------, ბანკის კოდი - T-------, თანხა - 50 ლარი, დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე) კანონით დადგენილი წესით.

4. მ--- მ------- შ-- ,,ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდული მომსახურების ხარჯი 4 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14) .

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი